Filter…By Spellchecking.

მე, =საკუთარდედასთანსექსუალურიკონტაქტი=, ძაან მაგარი პატრიოტი ვარ,
თუმცა არც მიფიქრავს დამეწყო ჩემი ქვეყნის სიყვარული
– ამ ქვეყნის ენის ნორმალურათ სწავლიდ.
(c) გზააბნეული რეზერვისტი.

ინტერნეტში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ ალბათ ყველას უჩნდება რაღაც წიკები. ჩემს “წიკებში” გადის ადამიანების ფილტრაცია წერის სტილის მიხედვით. მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ფილოლოგი და შეცდომებიც ბლომად მომდის, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც ვერ ვპატიობ, ძალიან მაღიზიანებს და თითქმის არ არის შანსი იმისა, რომ დავიწყო ან გავაგრძელო ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ასე სცოდავს (ნუ, თუ ადამიანი ძალიან მესიმპატიურება, ერთი “ცოდვისთვის” არ მოვიკვეთავ, თუმცა რამდენიმე ქვემოთჩამოთვლილთაგან საკმარისია, რომ ურთიერთობა შევწყვიტო):

  • შეურაწყოფა, შეურაცყოფა, შეურაცხობა (და ვარიაციები)
  • საშვალება
  • მაგდონალდი
  • მადლობთ
  • გამარჯობათ
  • ალბად
  • კარგა/კარგათ
  • მეალომანია
  • ეხა
  • ტყვილი
  • ჩაიცვიდ
  • პუნქტუაციის ნიშნების არცნობა
  • პუნქტუაციის ნიშნების გადამეტებული “ცნობა” (ზედმეტი მრავალწერტილები, ძახილის ნიშნები და ა.შ)
  • ლათინური ასოებით წერა
  • Caps lock-ის ზედმეტი სიყვარული
  • ენის მოთლეფვით წერა (ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ ეს “ჯაან შაკალლობაა”)
  • ასოების სისტემატური დაგრძელება (აუუუ რრაააა ვქქქნააააააააააა????????)

მოკლედ, ონლაინ გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ ყველა ადამიანს უყალიბდება ინტერნეტში ადამიანების შეფასების საკუთარი კრიტერიუმები.

ჩემს კრიტერიუმებს ჯერ არ უმუხთლიათ :-P

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

37 Responses to Filter…By Spellchecking.

  1. utvino says:

    მეალომანია :გივი:

  2. OTO says:

    CAPS LOCK – LOVE : D D D

  3. linguistuss says:

    უი, მე აი, აქ მერხევა:

    პუნქტუაციის ნიშნების გადამეტებული “ცნობა” (ზედმეტი მრავალწერტილები, ძახილის ნიშნები და ა.შ)

    კარგი თემაა, მაგრამ მეძინება. ხვალ მოგახსენებთ ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით.

  4. miramax says:

    ჰეჰეე, რა მაგარია, კი არადა ჟაან შაკალლობააა!!!!!!!!!!

    სორი :უსერ:

  5. ნინა says:

    გამოგრჩა : ტვალეტი,საავანდყოფო,კარებები და კიდევ მისთანები :დ
    ახლა მეტი არ მახსენდება…

  6. iverson says:

    მაგდონალდი :love:

  7. abaaaaaaa exa Seuracxobas nu gvayenef!!!!!!!!!!!!

    sashvaleba mogveciiiii viscavLOd cerakitxvaaaaaaa!!

    avandyofi xar vigaca

  8. juze says:

    მეთორმეტე პუნქტში მენძრევა :))) ნუ იმ გაგებით, რომ პუნქტუაციის ნიშნებს ჩემი ფიქრის ინტონაციის მიხედვით ვსვავ(მ) :D ხოლმე. მაგალითად სადაც პაუზას ვარტყავ იქ მიდის მძიმე – ნუ მძიმეზე მომდის ეგეთები – წერტილს იმინა ვურახუნებ, ჰოდა ტირეს ხმარება მიყვარს :D არადა ტირე ზმნის გამეორების ნაცვლად ჯდება სინამდვილეში.

    პაკეეეეებიიიიიიიიი!

  9. 2kija says:

    me qartuli unikodi ar maq :D blacklistshi movyevi :D

  10. Tazo Demetrashvili says:

    OMG და ოღჩ-მ ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად მოიკიდეს ფეხ(ებ)კ..
    და ჩმდდშვც კიდე :D

  11. კომფერენცია

    კომფლიქტი

    სასომხეთი

  12. @ორგანული დიოდი,

    კამფეტი
    იმფორმაცია
    :D

  13. და იმფორმაციები :mo:

  14. ketketa says:

    ასოების სისტემატიურად გაგრძლებაზე მემართება მწვავე ალერგიული შეტევა, ეს რა უჟასია!

    მაგდონალცი არ გაგიგია, დოდ?:))) ც–თი, ც უნდა ფიგურირებდეს:)))
    და სპაზმა?
    ფჩოლკები?
    ცირკები?
    იუბოჩკები და ქუსლოჩკები?

    ეს რა ჭირი გვჭირს…

  15. dodka says:

    სპორცმენი!!

    )))

  16. tatushka55 says:

    HM, da kompitori ar gsmeniaa?
    Imedia mixvdebiT rasac nishnavs

  17. CheshireCat says:

    @ juze, დიახ, მე მესმის თქვენი :მო: მე ან მაკლია მძიმეები, ან ზედმეტი მაქვს.. ან ორივე ერთად :გივი:

  18. dimonX says:

    მეალომანია—es sworia ra ginda

  19. lilian says:

    REAMINACIA!! – ai esaa piki !

  20. ბევრი იკითხეთ და მიხვდებით რომ სულელობაა ეგ ათეიზმობა…. (ც) green infect ტიინ.ჯიდან :D

  21. voodoo_child says:

    მრავალწერტილი ჩემი სისუსტეა…

  22. Cyborg says:

    ესეიგი თემა რაშია, თემა იმაში არ არი რო აი მართლწერა ქონდეს ადამიანს, ან ტამ სიტყვების სწორი ფორმები იცოდეს… თემა იმაშია რო წერისას საერთო ჯამში ტიპი იყოს!

    იგივე მკვდარი მგელი, რომელიც სუ “მკდუარე მეგელაეჰ” წერს, ხო არასწორად წერს არა ყველაფერს, მარა ღლავნოე – სტილი აქვს.

    იგივე პინკი:
    გამარჯობაყველასროგორჰართჰოჰართლომებივიტ

    მარა ნუ პინკია რა.

    ხოდა აი ადამიანი რო წერს სიტყვას “მანსტრუბაცია” სრაზუ ხვდები რო ადამიანი ტიპი არ არი, რო არი ვიღაც ნეაპრეძელიონნი სრედნი როდი რომელმაც იცის სიტყვები მენსტრუაცია და მასტურბაცია მარა რა რა არი არ იცის, ხოდა თავის დაზღვევის მიზნით შეაჯვარა ეს ორი სიტყვა და წერს შეგრძნებით აი რო იცის რო დამნაშავეა მარა იმდენად ხშირად როა დამნაშავე რო უკვე გაბედულად რო წერს და მზად როა კიდე იკამათოს სანამ ცხვირზე არ ააფარებენ ლექსიკონს, არადა თავიდანვე იცის რო არ იცის და ცდება…

    აი ეს არი ნერვებზე მომშლელი და ამაზე წერს ჩემი აზრით დოდი, არა მგონია ვინმეს სინამდვილეში ნერვებს უშლიდეს მკვდარი მგელის წერა, ანუ საქმე არასწორად წერაში არ არი, საქმე იმაშია რო “ეს პლეტა იმდენს წვავს რო სოჩიკი ტრიალებს ციბრუტივით” – გულის ამრევია… ან ციბრუტივით და მაშინ ილაპარაკე ქართულად, და ან პლეტა და სოჩიკი და მაშინ “ტრიალებს ჩორტა-კალისოსავით”…

  23. CheshireCat says:

    მე კიდევ იმაზე მეშლება ნერვები, აი : “გენეკოლოგი”, “ტრამვა”, “ნერვოზი”(ამ უკანასკნელს ბევრი “მედიცინის მუშაკიც” ამბობს და საერთოდ მბურძგლავს”, “ცეროზი”.. ბრრრრ

  24. takofb says:

    რეამინაცია – ამაზე მაქვს მე გართულება და კონფორტი =)
    პუნქტუაციაზე დიდად არაფერი, მაგრამ ’დ’ და ’თ’ -ს რო ურევენ სიტყვის ბოლოში მართლა მაშინვე წარმოდგენა მეკარგება ადამიანზე :სნობ: (?)
    რაც შემეხება მე, კომპიუტერზე წერისას ერთი შემთხვევა არ მახსოვს ’რამდენი” სწორად ამეკრიფოს :))) სულ ’რამდნეი’ მეწერინება :?

  25. natali says:

    არაფელი

    lol

  26. LASH! says:

    ყველაფერი კარგი, მაგრამ შენ არ გეზარებოდა ამ ყველაფრის დაწერა ? :D

    მე არ დამეზარა ეხლა ამის დაწერა :D
    პასუხად იქნება ალბათ

  27. Shura says:

    I can’t write and I can’t spell. That’s the privilege of a first-class education!

    ჩემი ერთერთი საყვარელი ფრაზა ფილმიდან ”The Talented Mr. Ripley” : )

    დოდკას ხალხის სხვა კატეგორიაზე ჰქონდა ბაასი შეიძელბა, მააგრამ მე ასეთი ხალხი უფრო მევასება :D

  28. kuda says:

    მეც ძალიან ხშირად მეკარგება ადამიანზე შთაბეჭდილება. ნუ ლაპარაკისას კიდევ შეიძლება სიჩქარეში რაიმე ასო შეკვეცო ან არ ისმოდეს, მაგრამ როცა წერ, არ შეიძლება მსგავსი შეცდომების დაშვება. და აი ეს “ჯაან შაკალობა” წერის სტილი მკლავს :|

  29. Nok says:

    რულჯი ჯილსები

  30. kargistraki says:

    თქვენი არ ვიცი მარა ჩემი პოსტები სუ ლხინში და ასე შემდეგში მოუხმარიათ არავინ იჭერს….

    ოღონდთუ ისე დაწერენ ვტოჩ ვტოჩ როგორც მე მეწერა… :D

  31. kargistraki says:

    ვახ პოსტს ავაცილე :D

  32. BlackGlance says:

    რა ზუსტადაა ჩამოწერილი ყველაფერი ის, რასაც თავადაც ვერ ვიტან.

    მაშინვე ვბლოკავ ხოლმე ვინც ერთ-ერთს მაინც ახსენებს ჩემტან საუბრისას.

    არადა ჩემი მეგობარი დ-ს და თ-ს ურევს, ასევე ჰ-ს და გ-ს (რუსულად თარგმნილი). ;-)

    რაც შეეხება შემდეგ სიტყვებს: ეხა, კარგათ, რას შვები, ენის მოთვლეფით წერა და ასოებისა თუ სასვენი ნიშნების დაგრდზელება … – ესენია ასე ვთქვათ თანამედროვე ქალაქელი ახალგაზრდების სენი,
    ხოლო სიტყვები: არაფელი, კარქათ, საშვალება და ა.შ. უფრო ნაკლებად განვითარებულ ადამიანზე მიუთითებს.

    პირველ შემთხვევას ახალგაზრდები ერთმანეთისგან იღებენ და თავი ”ჯაან მაგრები” ჰგონიათ.

    ერთხელ ჩემი მეზობელი გოგო მოვიდა ჩემთან და ვიღაცასთან მალაპარაკა მისი სახელით. მთხოვა დაუწერე: ეხა რა უნდა გააკეთოო. და მე დავწერე: ეხლა რა უნდა გააკეთო-მეთქი და გამიბრაზდა, ლ წაშალე, გოიმი ხომ არ ვარო.

    აი ასე!

  33. Shura says:

    ახლა წადი თავი დაიბლოკე :))

  34. juze says:

    ამ ბოლო დროს ფ,პ –სა და ბ–ს მონაცვლეობა დავაფიქსირე :) ეს რაღაც ახალია:

    ა–ბ–ხაზეთი, ბ–რთხილად, ა–ბ–დეითი, ხაჭა–ბ–ურიც კი ვნახე :)

  35. lizard_play says:

    ჰამბურგენი

  36. bigcrow says:

    ვაიმე, დოდ ხვთებიი ახლა რა სისულელეებს წეეეეერრრ???

    :D

  37. nikoloz says:

    me vwer shecdomebit mere ra moxda ? mtavari is ki ar aris rogori silamazit dawer mtavaria shinaars sheicavdes teksti tore sxvebis tvalshi xichvis danaxva dzalian advilia uadvilesi.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s