ბოღმის შესახებ

Bogma rulz bloggers.
/ბოღმა მართავს ბლოგერებს/.
(с) ერთი ფიზიკოსის აღმოჩენა

რამდენიმე ხნის წინ ლინგვისტუსმა “დამადანაშაულა” ბოღმიან ბლოგერობაში იმის გამო, რომ ჩემს პოსტებში ძირიტადად კრიტიკის ტონია. იმის მერე ყველა პოსტში მკითხველები ხალისით ეძებენ – “ამჯერად რაზეა დოდი დაბოღმილი?”

ჰოდა გადავწყვიტე დავამტკიცო, რომ ბოღმა (ნუ, ცუდი სიტყვაა ცუდი ასოციაციებითურთ) – ანუ უარყოფითი დამოკიდებულება რიგი საგნებისადმი ცუდი არ არის, პირიქით – ძალიან კარგია.

“ბოღმა” ადამიანებმა შექმნეს ცივილიზაცია. მაგალითად, ტელევიზორის პულტი – იმიტომ, რომ ეზარებოდათ და არ მოსწონდათ ყოველ ჯერზე ტაკუნების აწევა არხიდან არხზე გადასართველად. ალბათ რომელიმე მათგანი დღიურში (ძველი დროის ბლოგში) წუწუნებდა კიდეც ამაზე.

სამზარეულოს კომბაინიც ბოღმიანებმა შექმნეს, როცა მობეზრდათ ხახვის ჭრის გამო ცრემლდენა და ფორთოხლის ხელით წურვა. კიდევ  გლობალური დათბობის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, იმიტომ რომ დაიბოღმნენ დედამიწის მომავალზე.

თუ არ გაწუხებს არაფერი, ანუ ლინგვისტუსისებრად – თუ არ იბოღმები და პროტესტის გრძნობა არ გიჩნდება, ჩემი აზრით, იქ ჩერდება ადამიანის პიროვნული განვითარება.

ყველაფრით კმაყოფილი და ბედნიერი პოსტები? რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ? იდეალური ოჯახი მაქვს და იდეალური სახლი? იდეალური გარეგნობა მაქვს და იდეალურ საზოგადოებაში ვცხოვრობ? – რამდენ ხანს დარჩებოდით ამ ბლოგის მკითხველად? :D

[ძალიან ვიბოღმები იმაზე, რომ 3 დღე გავიდა და ჯერ ტანსაცმელი არ შემილაგებია კარადებში. აკუმულირდება ეს ბოღმა და ამომასხამს ბოლოს და ბოლოს – დავალაგებ ყველაფერს. ი ვოტ – სულ ცოტათი უკეთესი გავხდები :D (ოღონდ იმედია ეს ხვალ მაინც მოხდება, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში – ეს ბოღმა აკუმულირდება კიბორგაში და გადამიყრის ოთახში მიმოფანტულ პარკებს.)]

ჰო, აქ კიდევ ერთი ბლოგ-პოსტი ბოღმის შესახებ, ოდესღაც აივერსონის მიერ გაკეთებული და ჩემ მიერ ფრიად მოწონებული:  Genius Security System.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ბოღმის შესახებ

  1. Sweet Baby Girl ამბობს:

    “ბოღმა” ადამიანებმა შექმნეს ცივილიზაცია.

    საქართველოს რატო არაფერი შველის.
    ვინც მსოფლიოში ბოღმა და უკმაყოფილოა ყგველა აქ არის მგონი შეკრებილი და მაინც ვერ ქმნიან ცივილიზაციას… :drug:

    ეხა შემოვარდება დოდი ან კიბორგა და მეტყვის რომ საქართველოში ყველაზე გულარხეინი ხალხი ცხოვრობს და ყველას ფეხებზე კიდია ყვლაფერი და იმიტომაც ვართ ასე?

    :spy:

  2. Cyborg ამბობს:

    სვითი
    არა კიბორგა უბრალოდ გეტყვის რო ყველგან ერთი ყლეა და საქართველოს საშველი არაფერი არ ჭირს, პროსტო ჩვენთან მურთაზები და დაკარგული ტერიტორიები (იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა) არი, სხვაგან ტამ ბოზი ქალები და იდიოტი ნაროდი, ზანგების გენოციდი და 2-დან 1 კაცი პიდარასტი, უამრავი არაბები და შიდსი… ძღრენი ყველგან ერთია, პროსტო ქართველებს გაგვაჩნია განსაკუთრებული ნიჭი და უნარი უკმაყოფილო ვიყოთ საკუთარი მძღრენით და ვადიდებდეთ სხვისას…

    ბოღმაზე:დიდი პოსტი დავწერე ამ წამს და მოვნიშნე და წავშალე, ლინგვისტუსმა გიპასუხოს :დ

  3. Lola ამბობს:

    ეგაა რა პირადი ბლოგი. დაწერა მინდოდა რაღაცის და მომერიდა. არადა ისეთი არაფერი, რეალში ისე ვიტყოდი არც დავფიქრდებოდი.

    ინტერნეტული კაი ბიჭობის სინდრომი უკუღმა :დ

    მოკლედ რო ვთქვა, დოდი ბოღმა ნამდვილად არა ხარ, მარა this post was not the best way to express it :D

  4. პერწკლი ამბობს:

    kxm.
    ბოღმის ყველაზე სლეური გამოხატულება ფორუმზედ :
    http://forum.ge/?f=99&showtopic=33900701

    http://forum.ge/?f=99&showtopic=33874580

    არადა ვიცი ერთჳორი ვინც მანდ პოსტაობს და იქეთაა დასაცინი : უსერ:

  5. Shura ამბობს:

    “ბოღმა” ადამიანებმა შექმნეს ცივილიზაცია.
    თუ ”ბოღმა” ადამიანებისთვის შექმნეს ცივილიზაცია?

    ისე ორიგინალში სიზარმაცე უნდა იყო ბოღმის მაგივრად :)

    ისე რა თქმა უნდა ”against” თემები გაცილებით უფრო პოპულარულია. საერთოდ პროტესტები მაგარი პაპსა რამეა :დ
    თუ გნებავთ მუსიკალური ინდუსტრია აიღეთ, ჯგუფები რომლების იდეოლოგიაც რაღაცის წინააღმდეგ არის მიმართული გაცილებით უფრო პოპულარულია. დაჟე ჰიპებიც მხოლოდ იმიტომ გაიქაჩნენ თავის დროზე რომ ომის საწინააღმდეგო პროპაგანდა ჰქონდათ, სიყვარული და ჩახუტება სულ არ იყო მანდ მნიშვნელოვანი :))
    აღარ დადგა დრო გადავლახოთ ეს ყველაფერი?
    პროტესტების საპროტესტო აქცია უნდა გავმართო ერთი :დ

  6. piccolina ამბობს:

    მე ბოღმა და სიზარმაცე სხვადასხვა რამე მეგონა :mo:

  7. linguistuss ამბობს:

    Shura მართალია, დოდკას მიერ ჩამოთვლილი მაგალითები სიზარმაცეს განეკუთვნება და ბოღმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბოღმის ილუსტრაცია რომ მოვახდინოთ, ყველაზე კლასიკური მაგალითი, ახლა რაც მახსენდება, მიმინოს მიერ ნათქვამი ფრაზაა “А Боржом?!”, უფრო სწორად ეს ბოღმის შედეგია, ბოღმა კი ხაჩიკიანის მოყოლილ ისტორიაზე მიმინოს შიგნით მოგროვილი სიბრაზე გახლავთ.

    ფანტასტიური აღმოჩენა გავაკეთე ახლა და რომ არა დოდკას ეს პოსტი, ბოღმის სტატუს–კვოს აღდგენის შესახებ, რა თქმა უნდა, არ მეცოდინებოდა რომ “ბოღმა” თურქული სიტყვაა. ამ ბოლო დროს ალგორითმი შევიმუშავე, როდესაც რაიმე ჩემთვის ნაცნობი “ქართული” სიტყვა არ აღმოჩნდება ხოლმე სულხან–საბასთან, უმალვე მიჩნდება ეჭვი რომ ეს სიტყვა ან სპარსულია, ან თურქული და ან არაბული, ჰოდა მივაკითხავ ხოლმე შესაბამის ლექსიკონებს. ახლაც ასე მოვიქეცი და გამიმართლა. თურქულ–რუსულ ლექსიკონში ვკითხულობთ:

    boğmak – 1) душить; вызывать удушье; 2) топить; 3) окружать кого-то чем-то; 4) арго: надувать, обманывать

    აქედან გამომდინარე ბოღმა ჩვენს შიგნით დაგროვებული ნეგატიური ემოციები კი არ ყოფილა, არამედ captivity of negativity და მისგან წარმოშობილი დახრჩობა, რის შემდეგაც შედეგი სახეზეა ხოლმე: ვინმეს სახეში გაქანებული უშვერი სიტყვები, ვინმეს სახეში გაქანებული მუშტი, ფორუმზე გაკეთებული პოსტი, ბლოგზე წუწუნი და ა.შ.

    საერთოდ კი ბოღმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვეთანხმები დოდის, რომ ბოღმა არამხოლოდ ბლოგერებს ამოძრავებთ, არამედ სრულიად კაცობრიობას :)

  8. ბოღმა შურისძიებისთვის აუცილებელი კომპონენტია, ან უბრალოდ ჭკუის სასწავლებლად.

    თუკი ადამიანმა წარსულში შენს მიმართ ნაძირლობა და გამოავლინა, ბუნებრივია დაგიგროვდეს ბოღმა და ნაძირალას მეორედ აღარ ენდო (ბოღმის გამო) და სასურველ დროს გაუსწორდე კიდეც.

  9. iverson ამბობს:

    უი მე არც მახსოვდა :O

    ემ.. გმადლობთ :user:

  10. ლომისა ამბობს:

    ასე მგონია რომ, ბოღმა შურიანობიდან იღებს სათავეს.

  11. bigcrow ამბობს:

    ჩემი ბოლო პოსტიც (რა მიყვარს მე) ბოღმითაა დაწერილი, მაგრამ ეგ მართვადი ბოღმაა :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s