10 წუთი

სეანსი 45 წუთს გრძელდება. და თუ ამას გამოვაკლებთ დროს, რომელიც მიდის გახდა-ჩაცმაზე, ყალბ ალერსსა და ბანალურ ფრაზებზე, სუფთა სექსზე მხოლოდ 11 წუთი რჩება…

(с) მარაზმატიკი კოელიო

გზაზე სახლიდან გემრიელ საჭმლამდე მხოლოდ 10 წუთი იხარჯება.

(с) ვინმე ბლოგერი

ძალიან მიყვარს ის ადგილი, სადაც ვცხოვრობთ ამჟამად, ანუ მიცკევიჩი. და საერთოდ, საბურთალოს ეს მხარე.

სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ 10 წუთი მჭირდება იმისათვის, რომ ფეხით მივიდე რომელიმე ჩემთვის საყვარელ კხმ… საკვებ ობიექტში:

  • McDrive – ანუ აჭარის მაკდონალდსი. ბლოგერთა შეხვედრების ამოჩემებული ადგილი.

რა? – ჩიზბურგერი/ბიგმაკი (განსაკუთრებული სიშმაგისას – ორივე ერთად), კოკა-კოლა და კარტოფილი, რომელსაც ყოველთვის სხვა იღებს, მაგრამ მე ვეწილები.

რატომ? – თბილა, იღიმიან, მარჯანიშვილის მაკისგან განსხვავებით ბავშვები თავზე არ გაზიან და რუსთაველისგან განსხვავებით – სკოლის მოსწავლეები კალთაში არ გიჯდებიან.

  • დრაკონი, თუ რაღაც ეგეთი იმბეცილური სახელი, ანუ ჩინური აჭარასთან.

რა? – ქათმის გუმბაო და სოიოს სოუზიანი ბრინჯი ქათმის/ღორის ხორცით. კიდევ მწვანე ჩაი.

რატომ? – გემრიელია. ყველაზე გემრიელი იმ ჩინურებს შორის, რაც მიჭამია. სამაგიეროდ ცოტა ნირიაშლივი გარემო. + იაფი. და დიიიდი პორციები. 20 ლარად 4 კაცი კარგად შეჭამს : )

  • ტერემოკი – ყაზბეგის 9 ნომერში.

რა? – ო… ყველაფერი. ბორში, პილმენი, ვარენიკები და, რა თქმა უნდა, ბლინები.

რატომ? – ფასები ნორმალური, გემო გადასარევი, გარემო – მყუდრო. ზაფხულში გარეთ ჯდომაც ასწორებს.

  • ორი ლულა ყაზბეგზე (16 ნომერში)

რა? – მწვადი, ხაჭაპური შამფურზე ლორით.

რატომ? – სწრაფია და ხორცი აქვთ კარგი. სახლში წამოღება შეიძლება. ხაჭაპურში ძალიან ბევრი სულგუნია, მაგრამ ჩაისთან ასწორებს.

  • პოპული – ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

რა? – რამდენიმე სალათა, ფხალი, დაჟე გუფთა ან ტოლმა (100 გრ. 1 გელა), კიდევ პიცა.

რატომ? – სახლში საჭმლის გაკეთება რომ გეზარება და ფულიც ბევრი არ გაქვს, ან როცა რაღაც გინდა შეჭამო, ვთქვათ, ნიგვზიანი ბადრიჯანი, არადა რომ გააკეთო სახლში – შენი ქმარი პირსაც არ დააკარებს და გადასაყრელი გაგიხდება.

დასალაშქრი მაქვს:

ამბობენ, რომ კარგია ფანტასტიკო, ასევე ყაზბეგზე, პიცა აქვთ კარგიო, თუმცა ჯერ არ გამისინჯავს ; )

და კიდევ ჩემი საყვარელი ჩაის სახლი  (ინგლისური ჩაის სახლის ფილიალი, აი ის, მარჯანიშვილზე რომაა და ვაკეში კიდევ) – რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ასევე 10 წუთის სავალის რადიუსშია. მაგრამ ასევე ჯერ არ მიმიღწევია.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to 10 წუთი

  1. დრაკონი დღეს დაიხურა.

    პ.ს. თუ საიდუმლო არ არის ამ პოსტში ფული გადაგიხადეს? :სპყ:

  2. dodka says:

    @სვითი – იეხ, ჟალკო : (

    მაკს, ტერემოკს, პოპულს და ორ ლულას ფული რომ გადაეხადათ… :ოცნებ: :ოცნებ: :დ :დ

  3. juze says:

    მაკში მანდ დაბლქუითერ ფაუნდერები არ აქვთ? :) იმინა მამა ვეშია, მარტო მაგას ვჭამ მაკში – აი ძააააან დედა რა :) დვაინოი კატლეტი – ვაიმე არ შემიძლია.

    ჩინურში ლო მეინი მევასება მაგრად და გენერალ ცო :) დამფლინგებს კარგებს აკეთებენ მანდ? აქ მაგარ სლეობებს აკეთებე, მარტო ერთ რესტორანშია მამობა.

    პელმენებს რუსების მაღაზიაში ვყიდულობ :)))))

    ქაბაბი და ხინკალი მენატრება ბოზი ვიყო მაგრად ე–:მო:

    –––––––––––––––––––

    აუ მშია წავედი მე :D :D :D კაკრაზ პელმენებს ჩავყრი :)

  4. iverson says:

    gagimarTlaT Sen da bebiaCems :tan:

  5. Cyborg says:

    ხოოო… ნუ უნდა ვაღიარო რო საჭმლის ობიექტების ვერ არის ჩემის საყვარელი ადგილები, ზოგადად.. რავი ალბათ მუსულმანად დავიბადე და ვიტრინაში ჯდომა და ცოხვნა ვერ მანიჭებს სიამოვნებას… კიდევ კაი რო დოდის ეს ესმის და ამიტო ხშირად მოგვაქ ხოლმე უბრალოდ სახლში საჭმელად.

    უკეთესი – როცა დოდი სახლშია, შანსი არ არი სახლიდან გავიდეს რაიმესთვის, აი რამეა ამოსატანი “ტკაც” თითებით – კიბორგ ჩაირბინე, სადმე რამეზეა წასასვლელი გადასახდელი “საყვარელი, ჩაიცვი დაგაგვიანდება” :დ (უტრირება) – ხოდა აი თუ ორი ლულადან არი რამე მოსატანი… – სკუპ, იცვამს, “შენ რა მოგიტანო?” – მე რაც შემიძლია უკმეხად მივაძახებ ხოლმე “არაფერი” (არ ვიცი რატო უკმეხად და რატო არაფერი…) – და მიდის მოსატანად.

    გინდათ დოდის ნახვა? – დაპატიჟეთ ერთ-ერთში ამ ობიექტებიდან და ის არასოდეს არ გეტყვით უარს, არ დააგვიანებს სვიდანიეზე და დაჟე თანახმა იქნება თუ ფული არ გაქვთ – თვითონ გადაიხადოს. ვოტ მისი საიდუმლო.

    მაგალითი უახლოესი ისტორიიდან:
    მეგობარი მირეკავს არ გინდა გვესტუმროთო, ზა ადნო ჯეკს დაარტყამო ქსელის კაბელზეო ატრაკებსო, მეთქი აუ დღეს არა რა, ძლივს სახლში ამოვედი, (საღამო 7-8 საათია) – მეთქი დავისვენებ, მოდი ხვალე დავგეგმოთ, ცოლსაც წამოვიყვან რამე რუმე, იქნებო მაშინ პროსტო ჩამოხვიდეო რამეზე დაგელაპარაკები აქვე ვარო – მეთქი ისა რა ქვია, კაი რა გმაოცვლილი ვარ რას მერჩი, თუ გინდა თქვენ ამოდით… (ხო ეგეთი ზანუდა როჟა ვარ, მარა ამაზე არ არი ეხლა) – ხოდა უცებ: ისა არ გინდათ შენ და დოდი წერემოკში გამოდით ვჭამოთო…

    როვნა 10 წუთში გამოჭიმული ვიჯექი წერემოკში და დოდის შეკვეთას ვისმენდი “ბორში, სოკოთი, ბლინები, ჩაი”…

    ზოგადად საჭმლის თემაზე:
    მხარს არ ვუჭერ ასეთ აძერჟიმოსწს საკვები ნივთიერებებით.

    საჭმელი არის მხოლოდ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ობშიაკში კალორიები, ვიტამინები, მინერალები და ვსიო.

    რა საჭიროა ეს რაღაც ესენიო, და ისენიო, და ძუმფურიკებიო და პაპანცირებიო… კაით რა – საჭმელი უბრალოდ არი ზაპრავკა, + ენერგია და ვსიო…

    სამყარო კიდე იმენნა გაცოფებულია საჭმლის ბიზნესით…

    ჭამა უნდა იკავებდეს მინიმალურ დროს და მინიმალურ ყურადღებას… (დოდი ეხლა იტყვის ხო აი შენ კაი მაგალითი ხარ კაკ რაზო – კაცო მე ვჭამ კომპთან და ისე რო ვერ ვამჩნევ როგორ ვჭამ, ანუ თვითონ ჭამის პროცესი მინიმალურ დროს და ყურადღებას იკავებს…)

    არა იმიტო არა რო აი ცხოვრების დრო გარბის და ყველა წამი უნდა საქმეში გამოვიყენოთ – პროსტო ჭამა არის ის რასაც იღებ იმსთვის რო რამე სხვა აკეთო, თუმდაც გაერთო ან დაანძრიო, ჭამა – არი ენერგიის მიღება- მერე შენ ის ენერგია უნდა დახარჯო რაზეც გინდა, და არა დახარჯო ენერგია ენერგიის მიღებაზე…

  6. @Cyborg, ბიჭო, ბორში სოკოთი კი არა ბორში არაჟნით და სოკოს სუპი. ლოოოლ

    ისე წერემოკი მეც მიყვარს :ლოვე:

  7. nemorez says:

    …. imis da mixaedvit ras , visTa, rogod da aS – Wam – Sesabmis ganwyobebze, mugamebze da xasiatebze dgebi an gidgeba an givardeba :D .. Tumca arian chilavekebi viszec es formula moSnad moqmedebs da arian iseTebi viszec Titqmis ar SeimCneva zmis zemoqmedeba….

  8. Cyborg says:

    sweet baby girl
    ah r8…

    nemorez
    ხო მარა ჭამა მანდ კაკ რაზ ზედმეტი ექშენია…

    “იმის მიხედვით ვისთან, როგრ და ა.შ. ხარ – შესაბამისად გიდგება ან გივარდება” – ჭამა, კინოს ყურება, ძუძების წელვა და პარკში სეირნი მანდ ზედმეტი ექშენებია, იმჰო რა თქმა უნდა მეგობრებო, იმჰო.

    პაჩემუ ნიზია სრაზუ იპაცა??…

  9. utvino says:

    რაც შეეხება ზაპრავკას
    წესით კია მასე
    მაგრამ რად ღირს რაღაც ექსტრაგემრიელს რომ ცოხნი :ჩუპს:
    საშინლად მშია, თან სახლში არაფერია მზად და ყველაფრის სუნი, რაც აქ წერია, ერთად მომდის :((
    თან მე ისეთ ტრაკში ვცხოვრობ ბულკი რომ მოგინდეს 20 თეთრიანი ის არ იყიდება არსად :(((

  10. dodka says:

    @კიბორგ – აი ხომ მაინც უნდა ჭამო არა? სხვანაირად არ გამოდის, სხვანაირად მოკვდები.

    ჰოდა რატომაც არ უნდა მიიღო დამატებით სიამოვნება იმ მოქმედებიდან, რაც ისედაც უნდა გააკეთო სამჯერ დღეში?

    :დ

  11. tatushka55 says:

    Dood da populis sachmelebshi araferi ar shegxvedria?
    Orsulobisas mainc nu mieZalebi :)

  12. Summer says:

    მეც მაგიტომ მიყვარს ეს უბდანი რომ ყველაფერი აქ არის :) და ყველაფერი სხვანაირად უფრო კარგი მეჩვენება :love:

  13. Cannabis says:

    იმ დღეს წერემიოკში ვიჯექით, ერთი 40 ლარის ვჭამეთ, 14 ლარი მოგვიტანეს ანგარიში :სპყ:
    რა უნდა გვექნა გადავიხადე წამოვედით :D :D

  14. linguistuss says:

    @Cyborg
    კაი, ნუ გააჯაზე ეხლა. ჭამა კულტურაა. ზუსტად ამ მიზეზით ხარ სელექტიური საჭმლის მიმართ და მატრიცაში რომ უსახური და უფერული ნახშირწყლებია მაგას არ ჭამ, პრინციპში შეგიძლია წვეთოვანი დაიდგა და არ იზრუნო ჭამაზე და რადგან ამას არ აკეთებ, ე.ი. იზიარებ ამ კულტურას, თუნდაც ეს კომპთან ჭამის საიდუმლო რიტუალი იყოს…

  15. Cyborg says:

    linguistuss
    წვეთოვანი… `:ლოვე:

    და მატრიცის მთელი მორალური პრობლემა ხო ეგ არის – რა აზრი აქ “ლაივში” ცხოვრობ თუ მატრიცაში – თუ საჭმელი მატრიცაში უფრო გემრიელია? :დ

    გუშინ “დიდ ეკრანზე” ვუყურეთ მატრიცა: რელოუდედს, ნუ კაროჩე პროექტორი ჩაგვივარდა ხელში ნა აძინ ვეჩერ და ნუ იასნია ბევრი პორნო ექსპერიმენტების მერე, ეხლა რასაც გინდა იმას ვუყუროთო, ხოდა ნუ კომედიების პერებორკის მერე მივხვდით რო რაიმე ექშენის ჟანრის და ბევრ ეფექტებიანს უნდა გვეყურებია, პროექტორია, ლოგინის თავზე კედელზე, პოლნი ეფექტ პრისუტსტვია, დაჟე სტერეო სისტემა ავაწყე…

    ხოდა 2 ნაწილად დევს ეგ სერია და პირველი ნაწილის ბოლოში ჩაგვეძინა…

    როგორ შეიძლება აიღო კაი იდეა – და გამოისვა ტრაკში და გააკეთო ძღრენი… იასნია 3-ჯერ მაინც მქონდა ნანახი მარა გუშინ დოდის რეაქციებზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა უქნეს ფილმს რა… მატრიცა პირველი ქონდა მარტო ნანახი და პად ვპეჩეტლენიემ იყო და ეს…

    აგრგრგრ :(

    საჭმელზე კიდე ხო რავი, ამ წუთას ვძოვ ავსიანკის ფაფას და გეუნებით, შეეშვით ამ “გემოვნებიან” მიდგომას საჭმლისადმი, ხარჯავთ უამრავ ფულს, ენერგიას და ყურადღებას – ბეზ პიწი მინუტ ძღრენში.

    წვეთოვანები 4ევაა!!!

    როდესმე თქვენ გაიგებთ ვინ იმალებოდა ჩემი თავის ქალის შიგნი და მიხვდებით რო არ მთელი ჩემი ესეიგი ადამიანი ერთი მთლიანია და ყველაფერს რასაც ვფიქრობ – სინამდვილეში ერთი მთლიანი ბურთისებრი სახე აქ და მხოლოდ 1 შედეგამდე შეიძლება მივყავდეთ (კიდევ ერთ შედეგამდე გარდა სიკვდილისა იასნია :დ )

  16. Goddess says:

    ეჰ კიბორგას ბედი მომცა და დამოკიდებულება საჭმლის მიმართ… ხო აღარ დამჭირდებოდა ამ ფიტნეს კლუბის ძიება და მერე იქ სიარული და ერთ საათიანი გახვითქვა ვარჯიშები :(

    ახლა კი რაც შეეხება დოდის პოსტს :) რა დავამატო. მესმის შენი. აი ფანტასტიკო კი მართლა ფანტასტიურია. მოგიყვები იმას, რაც მე ვიცი ამ საჭმელი ადგილის შესახებ. მართალია, ყაზბეგის გამზირზე პირვლად გავიგე, მე დავდივარ ნაფარეულზე, ანუ იქ, სადაც დაიბადა ფანტასტიკო. მისი მფლობელი არის არაჩვეულებრივი და სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თავად შეისწავლა იტალიური კერძების კეთების ხელოვნება მშვენიერ იტალიაში, ჩამოვიდა და სხვებიც დააუფლა. ათასში ერთხე, როცა ჟინი წამოუვლის, გაიკეთებს წინსაფარს, გადის ბარის მიღმა და თავად ამზადებს შეკვეთებს. მე მქონდა ბედნიერება მისი მომზადებული დესერტი მიმერთვა და ეს იყო, მართლაც Fantastico!
    არ გირჩევთ: ლაზანიას. აშკარად ვერ ამზადებენ ისე, როგორც ეკადრება ამ ღვთაებრივ კერძს. სამაგიეროდ არაჩვეულებრივი და უგემრიელესი არჩევანია პასტის (pasta). მე განსაკუთრებით მიყვარს მწვანე ფეტუჩინი სოკოთი და ნაღების სოუსით (თუ არ ვცდები, მენიუში ნომრით 47). ასევე მაბოდებს იტალიურ პურზე. თუ მოხვდებით მანდ ან პრეგოში, აუცილებლად შეუკვეთეთ იტალიური პური (ფანტასტიკოს შემთხვევაში) ნივრით. შეგიძლიათ ჩემსავით სახლში წამოსაღებადაც შეუკვეთოთ ერთი პური და დილით ცხელ ყავასთან ჩაახრამუნოთ.

    არ მიყვარს ტკბილეული, მაგრამ ფანტასტიკოს დესერტზე უარს არასდროს ვიტყვი. დაე ეს სიურპრიზი იყოს, თავად შეუკვეთეთ და დატკბით იტალიური ტკბილეულის ხელოვნებით :)

    პ.ს. არანაირი ფინანსური ინტერესი არ მაკავშირებს ფანტასტიკოსთან :) უბრალოდ გემრიელია.

  17. Goddess says:

    აშკარად მახსოვს, რომ აქ ვრცეეეეეეეეელი პოსტი გავაკეთე….

  18. BlackGlance says:

    Cyborg-ს კომენტარი ძალიან მომეწონა.
    მეც ეგრე ვფიქრობ.
    რატომ დავკარგოთ დრო ჭამაში, საჭმელების არჩევაში და კაფე-მაკებში სიარულში?

    წვეთოვანს ერთი პრობლემა ისა აქვს, რომ ყველგან ვერ ატარებ.
    საჭმელი შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჭამო, კომპთან, ტვ-სთან, საწოლში… (აღარ გავაგრძელებ)

    მაკში მხოლოდ იმიტომ შევდივარ, რომ wifi-ა და დროს უქმად არ წამართმევს იქ ჯდომა.

    დოდ, მარჯანიშვილის პოპული არ გინახია გეტყობა. გირჩევ შეიარო.
    შემწვარი მწყერებიდან დაწყებული, სალათ/სუპებით დამთავრებული ყველა საჭმელი აქვთ.

    The mirror of (c) Anika :)

  19. bigcrow says:

    ჩვენ, მშიერი და განრისხებული მამაკაცები მოვითხოვთ დააყენო ფილტრი, ან ღამით ვერ შემოვიდეთ აქ, ან ესეთი პოსტები არ ჩანდეს…

    ან ვაბშე მაგარი, ამ პოსტის წაკითხვის მერე ქვემოთ იყოს პატარა და ლამაზი კნობკა – ”დასტავკა ნა დომ” და ჩვენი მაცივრებიც ბაც და ივსება…

    ნუ რა ჩვენ და რა ჩვენი, ამ შემთხვევაში მე :უსერ: :მშრ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s