2008 – Evaluation.

ძალიან გრძელი პოსტი.

აქ მეწერა თავისმართლება გრძელი პოსტის შესახებ და დავიკიდე.

ახალ წელს გილოცავთ : )

2008 წელი ძალიან არეულ-დარეულად დაიწყო ჩემთვის. ახალ წელს შევხვდი პირველად ცხოვრებაში ისე, როგორც მინდოდა – საყვარელ ადამიანთან ერთად, თან მეკიდა ახალი წელი იყო თუ არა, 12-მა რომ ჩამოჰკრა, მაგ დროს აბაზანაში შხაპს ვიღებდი.

2 იანვარი ძალიან სახალისო და საქართველოსთვის უნიკალურ ფართიზე გავატარეთ. უფრო სწორედ, მე ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი. ძალიან კარგი გამოვიდა, და ეს იყო ფაქტიურად ჩემი ბოლო ურთიერთობა იმ სასტავთან, ვისთანაც მთელი 2007 წელი ვურთიერთობდი – სასტავთან ერთიანობაში, თორემ ცალცალკე იმ ადამიანებს ისედაც ვეურთიერთობები და მეგობრები არიან ჩემი. იმ დღეს კი სასტავი, როგორც ერთიანობა, ჩემთვის მთლიანად ამოიწურა და უინტერესო გახდა.

იმავე დღეს გავიკეთე ფეხმძიმობის ტესტი და ორი ხაზი აჩვენა. იმ ფართიმ ბუნდოვნად გაიარა ჩემ თვალწინ, თუმცა რაღაც ბოლომდე დავიხარჯე, აი კიბორგასთვის ალბათ ერთ-ერთი დიდი კოშმარი იყო ამ წლისა. ჯერ ერთად არც ვცხოვრობდით, სამიოდე დღის წინ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენებს დავლაპარაკებოდით ერთად გადასვლაზე და უცებ ბაც, ფეხმძიმობა.

ძალიან დავიბენი. მთელი ცხოვრება ერთადერთი პრინციპი მქონდა, აი საერთოდ არაფერი პრინციპები არ მაქვს გარდა ერთისა – აბორტს არ გავიკეთებ რაც უნდა მოხდეს-მეთქი. მაგრამ ისიც მესმოდა, რომ ერთად ახალგადასული წყვილისთვის ეგრევე ბავშვი – ამ ურთიერთობის დანგრევას უდრიდა და ბოლოს ჩემი და კიბორგას ურთიერთობა ვარჩიე, გადავწყვიტე აბორტის გაკეთება. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გადამარჩინა იმიტომ, რომ მეორე დღეს ექოზე სასწრაფოდ მოსაშორებელიაო მითხრა ექიმმა და გულს მომეშვა, სინდისი აღარ მქენჯნიდა და ყველაფერი ექიმს “გადავაბრალე”. ერთი-ორი ადამიანის გარდა არც არავინ იცის, რომ სინამდვილეში ჩემი გადაწყვეტილება იყო მანამდე, ვიდრე მეცოდინებოდა, რომ მართლა მოსაშორებელი იყო. მერე უბრალოდ ამ დიაგნოზს ამოვეფარე და: “ბუშტნამქერი იყო, ექიმმა მითხრა უნდა გაიკეთოო” და ანგელოზჩიკის თვალების ფახული, თითქოს მე რა, მე რას მერჩით, აი ექიმმა თქვა..

მე არ ვიცი, ის ნაყოფი ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი რომ ყოფილიყო, გავბედავდით თუ არა მე და კიბორგა ბოლო წუთებში, ექიმთან შესვლამდე აბორტზე ფიქრს თუ გამოვიქცეოდით იქიდან, ან როგორ წავიდოდა ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობა მას მერე, დაშორებულები ვიქნებოდით დღეს თუ პირიქით…

მოკლედ, 8 იანვარს ხელი მოვაწერეთ, ძალიან ყინავდა და სრიალ-სრიალით შევედით წერეთლის საპასპორტოში, ათ წუთში მოვაწერეთ ხელი [რაც დედაჩემის ახირება იყო. იდეა გვქონდა, რომ მეორე დღესვე შეგვეტანა განქორწინებაზე, მაგრამ განქორწინება 45 ლარი ღირს და დაგვენანა ფული]. მეორე დღეს აბორტი და მერე არ ვიცი, მერე ერთად ცხოვრება, შეგუება ერთმანეთის ჩვევებთან, ბევრი ბევრი ბევრი პრიწირკა. რაც უნდა გამოცდილი იყოს წყვილი, ერთად ცხოვრების პირველი ორი თვე მაინც საკმაოდ მაზალოა : ) ნუ, სეკსებია ბევრი სამაგიეროდ.

მარტში დამებადა პროექტის იდეა, რომლის სახელი მერე შპილერამ “მაჩუქა” – არტიდეა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ პერიოდში საკუთარ გამოუსადეგარობაზე ხშირად ვფიქრობდი. მაგრამ არტიდეაც ევრ დამეხმარა გაქანებულ სოციოფობიაში, რაც იმ დროს მჭირდა. გარეთ საერთოდ არ გავდიოდი თითქმის, თუ გავდიოდი – ძალიან შეკუმშული და დაძაბული ვიყავი, ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე მქონდა დაყვანილი.

საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე – ვაიძულებდი თავს, რომ მესეირნა მარტოს, რომ შემეხედა ადამიანებისთვის და მივმხდარიყავი, რომ ისინიც ეგეთი მშიშარა მასტები არიან და ვერ შემჭამენ.

ნელნელა ბლოგმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩემს ცხოვრებაში და სერიოზულად მივუდექი ბლოგინგს.

აპრილში გადავედით მიცკევიჩზე. აი ბინიდან ბინაში გადასვლებს ვერ ვიტან. და წინა წლის მანძილზე ჯამში 4 ბინა გამოვიცვალე, ასე გამოვიდა.

მაისიდან მე და გიგამ Face.ge-ს თარგმნა-გამართვა დავიწყეთ.

ივნისში ნელნელა “ვჯანმრთელდებოდი” სოციალური ფობიებისგან, დავიწყე ფიტნეს-კლუბში სიარული, ერთი კვირა დაჟე ფლაერებიც ვარიგე ქუჩაში, და ვიყავი თურქეთში ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, გოგოლ ბორდელოს კონცერტზე – ჯამში 4 დღით. აქედან 2 გზას მოუნდა. მესამე დღის ბოლოს ყველამ გავფრიკეთ, ყველა ყველას ეჩხუბა, ან იბუზღუნა ან დაიძაბა. ამიტომ კიბორგას დანახვა რომ ჩამოვედი – ღირდა იმ 4 დღედ, რაც თურქეთში ვიყავი.

ნუ, სამაგიეროდ პირველად ვიყავი ნამდვილ სექს-შოპში, ი ტო ხლებ.

ივლისში პირველი შეხვედრა იყო ბლოგოსფეროსი, მაკდონალდსში. კარგი იყო, დადებითი, და დაიწყო ბლოგერების შეკრებები შიგადაშიგ.

ამ თვეშივე გვქონდა მე და უჩას პირველი სერიოზული კამათი, თუ რაღაც მსგავსი, და ერთად ვიყავით ფსიქოლოგთან. საინტერესო იყო, ჯამში ფსიქოლოგის გარეშე მოვაგვარეთ, მაგრამ საინტერესო იყო შეგრძნება – ადამიანს გრუზავ ერთი საათის მანძილზე, გრუზავ, გრუზავ და ბოდიშს არ უხდი! იმიტომ, რომ ფული გადაიხადე. კლასს!

ივნისი-ივლისში კიდევ დედაჩემს ვებრძოდი საკუთარ თავში – ანუ მის ჩანერგილ აზრებს “ვამოწმებდი”. მაგალიტად, მეუბნებოდა ბავშვობიდანვე, რომ არ მიხდება ზაგარი. და წავედი სოლარიუმში, რომ გამეგო, მე მომწონს თუ არა. ნუ, ეს ზაგარი ისე, თვალსაჩინოებისთვის იყო, ძირითადად შინაგანი გადაფასებები მიდიოდა.

აგვისტო – ომი. ჩვენი ერთადყოფნის წლისთავზე კიბორგა ცხინვალში წავიდა, მე 38-39 სიცხით სულ მარტო  დავრჩი თბილისში, იმიტომ, რომ არც დედაჩემი და ჩემი და იყვნენ ქალაქში – თურქეთში წავიდნენ დასასვენებლად რამდენიმე დღით ადრე. ცუდი შეგრძნებები იყო ძალიან, თუმცა რაღაც გმირი ქალი როჟა ვიყავი, სიცხიანი, მარტო, მაგრამ მაინც არ ვბურღავდი ტვინს, არ ვტიროდი და კიბორგას არ ვანერვიულებდი. თან არ ვნერვიულობდი იმდენად – ბევრი ვიფიქრე და დავასკვენი, რომ სიკვდილის შანსი ომში და ქალაქში, მშვიდობიანობის დროს ავარიაში მაგალითად – ერთი და იგივეა. და რომც მომკვდარიყო, ისე მაინც მოკვდებოდა, როგორც მას უნდოდა.

ის, რომ კიბორგა ომში წავიდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის – ის, რომ სახლში არ დარჩა, ის, რომ მე არ ამომეფარა, ის, რომ რაღაც, იმპოტენტი არ იყო და ტელევიზორთან არ იჯდა და არ იგინებოდა, არამედ იქ იყო, თავის მეგობრებთან ერთად და იმას უყურებდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება ემზადებოდა შინაგანად, და ეშინოდა, მაგრამ მაინც იქ იყო…

პარალელურად რასაც მიმესიჯებდა – ვწერდი ბლოგზე და შემოდიოდნენ ახლობლები და კითხულობდნენ, ყველასთვის სათითაოდ რომ არ მეხსნა სად არის და ცოცხალია თუ არა. მერე ჩამოვიდა კიდეც და მეორე დღეს თვითონ დაწერა გრძელი კომენტარი აქ ბლოგზე – ძალიან ბევრი ემოციებით, განცდებით სავსე. მისი ნაწერი და ჩემი რამდენიმე პოსტი მოგვიანებით გავრცელდა მტელ ინტერნეტში, ჯერ ქართულში, მერე თარგმნეს და – რუსულში. სნაიპერიდან დაწყებული – სპეცნაზით დამთავრებული, ყველაფრის “მოგონებები” იყო, ქალაქში რაღაც ლეგენდები დადიოდა, როგორ მოკლა ვიღაც კიბორგამ ბერეტათი 10 რუსი, თუ რაღაც ეგეთები :) მოკლედ, რაღაც პონტში სახალისო იყო ეს გაფუჭებული ტელეფონი, მაგრამ მეორე მხრივ მაგრად გვძაბავდა, ყველა გვეუბნებოდა, რომ დაგვერხა, იმიტომ რომ მსგავსი რამე დაიწერა და – ჩემს ბლოგზე დაიწერა, კიდევ უარესი – ასე საშინლად გავრცელდა.

მაშინ ბლოგიდან ამოვიღე ყველა პოსტი, რაც ომის შესახებ იყო – კიბორგას მესიჯებიც, მისი პოსტიც. ნუ მერე ამას ცალკე ლაპარაკი მოჰყვა, რომ მთავრობამ მაიძულა ამომეღო თურმე :))) ახლა, ამ პოსტს რომ ვწერ, გადავწყვიტე, რომ საკმარისი დრო გავიდა და ყველაფერს აღვადგენ. თან მითუმეტეს, რა თქმა უნდა, არავინ არ მოვარდნილა ჩვენთან, არ დავუკითხივართ, არსად დავუბარებივართ და ყველამ სხვა გასართობი მონახა მოკლედ.

წესით ეს ალბათ კიბორგას “წლიურ ანგარიშში” უნდა ეწეროს, ის უფრო მძაფრად აღიქვამდა და განიცდიდა ამ ყველაფერს, მაგრამ მეც არანაკლებ მძაფრად მეხებოდა ეს ყველაფერი. თუმცა ბოლომდე მჯეროდა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, სულ რომ დაეჭირათ – ის , რაც დაწერა, უნდა დაეწერა – იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ გადახარშავდა.

სექტემბერში საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი სოციოფობიისგან და ტელეფონის აღებაც დავიწყე, თუნდაც უცნობ ნომერს დაერეკა.

და ოქტომბერში დავფეხმძიმდი, ამჯერად უკვე აბსოლუტურად ჯანმრთელ ბოღანეზე, მაგრამ თავდაცვითი მექანიზმი ჩაირთო და პირველი 3 თვე (სანამ მოშლის საშიშროება დიდია) ფაქტიურად ემოციები ამის თაობაზე არ მქონია. ახლა უკვე ნელნელა მეწყება გულში ღიჭინები ბავშვზე ფიქრისას. წინა თვეები პახოდუ აქტიურად მიდიოდა კიბორგას “დამუშავება” და ბოლოს დამუშავდა. და დღეს ჩემზე მეტად უღიჭინებს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ იასნია არ აღიარებს. და ბავშვი რომ დაიბადება, სიხარულისგან ტირილი მოუნდება, მაგრამ მაგასაც არ აღიარებს, რა თქმა უნდა, თუმცა მისი აღიარება არც მჭირდება, თვალებში ვხედავ ხოლმე, როგორ უბრწყინავს, როცა გეგმავს როგორ წაიყვანს სტრაიკზე ზურგზე მოკიდებულს.

დეკემბერში კიდევ ერთხელ შევიცვალეთ ბინა, გავიჩინეთ რუმმეითი, რომელსაც იშვიათად ვხედავთ სამწუხაროდ :) პირველად მივიღეთ ბენეფიტი ბლოგერობისგან… ავარიაში მოყვა ჩემი მეგობარი, ბექა, და კომაში ჩავარდა, მაგრამ არ განმიცდია ემოციურად, იმიტომ, რომ ვერ გავიაზრე და ვიცოდი, რომ გამოჯანმრთელდებოდა მალე.  ჯერჯერობით კარგად მიდის ყველაფერი : )

ბევრი რამე გამომრჩა. ბლოგს ვათვალიერებდი თან. წლის განმავლობაში შიგადაშიგ რაღაც, სამსახურებიც იყო, შეხვედრებიც იყო, საინტერესო ადამიანებიც იყვნენ… იმის გაცნობიერებაც იყო, რომ მეგობრები მყავს. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობის არ მჯეროდასავით. მაგრამ არსებობს მაინც სადღაც. ხანდახან ნერვებზე ვშლით ერთმანეთს და ვერ ვიტანთ, მაგრამ კარგია, როცა კიბორგა გაგაბრაზებს და ძევიშნიკზე მირბიხარ და იქ ყველას უყვები, რა ნაგავია. და ისინიც გეუბნებიან, რომ ხო ხო, ნაგავია. ნუ ლოლა გეუბნება, რომ შტერი ხარ და ნაგავი არაა, პროსტა ეგეთია. და ლოლაზე ბრაზდები. მერე მოდიხარ სახლში დაცლილი და ბედნიერი და იცი, რომ ნაგავია, მაგრამ მაინც გიყვარს და შენც ნაგავი ხარ და მოდი, ერთად ვიყოთ ნაგვები.

ჯამში როგორი წელი იყო? კარგი. გავიზარდე.

და თითქოს რაღაც, არაფერი ხდებოდა, მაგრამ ჯამში რამდენი რამე მომხდარა.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to 2008 – Evaluation.

  1. Cyborg ამბობს:

    nagavma waikiTxa da eTanxmeba zemoT gamoTqmul yvela mosazrebas :D

    sorry latinuristvis – language changeri na xui ar mushaobs.

    damatebebi:

    1. bavshvze imas davamatebdi ro 3 tve emzada bavshvistvis, anu jer daicko chemi damushaveba, mere mocevas daaneba tavi, mere varjishic magito daicko, mere bolo 1 tve vafshe foliumis mjavas svamda, ovulaciis dgeebi gamotvala da unda sasacilo rameshi gamogitydeT – imenna ovulaciis dRes me straiki mqonda, movedi gvian saxlshi, daglili siqa gaclili da metqi a na xui sex – mezineba Tqo da daviZine… gamaRviZa misma zluqunma, ro meo ovulacia maqo, sheno kide maindamainc dRes moaxerxeo ro gezarebao – eseigi kide 1 tve unda vicadoo, es ra ubedurebaao, nu me ganvumarte ro exla amit araferi icvleba – sexi imito ro is tiris mitumetes ar gveqneba tqo, bolo 2 kviraa yovel dge seqsi gvaq dgeshi ramdenjerme da ra maindamainc dges ari aucilebeli tqo… mokled magra gabzrebulma davizine, ro metqi ra marazmia es bavshvis keteba metodurad… dilas kide gavigvize da metqi ai cxovrebashi ramdeni anali, ara ubralod am tveshi, mtel cxovrebashi tqo ramdeni anali unda gadamixado tqo, ramdeni dagijdeba tqo sheni azrit gushindeli gnavili da chemtvis mocamluli azrebi mainc fexmzimed ro agmochnde da eg mteli sheni teoriebi ovulaciis shesaxeb nagavshi gadasagdebi ro gaxdes tqo? – nu cotas mixvda ro gadaameta, cotas iasnia mainc ara shen xar cudi rojao… marto imas davamateb ro im tveshi periodi agar qonia… eseigi ramdeni tavani aq chasabarebeli??…

    2. xo nu fsiqologze – me lichna interesi maq am bolo dros – mtlianad gadavce, informaciulad mainc, kacebis namdvili seqsualuri mamozravebeli zalebi. da ramdenic ar unda izaxos ro sheno sakutar gamocdilebas anzogadebo da sinamdvileshi kacbeze eg ar vrceldebao – zogadad yvelaferze roca me vambob “kacebi asetebi vart” – meuneba ro anu shen xar masetio… atchasti ona prava iasnia, mara me mainc mgonia ro kacebis minimum sexualuri stimulebis da sexualuri mamozravebeli zalebis zalian grma fesvebs vefotialebi… nu fsiqologtanac am temaze viyavit da kide daqalebtanac am temaze maginebda… sasaciloa ara? – kissieze uaresi gafuchebuli vinga unda iyoso fiqrobt? – dodi ormagi standartebis dedofalia, magalitad dgemde turme nanobs ro vajishvili “ar chavbardi”, echvianobs minimalur flirtebze xolme… nu nagd flirtebze da ara flirtze mis daqaltan romelzec tvitonac ar ityoda uars…

    3. xo kide momecona erti chveni megobris diagnozi chveni mimartulebit, da es sheizleba zalian scori rame iyo – ro ase utxra dodis, ro tqveni zalian seqsze koncentrirebuli cyvili xarto da zaan gagichirdebato sexsis naklebobis/shezgudvis periodshio(saubari iyo bavshvis pre da post dabadebis droze) – xoda aman damafiqra imaze ramdenad ari chveni urtiertoba, rogorc admianebis, damokidebuli sexze, anu gagikvirdebat, da bevr mamrs gaukvirdeba mara dodishi yoveltvis adamiani momconda, sexi chemtvis zalian mnishvnelovania, mara dodi imito ar amirchevia ro sexis qalgmerti megona… metic qalebs saertod ar virchevdi da ar virchev sexualuri qalgmertobis principit… yoveltvis vezeb qals romelsac esmis chemi da me mesmis misi, ubralod – martivad saubari mesmis, bevri qalis laparaksac ver vigeb, ver vxvdebi ras grznoben da risi tqma undat da iq araferze saertod ar ari saubari – da vinc micnobs ician ro aranairi arc garegnoba mainteresebs, arc seqsualuri gamocdileba tu “tavshi tvini ar uchyavis” rashic me yoveltvis vgulisxmob “ar esmis roca velaparakebi da vusabuteb rames da ar sheuzlia tvitonac damisabutos da damarcmunos rameshi” – xoda sinamdvileshi seqsshi problemebi chven ar gvaq, seqsis raodenoba iasnia klebulobs… mara YVELAFERZE sheizleba dailaparako admaiantan romelsac sheuzlia gaigos ras elaparakebi da yvela problemas da sakitxs yoveltvis aqvs ara erti, aramed 10 gadackveta da saqme archevamdec ki midis…

    chven ojaxshi mtavaria shemdegi punqtebi:
    1. chamoayalibo sakutari pozicia konkretul sakitxze, mtlianad, A-dan Z-mde, gaitvaliscino yvela taqtika-politikuri gadasaxvevebi da ukan dasaxevebi.

    2. caradgino sheni pozicia scor dros – anu orive roca nachamia, axali mosuli ar ari saxlshi, ar zinavs da a.sh.

    3. ganixilo pozicia bolomde da detalurad, ar daixio ukan, ar gadaerto sxva rameze, ar danebde da ar michqmalo. yvelaferi unda itqvas bolomde, unda itqvas giad da ert-ertma bolos unda TVITON tqvas ro misi pozicia savaraudod naklebad martalia, an rom meoris pozicia srulebit misagebia.

    i vsio. chveni ojaxi daishleba rodesme? – aucileblad, absurdi da marazmia saubari ro 5 clis merec avitant ertmanets, bolos da bolos es dodia da es me var.

    mara sanam daishleba – orive zalian bednierebi viqnebiT.

    bavshvi? – 10 clamde misia, 10 clis mere chemi.

    p.s. gadaecit mas madloba rom ragacnairad moaxerxa da aris is vinc aris, ar vici es rogor moxda, ki – zalian mainteresebs – imito ro shvili gvyavs gasazrdeli… ar vici rogor ari iseti rogoric ari, mara ro ari – zzzzalian stranni ramea, mara ari, ager – zis da aris.

    zalian xshirad mikvirs misi arseboba, zalian, ai scori sityvaa – gasakviria ro arsebobs.

  2. achiko ამბობს:

    dodka, sheni blogis chumi mkitxveli var, es chemi pirveli postia ak. txovna makvs – is agvistos postebi ar minaxavs tavis droze da agadgine ra pls, zalian mainteresebs

  3. dodka ამბობს:

    @აჩიკო – აღვადგინე რამდენიმე წუთის წინ, ომისდროინდელი და შემდეგ მასთან დაკავშირებული პოსტები არის კატეგორიაში war in august: https://dodka.wordpress.com/category/war-in-august/

    : )

    მადლობა კომენტარისთვის ))

  4. CheshireCat ამბობს:

    მიყვარხართ. წყვილში :) თქვენ, როგორც წყვილი :)..

  5. LadyCrow ამბობს:

    “მესმის, რომ შეიძლება ბოლომდე არც არავინ წაიკითხოს”

    ბოლომდე წავიკითხე აი სვეარ :ბის:
    ისეა დაწერილი რომ გგ…გინდა რომ წაიკითხო და წაიკითხო და დაჟე კიბორგას ლათინური შრიფტითაც დავითხარე თვალები :D
    მევასებით ორივენი და კიდე ბევრი რამის სწავლა შეიძლება თქვენგან :ყეს:

    “magalitad dgemde turme nanobs ro vajishvili “ar chavbardi”, echvianobs minimalur flirtebze xolme…”

    ეს თუ შეიძლება დიდი ასოებით დაწერეთ, ძალიან დიდი, პოსტერები გააკეთეთ, ქალაქში გამოაკარით და დაარწმუნეთ ჩემი კაცი , რომ მარტო მე არ ვარ ესეთი :D

  6. Sweety ამბობს:

    ლოლ ლედიქროპუ რა ქალი ხარ :D

    @dodka, დოოდ, შენ კიდე მოიცალე ეს დღეები იმ პროექტზე დავილაპარაკოთ. რამე ახალი ხო არაა?

  7. Kate ამბობს:

    მე ვიცოდი შენი აბორტის შესახებ.
    მაგ მომენტში მაგრად უარყოფითად შეგაფასე…
    ნუ წიპა, აი რა ცუდი გოგოა, რომ აბორტი გაიკეთა…
    ნუ ამას დაემატა შენი ათისტობის ფაქტორი და ანუ მეთქი საშინელი გოგოა…
    მაგრამ საბედნიეროდ გაგიცანი და ხოდა ძალიან გამიხარდა, რომ ეს ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე…
    ახლა მაგრად მიყვარხარ და მიხარია, რომ ასეა თუ ისე, კარგად ხარ…
    გილოცავ ახალ წელს და ის მოგეცემოდეს, რაც შენ გინდა…

    “dodi ormagi standartebis dedofalia, magalitad dgemde turme nanobs ro vajishvili “ar chavbardi”” ვაიმე დედა… ცუდად გავხდი…:D :D :D :D

    მე არათუ შენი პოსტი წავიკითხე ბოლომდე, არამედ კიბორგასიც…
    ეს ნამდვილი სასწაულია :D :D

  8. meh ამბობს:

    დღეს რა ვჭამე თუ მახსოვდეს…

  9. miramax ამბობს:

    უკომენტაროდ.

    :) :)

  10. Cyborg ამბობს:

    meh
    კი ეგეთი პერიოდებიც ბევრია ცხოვრებაში

    ლეიდიქროუ
    მე არ მითქვამს რო ეს ნორმალურია! – ეს ცუდია! – ყვავ წინ! – მხარს გიჭერ!

    კოტე
    :გეროი: :დ

    ქბნ. ჩეშირსკაია
    წყვილში გიყვარდეს ის რა ქვია… დუალ-ქორი! ლოლ

    ჩვენ კიდე ნა ეტო ნი საგლასნი! – ვიბირაი ადნავო!…

    აჩიკო
    მე არ ვიყავი იმ ყველაფრის აღდგენის მომხრე, იმ ყველაფერს ფასი ქონდა მაშინ, აზრიც ქონდა მაშინ და ემოციაც მაშინ ქონდა… დღეს ეგ მარაზმია… ეგ იგივეა ბავშობაში 3 წლის რო სათამაშოებით თამაშობდი იგივე სათამაშოებით ცადო თამაში დღეს… ჩემთვის.

  11. LadyCrow ამბობს:

    @ Cyborg

    ნუ მე კი არ ვამბობ ნორმალურია მეთქი..არც მე მომწონს ეგრე რო ვარ , მეც მაზიანებს და ზოგადად, ჩვენც :D მარა ხანდახან ვერ ვიკავებ ხოლმე თავს :უსერ:

  12. kargistraki ამბობს:

    ისე დამპლურად კარგად წერია,წაკითხვა როარ გინდოდეს და უბრალოდ, ზრდილობისთვის რო გადახედო(მაინც შემოსული ხარ ბლოგზე ბლიად)ორ წინადადებას ისე ჩაგითრევს და ჩაგიწოვს რო კაი დედის შვილი ხარ და მიდი არ ჩახვიდე ბოლომდე…

    მასე მინდა ვწერდე…

  13. (c) Anika ამბობს:

    ჩემ დაბადების დღეს მოგიწერიათ ხელი.
    ანუ დღეს.
    გილოცავთ 1’st wedding annualy თუ რაც ჰქვია.

    თავიდან არც ვაპირებდი წაკითხვას, მაგრამ რამდენიმე სიტყვის მერე ძალიან შემითრია.

    რა მაგრად წერ.

    საინტერესო წელი გქონია. ძალიან საინტერესო. და დატვირთული ფაქტებით.

  14. N.L ამბობს:

    dodka, ceris kargi stili gaqvs, kargi gogo xar zalian

  15. addicted ამბობს:

    dodik odesme orientacias tu sheicvli ar damiviwyo :D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s