ვისი შური გშურს?

თეთრი შური ბევრი ხმარებისგან შავდებაო.
(с) ვებფოლკლორი.

არავის ფანი არ ვარ ცხოვრებაში (ნუ, ფეისბუქზე კი გავწევრიანდი აქუბარდიასა და ილია II-ის ფანკლუბში, მაგრამ ეგ სხვა თემაა). თუმცა არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებასაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ და ხანდახან მშურს კიდეც.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო Steve Irwin, ნიანგებზე მონადირე – დარწმუნებული ვარ, ყველამ იცით:

ნიანგებისადმი დიდ სიყვარულს არ განვიცდი, ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეწარმავლებისადმი, რასაც ეხებოდა ხოლმე მისი ყველა გადაცემა, მაგრამ მიუხედავად ამისა რამდენჯერაც მომხვდებოდა ტელევიზორში – მოჯადოებულივით ვუყურებდი ამ კაცს. ძალიან მშურდა, ძალიან. ისეთი სიყვარულით ეფერებოდა რაღაც საზიზღარ მწერს, აღფრთოვანებული ყვებოდა ყველაფერს მის შესახებ, თვალები უბრწყინავდა და დადებით ენერგიას ასხივებდა.

მშურდა იმიტომ, რომ თავისი ცხოვრების საქმე იპოვნა, რომელშიც კარგ ფულს უხდიდნენ და საყვარელი ადამიანიც (ცოლი) – გვერდით ჰყავდა, მის მისწრაფებას იზიარებდა – გადამღები ჯგუფის წევრი იყო.

გული დამწყდა, რომ მოკვდა.

მეორე ადამიანი, რომლისაც ძალიან მშურს, არის Heather Armstrong. იგივე Dooce. ეს არის ერთი ამერიკელი ქალი, მცხოვრები იუტაში, ასე ვთქვათ – ღვთისგან დავიწყებულ და მოსაწყენ შტატში – ქმართან, 4 წლის შვილთან და ორ ძაღლთან ერთად. 2001 წლიდან ბლოგერობს, თათხავდა საკუთარ მორმონ მშობლებს, მერე გადავიდა სამსახურის გათათხვაზე და ამის გამო სამსახურიდან გააგდეს. ამის მერე ინტერნეტ-სლენგში მისი ნიკი ზმნად იქცა და Dooced – ითარგმნება, როგორც ბლოგის (ან რაიმეს, რაც ინტერნეტში გამოაქვეყნე) გამო სამსახურის დაკარგვა (ასეთი შემთხვევები არც ისე ცოტაა).

ნელ-ნელა მოიკრიბა დუსმა პოპულარობა – დღესდღეობით მის ბლოგს ყოველდღე მილიონობით ადამიანი კითხულობს, ამწამს დავსერჩე ტექნორატიზე – 30-ე ადგილზეა ბლოგებს შორის. ფანების უხეში გათვლით 30-40 000 დოლარს იღებს თვეში რეკლამებიდან (დუსმა რომ დაწეროს პოსტში, დღეს დილით ნაყინი “პისოფშიტ” ვჭამეთ და მოგვეწონაო, მეორე დღეს მაგ ნაყინს იმ მილიონი მნახველიდან ნახევარი მაინც გასინჯავს, ასე რომ გასაკვირი არაა – სპონსორები ძალიან ძალიან სწყალობენ).

და რაზე წერს? პირად ცხოვრებაზე. ძაღლის კაკაშკებზე. ბავშვი პატარა რომ იყო და ზედ არწყევდა მაგაზე. მაგრამ ძალიან კარგი ენა აქვს და იუმორი, საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე კარგად კაიფობს და არის ამ ძააააალიან პირადულ ბლოგში რაღაც catchy. ეს ბლოგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აზრი არ აქვს რაზე წერ – მთავარია როგორ წერ.

მოკლედ, ზის სახლში, იძლევა ინტერვიუებს, იღებს ფოტოებს, ქმარიც, რა თქმა უნდა, გვერდით ჰყავს და მისი ბლოგის ტექნიკურ მხარეს აგვარებს, და ბლოგავს კვირაში 5-ჯერ. და მოსდის ფულები, ბევრი ფულები – ნუთუ სამოთხე არაა?

ამასწინათ შევიხედე და ავყირავდი კინაღამ, პოსტი დამხვდა, რომ ფეხმძიმედაა და მეორე ბოღანეს ელოდება, ერთი თვით “მისწრებს” ოღონდაც. :D

ჰო, აი ადამიანები, ვისიც მშურს. და არა იმიტომ, რომ ფული აქვთ/ჰქონდათ. იმიტომ რომ ეს ფული – საყვარელი საქმიდან მოვიდა.

I’ll get there… თქვენც იგივეს გისურვებთ : )

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ვისი შური გშურს?

  1. Pink Panthere ამბობს:

    მომწონდა ეგ ადამანი მანამ სანამ არ ვუყურე დოკუმენტარის მის შესახებ. თუ როგორ ათვინიერებდა ნიანგებს და ა.შ. იმის მერე ”გადამეწონა” , თუმცა რომ დაიღუპა მაინც გული დამწყდა.

  2. while getting there, where is... ამბობს:

    არასდროს გამიგია Dooced ჰმ.

    შევედი ბლოგზე, მაგრამ მაგხელა პოსტებს არასდროს ვკითხულობ, მოკლედ დუსის პოსტებს და კიბორგას კომენტებს არ ვკითხულობ.

    საქართველოში მსგავსი არაფერი მოხდება დიდი ხნის მანძილზე, თუკი საერთოდ როდესმე მოხდა – გარანტიას ვიძლევი.

    ასეთი სულელური ატაცი, იცის ხოლმე ხალხმა დრო და დრო, მაგრამ ბევრი ცდა უნდა იყოს, რომ იქიდან ერთი მაინც გავარდეს.

    გამგები გაიგებს

  3. nodariko ამბობს:

    სხვათაშორის Steve Irwin ის საქმიანობას განაგრძობს მისი ქალიშვილი და აქვს კიდევაც მისი შოუ.

    მე მშურს იმის ვინც ახლად გახსნილ იაპონიის საელჩოში ელჩის თანაშემწის აგდილზე იმუშავებს :D

  4. lilian ამბობს:

    asworebs!!
    mara mament tu rames aketeb eseigi mogwons da tu ar aketeb ar mogwons an tu ar gamogdis eseigi isev ar mogcons da ar gamogdis tak sto zanimatsa mojna mnogimi veshami

  5. marieasatiani ამბობს:

    სულ ახლახან დავიწყე ბლოგვა და ისიც სამსახურის თათხვით. რა სასაცილო იქნება მეც Dooce-s ბედი რომ გავიზიარო (ვგულისხმობ გათავისუფლებას და არა სხვა დანარჩენს)

  6. lilian ამბობს:

    vaai aq maqvs gravatr tu ragac oxrobaaa :lovee:
    ui ui ra magariaa

  7. iverson ამბობს:

    თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ თათხ

    :user:

  8. moreira13 ამბობს:

    rogor gamityda eg rom mokvda.. :(
    me da mamachemi viyavit fanebi : (
    tan ragac tevmzma mokla, shxamiani iyoo..
    blin

  9. Nymphetamine ამბობს:

    ეგ მაგარი კაცი იყო ძალიან :მო:
    გველები როგორ უყვარდა..
    და რაღაც დებილმა თევზმა მოკლა
    ისე, ერთ გადაცემაში თქვა, ალხა ალბათ ფიქრობთ, ერთ დღესაც ეს კაცი ნიანგმა რომ შეჭამოს ან გველმა დაკბინოს, ღირსი იქნებაო.. და მეც გეთანხმებითო :))

    და შურით..
    მშურს ნიჭიერი ადამიანების
    ჭკვიანების
    არაზარმაცების ))
    ძუძუებიანი ქალების
    ჩემი ყოფილი ხატვის მასწავლებლის
    170დან 175სმმდე გოგოების
    მშვიდი ადამიანების
    ჩემი ლექტორის
    და კიდევ ბევრის
    ჩამოთვლა მეზარება
    :პპპპ

  10. Cyborg ამბობს:

    მთელი ცხოვრება მშურდა linguistuss-ის, დღესაც მშურს… მარა ისევ უფრო იმ რაღაც ხატის რომელიც მასზე მაქ შექმნილი.

    მშურს ადამიანების რომლებსაც ადამიანების ისტორიაში ერთადერთი ნამდვილი, რეალური, ყოვლის მომცველი ომის მონაწილეობა მოუწიათ – მეორე მსოფლიო ომის. მანამდე ყველა ომები იყო ჭიპობა, და იმის მერე ყველა პატარა ომი არი გაყიდული და დიდი ომი თუ იქნა – იქნება ატომური ბომბებით.

    მეორე მსოფლიო იყო ერთადერთი ომი სადაც ყველას შეეძლო ეომა და მართლა ეომა, მართლა დაბრაძეწელებისთვის, აი იმენნა იყო შავი და თეთრი, იასნია თეთრი ის იყო რომელ მხარეზეც ომობდი, მარა მთავარია იცოდი რო შენი თეთრი იომებდა სისხლის ბოლო წვეთამდე და იმათი შავიც არაფერს არ დაგითმობდა, და არანაირი ეჭვები და უკანა ფიქრები – მხოლოდ სუფთა ომი სიკვდილის გულისათვის!

    :დ – თქვენთვეს საუბრობდა იდეალისტი რომანტიკი ჩემში.

    სტივ ირვინზე – მოკლა აკულისებრი ოჯახის ტიპმა, ეგეთი გატყლიპმული როჟა როა, ზევიდან შავი, გამოირჩევა იმით რო დაცურავს ზღვის ფსკერის თავზე და ნადირობს ძირითადად ან დიდი პირით – ფსკერზე მოძრავ არსებებზე, ან იმალება ფსკერის ლამში, ტოვებს მარტო თვალებს ამოწეულს და ელოდება მსხვერპლის მოახლოვებას – მერე ურტყამს კუდს სადაც აქვს სპეციალური რქოვანი კბილებიანი გინდა ნემსი დაარქვით, გინდა მახათი, გინდა შუბი, რომელიც თან შხამიანია, და რო ურტყამს ტყდება ის რაღაცა და რჩება მსხვერპლში…

    ძალიან საშიში რამეა და ბავშობაში როცა კუსტოს მოგზაურობებით და ზოგადად წყალქვეშა სამყაროთი ვიყავი დაინტერესებული (და მაგ ზვიგენისებრთა ოჯახის “შვილის” სრული სახელიც ვიცოდი და მახსოვდა) – ძაან ბევრი მაქ წაკითული მაგ თევზის მიერ დახოცილ ადამიანებზე, ძირითადად იმიტო რო წევს ფსკერზე, ვიღაცა აბიჯებს ან მოუქნევს ფეხს ცხვირთან – უდარ ვნოგუ და თუ დროზე არ გამობრდღვნეს ის ძვალი იქედან და არ გაუკეთეს ანტიდოტი – ფეხს დაკარგავს როგორც არაფერი…

  11. tazo ამბობს:

    სტივის სიკვდილმა გულიმ მართლა დამწყვიტა. მაგის გადაცემებს სულ ვუყურებდი. ბი–ბი–სიზე და სი–ენ–ენ–ზეც ერთმანეთისმიყოლებით რამდენიმე შოუ მიუძღვნეს. ისეთ სერიოზულ საფრთხეებს ეჭიდებოდა, რომ ცოტა არ იყოს “ბრიყვულად” მოკვდა. შვილი მართლა ნიჭიერი დარჩა, აშკარად მამასავი გულადი გოგოა. რაც შეეხება დუსის, მაგ ქალის მართლა შემშურდა. ნუ, 30–40 ათასზე პრეტენზია არ მაქვს, ათჯერ ნაკლებსაც მშვენივრად შევირგებ…უჰ, ეგ როდის მოხდება…იმედია მალე. თქვენც გისუვებთ ბლოგით ფულის შოვნას.

  12. გამოხმაურება: Blogs I Follow « Dream is Destiny

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s