Do you deserve that cake?

მე სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი, ორი დიპლომი…

(с) ქართული ფოლკლორი

კაკ ნი კრუწი – სამყარო ძალიან სამართლიანია. თუმცა მოცემულ მომენტში ალბათ ყველას გვგონია, რომ იმაზე ნაკლებს ვიღებთ ცხოვრებისგან, ვიდრე ვიმსახურებთ. გვინდა – უკეთესი სამსახური, მეტი ფული, უფრო სიმპატიური ბოიფრენდი, ბისექსუალი გელფრენდი სექსუალური დაქალებითურთ, ნაკლებად ხმაურიანი მეზობლები, ნაკლებად კაკაშკა მთავრობა, უფრო იაფი ელენერგია, მაპი, ნატოს წევრობა, გრძელფეხება გოგოები ქალაქში და ა.შ. არადა – ვიმსახურებთ? იმჰო 99% შემთხვევაში – არა.

დღეს მე და სვითი წინ და უკან ბოდიალისას შევედით ერთ ფოტოატელიეში, მარის საპასპორტე სურათის გადაღება უნდოდა. იჯდა ერთი მობომჟო კაცი, ღიპით, გასაპარსი წვერით და უკმაყოფილო სახით. ოთახი დაახლოებით 1 მ. სიგანის, 2 მ. სიგრძის. 2 ლარი ღირსო სურათის გადაღებაო.

ძალიან უბედური სახით გამორთო ტელევიზორი და მოგვიბრუნდა. რამდენჯერმე დააწკაპუნა ფოტოაპარატის ღილაკს და მოასწრო რამდენჯერმე ჩხუბამდე მისვლა:

– ძალიან ცუდი სურათი გამოდიოდა და მარიმ – თმას გავიშლიო, – აეეე ეს მხატვრული ფოტო კი არააო!

– შემდეგი სურათის გადაღებისას მარის ვუთხარი, რამე ბედნიერზე იფიქრე-მეთქი – აეეეეეეეე ეგრე როგორ შეიძლებაო.

– გავარკვიეთ, რომ 2 ლარი სულ კი არ ღირს, 2 ლარი თითო სურათი – აეეეეეეეეეეე თქვენ რა გეგონათ, მე 2 ლარზე ვმუშაობ ახლაო?

ძლივს გამოვასწარით. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ მეორე კლიენტს შეუცდა მანდ ფეხი მთელი დღის განმავლობაში.

ჰოდა ალბათ საღამოობით ეს კაცი სახლში რომ მიდის, ფიქრობს, რომ არ იმსახურებს ასეთ ცხოვრებას, არ იმსახურებს კუბოს მსგავს პატარა ოთახში მთელი დღეების გატარებას, ფიქრობს, რომ გენიალური ფოტოგრაფია (კედლებზე გაკრული საგამოფენო ძაღლის სურათების დიადი ავტორი), არ იმსახურებს თავისზე სქელ ცოლს და ჭაჭყანა შვილებს, მაგრამ… ხომ იმსახურებს?

We all get what we deserve…

პ.ს: აქვე ვტესტავ ვორდპრესის ახალ ფუნქციას, რომელიც ერთ თვეზე მეტია, რაც დაემატა, მაგრამ მე ჯერ არ ჩამისვია არსად. ეს არის ხმის მიცემის კნობი.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

41 Responses to Do you deserve that cake?

  1. Pink Panthere ამბობს:

    pirvels miveci xma!

  2. Cyborg ამბობს:

    xooo…

    nagdad ar vimsaxurebdi biseqsual GF -s, vagiareb… kide bevr rames ar vimsaxurebdi, da kide beeeeeeeeevr rameshi dgemde chemtvis gaugebrad gamimartla… nu vsmisle im donemde zogjer ro albatobis teoriac cudad mushaobs… ashkarad ragac logika ro unda iyos da ro ver poulob…

    me ufro mafiqrebs xolme meore mxare mag medlis – anu shen ginda tqva ro zogadad is kaci jamshi uares cxovrebas icxovrobs vidre vtqvat mee romelsac gamimartla da kargad vcxovrob exla?

    nu shenve ici ra – mteli cxovreba manqanas ro arc gaukvria da ro geshinia ro znachit matarebeli gagitans ertxelac iqneba…

  3. წკლარტე ამბობს:

    თმების გაშლა Will not help… much

    sorry :(

    :D:D:D:D:D:D

  4. სიქრეთს ამბობს:

    პირველი პასუხი რეალობაა, დანარჩენი ორი ჭაჭყანი.
    მეორე ჭეშმარიტი ჭაჭყანი, მესამე ირიბი ))

  5. linguistuss ამბობს:

    ამ ბლოგზე ბოღმანარევი პოსტები რომ არ იყოს ხოლმე, რა კარგი იქნებოდა და საერთოდ – ბლოგებში ბოღმანარევი პოსტები რომ არ იყოს, რა კარგი იქნებოდა :). ამ შემთხვევაში იმ ბიძიაზე დაბოღმილია ბლოგის დიასახლისი, არშემდგარ ფოტოგრაფ ბიძიაზე…

    ჩემი დაკვირვებით ბლოგების უმეტესობის დრაივი ბოღმაა, ანუ ბლოგერთა დევიზია დაბოღმილი ვარ მაშასადამე ვწერ, მაშასადამე ვარსებობ :)

    ხოდა დაიბოღმეთ, იმიტომ რომ წეროთ!

  6. ხატია ამბობს:

    :) კაია, სასაცილოა. მე დავაწკაპუნე ’უფრო მეტს იმსახურებს’ იმიტომ რომ ყველანი უფრო მეტს იმსახურებს. შენ რა გაგებითაც დაწერე მესმის, და იმ გაგებით გეთანხმები, რომ თვითონ არ ცდილობს უკეთესად იყოს და თავზე ჯენიფერ ლოპესი, 5 მილიონერი კლიენტი არ დაეცემა. მაგრამ მეორე მხრივ ყველანი უფრო მეტს ვიმსახურებთ, ვიმსახურებთ ვიყოთ ბედნიერები და ახდეს ჩვენი ოცნებები ;) ეხლა ქმარი მაგდებს აქედან … წავედი სანამ უფრო გენიალური რამე დამიწერია :D

  7. keti ამბობს:

    რა იცი, რომ მსუქანი ცოლი ყავს?:)

    ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ის ბიძია ფოტოგრაფი საშინელი ადამიანია და მეტს არ იმსახურებს.
    ამ ქვეყანაში მითუმეტეს, ძალიან ადვილია ადამიანი ასეთად ჩამოყალიბდეს, როცა 40 წლის მერე ბებრად და გამოუსადეგარად ითვლება – გინდა კაცი, გინდა ქალი.

    მას იმდენი აქვს ამ ფოტოსტუდიის სახით, რამდენიც ალბათ ახლობლობის გარეშე შეეძლო გაექაჩა.
    არც იმის გამოა დასაცინი, რომ ძაღლის ფოტო აქვს გამოფენილი..

    სხვათაშორის ის ტაქსისტებიც მეცოდებიან, მართლა 2 დიპლომი რომ აქვთ და ტაქსისტობის გარდა მეტს ვეღარაფერს ახერხებენ. არ მითხრათ ახლა, მიდგეს–მოდგესო. ძალიან ძნელია აქ ისე მიდგე და მოდგე, რომ თავზე გადაგივიდეს ქონება. ამისთვის იღბალიც საჭიროა ბევრ სხვა თვისებასთან ერთად..

    მოკლედ, ასე…
    კლიენტი მართალია, რომ არ უნდა ებუზღუნონ, მაგრამ როცა თითქმის ყველა სტრესის ქვეშ არის..

  8. დამსახურებაზე არ არის ეს ცხოვრება!

    დავიჯერო აფრიკაში რომ ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ერთ მუჭა ბრინჯს დასდევენ და წყურვილით იხოცებიან – დაიმსახურეს?

    დაუნის სინდრომით და სხვანაირად დაინვალიდებულმა ბავშვებმა – დაიმსახურეს?

    როცა შენთვის გძინავს, ვიღაცა გადმოიფრენს, ბომბს ჩამოაგდებს და მიწაში ჩაგმარხავს ან ნაფლეთებად გაგლეჯს – დაიმსახურე?

    ყოველთვის, როდესაც მამიკოს ბიჭი ჯიპს მოაგელვებს და ზემოდან გადმოგხედავს, დაიმსახურა?

    ნაძირლებმა, რომლებმაც ხალხი გაყვლიფეს და ამის ხარჯზე დაიწყეს ბიზნესები ან უბრალოდ მოჭრეს უამრავი ”მაყუთი” – დაიმსახურეს?

    ცხოვრება – დიდი უსამართლო სიზმარია, სადაც ვერასდროს იღებ რაც დაიმსახურე იმას, ვერც ცუდს, ვერც კარგს!

  9. sweet baby girl ამბობს:

    რა უნდა ვთქვა…

  10. Cyborg ამბობს:

    ოოო რამდენი წერის კაი სტიმული, ერთად.

    ი ტაკ ბოლოდან:

    მეზღვაური პროცესორი:
    ოოო, მანდ თაობათაშორისი დამსახურების ბაზარია, დავიწყოთ ნამიბიიდან თუ ნიგერიიდან, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან – მათ ეს არ დაიმსახურეს, მარა მათმა მშობლებმა და წინაპრებმა ყველაფერი ქნეს, ანუ დაიმსახურეს, რო მათი შვილები ასე მშივრები დარბოდნენ.

    დალშე: მამიკოს ბიჭი X5-ით, გაუნათლებელი, ხეპრე და ძაან ტაკოი როჟა – დაიმსახურა პიპია? – არანაირად, დაფიქრდი მეორე მხრიდან – მე ახლო მომავალში შვილი მეყოლება და როგორც ყველა იდიოტი ადამიანის წარმომადგენელი – უკვე ვფიქრობ იმაზე ვინ გაიზრდება, რა გაიზრდება და რითი შემეძლია მივეხმარო მე მას, მის მომავალ ცხოვრებას, როგორ შემიძლია გამოვასწორო ის უბედურებები რაც მე გადამხდა და ა.შ. – ხოდა კითხვაზე ვეცდები თუ არა დღეს გავხდე მილიონერი – იმისთვის რო ჩემმა შვილმა არასოდეს ნახოს ის რაც მე გამოვიარე(მომენტი ჩემი ცხოვრებიდან: 5 კაციან ოჯახს არ გვაქ ფული, არ გვაქ საჭმელი, არ გვაქ არაფერი, და ბალკონზე ვიპოვეთ 2 ცალი დამპალი, ფესვგამდგარი ძველი კარტოფილი, რომლებიც შევწვით ბავშვების სათამაშო ტაფაზე სანთლის ცეცხლზე, იმიტო რო დაჟე ნავთის ფული არ გვქონდა…) – ხოდა ვიზამ ყველაფერს? – მანქანასაც ვუყიდი, სახლსაც ავუშენებ, ზედაც გადავყვები და ქვემოდანაც გავეფინები – თუ შევძლებ რო მარტივი, უაზრო, ბედნიერი და ხალისიანი ცხოვრება იცხოვროს ჩემგან განსხვავებით, და პირიქით – საკუთარ წარუმატებლობად აღვიქვამ თუ მასაც იგივე უბედურების გავლა მოუწია რაც მე, იმიტო რო პა ბალშომუ შოტუ რაც არ უნდა გენიოსი აღზარდო, ზრდილობიანი, წესრიგიანი, ტამ რავი ვაჟკაცი და თავდადებული – მაინც მოკვდება, და თუ იგივე წვალება გაიარა რაც მე გავიარე – რაღაზე ვიყავი მამამისი? – მიმეშვა და ეწვალა, გაიზრდებოდა, ზნაჩიტ დაიმსახურებდა გადარჩენას და იცხოვრებდა როგორც შეძლებდა, ხოდა თუ ვარ მამა – ვეცდები ვაჩუქო მას ის რაც მე დავიმსახურე ჩემი წვალებით…

    აქედან მორალი – X5-იანმა მამიკოს ბიჭმა არაფერი დაიმსახურა და საპატივსაცემოც მასში არაფერია, მარა ზა ტო მამამისმა – დაიმსახურა, ან იმის მამამ, ან იმის… გააჩნია როდის მერე წამოვიდნენ მათ ოჯახში მამიკოს სიმდიდრეზე აშენებული ბიჭები…

    დაუნმა ბავშვმაც არაფერი დაიმსახურა – ზა ტო მისმა მშობლებმა…

    ამ ყველაფრიდან იასნია არი გამონაკლისები, მარა ზოგადად პრინციპში…

    keti
    ისენი ვისაც დღეს 2 დიპლომი აქვთ და ტაქსაობენ – ოდესღაც ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ჯეელები იყვნენ, იმ ოდესღაც ზუსტად საქართველოს ბედი წყდებოდა, პოლიტიკური, სოციალური, ტერიტორიული – მილიონი სხვა და სხვა ბედი, და რაც კარგია – უმეტესობა ხალხისა მაშინ აქტიურობდა – ხოდა როგორც იაქტიურეს – ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ ჩვენ დღეს და ჩვენთან ერთად ის ადამიანებიც რომლებიც მაშინ მიტინგებზე მიდიოდნენ და მერე როცა უნდოდათ – აღარ მიდიოდნენ…

    თემა იგივეა 10-15 წლის მერე მე რო ვიწუწუნო – “ეხ ოდესღაც აფხაზეთში დავდიოდით საცურაოდ, ეხლა კიდე რა ხდება უყურებ? – ვიზა უნდა უამრავი ფული ჯდება, სუ ევროპელები გულაობენო” – კი მარა მე სად ვიყავი იმ ტერიტორიებს რო ვკარგავდით? – აქ არ ვიყავი, დღეს არ ვკარგავთ? – ხო და რა გავაკეთე? – ხელებიც დამიბანია თქო ვთქვი, ხოდა დამიბანია და რასაც მივიღებ იმის თანამონაწილე ვარ და ისე კარგად ვიმსახურებ 15 წლის მერე აფხაზეთში შესვლაზე თბილისში “აფხაზეთის” საელჩოში ვიზის რიგში ვიდგე რო…

    მე მყავს 37 წლის ძმაკაცი, რომელიც არი ჩემი პირადი მაგალითი ცხოვრებაში იმისა რო 40 წლის ცხოვრება არ მთავრდება, 37 არი და დარბის, დახტის, დაძვრება და ცხოვრება უხარია ჩემზე მეტად, ვინმემ აიძულა იმ 40 წლის კაცებს დალპობა და დაბერება?…

    კიდე ერთი მაგალითი: მე მყავდა “ახალგაზრდა” ბაბუა, რომელიც გუდაურში დადიოდა ხოლმე ჩემთან და მამაჩემთან ერთად და კატაობდა იქ და ქალებს აბამდა და მამაჩემი სუ კაიფობდა რო რა გენიალური სიმამრი მყავსო – იქეთ მიტრაკებს შენ რატო არ აბამ ქალებსო… ხოდა მე მიმაჩნდა რო უფ კაცო, ახალგაზრდაა, სრიალებს, დარბის, რავი ერთობოდა, ეგეთი გამხდარი კი არა სპორტული აღნაგობის ტიპი იყო, ზე-ჭკვიანი და ინტერესიანი და ამბავი… ხოდა მერე ერთი პერიოდი კონტაქტი დავკარგე და მერე გარდაიცვალა… რო გავიზარდე დავინტერესდი რამდენი წლის გარდაიცვალა და გადავითვალე იმ დღეებამდე გუდაურში რო დარბოდა ჩვენთან ერთად და 20-22 წლის გოგოშკებს რო ცეკვაში ეჯიბრებოდა… 57 წლის ყოფილა მაშინ… სუ მაფიქრებს რამდენ მუშაობად და საკუთარ ტრაკზე წიხლის დაჭერად უჯდებოდა ალბათ ყოველ დილას ადგომა და ბებერი ძვლებისთვის ახალგაზრდობის დაძალება…

    ხატია
    უჰუ იასნია, და საერთოდ რატო გვაწამებს ეს ოხერი ღმერთი ამ მიწაზე? – არასკმარისად დავისაჯეთ ამ საუკუნეების მანძილზე?? – ბოლოს და ბოლოს მართლა მისი შვილები ვართ და მეტს არ ვიმსახურებთ???…

    linguistus
    ya wohl! :D – მაგას ვიძახი ბლოგები ქინძობაა თქო, ხან ბოღმას ღვრიან, ხან დეპრესიას – ი ვსიო. ჩვენ კიდე ვეძებთ მორალს და ლოგიკას მერე იმ გადმოღვრილში… აი რა დასაწერი ეხლა ეს ისტორია იყო გუშინ? – პროსტო ყოველ დღე ფიქრობს – რა დავწერო ბლოგზეო, ხოდა ჩტო ბოლშე ვსივო ზაძელო – მერე იმას ანზოგადებს და აცხობს პოსტს… როგორც ყველაფერში რასაც დიდი ხანი აკეთებს ადამიანი – ენთუზიაზმი და ექსპრომტი დიდი ხანია გაქრა და დიდი ხანია სამუშაოა…

    და ბოლოს ფინალი, მუჰაჰაჰაჰჰააა! :დ

    დოდკა
    ეხლა ჭურჭელს ვრეცხავდი და ვფიქრობდი, ებჯო, არ გაწუხებს ის ამბავი რო ასეთ უაზრობებში სუ შენ და ვინმე შენი დაქალი ეხვევით?

    არ გიფიქრია რო ელიავაზე მკერდ მოღერებული რო ივლი და შუა ბინძური კაცების სხოდკა რო დგას იქ რო შეყოფ ცხვრის და “უიმე, გამარჯობათ, შემთხვევით პოლ დუიმა ხო არ ქავთ?” – ს რო იკითხავ იქიდან გასაგები და სავსებით მოსალოდნელი რეაქცია წამოვა?

    არ დაგაეჭვათ ზაბეგალოვკის სისუფთავემ, ზომებმა, მოვლილობამ, პატრონის იერ-სახებ, ტელევიზორის ყურებამ და სხვა პარალელურმა პროცესებმა რო ეს ის ფოტო ატელიე არ არი სადაც 2 ნაშოჩკა შეწკაპუნდება, მკერდზე 2 ღილს გაიხსნის, ძუძუებში ხელს ჩაიყობს – გაისწორებს კაი ფორმა ქონდესო, მერე თმაზე ბალზამს წაისვამს, რამე სექსუალურ პოზაში გადაიკუზება და გადამიღეთო იტყვის? – და კამერის უკნიდან ვინმე გრძელთმიანი “ხელოვანი” ჯეელი გაუღიმებს, რამე სექსუალურ-პწკენია-საკაიფო კომენტარს ესვრის გარეგნობაზე და ყველაფერი ტელეფონის ნომრების გაცვლით დამთავრდება??

    იქნებ დროა დაფიქრდე რო ჰელუვინის ფართის მოწყობა ეკლესიის წინ – გამოიწვევს დარბევას, ბინძურ, მიტოვებულ, “აუ ჩემი ძმა, ერთი პასპორტის 3/4 -ზე სურათი მინდა რა დროზე ჩემი კაი” – ზაბეგალოვკაში შეწკაპუნება და პრანჭაობა რო აგრესიას და შურს გამოიწვევს და რო ელიავაზე როცა მიდიხარ, კაკ მინიმუმ “კამუფლირდი” მაინც რო შეერიო გარემო საზოგადოებას, თუ არა და წადი მაღაზიაში სადაც იგივე ყველაფერი იყიდება კულტურულად, ღირს 20 თეთრით ძვირი მარა იმ 20 თეთრს კაკ რაზ კულტურაში იხდი, იმაში რო შენ მიხვიდე, იპრანჭო, იძახო რო ათეისტი ხარ, ატრაკო რო შენი ძუძუა და რამდენზეც გინდა გამოაჩენ და იმათმა ენას კბილი დააჭირონ, შარვალის ზმეიკა კარგად შეიკრან და არ შეგიშალონ შენ იყო ის ვინც ხარ და იყო წყნარად მათ გვერდით?

    გიფიქრია რატო ვიყიდეთ გუშინ ის ტანგა პეკინზე რაღაც ფოე-ფოე მაღაზიაში 23 ლარად, როცა იგივე ტანგა ალბათ ბაზრობაზე 12 ლარი ღირს 3 ცალი? – იმიტო რო ვაჟნი ვიდით გვევლო, გამყიდველს სიმპათიურ გოგონას გვერდში ედევნა, ეღიმა, მოესმინა შენი კომენტები იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ტანგის ტაკოს ნაწილი, ჩემი შენიშვნები იმაზე რო გაგიხეხავს, კამათი იმაზე კვანძის წერტილი როგორ უნდა ჩანდეს შარვლიდან ამოწეული… და მერე არ გაეფრიკა შენს “ოსტრი” შუტკაზე “ნახე ძვირფასო, ეს შენ ტანგას უფრო გავს ვიდრე ჩემსას არა??” – კი ვაღიარებ კაი შუტკა იყო.

    მოკლედ იმის თქმა მინდა რო… ბარაბანნი ბოი:

    შენ და სვითი იმსახურებდით მანდ შესვლით მასეთ რეაქციას და განწყობის გაფუჭებას!

    შენ და ჰანი იმსახურებდით ელიავადან ლამის სირბილით გამოქცევას და შეურაცხყოფილად თავის გრძნობას.

    და ეს ბევრად უფრო აჩევიდნია ვიდრე ის რატო იმსახურებს 2 დიპლომიანი კაცი ელიავაზე ხელის მუშად ტრასაზე დგომას და ლოდინს რო ვინმე მოვა და აგურებს ააზიდინებს 10 ლარად… – ეგეც ხო ავხსენი, იმიტო რო როცა იმ 2 დიპლომს აკეთებდა მაშინ ეწყდებოდა ის რაში გამოადგებოდა ის 2 დიპლომი 10 წლის მერე… მარა ეგ კიდე სადაოა და პრობლემატიური დასამტკიცებელი და აი თქვენ რო იმ ატელიეში შეხვედით იქვე რო უნდა მიმხვდარიყავით რო ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ და ან გასულიყავით – ან ისე მოქცეულიყავით როგორი ატელიეც ის იყო… ეტა ტოჩნა იმსახურებდით მერე ყველაფერს.

  11. dodka ამბობს:

    @ლინგვისტუს – უკმაყოფილების გამოხატვა, პროტესტის გრძნობა და ა.შ. – ეს ბოღმა არ არის. : )
    უი სიზმარში ვნახე შენი ბლოგი, წიგნად გამოცემული :დ

    @კიბორგ – გეთანხმები, იასნია ჩემი ბრალია და ჩემი დამსახურებაა ის დებილობებიც, რაც ხდება ხოლმე ჩემს თავს :დ ანუ მე ამ ზოგადი დამსახურებების ჯაჭვიდან გამონაკლისი ვარ-მეთქი, არც მითქვამს. ყველაფერი ცუდი და კარგი რაც ხდება ჩემს თავს, ისევ ჩემით ხდება.

    ისე კი ადამიანები, რომლებიც სხვებს არ აბრალებენ საკუთარ წარუმატებლობა-წარმატებებს, პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ცხოვრებისადმი, უფრო ძლიერი და საინტერესო პიროვნებები არიან ხოლმე, ანუ, მაგალითად, იმჰო არასწორია:

    – გამოცდა ჩავაბარე. ო ეს იმის ბრალია, რომ იმ დღეს გიორგობა იყო; ლექტორი კარგ ხასიათზე დამხვდა; პირველი გავედი; ბოლო გავედი…

    – გამოცდა ვერ ჩავაბარე – გვერდით მაგიდაზე ფხუკუნებდნენ; აქ რომ მოვდიოდი შავმა კატამ გადამირბინა; იმ მამიკოს ბიჭს ჩაწყობილი ჰქონდა და მე არა…

    და იმჰო სწორია:

    -გამოცდა ჩავაბარე. კარგად მქონდა ნამეცადინები.
    -გამოცდა ვერ ჩავაბარე. არ მიმეცადინია.

  12. keti ამბობს:

    კიბორგ, ერთი ანდაზა გამახსენდა: სხვა სხვის ომში ბრძენიაო.

    აფრიკელების წინაპრების ნაბიჯების განსჯა შორს წაგვიყვანს, მითუმეტეს, როცა მსოფლიოში, ნებისმიერ ხანაში ძალა წყვეტდა ქვეყნების და ადამიანების ბედს.

    ახლავე სჯობს იმაზე დაფიქრება, სწორედ მოიქცევი თუ არა, როცა შვილს ფეხქვეშ გაეფინები. მატერიალურ საკითხს ვგულისხმობ. რადგან შედეგი შვილის მხრიდან მოსაწონი ვერ იქნება ვერც შენთვის და ვერც ქვეყნისთვის. ტიპიული ქართული დამოკიდებულება გქონია:) რატომ – ეს ცალკე დიდი თემაა..

    “აქედან მორალი – X5-იანმა მამიკოს ბიჭმა არაფერი დაიმსახურა და საპატივსაცემოც მასში არაფერია, მარა ზა ტო მამამისმა – დაიმსახურა, ან იმის მამამ, ან იმის… გააჩნია როდის მერე წამოვიდნენ მათ ოჯახში მამიკოს სიმდიდრეზე აშენებული ბიჭები…”
    ამაზე წერდა ჩემს შემდეგ – როგორ იმსახურებენ.
    და საერთოდ, კითხვა სჯობს ასე დავსვათ: რა არის დამსახურება. რისი შედეგი ინათლება დამსახურებად. რამდენად გამართლებულია მორალური თვალსაზრისით და ა. შ. ნაბიჯები, რომლებსაც ასეთი შედეგი მოაქვს.

    ყბადაღებულ გეითსს მოვიყვან მაგალითად. მან ნამდვილად დაიმსახურა, რაც აქვს, მაგრამ (სხვათაშორის) შვილებს არ უტოვებს;) მხოლოდ განათლებას უფინანსებს, როგორც წავიკითხე.

    როცა პირობითად ტაქსისტებზე, ანუ როცა იმ თაობაზე საუბრობ, როგორც ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ჯეელებზე.. მე ვთვლი , რომ 40 წელი, თუნდაც 50 არ არის სალაპარაკო. მხოლოდ ამის თქმა მსურდა.
    უბრალოდ ცუდ დროს მოუწიათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. 90-იანი წლები თითქოს არარსებული პერიოდია საქართველოს ისტორიაში. თითქოს ვიღაცამ ამოგლიჯა ადამიანებს სიცოცხლიდან ეს საუკეთესო ასაკი.
    და არ გვინდა განსჯა – რატომ ვერ შეძლეს ცხოვრების მოწყობა. რატომ წააგეს.

    “მაგას ვიძახი ბლოგები ქინძობაა თქო, ხან ბოღმას ღვრიან, ხან დეპრესიას – ი ვსიო. ჩვენ კიდე ვეძებთ მორალს და ლოგიკას მერე იმ გადმოღვრილში…” –
    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა დეპრესიას ღვრის და თქვენ – ექსპერტების სახით ეძებთ მარგალიტებს :)
    ცოტა ულამაზოდ გამოვიდა :)

    “დასაწერი ეხლა ეს ისტორია იყო გუშინ? – პროსტო ყოველ დღე ფიქრობს – რა დავწერო ბლოგზეო, ხოდა ჩტო ბოლშე ვსივო ზაძელო – მერე იმას ანზოგადებს და აცხობს პოსტს… როგორც ყველაფერში რასაც დიდი ხანი აკეთებს ადამიანი – ენთუზიაზმი და ექსპრომტი დიდი ხანია გაქრა და დიდი ხანია სამუშაოა…” –

    ეს იმას გავს, მაგალითად ჩაი სვა 5 საათზე, იმიტომ, რომ მიღებულია და არა იმიტომ, რომ გინდა ჩაი:)
    თუ არაფერია სათქმელი, არ არის საჭირო წერა. ბლოგი ნამდვილად არ არის სამუშაო :)
    თუმცა თავიდან ასე არ მიფიქრია, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პოსტი იყო, როცა რაღაცის დაწერა მართლა გინდა და წერ.
    და მეც ჩემი აზრი გამოვთქვი.

  13. Cyborg ამბობს:

    dodka
    ნუ კიდე სწორია:
    – გამოცვა ჩავაბარე, შესვლამდე 10 წუთით ადრე გამოვართვი რვეული ზუბრიაჩკა გოგოს, მივხვდი რა გაიარეს ამ სემესტრში და დავაქლიავე ლექტორი რომელსაც სულ 1-ხელ ვყავდი ნანახი და ვაფშე ეგონა რო გამოცდაზე არ მოვიდოდი… :დ

    არა ლინგვისტუსი იმაზე საუბრობდა რო იგივე თემა, ანუ დამსახურებულობის, შეგეძლო მერე ბატონო შენ თავზე გაგენვითარებია, რო აი მე და სვითი რა იდიოტკები ვარტ – კაკ რაზ ეგეთ მოპრყორბას ვიმსახურებდით მანდ რო შევედით და მივიღეთ კიდეც ცხვირში…

    შენ კიდე საკმაოდ საკამათო დამსახურებულობას მიაწექი იმ ტიპის ღიპის და უბედური ცხოვრებისა… ამიტომ ჩათვალა ვახომ რო ბოღმის ამბავია…

  14. keti ამბობს:

    დოდი

    და იმჰო სწორია:

    -გამოცდა ჩავაბარე. კარგად მქონდა ნამეცადინები.
    -გამოცდა ვერ ჩავაბარე. არ მიმეცადინია.

    ნამდვილად ასეა :)

  15. dodka ამბობს:

    @ქეთი – ჩვეულებრივი პოსტი არის კიდეც, პროსტა კიბორგამ ოღონდ ბლოგერობას ქინძობა უწოდოს და : ))) თან ის, რომ ჩემს ბლოგზე ჩემზე მეტ დროს ატარებს, რა თქმა უნდა, ავიწყდება :D

    პირობითად ტაქსისტებს და მათ ტაობას რაც შეეხება, მე ვიცი 40-50 წლის ადამიანები, რომლებიც მკვდრები არ არიან, იმათაც გამოიარეს ეს 90-იანები, მაგრამ მოერგნენ და არ ჩამოუშვეს ხელები, არ დაჯდნენ სახლში და არ გაყარეს ცოლები ფენოვანების საყიდლად ქუჩაში, არ ჩამოიყალიბეს არასრულფასოვნების კომპლექსი, და მერე უაზროდ არ მიედ-მოედნენ ცხოვრებას.

    მამაჩემიც ამ “მკვდარი” თაობის წარმომადგენელია და ‘მკვდარია’. მისი ორი მეგობარი – ზუსტად იგივე “სასტარტო კაპიტალით” – დღეს წარმატებული და მდიდარი-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ თავის პონტში კარგი ტიპები არიან, შემოსავლის ნორმალური წყაროთი და ა.შ.

    ასე რომ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ტაქსისტები იმსახურებენ ტაქსისტობას. იმიტომ, რომ თუნდაც – სულაც არ არის ცუდი საქმე, ქვეყანას სჭირდება ტაქსისტები. 2 დიპლომი კი განათლებულობას, პროფესიონალიზმს და ა.შ. ნაღდად არ უდრის.

    : )

  16. keti ამბობს:

    დოდკა, წარმატების მისაღწევად ხომ არის საჭირო გარკვეული თვისებები. ბევრს არ აქვს ეს ნიჭი. არც იღბალი.. და როცა ასეთები ტაქსისტობას მაინც ახერხებენ, ესეც კარგია.
    კიდევ უფრო მეტია ისეთი, ვინც საერთოდ არაფერს აკეთებს და მთლად ცოლის კისერზეა. ამიტომ არ ვამართლებ შვილის უზრუნველობისთვის მიჩვევას. ბარიერების გადალახვას ყველა უნდა მიეჩვიოს. საბჭოთა კავშირის თაობას სწორედ ეს გაუჭირდა. ვერ აუღეს ალღო ცხოვრებას, რადგან “თბილად” იზრდებოდნენ.

    2 დიპლომზე ძალიან გეთანხმები:) ჩვენ ქვეყანაში მართლა არ უდრის და უდიპლომო ადამიანებიც მინახავს გაცილებით ერუდირებულები და ა. შ. :)

  17. linguistuss ამბობს:

    @dodka
    დაგროვილი უკმაყოფილება და პროტესტის გრძნობაა შენს თავში ზუსტად ბოღმა. აი, მათი გამოხატვით კი ბოღმის ნთხევას აქვს ადგილი (შეგიძლია შენს საყვარელ მეთოდს მიმართო: აკრიფო გუგლში define spite და ნახო რა განმარტებებს გამოგიყრის). ამასთან დაბოღმილობა და ბოღმის ნთხევა სულაც არ მომიხსენიებია ნეგატიურ კონტექსტში, პირიქით – აი, ის კაცი რომ გადაგყოლოდათ თავზე და ყველა თქვენი ფოე–ფოე სურვილი თუ კაპრიზი დაეკმაყოფილებინა ფოტოგრაფ–კლიენტის ურთიერთობის ფარგლებში რას დაწერდი ბლოგზე?! ხო იჯდებოდი ახლაც ხელებში თავ ჩარგული იმაზე ფიქრით დაღლილი თუ რა დაგეწერა აქ (ვესესხები კიბორგას ინფოს) ?!

    ჰოდა, მეც მაგას ვამბობ რომ ბოღმა ამოძრავებს ბლოგერებს. ვიღაცა ტრაკშია და წერს რომ ტრაკშია, ვიღაცას მეზობელმა ნერვები მოუშალა, ვიღაც მცხეთაში აპროწიალეს აქეთ–იქით, ვიღაც ჰელოუინის ფართიზე არ წავიდა იმიტომ რომ სამი წლის წინ შეზიზღდა მსგავსი ფართიები… მოკლედ რომ ვთქვათ ნეგატიური ინფორმაცია, საკუთარ მე–ში ღრმად ჩაფლული და დამარხული, ჩვენს გრძნობებზე თუ შეგრძნებებზე გადათარგმნილი აწერინებს ბლოგერებს და აბლოგინებს ნაწერს და რომ არა ეს ბოღმა არ იქნებოდა ბლოგიც :)

    ტაქსისტებზე და იმაზე თუ ვინ რისი ღირსია საუბარს არ დავიწყებ, თავიდანვე ეს თემა დიიიდიიი უაზრო კამათისთვისაა განწირული. ვერ შევთანხმდებით რას ნიშნავს სიტყვა “იმსახურებს”, რას ნიშნავს “ცხოვრება” და კიდევ ბევრ რამეზე ვერ შევთანხმდებით. ერთნაირი სიტყვებით ჟონგლიორობაა ეს ყველაფერი მაშინ, როცა დოდკას შემთხვევაში “იმსახურებს” სხვა რამეს ნიშნავს, ქეთის შემთხვევაში – სხვას და კიბორგას შემთხვევაში – სხვას… ხოდა ამას ისიც მიუმატეთ რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და გამწარებული მაკიაველიზმის დეკლარირება მოგიწევთ, იმისთვის რომ დოდკას თეზისი დაამტკიცოთ, ანუ თუ ტიპი ყველაფერზე არ წავიდა, მაშინ “ღირსი” იქნება და თუ წავიდა – უყიდის შვილს X5-ს და გაზრდის სათბურში. ზოგს ჰკიდია და არ მიდის ამ ყველაფერზე, შესაბამისად აქ ბუნებრივი შერჩევის პრინციპით ხელმძღანელობა ალოგიკურია.

    აი, მაგალითისთვის ჩემი თავი რომ ავიღოთ: რომ გამენძრია ერთი ადგილი ახლა ვიჯდებოდი CERN–ში, ან სადმე მსგავს ადგილას და PHD-ის დასრულების ფაზაზე ვიქნებოდი, მერე 3 ათას ევროიანი თბილი სამსახური რომ მოდის. ერთი ადგილის განძრევაში კი 6 წლის წინ მაგისტრატურის დამთავრება და მერე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება იყო. მე ეს არ გავაკეთე. მივხვდი რომ ფიზიკა არ მაინტერესებდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი რომ საჭირო იყო, ჩემი შვილების იქს–ხუთისთვის :). ჩემი არჩევანი კი მაგისტრატურის ნაცვლად ფრანგულის და შემდეგ სხვა ენების სწავლა გახდა. ახლა ფრანგული ჯეოსელში პერლზე სკრიპტების წერაში არაფერში მადგია, თუმცა დიდ სიამოვნებას მანიჭებს მიშელ უელბეკს და დანიელ პენაკს რომ ვკითხულობ “ორიჟინალ”–ში… ხოდა არის ის, რაც “საჭიროა” და არის რაც “გინდა”. თუ “გინდა” არ ემთხვევა “საჭიროას” და ის, რაც გაქვს გყოფნის და გკიდია იმ “საჭიროას” მერე რა მოდის, მაშინ წუწუნი აღარ უნდა დაიწყო. ჰოდა იმ ფოტოგრაფს იქნება აწყობს ის, რაც აქვს და ევასება ყოფიერება რომელიც მოწონდა და იჩალიჩა, ძაღლის სურათებით და გასიებული ცოლით გამოხატული, რომელიც გემრიელ საჭმელებს ახვედრებს საღამოს სახლში დაბრუნებულს…

    ამიტომაც ვამბობ ბოღმამ, ანუ იმან რომ თქვენ ვერ მიიღეთ რაც გინდოდათ დაგაწერინა ის, რაც დაწერე, ამავდროულად გადაუარე იმ ტკბილ და მურაბა ფოტოგრაფს, რომელსაც თქვენი “გულახდილი” ნაწილების დემონსტრირებით (ვესესხები კიბორგას ინფოს) საღერღელი აუშალეთ, ჰოდა პასუხიც ადეკვატური იყო – იმისი მხრიდანაც დაბოღმილობას და მის ნთხევას ჰქონდა ადგილი, ანუ იცოდა რა რომ თქვენთან შანსი არ ჰქონდა არაფრის გინდა ტელეფონი მოეცა და გინდა მთელი ფოტოატელიე, გააკეთა ის რაც შეეძლო, ანუ დაიბოღმა…

    ახლა რა ხდება: დაბოღმილი ფოტოგრაფი ამ ამბავს ყვება სადმე სახინკლეში ძმაკაცებთან, თუ როგორ შევიდნენ მასთან მკერდგაღეღილი გოგჩოები სურათის გადასაღებად (ანუ ისიც ბლოგერობს, ოღონდ ვერბალურად), დაბოღმილი დოდკა კი უკმაყოფილებას ტექსტუალურად გამოხატავს… დასკვნა: ბოღმა რულზ ბლოგგერზ :)

  18. keti ამბობს:

    @linguistuss
    “ანუ ისიც ბლოგერობს, ოღონდ ვერბალურად” :)))))
    ამას წინათ, როცა ჩემი კორპუსის წინ ჩამომსხდარი 10-15 უსაქმური კიდევ ერთხელ დავინახე, დაახლოებით ასე გავიფიქრე: ფორუმელობენ, ოღონდ ვერბალურად :)

  19. linguistuss ამბობს:

    აი, რისი თქმაც მსურდა დოდკას პირით ნათქვამი, 2006 წლის 16 ნოემბრის პოსტიდან ამონარიდი:

    მაგარ კრეატიულ ვარდნას განვიცდი მას შემდეგ, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში ბედნიერებამ დაისადგურა

    როცა ღებულობ იმას, რაც გსურს, ანუ როცა ხარ ბედნიერი, კრეატიულ ვარდნას განიცდი და აღარ გეწერინებააა :)

  20. Cyborg ამბობს:

    linguistuss
    :( თემიდან ცოტა გადახვევაა მარა მაგრა გამიფუჭდა ხასიათი :(

    ნუ არ ვიცი შენ გამიხსენე თუ არა და ვაფშე ამჩნევდი თუ არა ჩემ არსებობას მარა ქე რო კაკ რაზ იმ 6 ტუ 8 წლის წინ მქონდა პატივი შორიდან მაინც მედევნებია შენთვის თვალი.

    ხოდა მოკლედ დღეს პირველად ვაღიარე რო მაგრა მშურდა შენი ფიზიკოსობის… ნუ მერე დროის მერე უკვე აღარ მშურდა – როცა ჩემს ამბიციებს ფიზიკაში საბოლოოდ შევეშვი მარა მანამდე ვერ გიტანდი იმიტო რო მაგარი მოზგი იყავი, და ნუ დღეს ვაღიარე რო მშურდა თქო ალბათ… და თავს ვიცავდი ხოლმე ფრაზებით “ეგ ხო მარაზმატიკია, მუსიკასაც არ უსმენს – დროის კარგავააო” და ა.შ.

    ხოდა დღეს რო გამოჩნდი რატომღაც კითხვაც არ დამბადებია ნეტაი რას აკეთებს თქო, არც ენებისკენ მიდრეკილება გამკვირვებია, მეთქი მოზგია რასაც უნდა იმას მიეტანება და დაფქვავს თქო, თან მამაშენს რაღაც კავშირი ქონდა პრესასთან თუ რაღაცასთან და მეთქი ალბათ დაჭირდა მომენტში და…

    იასნია ჯეოსელში პერლზე სკრიპტაობა სულაც არ არის dead end-ი და კარიერის ამბავში ალბათ მანდაც ბევრი ზემოთ სვლისა და ვარდნის საშუალებებია, და ალბათ ხელფასიც ნორმალურია და დროც ბევრი გრჩება გარეთ საცხოვრებლად და მოკლედ ალბათ ყველაფერი კარგად არი, მარა მაშინ, ოდესღაც, მე წიპა შენ გადაგაბარე ჩემი ოცნებები ფიზიკაში მიღწევებზე… წიპა მეთქი აი მე ხო, მე ლამერი ვარ – მარა აი ვახო, ვახო გადააბრუნებს თუმდაც ფიზიკის რაიმე უინტერესო განხრის, ზანუდური რაიმე ფორმულის რაიმე კოეფეცინტს თქო… მარა აი ეგ რაღაც… პოისკ ისწინი ციფრებში და ცვლადებში, დალპობა მაგიდაზე დაყრილ ფურცლებში ჩაფლულ მდგოამრეობაში და ტვინი რო გერევა უკვე იმდენჯერ გაიარე ერთი და იგივე თეორია და ცდილობ მოიფიქრო კიდევ რა მიაბა იმისთვის რო მიიღო რასაც გრძნობ რო უნდა იყოს… ძაან რომანტიულად მეჩვენებოდა და…

    ნუ მოკლედ ყველა ადამიანს უდგება მომენტი ცხოვრებაში როცა აღიარებს რო გენიოსი თვითონ არ არის – რო გენიოსი ვიღაც სხვაა, და მერე აღიარებს რო თუ ის სხვა გენიოსი იგივე სფეროში ცდილობს რომელშიც შენ – ჯობია გაიწიო და ჟღვლინტების დაგორგლავებას მაინც მიუდგე პროფესიონალურად ვიდრე მას და შენსა და მას შორის კიდე უამრავ მოზგს ეჭიდაო პირველობაზე… ხოდა ალბათ დამალვის და საკუთარი სიმცირის შეგრძნების გადალახვის ერთადერთი გზა მაგ დროს არი რო შენს ფავორიტ “ფლაგმანად” აირჩიო ის ადამიანი შენს თავში, რო აი მე მას მხარს ვუჭერ და ვბალელშიკობ, შენი მოსპარინგე მტრისგან – შენი ჯილა ბოქსიორი გახადო რა საკუთარ თავში…

    ძალიან დეგრადირებული ვარ რო შენც შეეშვი… არა იმიტო რო მე მეცადა თქო – მე სინამდვილეში არასოდეს მაინტერესებდა ფიზიკა, პროსტო ვთვლიდი რო ეგეთი ინტელექტუალების შეჯიბრის ინტელექტუალური პოლიგონი იყო რა… გამიტყდა რო შენც დანებდი – ანუ კიდე უფრო გენიოსები არიან და ანუ კიდე უფრო ტრაკში ვარ… და რო თან რაღაც… შენ პრლზე სკრიპტავ მე ტამ ყველაფერზე, ლიჟბი ზაკაზი იყოს… რო რაღაც… მიწამ ფინალში ერთ დონეზე გაგვასწორა… ნუ ჯერ კიდევ შორს ვარ მარა… მაშინ შენ იმენნა ღმერთი იყავი და იმის მერე პროსტო არ მიფიქრია რო პრინციპში დღეისთვის ან ცაზე უნდა ყოფილიყავი უკვე იმავე პროგრესით რო გაგეგრძელებია ან მიწიერი ადამიანი იქნებოდი…

    მოკლედ რავი, ეხლა ვზივარ და ვცდილობ ენერგია გადმოგცე დროისა და სივრცის კონტინიუმში რო შენ წამოხტე და დაიძახო რო მოგბეზრდა, და რო შენ ბრუნდები და რო დედამიწას გადაატრიალებ…

  21. linguistuss ამბობს:

    @Cyborg
    ძალიან გამაკვირვე… არადა მეგონა რომ არ გიცნობდი :)
    თემიდან გადავუხვიეთ, მაგრამ მაინც უნდა გადაგიხადო მადლობა ამ გაოცებისათვის, ეხლა რაც დამმართე. ძალიან მაინტერესებს საიდან, როგორ და რა გზებით იცი, ოდესღაც მუსიკას რომ არ ვუსმენდი… არა, მართლა გამიკვირდა.

    რაც შეეხება გენიოსობის თემას. არ ვარ მე გენიოსი :D, არც არასოდეს მქონია პრეტენზია. თუ რამე გამომდიოდა, მანამდე სანამ მომწონდა. ჰოდა ჩემი ზედა პოსტის მოკლე შინაარსი ეგ იყო, სანამ ადამიანს მოწონს ის, რაც აქვს ე.ი. დაბოღმილიც არ არის და შესაბამისად თუ კუბოს ხელა ოთახში ზის და ამით კმაყოფილია, ეს მან კი არ დაიმსახურა, არამედ მოიპოვა…

    ხო, დოდკას ბრალია ყველაფერი, რა უნდოდა ეხლა, ჩემი წარსული გამახსენდა და გულს შემომეყარა, ეხლა სადღაც ამაჩქარებელზე უნდა ვმუშაობდე, რა მინდოდა ამ უცხო ენებში :D მოგიკვდეთ არარსებულო შვილებო იდიოტი მამა :D

  22. OTO ამბობს:

    : ) All science is either physics or stamp collecting

  23. Cyborg ამბობს:

    linguistuss
    კი მეც არ გამიკვირდებოდა ამაჩქარებელზე რო მუშაობდე…

    არა პერლი არაფრით უარესი არ არი, ზა ტო უფრო მიწაზე ცხოვრობ, უფრო გესმის ადამიანების და უფრო მეტი დრო გაქ ალბათ მარა… ჩისტა ჩვენ, ადამიანები, შენ ჩვენი ეგოისტური მხრიდან ისე გიყურებდით რო აი – ვახო მიაღწევს და ჩვენც ამით გავიმარჯვებთ რო აი – ხელი გვაქ მისთვის ჩამორთმეულიო… ალბათ არ მაქ, მარა მოვიტყუებოდი – ჩამორთმეული მაქ თქო. :დ

    ხოდა იმ პატარა ოთახში კაცზე – იმ კაცის მიღწევა რო იყოს ეგ და მიზანი – ბედნიერი იქნებოდა, არიან ადამინები რომლებიც ბედნიერები არიან საკუთარი პატარა სეგმენტით, იმიტო რო მართლა ეგ უნდოდათ და მართლა მიღწევად თვლიან და ამიტო სიყვარულით ეპყრობიან საკუთარ მიღწევას და ეგრევე იგრძნობა მათთან საუბრისას რო ამ ადამიანს უხარია სადაც არი და შენც კარგად განგაწყობს…

    მოკლედ მოშნა ეჭვი მეპარება რო ის კაცი ისევე არ ფიქრობს საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე როგორც დოდი ფიქრობს მასზე. შენ წარმოგიდგენია მე მნახო სტრაიკზე და მე შეგიღრინო და გაგიტრაკო “რა გილის იცვამ ბიჭო, სტროიკაზე ვთამაშობთ, რა დროს ეგ არი” -თქო? – გამიხარდება, გამეღიმება და წაგახალისებ – თუ მე მეხალისება რასაც ვაკეთებ…

    მოკლედ მე მაინც ვემხრობი დოდის იმ მოსაზრებაში რო big time, long term და ობში შოტში ჩვენ ზუსტად იმას ვიღებთ რამდენსაც ვიმსახურებთ ჩვენი წვალებით, და ჩვენ-ში გვულისხმობ არა 1 ინდივიდუმს, არამედ ადამიანს როგორც მისი წინაპრების, და არა მხოლოდ ნათესაობრივი წინაპრების, ინტელექტუალურ და გამოცდილებისეულ ჯამს, ანუ ის რო ვახტანგ გორგასალმა რაღაც ქნა, და მისმა ყველა ჯარისკაცმა ტამ, და კიდე ვიღაცამ იქ ვისაც ურემი გადაუგორდა გზიდან და ა.შ.- მოქმედებს იმაზე მე როგორ ცხოვრობ დღეს და მყავს თუ არა ეს მრავალნაწვალები X5-ი… ხოდა ამ კუთხიდან ყველა ვიმსახურებთ სადაც ვართ თქო… ანუ ის რო წინაპრებმა მიქარეს – არ ნიშნავს რო ჩვენ ამას ვერ გამოვასწორებთ დამეტს ვერ მივაღწევთ – და ზუსტად ამ მომენტში დავიმსახურებთ უკვე ჩვენ ჩვენით იმას რაც გვექნება, ზედმეტს რა, მანამდე ყველაფერს ვიმსახურებდით მარა ჩვენი წარსული ადამიანების გამო…

  24. @Cyborg

    მოზამბიკელმა მშობლებმა რა დაიმსახურეს სხვაა და მათმა ბავშვებმა რა დაიმსახურეს კიდევ სხვა. იმიტომ რომ ცალკე ადამიანები არიან.

    გარდა ამისა ძალზედ სათუოა თუნდაც მათ მშობლებს დაემსახურებინათ ამდაგვარი განსაცდელი, მათ ხომ შანსიც არასდროს ჰქონიათ. უბრალოდ არასწორ დროს, არასწორ ადგილას გაჩნდნენ, სულ ესაა.

    რაც შეეხება ”მამიკოს შვილს” შევთანხმდით რომ არაფრით დაუმსახურებია, მაგრამ აქვს. მამამისმა რა დაიმსახურა ეს მამამისზე ვრცელდება და არა მის შვილზე.

    ასევე დაუნის სინდრომიანი ბავშვები უბრალოდ ისე, იბადებიან და მორჩა!

    კიბოც ჩნდება და მორჩა!

    როცა ესპანელები ამერიკაში ჩავიდნენ, მათ უბრალოდ ყელი გამოჭრეს, ჩამოახრჩეს ან იხმარეს, ცოცხლად გაატყავეს ან გამოშიგნეს ინდიელები!

    ამ ქვეყნად საერთოდ არაფერი არ ხდება დამსახურების მიხედვით!

    ეს დედა აფეთქებული, ხელფასიც კი, შემოსავალიც კი არ გვაქვს დამსახურების მიხედვით, უბრალოდ გადახედე მასას!

  25. Cyborg ამბობს:

    ნუ ჩემი ლოგიკა, ვეჭვობ, გასაგებია – რო 1 თაობა, ბავშვი, საერთოდ ცარიელი იბადება და რა უნდა დაიმსახუროს???

    დამსახურებაზე საუბარი მხოლოდ დროის ჭრილში შეიძლება, IMHO, მოზამბიკელებზე – ნუ ზაკონ ჯუნგლის ან ეთანხმები ადამიანი, ან არა, მე ვეთანხმები და თავის პონტში ვამაყობ რო ამ კანონის მოქმედების ფარგლებში მაგალითად საქართველომ, რომელიც პატარა და იდეაში სუსტი ქვეყანაა, დღემდე მოაღწია.

    ხოდა მოზამბიკის ისტორიაში უამრავი ფაქტია როცა შეეძლოთ სხვანაირად მოქცევა და არ მოიქცნენ… თუმდაც იმიტო რო ინტელექტი არ ეყოთ, ან განვითარების დონე, შედეგი ის არი რო არ დაიმსახურეს… სადიზმია – მარა სიმართლე…

    ნუ ინდიელებზე საუბრისას ხო ვაფშე, ტიპები იჯდნენ და ელოდებოდნენ doomsday-ის და იმენნა დაუდგათ ის დუმსდაი, იმჰო დაჟე ბედნიერები იყვნენ რო ჩვენი წინასწარმეტყველებები გამართლდაო, აბსოლიტურად სწორი ანალოგია იქნება თუ ვიტყვი რო სამყარო ორად რო გაიყოს ახლო მომავალში, კარგებად და ცუდებად, და სუ დახოცონ ერთმანეთი – პრინციპში რომის პაპი ბედნიერი იქნება, გამოაცხადებს რო აი ხო ვამბობდითო? – სულები გაიყვესო ღმერთმა და სატანამო და ჩვენი რელიგია სიმართლე ყოფილაო.

    ნუ მაგალითად კაი ფილმია ამ კონტექსტში აპოკალიფტო, გიბსონი იდეინნი როჟაა ზოგადადაც.

    ვერავინ შეგეკამათება რო 2 თვის ბავშვმა დაიმსახურა რაიმე სახის უბედურება, ეს სასაცილოა და მარაზმია ვინმემ ეგ კიმტკიცოს, მე უბრალოდ ვცდილობ დაგანახო ეს დროის გრძელი მონაკვეთის ჭრილში და ვცადო აგიხსნა რო ობშიაკში – ჩვენ ვიმსახურებთ რაც გვჭირს…

    კიბო? – კიბოს ხო ვაფშე ვიმსახურებთ და ვიმსახურებთ, დაუნიზმსაც ალბათ… არასწორი შერჩევის ბრალია, ალბათ კიდევ უამრავი მძიმე დაზიანებები იყო ჩვენ ორგანიზმში რომლებიც სწორი გადარჩევის შედეგად გაქრა ან იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა – მაგას ვერ მოვერიეთ, ვაართ ღირსები? – ვართ. ღირსი ვარ თუ არა მე პირადად მყავდეს დაუნი შვილი? – რატომაც არ ვარ, ადამიანების რაღაც პროცენტს უნდა ყავდეს, ადამიანების რასა ამას იმსახურებს და… არ მინდოდა ადამიანურად გარისკვა – არ გამეჩინა შვილები. დამაძალა ვინმემ? – და ყველა მშობელი იაზრებს ამ რისკს, წინასწარაც, მილიონჯერ გვილაპარაკია იმაზე რა ვქნათ თუ ჩვენს ბავშვს რამე არასრულფასოვანი ქონდა, ასე ხდება, ვინც არ აუთოვებს ის არც ტანსაცმელს არ წვავს – არ გინდა დაწვა ტანსაცმელი? – არ დააუთოვო, თუ არა და იმსახურებ რო ზოგიერთი ტანსაცმელი დაგეწვას.

    ვიმსახურებდი მე კომუნალურ ბინაში გაჭირვებულ ცხოვრებას 10 წლის ასაკში? – მე პირადად – არა. მარა იმსახურებდა თუ არა ამას მინიმუმ დედაჩემი და მის გამო ჩვენც რომელმაც კაცი გაუგებარია რა პრინციპით აირჩია და გააჩინა მისგან შვილები? – იმსახურებდა, ხოდა ჩვენც ვიმსახურებდით.

    და თუ ისევ კამათი გაგრძელდება იმ მიმართულებით რო – წინაპრები დამსახურების ამბავში არ უნდა განიხილებოდესო – მაშინ საერთოდ აზრი არ აქვს კამათს…

    მე ვიმსახურებდი 1.72 ვიყო? (ჯერ მარტო ის რად ღირს რო ეს 2 კინკილა სანიმეტრი ვიცი და მეამაყება…) – არანაირად, მარა ვიმსახურებდი თუ გავითვალისწინებთ რო მამაჩემი 168-აა და დედაჩემი 164? – ვიმსახურებდი კი არა მეტიც მადლობა რავი ცურვას ან ხუი ზნაეტ რას, ტურნიკს სახლში იმ 4 სანტიმეტრისთვის.

    როგორ შეიძლება ადგე და ბავშვი მოჭრილად განიხილო როგორც “ახალი არსება” – ქარხანაში ხო არ ვმზადდებით არა წარსულის და წინაპრების გარეშე… შესაბამისად არც ჩვენი მშობლების ცალკე განდგომილად განხილვა არ შეიძლება და შესაბამისად არ შეიძლება თქმა რო თუ შენი მშობელი არ იმსახურებდა და შენ არ იმსახურებ – ტო ცოდო ხარ, იმის მშობელი თუ იმსახურებდა? – ან იმის? – ან იმის ძმაკაცის მშობელის მშობელის მშობელი? – ხოდა იტოგში…

    აი ფიზიკას რო მივუბრუნდეთ, ჩემი თეორიით სამყაროს ჯამური ენერგია 0-ის ტოლია, ანუ ყველაფერი რაც არის ჩვენს განზომილებაში ხილვადი და მოკიდებადი და გაზომვადი – მისი ზუსტად უკუ არის ჩვენს პერპენდიკულარულ განზომილებაში, შედეგად ჩვენი ორი განზომილების ჯამი – 0-ს უდრის და შედეგად ენერგიის მუდმივობის კანონი არ ირღვევა, არაფერი არ უშლის ხელს ენერგიას არსებობდეს – თუ არსებობს მისი უკუ ენერგია, მეტიც – არაფერი არ უშლის ხელს არ არსებობდეს იმავ დროულად, ანუ სადმე სულ მთლად გარედან რო შემოხედო აქაურობას – აქ არაფერი არ არი, შესაბამისად არც “დასაბამის” პრობლემა არ არი, არაფერი თუ არ არი – არც არაფერი დაწყებულა არასოდეს, და არც ბიძგის არსებობაა საჭირო…

    ჩემი აზრით ასეთი 0-ვანი ჯამური ენერგიის მქონე აბსოლიტურად წარმოუდგენელი რაოდენობის პერპენდიკულარული სამყაროები არსებობს… უფრო სწორად – არ არსებობს… უფრო სწორად არაფერი არ უშლის ხელს თან იარსებოს და ობშიაკში არ არსებობდეს – იმიტო რო მისი როვნა უკუ სამყარო ანეიტრალებს ობში ჯამში…

    პრი ეტომ სულ არ არი საჭირო მე რო აქ გადავიფურთხები უკუ სამყაროში ჩემი უკუ მე არსებობდეს და იმან მეორე მხარეს გადაიფურთხოს, სიმარტლე იმაშია რო, და გაუმარჯოს ბიძა აინშტაინს, რო ენერგია მთლიანად გადადის მასაში და მასა ენერგიაში (სინამდვილეში ამას არანაირი აზრი არ აქვს, მარა მასა ის არი რასაც ვეხებით ხელით და გვგონია რო ამის უკუ ნივთი უნდა არსებობდესო სადმეო თუ ეგ თეორია მართალიაო) – არა, მთავარია 10 ენერგია როა აქ, იქ იყოს -10 ენერგია, ჯამში ყველა სიბრტყეში რო დააჯამებ და უკან დააბრუნებ – მოგცემს 0-ს და სინამდვილეში აქ ამ 10 ენერგიიდან ნახევარი რო მყარ ნაწილაკებშია და იქ მთელი -10 ენერგია საერთოდ ვთქვათ უნაწილაკებოდ რო არი მიმოფანტული რაღაც ტალღებში – არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს…

    მოკლედ მე იმის თქმა მინდა რო აი მაგ მომენტიდან, როცა ჩვენი არ არსებული სამყაროს არ არსებობის საკითხი შედგა, და სინამდვილეში არასოდეს არ შემდგარა – იმიტო რო ჯამში ჩვენი სამყარო არ არსებობს – რაც ერთადერთი პირობაა იმისა რო სინამდვილეში არსებობდეს, იმიტო რო ის რაც არ არსებობს იმას შექმნაც არ ჭირდება და პრობლემაც არ არსებობს – ვმეორდები… ხოდა მაგ მომენტიდან უნდა გამოყვე იმისთვის რო დაასკვნა ვინ რას ვიმსახურებთ.

    რათ გვინდოდა რო ვჯვამთ მაგალითად? – ნუთუ ჩვენ ამას ვიმსახურებთ? – რატო ვწვალობთ ამდენს? – მარა თუ გამოყვები სამყაროს შექმნის არ არსებული მომენტიდან – დღემდე, მიხვდები რო იმის გამო რა გზაც გამოვიარეთ და როგორ არსებებადაც ჩამოვყალიბდით – ვიმსახურებთ ამ სასჯელს – ტვალეტში სიარულს.

    მოკლედ გაციებული ვარ და სიცხე მაქ, თავი მისკდება…

  26. linguistuss ამბობს:

    @Cyborg

    მოკლედ გაციებული ვარ და სიცხე მაქ, თავი მისკდება…

    ეგრე გეთქვა თავიდანვე შე კაცო, ამდენს არ დავიძაბებოდი ამდენი ფსევდოფიზიკის კითხვით :D

  27. Cyborg ამბობს:

    lingusituss
    არ შემდგარი ფიზიკოსობის კაიფი იმაშია რო შეგიძლია იბოდო რაც გინდა და თქვა რო ეს შენი ფიზიკაა! :დ

    არცერთ ლექტორს ამითი არ ვარცხვენ :დ

    იმედია ბლიაძ ფილტვების ანთება არ მაქ… ყველას ეს რაგაც მოანთებო გრიპი ქონდა და…

  28. karaganda ამბობს:

    რავიცი რას ვიმსახურებ რაც მინდა ვჩალიჩობ რომ მქონდეს ხოლმე ზოგჯერ გამოდის ზოგჯერ არა მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება ეს მეორე არხია. ხო ეხლა ჩემი ახალი ბლოგის რეკლამა:D http://karaganda.wordpress.com/

  29. CheshireCat ამბობს:

    აი, არ ვიცი რა ვთქვა..
    კიბორგ, მევასსები. სერიოზულად. წავიკითხე კომენტები, მთელი ამ “ფსევდოფიზიკით” და რაღაც ძალიან აღფრთოვანებულ ხასიათზე ვარ :გივი:

  30. Sweet Baby Girl ამბობს:

    @Cyborg, იდიოტკა თავი გაბია, უჩა!

    ერთი უბრალო სურათის გადაღება მინდოდა!

  31. @საიბორგ

    ჰოდა თუკი 1 თაობა ცარიელი იბადება, გასაგებია რომ ის არ იმსახურებს შესაბამისად მისმა მშობელმა რა დაიმსახურა მასზე ახდენს ზეგავლენას თუმცა ეს მას არ დაუმსახურებია, სწორედ ამაზეა საუბარი, კარგიც და ცუდიც ადამიანს არ დაუმსახურებია, მიუხედავად იმისა, როგორ იქცეოდა მისი წინაპარი.

    რაც შეეხება ენერგიის და უკუენერგიის თანაფარდობას, ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი რაღაც მოხდა, სადღაც ეს რაღაც არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს მიზეზი იმისთვის რომ რაღაც მოხდეს – ან არ მოხდეს!

    თუკი მოხდენას და არ მოხდენას შევკრებთ, მაშინ მივიღებთ მხოლოდ ნულს, ანუ იმ მდგომარეობას სანამ გადაწყდებოდა მომხდარიყო რაღაც და რაღაც არ მომხდარიყო ერთდროულად.

  32. Cyborg ამბობს:

    bn. nerjaviaka protokolov:
    ncu, cdebi, moxdenas da ar moxdenas ro shevkrebt – plius mivigebt moxdenas, da ai moxdenas da uku moxdenas ro shevkrebt… mere ukve hooo :D

    rac sheexeba taobata shoris damsaxurebebis anderzs – eg chista principis da moralis ambavia, me ase vtvli, shen mase tvli, ki – me vtvli tavs damnashaved saqartvelos cinashi imashi ro chemi erti nazirala cinapari, vigaca virishvili tavadi iyo da fulis da carchinebis guliza osmalebis tu musulmanebis tu vigaceebis jars aparebda saqartveloshi da zurgidan artymevinebda romeligac mefeze, xui znaet ramdeni kaci mokvda mis gamo mashin, anu ramdeni mati cinapari dges – aq ar ari, imito ro isnei mashin iq mokvdnen, ramdeni rame daushavda imit saqartvelos da ramdeni perspeqtiva chaflavda da sheizleba imis bralic kia vtqvat ro 200 clis cin rusetis daxmareba dagvchirda da dges am dgeshi vart…

    nu me ase vfiqrob, marazmia da demagogiaa mara chemtvis ar ari – nu kitxva romelic dagebadeba iqneba is ro exlao ro vinme movideso da mogklaso, ro ai mashino mamachemis, mamis, mamis, mamis, mamis da a.sh. mamis mama mokvda sheni shesabamisad cinapris gamoo – samartliani iqnebao? – jer es erti samartliani iqneba, mand meore kitxva meqneba mastan – amit ras gamoscoreb da ager me vcxovrob da vcdilob shevcvalo ragac da gamovascoro da macade tqo. mara ufro mnishvnelovani is ari ro marto me ar vageb pasuxs im kacis miqarvebze da bevri misi shtamomavali vagebt pasuxs ertad…

    p.s. sorry latinuri asoebistvis, language bar -i daekida da restart damezara.

  33. hellcaster ამბობს:

    არა, საერთოდ, მთავარი, რასაც ვიმსახურებდი, ვერ მივიღე, მაგრამ სხვა რამეებში გამიმართლა

  34. სიქრეთს ამბობს:

    რამხელა კომენტებია, კიბორგის ძალა შეგეწიოთ :დ (c) შპილერ

  35. BlackGlance ამბობს:

    საინტერესო საუბარი გაიმართა ამ პოსტის კომენტარებში.
    მაგაში არ ჩავერევი

    [quote] ნაკლებს, ბევრ რამეში გაგიმართლა. 15% (7 votes)[/quote]

    ამ 7 კაცში ვარ მე. :))

  36. ხატია ამბობს:

    ისევ დავუბრუნდი თემას. მივხვდი რატომაც ავირჩიე მეტს და უკეთესს იმსახურებს.

    ’ახიას’ გარდა არსებობს უსამართლობა (unfair/unluck). ხშირად უცხოებზე ყველაფერი ადვილადაა ახი. ’ომი ერაყში ახია ერაყელებზე, იმიტომ რომ არადემოკრატიულები არიან და ეს სადამი მართლა საშინელი ვინმე იყო’. ’ავღანეთში რომ საშინელებაა ცხოვრება, ახია მათზე, იმიტომ რომ ისინი მებრძოლები და ტერორისტები არიან’. ჩვენზე და ჩვენიანებზე კი ახი უფრო იშვიათადაა რამე, უმეტესად კი ნეგატიური ფაქტები, მოვლენები და ’მიღწევები’ უსამართლობა და უბედურებების ბრალია. ასე რომ თი დავაკვირდებით და შევაჯამებთ ახია ყველაფერი ხალხზე, ვისაც არ ვიცნობთ და ისე კარგად არ ვიცნობთ. უსამართლობა და უბედურებაა კი ჩვენი ნაცნობების, ოჯახის წევრების და მეგობრების მაგალითზე. ანუ არ ვუდგებით საკითხს ობიექტურად, არამედ ვართ სუბიექტურები. ანდაც რა უნდა იყოს კრიტერიუმები იმის დასადგენად რაა ახი და რა უსამართლობა?
    თუ ჩვენი დედის, დეიდის, ძმის და დის ცხოვრება კარგად ვერ წარიმართა, გვაქვს ცოდნა და გაგება იმის, რომ მივხვდეთ, ეს რომ ’ახი’ არ იყო. შეიძლება რაღაც პროცენტით იყო კიდეც, მაგრამ რაღაცა ჩვენში გვეუბნება, რომ მარტო ერთი ადამიანი არაა პასუხისმგებელი და დამნაშავე თუნდაც იმაში, რაც მის ცხოვრებაში ხდება. და ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვა: არის კი ჩვენი ბედი და ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელში? თუ პასუხია კი, მაშინ გამოდის რომ ყველანაირი წარუმატებლობა ჩვენი ბრალია. თუ პასუხია არა, გამოდის რომ პასუხისმგებლობა გვეხსნება. თუ პასუხია ნაწილობრივ, მაშინ მიგვიძღვის იმ ყველა წარუმატებლობაში წვლილი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.

  37. piccolina ამბობს:

    ტაკს, ჩემი პასუხია მეტს ვიდრე მაქვს
    როცა ფიქრობ რომ მეტს იმსახურებ, აკეთებ კიდევაც მეტს იმისთვის რომ ის მეტი მიიღო

    იმხო

  38. kargistraki ამბობს:

    აი მე დანამდვილებით ვიმსახურებ იმას რომ ეხლა ვგდივარ ფეხმონგრეული და ამვე ფეხში რვა დირკა მაქ…

    ვიმსახურებ და შემეცით…

  39. Sophie Golden ამბობს:

    კომენტარები ისე მომეწონა, ისე გემრიელად ჩავიკითხე… ;)

    მე მომწონს ბოღმიანი პოსტები, მზიან (!) განწყობაზე მაყენებს და სტიმულსაც მაძლევს, რომ მერე უფრო ბოღმიანი რაღაცები გავიხსენო :D

    ორი დიპლომი კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე მეტი ხარ ადამიანობით, თუნდაც იმ მეორე ტაქსისტზე, დიპლომი სულ რომ არ გააჩნია (თუმცა, სად ნახავ ჩვენში უდიპლომო ტაქსისტს ;) ). ნამდვილად იმას ვიმსახურებთ, რაც გვაქვს, მეტი გვინდა, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ამისთვის და იღბალს ველოდებით… რა სისულელეა!!!

    მაინც ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ეს თმის გაშლა რამეს უშველის და კარგი ფოტოებიც გამოვა! ;)

  40. bigcrow ამბობს:

    რა ცუდია, რომ აქ სურათები არ ისმევა კომენტარებში, თორემ ბეჭედს ჩავარტყამდი – ”პიზდეც ინტელექტუალურია”… პოსტზე არ ვამბობ, კომენტარებია პიზდეცინტელექტუალური :D

  41. juze ამბობს:

    ამ ეტაპზე კაკრაზ ის მაქვს რასაც ვიმსახურებ :) ნუ 1 წლის წინ ვიყავი ლუზერი, მერე ტრაკი გავანძრიე და ვარ ახლა იქ სადაც ვარ, ახალი წლიდან ვაბშე უფრო მაგრად ვიქნები :) იქაც ჩემს შრომაზე იქნება ჩემი ბედი დამოკიდებული და ასე ძმაო.

    რაც გიწერია არა ყლე! იშრომებ, მოვა! არა ბებიაშენისამ ხონჩით მოგართმევენ!

    აი ეგრე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s