Comment me, babe…

იმის გამო, რომ ბევრი ახალი ბლოგერი გვყავს ბლოგოსფეროში კარგი იქნება შიგადაშიგ ძველებმა გამოცდილება გავუზიაროთსავით დამწყებებს.

მე დავიწყებ, მთელ კატეგორიას ვქმნი ახალს თან – Tips for blogs. ვერ ვიტყვი, რომ ყველა იმ რჩევას, რის დაწერასაც ამ კატეგორიაში ვაპირებ – მე თვითონ ვიყენებ, მაგრამ ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი, ზოგი გამოცდილი, ზოგი – სხვების ბლოგებზე ნანახი და ა.შ.

და კიდევ ერთი შენიშვნა – ყველაფერი, რასაც აქ ვწერ, არის ჩემი პირადი, პირადი, პირადი, უკიდურესად სუბიექტური აზრი. : )


სხვების ბლოგებზე კომენტარების კეთება საკუთარი ბლოგის პოპულარიზაციის ერთ-ერთი წარმატებული ხერხია. თუმცა ამასაც ჭკვა და მოხერხება უნდა )) ზოგი პირიქით, ანტირეკლამას იკეთებს. აქ ჩამოვწერე რაც გამახსენდა, ჰინთები კომენტარების დამტოვებელთა და მიმღებთათვის : )))

კომენტატორები

  • საინტერესო, კარგი კომენტარი, რომელიც აფასებს პოსტში აღწერილ მოვლენას, ან აღწერს საკუთარ გამოცდილებას იმ საკითხთან დაკავშირებით, მოკლედ, რომელიც საინტერესოს ხდის საერთოდ კომენტარების გაშლას და წაკითხვას – გამოიწვევს უფრო მეტ კლიკს თქვენს საიტზე, ვიდრე “აუ აქაც შემოდით რააა ბლაბლა.ბლოგსპოტ.ცოოოომ!”
  • “ხოოოო…”-ს, “აჰაააა”-ს და მსგავსების დაკომენტება ჰგავს არა საკითხით/ბლოგით/კონკრეტული პოსტით დაინტერესებას, არამედ უბრალოდ “სტუკა-სტუკა, აქ ვიყავი”-ს. ჩემი აზრით, თუ თემაზე/პოსტზე სათქმელი არაფერი გაქვს, სჯობს არც დაწერო კომენტარი.
  • ძალიან გამაღიზიანებელია სარეკლამო (სპამ) კომენტარები. თქვენი ბლოგის/საიტის ლინკი ისედაც მიწვდომადია, თქვენს ნიკზე დაკლიკვით იქ გადადიან, ვისაც დააინტერესებს, ისედაც შევა. ამიტომ დამატებით: “ჩემთან შემოდით!”, “ახლა კი რეკლამაააა”, “ნახეთ ჩემი ახალი ბლოგი!” – საქზ.
  • გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც შენს ბლოგზე გაქვს მსგავს თემაზე პოსტი და გინდა გაუზიარო შენი დამოკიდებულება – ამ შემთხვევაში ეს სპამად და რეკლამად არ აღიქმება.
  • კომენტარებში ოფტოპიკი წიპა: “აუ ნინიკოოოო, აქაც შენ ხაარ! უიმე გოგო დათუჩა როგორ არიიის” – მითუმეტეს, როცა ეს არც ნინიკოს ბლოგია და არც დათუჩასი, საქზ2.

ბლოგის ავტორები

  • ისე, როგორც კომენტარის გამკეთებლები სცოდავენ, არც ბლოგის ავტორები აკლებენ ხოლმე. კომენტარების “მოთხოვნა” არანაკლები მარაზმია. “აბა ველოდები თქვენს აზრეეეეეეეეებს”, მერე პოსტი სახელად: “აუ რატომ არავინ მიტოვებს კომენტარებს. არავის ვუყვარვარ : (“, და ა.შ. [ეს ყველაფერი ქართულ ბლოგოსფეროში რამდენჯერმე შემხვედრია]. ასე გამოთხოვნილი კომენტარებს რა ფასი აქვს?
  • როდესაც ბლოგს ერთი და ორი კომენტარი აქვს, იმას ალბათ ჰკიდია, რას უკომენტარებენ, ბევრი ბლოგსპოტზე უცხოური სპამისგანაც კი არ ასუფთავებს ხოლმე კომენტარებს (თუმცა ალბათ არც ისე სასიამოვნოა, ბებიის გარდაცვალებაზე და ემოციებზე რომ პოსტავ, ამ დროს შემოდის ვინმე და  წერს: “ანალ სექს ტოიზ! ქამ სი მაი ბლოგ!” XD ). მოკლედ, ბლოგსპოტის წევრებს განსაკუთრებით ეხებათ (ვორდპრესს კარგი სპამ-კონტროლი აქვს აკისმეტის სახით) – ხშირად წაშალეთ ხოლმე სპამი კომენტებიდან.
  • ვორდპრესის კარგი სპამ-კონტროლი ხანდახან “ჭამს” არასპამ კომენტარებსაც (განსაკუთრებით თუ რამდენიმე ლინკია მითითებული, ან თუ კომენტარი ძალიან გრძელია). ამიტომ აუცილებლად გადაამოწმეთ ხოლმე შიგადაშიგ სპამი.
  • ბლოგის ავტორები კიდევ “ოვერკილლ”-ით არიან ცნობილნი ხანდახან. ნახავ პოსტს, დახედავ, 10 კომენტარი აქვს. ვა ესე იგი რაღაც დისკუსია გამართულა. შედიხარ და 10-დან 7 კომენტარი ბლოგის ავტორისავეა – სულ 3 კომენტარს ცალ-ცალკე უპასუხა და თანაც – რამდენჯერმე.
    მე პირადად ვემხრობი შიგადაშიგ პასუხებს, ანუ რამდენიმე კომენტარის შემდეგ ერთ კომენტარს, რომელიც ზედა გამომსვლელებს მიმართავს, მაგალითად:

@მროველი

ხოო მართალი ხარ, მაგაზე არ დავფიქრდი.

@კიბორგა

შენ სულ როგორ უნდა წუწუნებდე ცოლზე? გემრიელ ბორშს რომ გიკეთებს, რატომ გავიწყდება?

@ნადეჟდა

დიაღ დიაღ, მაგ პრობლემას ცალკე პოსტს დავუთმობ აუცილებლად.

და ბოლოს, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი რამ:

Blogspot-ის ბინადრებო, გაუთიშეთ კომენტარებს word verification! რამდენჯერ კომენტარის სურვილი დამკარგვია ამის გამო.
თუ არ იცით როგორ უნდა გათიშვა, იხილეთ ტუტორიალი.

WordPress-ელებო, გათიშეთ კომენტარების წინასწარი მოდერაცია. არ არის არც ერთი ბლოგის კომენტარები ასე საგულდაგულოდ სამოდერაციო, ამ დაყოვნების დროის გამო კი კლავთ კომენტარებში დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, და მოკლედ, სიცოცხლეს აკლებთ ბლოგს : )
თუ არ იცით როგორ უნდა გათიშვა: dashboard – settings – discussion – მოშალეთ წიჩკები (თოლიები : ) განყოფილებაში: Before a comment appears.

საინტერესო კომენტარებს გისურვებთ ; )

პ.ს: მადლობა ჩემს მკითხველებს, მათი კომენტარები უმეტეს შემთხვევაში პოსტზე უფრო საინტერესოა ხოლმე : )

შემდეგი პოსტი ამ კატეგორიაში იქნება ბლოგის პოპულარიზაციის შესახებ, Stay Tuned  XD

[სხვა პოსტი ამ კატეგორიაში: ბლოგი – დიზაინი. ]

Advertisements
This entry was posted in Tips for Blogs and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to Comment me, babe…

  1. lilian ამბობს:

    yvela punqts ar vetanxmebi da tan isa neta ram shtagagona amis dacera :gigi:

    auu chemtanac shemodit riaa, :\

  2. Cyborg ამბობს:

    ტაკ ფიფალ, ჯასთ იდეის სახით, ქუჩო-ბლოგინგი:

    წერ ბლოგ პოსტს, კანკრეტნა A4 ფორმატის რო იყოს ისე, ბეჭდავ მერე ერთი 100 ეგზემპლიარს.

    და მიდიხარ და აკრავ ქალაქის ცენტრში ყველა გაჩერებაზე, მე პირადად რამეს რო ველოდები სუ მაქ ხოლმე სურვილი რამე საინტერესო ეწეროს იქ სარეკლამო იმეების გარდა და წავიკითხო (იგივე მეტროში)

    და ქვეშ აკრავ 2 ცარიელ ა4-ის ფურცელს.

    მერე 1-2 კვირაში დადიხარ და კითხულობ კომენტებს შენ ნაწერზე.

    ვესელა ი არიგინალნა, არც “წიჩკების” ამოწიჩკვა არ დაჭირდება

    ან სადმე დავთქვათ და ბლოგ-სტენდი გავაკეთოთ, სადმე ცენტრსი სადაც ყველა ხშირად გადის, სადაც მიხვალ და წაიკითხავ, მიაკომენტებ ერთი ორს და გააგრძელებ გზას. – მარა ეტა მენეე პრაკწიჩნა, გაჩერებებზე კიდე… ყველას აქვს ზედმეტი დრო რომელსაც ფეხიდან ფეხზე გადასვლაში ხარჯავს ვერავინ ვერ იტანს… ხოდა გამო

  3. Nymphetamine ამბობს:

    ერთი რაღაც ვერ გავარკვიე და იქნებ მიშველოს ვინმემ..
    სერჩი სადაა? :გივი:
    მთელი საღამო ვეძებდი გუშინ და ვერ ვიპოვე

  4. @საიბორ

    გეთ იორ ოუნ ბლოგ! :D:D:D

  5. sweet baby girl ამბობს:

    ხოო, გეთანხმები :))

    შენ მოძღვრებები წერე, ტუტორიალები ჩემზე იყოს ;)

    :2კისს:

  6. Kate ამბობს:

    ყველაფერს ვეთანხმები…

    განსაკუთრებით კი ამ პუნქტს…
    “მე პირადად ვემხრობი შიგადაშიგ პასუხებს, ანუ რამდენიმე კომენტარის შემდეგ ერთ კომენტარს, რომელიც ზედა გამომსვლელებს მიმართავს, მაგალითად:

    @მროველი

    ხოო მართალი ხარ, მაგაზე არ დავფიქრდი.

    @კიბორგა

    შენ სულ როგორ უნდა წუწუნებდე ცოლზე? გემრიელ ბორშს რომ გიკეთებს, რატომ გავიწყდება?

    @ნადეჟდა

    დიაღ დიაღ, მაგ პრობლემას ცალკე პოსტს დავუთმობ აუცილებლად.”

  7. Kate ამბობს:

    თუმცა, შეიძლება ვიღაცას ესაუბრებოდე კომენტარების სახით და მაგ შემთხვევაში ჩეთაობა გამოდის…
    ანუ გააჩნია რა სიტუაციას.

  8. Sophie Golden ამბობს:

    კარგი პოსტი იყო… მიზანშიმოხვედრილი, ჩაქარაბაკებული და ჩაგონებამახვილებული. ისე, ძალიან მიჭირს ბლოგების კითხვა, ბოლომდე ვერ ვკითხულობ ვერაფერს და ეს შემომეკითხა (ტიპურქართული ცნება ;) ).

  9. Cannabis ამბობს:

    Anal Sex
    Underage Teens
    Hidden Camera Cumshots
    Teenage Tryout!
    :ჩემიბლოგისმისამართი:

    :D
    ჰა, რავარი რეკლამაა?

  10. Mirabella ამბობს:

    loooooooooooooooool
    კომენტარების მაგალითებში ბორში როა სხვათაშორის ჩაჩხერილი, მაგაზე ამოვყირავდიიიი :D Kissie, მიყვარხაააარ :D:D :kiss:

  11. bigcrow ამბობს:

    ჩემი მრავალრიცხოვანი ბლოგებიდან მხოლოდ ერთზე მაქვს ჩართული კომენტარების მოდერაცია და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იძულებით :( ფორმაც მოვნახე საკმაოდ კარგი – ერთი კარგი (approved) კომენტარი და მერე აკომენტე რამდენიც გინდა. ეს ხდება ”ღმერთების დღიურებზე”. ვინაიდან და რადგან, მოგეხსენებათ სუკართველოში ჯერ კიდევ მრავლად მოიპოვება ისეთი ხალხი, რომლებსაც რქები ისევ და ისევ ამოსდით და უნდათ რომ ამ რქებით რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება (არსებული თუ არარსებული) გაიტანონ, ამიტომაც ავუშენე მათ კედელი და Пусть бются аппстену Головой…

  12. karaganda ამბობს:

    მერე რა რომ გამიკეთებია ეგეთი რამ მაგალითად მე ??? მე მქონდა ადრე ბლოგი და ის ბლოგი აღარ არსებობს ამიტომ გავაკეთე ახალი და ვინმეს ხომ უნდა მივაწვდინო? რადგან ვქმნი ქართულ ენაზე აქედან გამომდინარე ესეიგი მსურს რომ ქართველებმა ნახონ,ეს ყველაფერი უმეტესობისთვის საინტერესო იქნება,უბრალოდ სახალისო თუ ნაკლებად საინტერესო.. მსურს რომ “ქართველებმა” ნახონ და არა რამე პოპულარიზაციისთვის ან რამე რეიტინგებისთვის და ჯანდაბებისთვის. რასაც ვაკეთებ მხოლოდ თქვენთვის ვაკეთებ და არა რაიმე შემოსავლის გამო ჩემს არცერთ ბლოგზე მემგონი არც რეკლამა გინახიათ და არც რეიტინგის სიმბოლოები ამიტომაც თუ უბრალო ცოდნისთვის დავდებ ვფიქრობ არაფერი დაშავდება. რაც შეეხება კონკრეტულ თემას ვიტყვი რომ ყველა ბლოგერი არ არის ის რადაც გვაჩვენებს თავს და ამავდროულად ყველა ის არის რადაც გვაჩვენებს თავს , ასე რომ არავის უნდა დავაბრალოთ რომ ვინმეს საკუთარი აზრი არ გააჩნია, აი მაგალითად მე ხშირ შემთხვევაში არ ვწერ ჩემს პირად ცხოვრებაზე და არ ვსაუბრობ იმაზე თუ რა გავაკეთე გუშინ ან რას ვაპირებ დღეს მაგრამ ვეხები იმ თემებს რომლებიც კონკრეტულად ჩემს ცხოვრებაში საინტერესოა და მნიშვნელოვნად მიმაჩნია. საერთოდ არასოდეს მიყვარდა ბავშობაში ვინმეს დღიურების კითხვა და ძალიან ბევრი თუ უწერიათ ეხლაც მაგრად მეზარება , მემგონი მოკლედ ჩამოყალიბებული აზრი ჯობია ხოლმე ბლოგებზე.აი მაგალითად ის თამაში მიყვარდა დღიურებში რომ ქონდათ კითხვებს რომ სვავდნენ და შენ რომ ფიქრობდი და პასუხობდი. ეს ყველაზე საინტერესო გვერდი იყო ხოლმე:D

  13. karaganda ამბობს:

    ხოდა კიდე გამოცდილ წორდპრესელებს მივმართავ:) როგორ დავაყენო ჩემი პროფილი ანუ ვინმე რომ შევა ბლოგზე და ნახოს რახდება რაამბავია )) ხოდა კიდე მაინტერესებს html სკრიპტის მიმაგრება შეიძლება თუ ვერა ბოლობოლო ვერ გავიგე რაღაც თანხებს ითხოვს აბგრეიტისთვის –_–

  14. mtvareuli ამბობს:

    ui winaswari moderaciis moxsna ar vicodi, gavitvaiscineb :)

  15. juze ამბობს:

    მე ლიჩნა ყოველთვის თესლ კომენტარებს ვაკეთებ ხოლმე. პრინციპში გონება მახვილი ხალხი მიხვდება რისი თქმაც მინდა ხოლმე, ჰოდა არა გონებამახვილი გოიმები არ მინდა ჩემ ბლოგზე.

    აი ეგეთი ნაბოზარი ენის პატრონი ვარ :D

  16. raycher ამბობს:

    [ოფტოპიკ]

    დოდ, რეიჩერის უბის წიგნაკი რეიჩერის ბლოგად გადააკეთე და ეს მისამართი მიუთითე არსებულის ნაცვლად :უსერ:

    [/ოფტოპიკ]

  17. თაზო ამბობს:

    საინტერესო პოსტი იყო, ოღონდ მართლა(არ გეპირფერები). სულ რამდენიმე თვეა ბლოგერობა დავიწყე და რაღაც–რაღაცებს ჩემით ვსწავლობ. ერთი ეგაა, დიზაინით არასდროს არ ვარ კმაყოფილი და სულ ვცვლი ხოლმე. კომენტარებტან დაკავშირებულ რჩევას გავითვალისწინებ. აქამდე რატომღაც სპამებს არ ვშლიდი, ახლა დავერევი აუცილებლად.

  18. iasamnisferi ამბობს:

    გამარჯობა : )
    ზუსტად დღეს დავიწყე ბლოგერობა… სიმართლე გითხრა, შენი პოსტების წაკითხვის შემდეგ ჩემი 1 პოსტის გამიტყდა კიდეც :) მაგრამ იმედი მაქვს “გამოვიწრთობი” : ))))
    ბლოგზე სპეცეფექტები არ მინდა. სადა და ადვილად გასარჩევი დიზაინი მირჩევნია, მაგრამ wordpress-ის კატალოგში ძალიან პატარა არჩევანია… იქნებ მასწავლო, სად ვნახო უფრო მეტი background, თუ რაც ქვია…

    წინასწარ მადლობას არ გადაგიხდი, იმიტომ რომ არ მიყვარს. ასე მგონია ადამიანს ვავალდებულებ : )

  19. გამოხმაურება: Georgian Bloggers III « Dream is Destiny

  20. გამოხმაურება: ბლოგერებისთვის.. « რაღაცნაირი ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s