It Hurts!

არადა სულ სხვა რამეზე ვაპირებდი დღეს დაწერას… მაგრამ ჯანდაბას, ნისლიო, გადადებული ფრენებიო, ცუდი ხასიათიო.

face.ge-ზე ტოპ ბლოგ პოსტებში ვიღაც გოგოს მიერ დაპოსტილი ჩემი ძველისძველი ჩანაწერი ვნახე.

აზრზე არ ვიყავი, რა რეაქცია მიმეცა. ნუ, რა თქმა უნდა, არც ავტორია მითითებული და არც არაფერი, აი როგორც ბანძი სმს-ლექსები, უავტორო და გახალხურებული, ეგრე წერია, არადა იმ გოგომ ალბათ კიდევ საიდანღაც გადააკოპირა, იმან – კიდევ საიდანღაც…

/ეს რომ დავწერე, იდეა მომივიდა, დამესერჩა ფრაზა ნაწერიდან გუგლში/

გაცოფებული ვარ : ( იმდენი ჩანაწერი მოიძებნა. პიკზო.კომ-ები, მაისფეისები, დაჟე რაღაც პოეზიის კონკურსები, რომლებშიც იღებს თურმე მონაწილეობას ჩემი ღრმადპატივცემული “დაიფიცე”, ყველა ქართული ფორუმი მგონი… ძალიან ცუდი შეგრძნებაა, თითქოს რაღაც მომპარეს.

არც იმდენად ღირებულია ჩემს თვალში, რომ ვამაყობდე – აი, რა მაგარი ვარ-მეთქი, და არც იმდენად უემოციო, რომ დავიკიდო. 16 თუ 17 წლისამ დავწერე და რაღაც ბრრ… წაბილწეს.

წინასწარ გითანაგრძნობთ ყველას, ვინც საკუთარ ნახატს, ფოტოს, ნაწერს  – ვინმეს მიერ უსახელოდ გადაკოპირებულს შემთხვევით წააწყდებით პიკზო.ცომ-ზე განყოფილებაში “საყვარლობები”  და იგივეს განიცდით, რასაც ახლა მე. მითუმეტეს – თუ მოდიფიკაციები მოჰყვება თან :(

ესეც თავდაპირველი ვერსია. არა, აი არ მესმის, ეს ნაწერი ყოველთვის ელექტრონული იყო, ხელით გადაწერისას კიდევ მესმის რაღაცეები შეცვალო, მაგრამ ქოფი-ფეისთისას სიტყვების შეცვლა და წინადადებების მიწერა რა უბედურებაა : (

შეჩერდი!
შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!

Advertisements
This entry was posted in კისპრომტები, Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

34 Responses to It Hurts!

  1. პერწკლი ამბობს:

    omg :(
    ანუ ჩემი ნაჯღაბნებიც უნდა გავაქრო ჩემი ბლოგიდან?
    მომენტ შენი ისეთი ბლოგია, გახმაურებული და ჩემტან არ შემოვლენ,
    კიარადა

    წარმოვიდგინე და

    ღრრრ

    და რამე არ არსებობს რაც კოპირაიტის უფლებას თუ რაღაც მასეთს დაიცავს?

  2. dodka ამბობს:

    @პერწკლი – არა, ამ ბლოგზე არც მქონია არასდროს დადებული, ალბათ ლიტერატურა.გე-დან წავიდა, რამდენიმე წლის წინ. ნუ, რა აზრი აქვს.

    ხო აი ვერ წარმოიდგენ, როგორ ვგრძნობ თავს.

    ქოფირაითი არა ის ) ეგ რომ არსებობდეს – კიბორგას პოსტზე, რომელიც ამ ბლოგზე დაიდო, მილიონებს გავაკეთებდი და რამდენიმე ქართულ ჟურნალ-გაზეთს დავხურავდი :D

  3. chaotic ამბობს:

    მაგრად გავცოფდებოდი მეც.
    მამენტ, გავრცელებული რომ მენახა და მიწერილი მაინც ჰქონოდა, რომ ავტორი უცნობია, კიდევ ხო….

    ლოლ, ჩემები დავსერჩე და მარტო ფორუმი ან ბლოგი ამომიგდო… არ დაევასათ, ეტყობა :D

  4. buda ამბობს:

    gamabardzgala!!!!

    gitanagrdznob :(

  5. ლილიანი ამბობს:

    მე ფოტოებზე ვიცი ეგ რა გრძნობაცაა…
    ჩემი გადაღებული ფოტოები რაღაც სლაიდშოუში მთელს ნეტში ტრიალებს

    მარა ჰა რა გინდა რომ ქნა?

  6. 2kija ამბობს:

    shen is unda naxo nebartvis gareshe gasayidad gamofenils ro naxav shens shemoqmedebas rusul saitze ra magari grdzobaa :love: :D vis rat undoda mara mainc :D

  7. juze ამბობს:

    :) ნუ რა უნდა ვთქვა მამენტ :D სლეობაა.

    ნუ რაც შეეხება ჩემს ბლოგს, მაქედან ვინმე რამეს დააკოპირებს, საავტორო უფლებების გათვალისწინების გარეშე და დედის ორგანეობს ვაგინებ :D

    შენც მასე ქენო დოდ, შენ თუ არ შეგიძლია საიბორგას თხოვე და იმან აგინოს შენს მაგივრად :D

    • juze ამბობს:

      daakopires chemi blogidan 2 naceri da tips mitvisebuli aqvs :D sheinshvnas valzve da postebs mishlis naglad :D

      ho unda vagino axla dedis organoebi? :D

      me magas vuchveneb seirs.

      ho da piczo.com-zec gavazre.

      yle axalgazrdoba modis ra – imina ragac yleobis sheqmnac ar sheuzliat bliad isic sxvisi undat. aba ra mosaparia axla chemi nacerebi, nu apolni yle tu ar xar :D

  8. CheshireCat ამბობს:

    mdeh… ვიზიარებ :S it really sucks :S

  9. OTO ამბობს:

    აბა რა არის აქ დასაქოფიფეისტებელი ?!

    :JOKE:

  10. linguistuss ამბობს:

    @dodka
    მოიცა, ეგ ხალხური არ არის? :D

    სიმართლე გითხრა და რაზედ ნერვიულობ ვერ მივხვდი. პირიქით უნდა ამაყობდე, რომ ასეთ არარუხი და გამონაკლისად გამორჩეული ზუსტი სიტყვები დაგიწერია ზუსტი თანამიმდევრობით. ე.ი. შეგიძლია იამაყო…

    ამ პოსტს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ:

    ბოღმა რულზ ბლოგგერზ

  11. Dv0rsky ამბობს:

    ეჰ, დოდ, რამდენჯერ შევხვედრივარ ეგეთ პლაგიატს, რომ იცოდე…

    სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერაფრით შეებრძოლები

  12. Cyborg ამბობს:

    ხო ნუ მე ვინაიდან ეს ყველაფერი გავიარე ერთხელ უკვე და დავღეჭე ეს გრზნობები და კუჭშიც გავედი, ერთადერთი ის აღმომხდა რო – ეხლა მაინც ხო ხვდები რა გრძნობაა თქო, ბევრს მიედ მოედო – რატომ არის მისი შემთხვევა უფრო ტრაგიკული და დრამატული მარა მერე პრინციპში ჰოო (ჩემი ყველანაირი კომენტის გარეშე, სამ ტანცუემ სამ პაიომის მეთოდით) – ალბათ იგივეაო, კიო.

    ნუ ზა ტო ამ პოსტს მეორე ფასი აქვს:
    რამდენი პუნქტი მაქ აქედან შესასრულებელი, და რამდენი შესრულებული, რათა მის ტინეიჯერული ოცნების კაცის იდეალებს ჩავწვდე…

    ხოდა ისა, გაგიკვირდებათ და ბლომად :დ

  13. indievidi ამბობს:

    არა, კაი, იწერენ, ჯანდაბას მაგათი თავი, ეგ ჩვევა ვერ მოისპობა ვერასდროს, მაგრამ მიუწერე რა ავტორი ვინაა , რა უბედურებააა :S

  14. nina ამბობს:

    უნდა დამეპოსტა ახლა აქ..ზუსტად მე10 კლასში ვიყავი,დაქალმა ჩემი მოთხრობა მომპარა,პლაგიატებს რა დალევს..

    და მახსოვს,პირდაპირ არ ვუთხარი,მაგრამ გაზეთში გამოვუქვეყნე სტატია და საკუთარი თავი მანდ ამოიცნო..საოცარი კი ისაა,რომ იხტიბარი არ გაიტეხა გოგომ,არ მომიპარავსო..

  15. kargistraki ამბობს:

    თქვენი არ ვიცი მარა ჩემი პოსტები სუ ლხინში და ასე შემდეგში მოუხმარიათ არავინ იჭერს….

    ოღონდთუ ისე დაწერენ ვტოჩ ვტოჩ როგორც მე მეწერა… :D

  16. keti ამბობს:

    ჩემი დიდი ტკივილი. მთელი თვეა ჩემს ბლოგზე ამას მოვთქვამ. დღეს კიდევ ერთი აღმოვაჩინე..
    ვინც არ წერს, იმდენად ვერ მიხვდება, როგორ განიცდის ავტორი. უფრო უმწეობას, რომ ვერაფერს აკეთებ. ვერაფრით უპირისპირდები. ამიტომ არის, რომ გადავწყვიტე – ინტერნეტში ახალს აღარაფერს ვაქვეყნებ.

    ეს ლექსები. ფოტოებსაც დაარბენინებენ აქეთ–იქით. ეს კიდევ ცალკე თემაა. არ მაქვს პრობლემა ფოტოებზე – ავტორი მიუთითონ მხოლოდ.
    მაგრამ ლექსები… ოო!

  17. keti ამბობს:

    rainy-ს დიდი მოკითხვა :) შეიძლება აქ იხედება, ფორუმს თუ გავითვალისწინებთ.

    http://forum.ge/?showtopic=33899920&view=findpost&p=11746239

    http://forum.ge/?showtopic=33899920&view=findpost&p=11746177

  18. Cyborg ამბობს:

    კსტაწი ფიფალ აგერ სავსემ სვეჟი აღმოჩენა პორნო მაგნატებისგან, დოდ, შეაფასე spike-ას ღენიალური იდეა (პირველი რო წავიკითხე ბილ პაცსტალომ, მარა მერე ჩაუყევი და უკვე 3-4 ეგეთი სურათების სბორნიკი უდევს თავის “htaccess lock” -ით :დ)

    http://night.ge/photos/573-liz-vicious.html
    [quote]ოო ეს გოთი ლიზის 567 ცალი პორნო სურათია.. თუ დაგევასებათ ვიდეოებსაც დავყრი ბლომად =)
    აქედან სიახლის მომპარავის დედაც![/quote]

    [quote]479 ცალი გოთი,პანკი და ემო ნაშების სურათებია.. ამას ვერც ერთ ქართულ საიტზე ვერ ნახავთ.. შესაბამისად ამის ამღებს და სხვა საიტზე დამდებს მოსტყვნია პატრონი და დედის ღვიძლები.. ძააან მაგარი ექსკლუზივიაა.. თავისი ხელით გადაღებულებიი და რავიციი[/quote]

    :დ – ღენიოსი არაა სპაიკა??
    – მაიკროსფტმაც დისკზე უნდა მიაწეროს ვინც პირატნა დააკოპიროს იმას მიათესლა ბილ გეიტსმა სიფათზეო და სრაზუ DOS-ს დავუბრუნდებით ყველანი :დ

  19. BlackGlance ამბობს:

    არადა ეს ლექსი მეც წაკითხული მქონდა სადღაც. მახსოვს ძალიან მომეწონა.

    ეს ნიშნავს, რომ უკვე ძალიან პოპულარულია. თუმცა ასევე საწყენია საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტი :-(

  20. juze ამბობს:

    ლინგვისტუსა, როგორც ყოველთვის უდარშია – დაახეთქბეს ხოლმე რაღაცას იმინა გადაირევი რა :D

  21. ǝɯ ʇɐǝq ამბობს:

    awwwwww…

    so cute

    ჩანახატი დიდი ხნის წინად წავიკითხე და დღემდე ვასრულებ ჩემს გულის სწორთან ერთად…

    P.S. დაიცავი ყველაფერი რაც შენია – კბილებით! რასაც არ დაიცავ, ასე გაფანტავს და გააბნევს ყველა! შენს ადგილას დავუვლიდი ფიქზოებს, ერთი გასაუბრება უნდა ”ოფიციალური წარმომადგენლისგან” მეტი კი არა, ეგრევე ამოიღებენ კი არა სულ წაშლიან პიკზოებს :D

  22. დათო ამბობს:

    ვა, რა კაი ლექსია.
    შინაარსიანი.

  23. BlackGlance ამბობს:

    ისე, ლექსი არაა :P

  24. linguistuss ამბობს:

    @juze
    ხო, აბა მე თუ არ დავახეთქე, სხვა არავინ ახეთქებს არავინ და :d
    სოლიდარობით აღსავსე კომენტარები კი ნერვებს მიშლის…

  25. tatushka55 ამბობს:

    Ra sakvareli teqstiaaaaaaa :)

    Magrad texavs, getanxmebi

  26. Spieler ამბობს:

    :D

    დოდე, დაიკიდე რა… :)

    ტეხავს, მარა მაინც დაიკიდე…

  27. medi4ka ამბობს:

    ertxel ragac mivwere mesijad vigacas, ese iwyeboda yoveltvis roca marto xar, da mtavrdeboda icode rom shentan var, vnaxeee acidshi wawerili, dzaaan gamixarda, mere sxvas miweres msjshi adre rom iyo mza msjebi egre da mashinac gamixarda magraaaam veravis ver davumtkice rom chemi iyo da arc micdia, ertxel vtqvi samegobroshi da ar momaqcia yuradReba aravin

  28. Cyborg Mcloud ამბობს:

    მედიჩკა
    მე მაგაზე სუ მახსენდება ტიპი, რომელმაც ერთხელ სტარბაქსში ყავის ჭიქა ხელში აიღო და როგორც ყველა სხვას – ხელი დაეწვა, მერე ალბათ ხელში მოხვდა რაიმეს თხელი კარდონის ყუთი – მოახვია ჭიქას და დალია სპაკოინნად.

    მერე კიდე ეყო რაღაც “თესლური” ჟილკა – წავიდა, ეს კარდონის შემოხვევა დააპატენტა და დღეს ყოველი სტარბაქსის გაყიდული ჭიქიდან 20 ცენტს იღებს.

    შეიზლება ეს მითია და ასეთი რამე არასოდეს მომხდარა – ანუ ის კარდონის ცილინდრები არავის დაუპატენტებია და ვიღაც ჯიგარი იმაზე არ მდიდრდება, მარა იდეას მიხვდებოდი.

  29. კასანდრა ამბობს:

    ეგ ლექსი ლიტერატურა გეზე დევს არა?!
    ძალიან კარგად მესმის თქვენი. ერთ–ერთ იმ გაზეთში ვმუშაობ, სადაც კიბორგის წერილი დაიბეჭდა. რა მეთქმის, მართალი ხართ.

    ბლოგი კი მართლა ძალიან კარგი გაქვთ. სიამოვნებით შემოგიერთდებით. :)

  30. ell_elloo ამბობს:

    samcuxarod gamomicdia … chemi dacerili leqsebi vigacis telefonshi vnaxe, tanac sms gzavnilis saxit da tanac gavige rom vigacam miisakutra , mindoda is telefoni damefshvna ! ragac cudis gaketeba mindoda … amazrzenia !

  31. M/T ამბობს:

    ეს ჩანაწერი მეც მაქვს,მომეწონა და ამოვწერე,როგორც ამბობ ძველისძველიაო და მეც ადრე..აააააააადრე ამოვწერე,ისე მეც შემხვედრია ჩემი ლექსი გაფაბლიშებული სხვა საიტზე,თანაც შემოკლებული,აი ისე რაღაც ნაწყვეტი რომ მოგეწონება და მარტო იმას რომ წერ,სიმართლე გითხრა არ გავბრაზებულვარ,სხვათაშორის ფორმზე იდო

  32. ნათია ამბობს:

    დოდკა, სულ ვათვალიერებ შენ ბლოგს. რამის ზეპირად ვიცი შენი ყველა პოსტი. : ))
    დღეს ლიტერატურა.გე ზე ვიყავი შესული, პოეზიის ნიმუშებს ვათვალიერებ :D :D და უცებ ნაცნობი სათაური-დაიფიცე რაა… O_o ხოდა შევვარდი, თან მაშინვე შენი ეს პოსტი ამომიტივტივდა თავში. : )) ვნახე და ამჟამად ვიღაც ანუშკა ისაკუთრებს ამას. ყველაზე კაიფი შეფასებებია-რა გულწრფელად უწერია ბავშვს, გისურვებ ყველაფერი ასე აგსრულებოდეს და ა.შ. :D
    ხოდა, ლინკი უნდა დაგიგდო რაა, ვეღარ მოვითმინე :))

    http://www.literatura.ge/index.php?page=15&composition=28249

  33. irma ამბობს:

    ხომ ვერ მეტყვით კიბორგის რომელ ნაწერზეა საუბარი? თუ არ დაგეზარებათ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s