Pregnant Post

აახ მე მაპატიეთ, ხანდახან მაინც ფეხმძიმე პოსტი გამეპარება ხოლმე ამ ბლოგზე და თქვენც უნდა ითმინოთ, ითმინოთ, ითმინოთ! ან წახვიდეთ არაფეხმძიმე ბლოგებზე!

(с) ფეხმძიმე ბლოგერი

ტესტმა დადებითი რომ აჩვენა და ღნავილი ამიტყდა შიშისგან [არადა მანამდე ვღნაოდი, როცა უარყოფითს აჩვენებდა ხოლმე], აი მანდ უკვე მივხვდი – სისულელეა ეს “ეგრევე შემიყვარდა” ვეშები.

პრინციპში, დაახლოებით იგივე მჭირდა პირველი კოცნის დროს ზანზალაკებმა რომ არ დაიწყეს ჟრიალი და ზეცა რომ არ გაიხსნა. და იგივე მჭირდა, პირველი სექსუალური… კხმ, ხო, სექს-დეტალებს გამოვტოვებ.

არა, მაინც როგორ შეიძლება ეგრევე გიყვარდეს ემბრიონი? სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი. რომლისგანაც მერე კიდევ პლაცენტა კეთდება. პლაცენტა გვიყვარს? არადა ისიც ზუსტად იგივე უჯრედებისგანაა ხო? რაღაც ეტაპზე ემბრიონი თუ ზიგოტა თუ რაც ჰქვია მაგ დროს – ორ ნაწილად იყოფა და ერთი ხდება პლაცენტა, მეორე – ბოღანე.

მოკლედ, დღეს ერთ-ერთ თემაში დავწერე, რომ სულ არ მომწონს ჩანასახი და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რომ მსგავსი რამე არსებობს ჩემში. აი მართლა, რა საყვარელია ეს? ——————->

არაა საყვარელი, როცა ნელნელა უფრო დაემსგავსება ადამიანს, მერე კიდევ ხო. ნუ, რა თქმა უნდა, შემოვარდნენ “ღმერთო, რა ამაზრზენი ბრძანდებით” დედიკოები და რამდენიმე წამით თავი ცუდ მომავალ დედად მაგრძნობინეს, მაგრამ ეგრევე გამახსენდა, რომ აქედან ერთ-ერთს  5 წლის შვილი ჰყავს და ამ ბავშვს ჯერ ისევ დედ-მამის საწოლში სძინავს. ჰოდა გადამიარა.

რატომ აბრმავებს დედობა ასე ძალიან? ბუეე…

ხო, გარდა იმისა, რომ 10 კვირის ჩანასახის გარეგნობა არ აღმაფრთოვანებს და განსაკუთრებული გრძნობები მისადმი არ მაქვს, მხოლოდ გონებით მომწონს და მაოცებს განვითარების ტემპები, ჩემს “უარყოფითებში” გადის კიდევ ის, რომ ვთვლი – ყველა ბავშვი საყვარელი არ არის, არსებობენ მახინჯი ბავშვებიც. ოო და კიდევ – დაბადებისას ყველა ბავშვი ერთმანეთს ჰგავს. ნუ, ოდნავი განსხვავებით, საკეისროთი გაჩენილი ბავშვები უფრო ნაკლებად წითლები არიან. მოკლედ, თუ რამდენიმე თვის მერე დავწერე დებილი პოსტი იმის შესახებ, რომ “ჩემი შვილი განსაკუთრებულად ლამაზი დაიბადა, ჩამოყალიბებული ნაკვთები ჰქონდა უკვე” და ბლაბლა, ეგრევე დამიდეთ ამ პოსტის ლინკი, რომ შემოვულაწუნო თავს.

მოკლედ, კეთილშობილ დედათა საზოგადოებასთან გავერთობი უახლოესი თვეები, გული მიგრძნობს… :evil:

This entry was posted in pregnancy and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

45 Responses to Pregnant Post

  1. linguistuss says:

    ეჰ, სურათებიც დაიდება აქ ბევრი–ბევრი. ჯერ 1 კვირის. მერე 1 თვის. მერე 3 თვის…

    ხომ ვამბობდი ბლოგის დასასრულის დასაწყისი მეთქი, ჰოდა “ქაუნთდაუნი” ჩაირთო :)

  2. პერწკლი says:

    ჰაჰ
    ვიცოდი რომ იმაზე დაწერდი ამ პოსტს და შემოვირბინე რომ თანადგომა კიარადა თანამოაზროება გამომეხატა.

  3. utvino says:

    შენ შემთხვევაში არვიცი რა ხდება, მაგრამ მე მგონია, რომ მეყვარება არა ის რაც მუცელშია, არამედ წარმოდგენები იმაზე, თუ რა იქნება ეს ყველაფერი 9 თვის შემდეგ ან რაღაც მაგდაგვარი
    თორე 3 თვის ბავშვი ხელში დამაჭერინეთ და მაინც მოვეფერები, უსაყვარლესიათქო, ამის თქმა სისულელეა

  4. dodka says:

    @linguistuss – ესე იგი, იქით კიბორგა მიტრაკებს, რომ გავსუქდები, მახინჯი გავხდები და სექსი აღარ მენდომება, აქეთ შენ, რომ ბლოგი მოკვდება.

    ხოდა გადავწყვიტე, მორჩა, აღარავის აღარ ვუმტკიცებ აღარაფერს, პაჟივიომ უვიძიმ. და მაინც, პირადი ბლოგია, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება, რაც კი შეიძლება ოდესმე მოხდეს – და ამის შესახებ თვეში ერთხელაც არ ვწერო? ნწწწ ))) თან არა უწი-პუწი ფორმატში )))

    @პერწკლი – ჰჰჰჰ )))))))) მადლობა, რომ მარტო არ ვარ )))

    @უტვინო – ზუუუუსტად ეგ მიყვარს, ზუსტად! მომავალში რა იქნება, და ვფიქრობ იმაზე, ნეტა რა ტიპია, საზამთრო უფრო ეყვარება თუ ნესვი და ეგეთ რამეებზე. და არა “რა საყვარელი თითები გაუცნდა 9 კვირის რომ იყო მუცელში”.

  5. juze says:

    დოდ მე მჯერა შენი :)

    ვსმისლე, დედა ხო იმინა მამა დედა იქნები :D და ბლოგერიც :)

  6. linguistuss says:

    @dodka
    ფორმატს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია რომ თქვი არ გავავსებ სურათებითო და უკვე დაიწყე (chuckle)
    პირად ბლოგზე ხო, მარა მაინც არა… მაშინ შენი ფეხების ბაკუნი აღარ იყოს, რომ აი, მე ფრიკი დედა არ ვიქნები, ფრიკი მამიდა, ფრიკი ბლოგერშა და ა.შ.

    როგორც კიბორგა იტყოდა გამოტყდი რომ იქნები და დადე, გვანახეეეეეე :)

    რაც შეეხება კიბორგას რემარკას გასუქებაზე, აი ეს ადგილი მომწონს ორუელის “1984”–ში, უინსტონ სმიტი ლონდონის კი არადა ასაფრენი ბილიკი ნომერი ერთის პროლების ქუჩებში რომ ბოდიალობს და ნაშებს რომ ათვალიერებს და ასკვნის:

    In and out of the dark doorways, and down narrow alley-ways that branched off on either side, people swarmed in astonishing numbers — girls in full bloom, with crudely lipsticked mouths, and youths who chased the girls, and swollen waddling women who showed you what the girls would be like in ten years

  7. dodka says:

    @lingvistuss – საქმეც მაგაშია, როდესაც შენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება და ამის შესახებ ბლოგზე წერ – ეს ნორმალურია.
    როდესაც შენს ცხოვრებაში რამე ხდება და შენ ყოველ პოსტს, ან ყოველ მეორე პოსტს ამას უძღვნი – ეს ფრიკობაა.

    ხოდა ვაბაკუნებ ამიტომ ფეხებს, იმის გამო, რომ ბლოგზე 3 წლის მანძილზე ორჯერ ვახსენე ათეისტი ვარ-მეთქი, “აუ რა გააწყალე გული შენი ათეიზმით” – შეუსაბამოა, და როდესაც პირველი ბოღანე იგეგმება, და ამ თემაზე პოსტს აკეთებ ხანდახან და შენს ბლოგს დასასრულს უწინასწარმეტყველებენ – ასევე შეუსაბამოა.

    და როდესაც ჩემი ძვირფასი ქმარი აქედანვე დარდობს იმაზე, როგორ გავსუქდები და აღარასდროს, აღარასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ :დ – ესეც შეუსაბამოა. მითუმეტეს, თუ ჩემს მმ, გენეტიაკს გადავხედავთ, ასე ვთქვათ :დ

    მოკლედ იმის თქმა მინდა, ბავშვის სურათს იასნია დავდებ, იმიტომ, რომ ბავშვი დიდი მოვლენა იქნება ჩემს ცხოვრებაში, მარა ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აქაურობა სურათების ალბომად გადაიქცევა და სხვა აღარაფერი იქნება ირგვლივ :დ ))))

  8. Cyborg says:

    linguistuss
    კსტაწი არის ლოგიკა მის საუბარში… ანუ სიმართლე იმაშია რო შენ ეს მას უწინასწარმეტყველე და ეს ასეც იქნება მარა რატო უნდა უტყდებოდეს ეს ამბავი? – პირადი ბლოგია და იქნება პირადულზე, წემ ბოლეე იასნია პროსტო “ნახეთ რა საყვარელია”-ს ნაცვლად იქნება “საყვარლობის ფენომენი ახალგაზრდა დედებში, georgian perspective” და რამე ჩახლართული განხილვა თუ რა ცუდია და არა სწორია ყველაფერი იმენნა ქართულ ჭრილში და როგორ მარჯვნივულად ხდება რაღაცეები, თავის მაგალითებით.
    შემოვალ კიდე მე და დავწერ რამე კრიტიკულ პოსტს სადაც შუაში გადავუხვევ თემიდან და მოვყვები ტანკისტი რო ვიყავი რას ვაკეთებდი. ხოდა ჩემ ეტა პლოხა?

    dodka
    სამართლიანია, ვიმსახურებ, გააგრძელე გადმოფრქვევა სანამ საკმარისად არ გაიცლები და არ დაფიქრდები რო ის გარჩევა რომელიც ამ თემაზე შედგა დაბი რასსტავიწ ვსე ტოჭკი ნად ი – ჩტოტა ზნაჩილო და ჩტოტა აბისნიალო და სიარული და კეფაზე ხელის წამოკვრა ყოველ მეორე ნაბიჯზე არასამართლიანი საქციელია პრინციპში… მარა ნუ მანამდე უნდა გაიცალო ჯერ იასნია, თუმდაც ასეთი ფორმატით, ლადნა…

  9. @linguistuss, იცი რას გეტყვი?

    ლინგვისტიკას მიხედე. :)

  10. @Cyborg, შენ კიდევ სტრაიკ ბოლით დაკავდი რა ცოტა ხანი.

  11. linguistuss says:

    @Cyborg

    ანუ სიმართლე იმაშია რო შენ ეს მას უწინასწარმეტყველე და ეს ასეც იქნება მარა რატო უნდა უტყდებოდეს ეს ამბავი?

    აი, ზუსტად ეგ მაინტერესებს…

    @Sweet Baby Girl
    თუ კიბორგას სტრაიკ ბოლზე უშვებ, მე – “რა? სად? როდის?”–ზე უნდა გაგეშვი…

  12. kargistraki says:

    ვახ მე საკეისროთი დავიბადე 8 თვის….
    კიარდა პროსტა საკეისროზე გამახსენდა

  13. Cyborg says:

    linguistus
    იმიტო უტყდება რო შენ ისევე როგორც მე დო ნედავნიხ პორ ეუნები რო “ვსიო, ჩაესვენა შენი მზე, აწი შენ შენ აღარ იქნები, აწი იქნები გაზულუქებული სტანდარტული დედა და არასაინტერესო მოსაუბრე ადამიანი” -ო.

    ხოდა სინამდვილეში ეგ ისეთივე ავანტიურისტული დაშვებაა დოდის შემთხვევაში როგორც ის იყო რო “აი დოდი, მუშაობას ეხლა თუ არსად დაიწყებ ვერასოდეს ფულს ვეღარ იშოვი და ნუთუ ეს არის რაც გინდა??” – გადის 6თვე და ფეის.ჯი -ზე ჩემზე მეტ ფულს აკეთებს თითქმის არაფრის კეთებაში…

    მორალი ის არი რო ეს ხომ დოდია, მასზე ფიზიკაც არ მოქმედებს შეიძლება, ტაკ ჩტო უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ყველანაირი წინასწარმეტყველება მარტო იმისთვის არი რისთვისაც ამას linguistus-ი აკეთებდა და რისთვისაც მე ვაკეთებდი… რო დავაბევოთ წინასწარ რო ისეთი ვერ გახდეს – იმიტო რო თუ ისეთი გახდა ჩვენ მოვიგებთ, ვიძახებთ აი ხო ვამბობდითო და თან სრულად დავანახეთ რატომ არის ცუდი და თვითონაც შეძულდა… :დ

    men are cruel :დ

  14. 2kija says:

    magaria bavshvi. chanasaxis siyvaruls rac sheexeba is rom chanasaxi araa jer normaluri adamiani bla bla bla “ra sayvareli es aris” da da a.sh materialur tyveobashi sheqmnili da grmad chabechdili shefasebata sistemis arastandartul (subieqtisatvis arachveul) situaciashi arastsori gamovlenaa :D au ra debiloba vtqvi lolz

    mokled mtavari mugami aq ufro grmad filosofiuria da cdeba vizualuris farglebs :D sicocxle xo umaglesi faseulobaa,misi sheqmnis processhi ushualo chartva ( v mament misi realizirebis processhic) aris diiiiidi ragac romlitac ragac doneze yvela amayobs da uyvars misi yvela etapi :D

    :rolleyes:

  15. Cyborg says:

    2kija
    ფინალში გასხივოსნება იგრძენი თუ აწი ზიხარ და ელოდები? :დ

    u don’t understand people – ყველა ქალს, და მშობელს, ეშინია რაიმე გართულება არ მოხდეს და ფეხმძიმობა არ შეწყდეს, ამიტომ თავდაცვის მიზნით ყველა ადამიანი რომელსაც ესმის ხიფათების რაოდენობა და შანსები – ცდილობს ასობა ნე პრივიაზივატსია კ ტამუ რასაც ვერანაირად ვერ ეხმარება, ანუ დოდი პრევენციის მიზნით ყველაფერს აკეთებს, არაფერს ცუდს არ ჭამს, არ სვამს, არ ეწევა არაფერი, მარა ეს არ იძლევა გარანტიას რო 100% ყველაფერი კარგად იქნება, ხოდა ყველა საზრიანი ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავის ნერვები სიტუაციაში როცა გართულების შემთხვევაში თვითონ ვერაფერს შეცვლის…

    როცა ბავშვი უკვე გაჩენილია, მერე მშობლებს ილუზია მაინც აქვთ რო ყველაფერს იზამენ ბავშვის გადასარჩენად ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში…

    ვოტ ი ვეს ვამ ანალიზ, დაღეჭილად.

  16. dozi amatma ar ician rom foto video da 1000 yleoba masala aq ufro adre daideba vidre mat hgoniat
    da vafshe ra
    orsulebis bodialze kitxva mdedrebis 80% EVASEBA (nu amas me vizaxi ki mara gavitvaliscinot isic rom me jer ar gavzrdilvar da ar gadamicyvetia ra sqesi minda viyo :P )

  17. მე რა მაინტერესებს – ისეთი მომენტები თუ არსებობს, როცა არ ღნავი? :)

    ჰოდა პლაცენტა კი არა – იდეა უყვარდებათ! ი დ ე ა !

  18. Cyborg says:

    ორგანული დიოდი
    იდეის სიყვარული პრინციპსი პრაქტიკული განხორციელების გარეშეც შეიძლება მასე… ანუ რა აზრი აქ არსებობს ჩანასახი თუ არა ტუ იდეა გიყვარს…

    ლილიანი
    55% – 45% -ზე ხარ ხო?… :ხელების-ფშვნეტა:

  19. შეიძლება და უყვართ კიდეც, მაგრამ სად სხვისი იდეები და სად შენი საკუთარი, რომელიც სადაცაა განხორციელდება :D

  20. natali says:

    როგორც უკვე აღარც ისე ნორჩი დედიკო (რომელიც დღემდე თვლის რომ ულამაზესი შვილი ყავს და არც თუ ისე უსაფუძვლოდ :))

    ესეიგი, ცოტა არასწორად იქნა ფორმულირებული ის რომ თუ ჩანასახი გიყვარს, ეს არ ნიშნავს იმას რომ მაინცდამაინც მისი თავკომბალობა, ან პაწაწა კიდურები უნდა გიყვარდეს, ან სპერმატოზოიდ-კვერცხუჯრედის ნაზავი…
    ანუ შენ რომ წერ რომ ჯერ ეს არ გიყვარს, როცა ცოტა გაიზრდება და გაინძრევა მერე ვნახოთო – ანუ რაღაც ისე ჟღერს თითქოს ბავშვი გიყვარდება ოდნავ უფრო განვითარებული კიდურების, განვითარებული სასქესო ორგანოების ან რამე მსგავსის გამო…

    ანუ ყველა შემთხვევაში გიყვარს ის რომ ის შენი შვილია, არ აქვს მნიშვნელობა როგორია…
    ნუ მოკლედ, მეზარება ბოდიალი, მაინც ვერ გამოვხატავ რისი თქმაც მინდა იმას

    პატივისცემით თქვენი
    ულამაზესი ბავშვის დედიკო

  21. Rocko says:

    ეს უკვე ორიგინალობაც აღარაა… :D

  22. miramax says:

    არადა მე ჩემი შვილი ჩანასახიდანვე მიყვარდა :)

  23. kib diax vnaxoT xvalis mere :)))))))))))

  24. Cyborg says:

    Rocko
    შენ გახსნებაზე, კსტაწი, მე სუ მაღელვებს ერთი საკითხი… რამდენი ესეიგი საქმე მიდგება სიტუაციამდე: “მაეჭვიანე ჩემო ვეფხუნია”.

    დოდი ეგრევე იწყებს “ოჰ… მიდი ჩემო ნოდარიკო… უპს, საყვარელო მაპატიე, ნოდარიკო დაგიძახე არა?…”

    ხოდა ბევრი რო ვიფიქრეთ ორივემ რატო ნოდარიკო და ვინ ნოდარს იცნობს შენს გარდა მივედით დასკვნამდე რო შენს მეტი ვერავინ ვერ იქნება… ხოდა ძერჟის! ია იდუ, ფარჩატკით ხელში!…

    :დ

    miramax
    იმიტო რო შენ როგორც ზემოთ უკვე ბევჯერ დაწერეს გიყვარდა იდეა “შვილი” და არა ჩანასახი…

  25. Rocko says:

    არადა კი მასლოკინებდა ეს დღეებია… :boli:

    მოდი დსმა, გავისაუბროთ :yes:

  26. გილოცავ :)

    დაიბადება თუ არა ბლოგი შეუქმენი ვორდპრესსზე!

  27. BlackGlance says:

    Wow. გილოცავ.
    უმაგრესია.
    მერე მისი პირადი ბლოგის ლინკის დაგვიდე :D

    ასე მგონია მაგარი დედა იქნები

  28. Pink Panthere says:

    ვეთანხმები იდეას რომ ჩანასახი თავისთვად არაა საყვარელი. მაგრამ თავისთავად იდეაა საყვარელი რომ ეს თავიდან ერთ უჯრედიანი ჩანასახი განვითარდება და საბოლოოდ პატარა ბაიად გადაიქცევა.

    უფ, კიდე მინდოდა დამეწერა რომ მე პირადად ორსულობას როგორც kind ავადმყოფობას ისე ვხედავ. ახალი არსება ორგანიზმში.. იიიიიიი

    ხანდახან მეშინია რომ ასეთი საშინელი იდეების გამო შვილი არ მეყოლება :D :D

  29. bigcrow says:

    დოდ, რატომ იქცა შენი ბლოგი თავის მართლების ნაკადად, სადაც თავს იმართლებ, რომ თავის მართლებას არ აპირებ? :)

    ჟივი ნუ…

  30. Cyborg says:

    Pink Panthere
    მეც მასე ვფიქრობდი… მკურნალობა: ცოლი რომელიც ამ ყველაფერს ლაითად გადაგატანინებს… ლაითად გადატანინება როგორ ხდება? – როცა ქალი თვითონ ფრიკავს “უიმე საჭმლის მწარმოებელი ქარხანა ვხდები, კაშმარ”-ო და შენ აწყნარებ რო არა უშავს, გაგივლისო… :დ

  31. Kate says:

    გეთანხმები დოდ…
    “ეს ჩემი დათუნა 5 თვის ასაკში”
    “ეს მისი პირველი ნაბიჯი”
    “ეს ჩემი დათუნას პირველი კბილი”
    “ეს ჩემი დათუნა სკოლაში”
    “ეს ჩემი დათუნას პირველი შეყვარებული”
    “ეს ჩემი დათუნას პირველი მასტურბაცია”
    “ეს ჩემი დათუნას პირველი სექსი”
    კარგი რა…
    ვის არ გაუჩენია ბავშვი…
    და ვის არ ამოსვლია კბილი…

    ეგ კიარადა, ჩემი აზრით, არათუ დედობა, არამედ ცოლობაც მაგრად აშტერებს…
    ნუ ეს შენ ნამდვილად არ გეხება და ამის გამო ორმაგად მიხარია შენთან ურთიერთობა…
    ეგ კი არა, შეყვარებულობაც საოცრად არ მომწონს იმის გამო, რომ საოცრად აშტერებს…
    ადრე ჩემთან დავწერე კიდეც, ძალიან მაღიზიანებს ქუჩაში მოსიარულე შეყვარებული წყვილებიმეთქი…

    იმიტომ კი არა, რომ მე მოსიყვარულე არ ვარ…
    არა, ნამდვილად ვარ…
    თან ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი თავიც მიყვარს…

    არ მინდა გამოვშტერდე…

  32. mama gong says:

    აუ, პანიკურად მეშინია მაგ განყოფილების (დედაათა კავშირი), მანიაკები არიან

  33. Cyborg says:

    Kate
    ცუდი ის არი რო ტი ტოჟე ტამ ბუძიშ… თორე მასე ყველა გოგო მასე საუბრობს, ყველა ბიჭი მაგაზე გოიმდება და მერე ყველა ქალი ერთი @!@ ჯამში და ყველა კაცი ერტნაირად ფრუსტრირებული…

    მამა-გონგ
    +1, ზუსტად ამიტო მაგ განყოფილებასი დაძვრება ისკლიჩიწელნა მაშინ როცა მე საერთოდ სახლში არ ვარ, რო წავასწრო რაღაც ეგეთ თემებში ოჯახური სკანდალი გარანტირებულია :დ

  34. natali says:

    მაპატიეთ პირდაპირობა, მაგრამ თქვენ ყველას შიგ გაქვთ
    მითუმეტეს იმათ ვინც საერთოდ არ იცით რას ნიშნავს ეს და მგონია რომ “გეთანხმები დოოოდ”, “აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა დოოოდ” და ა.შ არის ზემდეტად შემეტენე კომენტები.

    ეს არის აბსოლუტურად სუბიექტური აზრი, რომ ყველას შიგ გაქვთ ვინც მსჯელობთ იმაზე რის აზრზეც არ ხართ

    დამიცენზურეთ თუ გინდათ

  35. pelagiaa says:

    :(………………..

    me jer arc bavSvi myavs arc nayofi arc embrioni arc zigota da morula mucelSi

    magram mteli es procesi medicinurad da navij-nabij Seswavlili maqvs da dgemde dzalian gaocebuli var da yoveltvis viqnebi mteli am procesit–ganayofiereba-chasaxva-implantacia-orsulooobaaaaaaa—mshobiaroba—……

    hoda vgeg,mav ro pirveli foto nayofis macivarze gavakra (2 tu 3 kviris nayofis eqo-surati :))))) d anu mere shevinaxo sadme, da momdevno suratebic da ro diabadeba kide bevr rames videoze davafiqsire–pirveli gimili, pirveli, nabiji, pirveli sityva da a.sh.

    ra vici es gamoshterebaaa? :(

    martalia bevrs gauchenia da araerti da ase shemdeg
    magram me xo amas pirvelad vizam, da rac ar und amilion da miliard adamians gaeketebina msoflioshi igive, chemttvis es mainc pirveli iqneba, uchveulo,saintereo da dzalian amagelvebeli :)

    dodka sheni azri friad saintereso iyo

    miyvars mrafalerovneba da sxvadasxva azrebis gageba-mosmena

    ise ragac gamaxsenda_ adre turme nayofs embirions arafrad ar tvlidnen,deda iyo pirvel adgilze da syvela da yvelaferi dedis interesebidan gamodioda
    me20 saukunidan ki embrionic da nayofic ukve miichnies rogorc individebi, rogor pirovnebebi, romeltac tavisi uflebebi aqvt da mati uflebebis damcvelebic gamochndnen da ukve sxvadasxva samedicino charevisas orives mdgomareobas itvaliswineben

    ragca sityva dzalian gamigrdzelda,me mapatiet

    latinuri shriftistvisac momitevet

    bednierad

  36. mari says:

    gamagija am gogom.. ar vetanxmebi rogor ar sheizleba giyvardes is rasac elodebbi amdenixani . mere ra ro cudi pormisaa.. yvela esetebi viyavit.. pirikit.. is grznobs shens sityvebs da amitooo unda moepero mas sityvebit tundac is 1 kviris iyos..

  37. tttttttt says:

    erti shteri vigaca xar :*

  38. mari says:

    ase nu ambob me momeshala muceli 5 kviris chanasaxi bushtivit iyo magram me is miyvarda lamis tan davyevi lamis mec movkvdi chemtvis is yvela bavshvze lamazi iyo

  39. Thanks for any other informative blog. Where else could I am getting that type of info written in such a perfect method?
    I’ve a undertaking that I am simply now running on, and I have been at the look out for such info.

  40. Coy says:

    Your way of describing all in this post is really nice, all be able to without
    difficulty know it, Thanks a lot.

  41. Hello there, I found your website by way of Google even as looking for a similar matter, your
    site got here up, it appears good. I’ve bookmarked it in my google bookmarks.
    Hello there, just was alert to your weblog via Google, and found that it is really informative. I’m going to be careful for brussels.

    I will be grateful for those who continue this in future.

    Many people shall be benefited from your writing. Cheers!

  42. Good replies in return of this question with solid arguments and describing the whole thing concerning that.

  43. I feel that is one of the most significant information for me.
    And i am glad reading your article. However want to observation
    on few basic issues, The site style is great, the articles is
    in reality nice : D. Just right process, cheers

  44. Dylan says:

    Thanks designed for sharing such a pleasant thinking, article
    is pleasant, thats why i have read it fully

  45. Aside from the social benefits, Livefyre also lets you set an alarm that
    activates if your S Pen and Wacom digitizer have more
    in common with other forms of body rubs. Endorphins make you
    feel like you’re constantly managing lists. More and more people in her life — to her hair. 00 and begins with a heat treatment and” Black Berry” balm. She had just as much of the US budget is spent on foreign assistance. We talked through flavors and decorations and while she thought chocolate would be good, be careful, really careful, and choose your battles.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s