Art-იდეა – The Comeback

ამ დღეებში 2008 წლის ბოლო პოსტი უნდა დავწერო, იასნია შეჯამებებით და ახალი სურვილებით და მომავალი წლის გეგმებით, რომელსაც მერე, რა თქმა უნდა, ბავშვი თავდაყირა დააყენებს. ჯერ საერთოდ არ ვიცი, რა ეწერება იქ ორი რამის გარდა – ერთი აგვისტოს “ომია” და მეორე – არტ-იდეა.

საერთოდ, ალბათ როგორც ყველა ადამიანს, სულ მგონია, რომ ჩემი ცხოვრების 22 (უფრო სწორედ – 23) წელი ძალიან ფუჭად გავატარე, მეტის გაკეთება შემიძლია და არ ვაკეთებ, მეტი ადამიანის დახმარება შემიძლია და არ ვეხმარები (ეს ალტრუიზმი და სიკეთე არ არის ოღონდ, ქვეშ ბევრი სხვა ეგოისტური სარჩული უდევს, რითიც სხვების დახმარება იმ სხვებს უფრო ნაკლებად სჭირდებათ ხოლმე, ვიდრე მე).

რომ მკითხონ, რითი ამაყობ ცხოვრებაშიო, რა გაგიკეთებია/მოგიფიქრებია ღირებულიო, ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება თავში მომივიდეს – არტიდეაა. მართლა ძალიან მიყვარს ეს პროექტი და მიყვარს საკუთარი თავი მის გამო, მიყვარდა ის პერიოდი, სანამ არტიდეა მუშაობდა და მიყვარს სვითი იმისათვის, რომ აბსოლუტურ ისტერიკამდე მიმიყვანა თავისი ზარებით ტელეფონზე (არადა ტელეფონოფობი ვარ, ყვლა ზარი ნერვებზე მშლის), მაგრამ სამაგიეროდ არტიდეა ახლიდან გამაშვებინა და ტექნიკურ გამართვაში და საერთოდ, ყველაფერში დამეხმარა.

საიტი უკვე გახსნილია, რეგისტრაციაც ჩართულია. შაბათიდან ისევ – კვირაში ერთხელ დაიდება თემა, მთელი კვირის მანძილზე დავწერთ, დავხატავთ, გადავიღებთ ფოტოებს, შევაფასებთ ერთმანეთს და უბრალოდ, გვექნება მიზეზი შევქმნათ რამე. : )

მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს (მონაწილეობაში იგულისხმება წერაც და კითხვაც, ხატვაც და თვალიერებაც :D ) ველით.

ასე იწყებოდა არტ-იდეა:

https://dodka.wordpress.com/2008/03/27/new-idea/

და ასე გრძელდება:

http://www.artidea.ge/

This entry was posted in Just, რა, Web and tagged , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to Art-იდეა – The Comeback

  1. lilian says:

    gut gut

    zarmacka :D

  2. fireroarer says:

    kargia.: )

  3. Kate says:

    იქაც დავპოსტე და აქაც დავწერ…
    ძალიან გამიხარდა არტიედიას თავიდან ჩატვირთვა…

  4. Shura says:

    გვეშველა :ბის:

  5. margusha says:

    gishin sizmarshi gbnaxeT shen da sheni kmari, da sheni kmari tavdacvis ministrad danishnes:D da shen magari gaxarebuli da tan gakvirvebuli ikavi:)

    saintereso da bednier axal celos gisurvebt :2kiss:

  6. Cannabis says:

    თავდაცვის მინისტრად? ზნაჩიტ ომი იქნება ისევ :D

  7. Cyborg says:

    Cannabis
    არა, მე რო მინისტრად დამნიშნონ(მაგალითად ალასანიამ… )…

    პირველი თვე წავა დოქტრინის დაწერაზე, შემდეგი 6 თვე ჯარის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, შემდეგი 6 თვე გადაიარაღებაზე და ცალკეულ წვრთნებზე.

    მერე კიდევ 6 თვე ერთობლივ წვრთნებზე, ინტეგრირებულ ვარჯიშებზე და სისტემების დანერგვაზე.

    და აი მერე – ვიომოთ.

    ძირითადი მიმართულებები:
    1. 100%-ით მობილური ჯარი, არანაირი ბაზები და მათ მშენებლობაზე ფულის ხარჯვა. პეხოტა – მუდმივად, თვეში ერთხელ ყველა ნაწილი გადავა ახალ დისლოკაციის ადგილებზე, კარვებში, ისწვალიან სწრაფად ახურვა-გაშლასაც, გათბობასაც ზამთარში კარვების პირობებში და გაგრილებასაც და ყველაფერს პრაქტიკულს მოკლედ მობილურობასთან დაკავშირებულს. + მუდმივად ექნებათ კავშირის პრობლემა და ისწავლიან კავშირის შენარცუნებას. იმოძრავებს მშვიდობიან პერიოდშიც კი ყველაფერი – ყველა ტიპის ჯარები, იასნია თბილისის მაცხოვრებლებით დაკომპლექტებული ბრიგადა იმოძრავებს თბლისის გარშემო და აჭარის ბრიგადა – აჭარაში, გლავნოე იმოძრავებს და მუდმივად ექნებათ გაშლა აწყობის და კამუფლირება-სანგრების გათხრის გიმაროი.

    2. დოქტრინის შესაბამისად მოხდება გადაირაღება: ასე მაგალითად მოხდა შეფასება რა ტიპის ტექნიკაა პრიორიტეტული ჩვენს პირობებში და რა არ არის პრიორიტეტული. გათვლა მოხდება საქართველოს ტერიტორიის დაცვაზე ნებისმიერი ზომის მტრისგან, და შეტევაზე თუ საჭიროა ლოკალურად. რაც მაგალითად მოიცავს 100% დაფარვას PVO-ს სხვა და სხვა სისტემებით, დაწყებული არა 1 კომპლექტი არამედ რამდენიმე კომპლექტი პასიური დაკვირვების სადგურებით (რომლებიც ისევ და ისევ მუდმივად იმოძრავებენ მშვიდობიან დროშიც… გრუზავიკებია ეს ოხერი, ნამიოკს მაინც ხო უნდა მიხვდე არა, ხო არ შეიძლება 4 წელი ერთ გორაზე იდგეს?… ფესვები გაიდგა…), აქტიური რადარები, მობილური, მობილური სარაკეტო სისტემები, მერე უკვე ხელით გადასატანი ჰაერ საწინააღმდეგო სისტემები, ტონობით, შუალედებში კიდე შილკას პონტში ახლო მოქმედების სისტემები, მოკლედ PVO უნდა იყოს უძლიერეს დონეზე.

    3. ჯარი მხოლოდ პროფესიონალური, არანაირი გაწვევა, დაცვაში და პოსტებზე – ნებაყოფლობით, ხელფასიანი ჯარისკაცები, კი ბატონო – ახალ წვეულები, მარა ნებაყოფლობითი ახალწვეულები საკონტრაქტო საფუძველზე.

    4. რეზერვისტების არ დაკიდება და სწორად გადათამაშება, რეზერვისტები ომის დროს განლაგდებიან მხოლოდ მათივე საცხოვრებელ რეგიონში – თბილისელები თბილისში, გორელები გორში, ქუთაისლები ქუთაისში, კარალეთელები – კარალეთში. შედეგად ყველას ექნება აქტიური მოტივაცია რისთვის იბრძოლოს, არავინ არ იქნება დაბნეული სად არი და რა აკეთოს, და შიში რო “თბილისში რუსები ბრიგადას გადმოგისხამენ ჰაერით და მერე ნახე” – ჯერ ეს ერთი PVO იმუშავებს, და თუ როდესმე რამეს გადმოსხამენ 30 000 რეზერვისტი დახვდებათ მიწაზე, საკუთარ ქალაქში, საკუთარ ქუჩებზე…

    5. ისევ და ისევ დოქტრინის ნაწილი – არანაირი “ომი გორში, კონცერტები თბილისში” – ომი არი, ცხადდება ტელევიზიით რო გაიყვანეთ თქვენი ბავშვები ქალაქებიდან, გააყოლეთ ბებიები და ბაბუები, დაიტოვეთ მეუღლე – იმტო რო რეზერვისტი იქნებით თქვენივე ქალაქში და მორიგეობა რო გექნებათ 1 ღამე, მეორე ღამე სახლში გაგიშვებთ და იქ დაიძინებთ. ეს აწევს მორალსაც (“ჯარისკაცი ქმარი სახლში მიდის” ცოლისთვისაც მოტივატორია და ქმარისთვისაც არ შეშინდეს და არ გაიქცეს)

    და ა.შ. და ა.შ.

    ირაკლი ალასანია თუ კითხულობს – მაიტათ, ია გატოვ. :დ

  8. Cannabis says:

    “პირველი თვე წავა დოქტრინის დაწერაზე, შემდეგი 6 თვე ჯარის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, შემდეგი 6 თვე გადაიარაღებაზე და ცალკეულ წვრთნებზე.

    მერე კიდევ 6 თვე ერთობლივ წვრთნებზე, ინტეგრირებულ ვარჯიშებზე და სისტემების დანერგვაზე.

    და აი მერე – ვიომოთ.”

    ვინ გაცლის მაგდენს :D
    მარა კონცეფცია საინტერესოა, განვითარება უნდა მაგრამ ცახალის (imo თანამედროვეობის საუკეთესო ჯარის :D) დონემდე ასვლას ერთი 20 წელი მაინც დაჭირდება, 20 წელი კი ჩვენ არ გვაქვს…

  9. Cyborg says:

    Cannabis
    20 წლის მერე მე ერექციაც აღარ მექნება და მერე გინდა იომეთ – გინდა არ იომოთ… პოროხი – ეტა გლავნოე…

  10. sabunia6 says:

    “20 წლის მერე მე ერექციაც აღარ მექნება და მერე გინდა იომეთ – გინდა არ იომოთ… პოროხი – ეტა გლავნოე…”

    რა საშინელი ეგოიზმია :D

  11. Cyborg says:

    sabunia6
    ვიღაც რუსმა, ოდესღაც, სადღაც ფორუმზე დააკომენტა ჩემი მაშინდელი მონაჩმახი რო “მაგასო იქო ის გაუტყდაო რო კაუნტერსტრაიკი უნდოდაო და არ გამოუვიდაო” – he was so right… :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s