We Love Athe

თეთრი კატა, შავი კატა

არასდროს ცხოვრებაში სერიოზული განხეთქილება არ მქონია ვინმესთან იმის გამო, რომ ათეისტი ვარ. ჩემმა მორწმუნე მეგობრებმა იციან ჩემი დამოკიდებულების შესახებ რელიგიისადმი, თუმცა არასდროს, არასდროს ეს არ ყოფილა რაიმე უსიამოვნების მიზეზი. ზოგადად დისკუსიები – რამდენიც გინდა, ოღონდ ძირითადად 16-18 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც ბოლომდე გავაცნობიერე ის, რომ ღმერთი არ არსებობდა და მომინდა ამ ჭეშმარიტების ყველასთვის გაზიარება. ძირითადად ასე მოსდის ყველა “მწვანე” ათეისტს.

მერე ეს მწვანეები იზრდებიან და ზოგი კარგი ათეისტიც ხდება:

კარგი ათეისტი: არასდროს უწოდებს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარს “ბნელს”. საერთოდ, შეურაცხყოფას არასდროს აყენებს მორწმუნეებს. თუ ებმება დისკუსიაში, ყურადღებით არჩევს ოპონენტებს.

ცუდი ათეისტი: უყვარს მორწმუნეების გამოწვევა, დისკუსიებში ძალით ჩართვა, მაგალითად, church.ge-ზე შესვლა და რაიმე პროვოკაციული თემის გახსნა.

კარგი ათეისტი: იცნობს რელიგიების ისტორიებს. წაკითხული აქვს ბიბლია, ყურანი და საერთოდ, სულ მინიმუმ – გათვითცნობიერებულია იმ რელიგიის არსში, რაც მის ქვეყანაში დომინირებს (საქართველოში – მართლმადიდებლობაში).

ცუდი ათეისტი: ბიბლიის შესახებ ყურმოკვრით აქვს გაგებული, არ თვლის საჭიროდ გაერკვეს ყველაფერში და შთაბეჭდილება რჩება, რომ მისი “ათეიზმი” უბრალოდ პროტესტია საზოგადოების მიმართ, თუმცა კერძოდ რას აპროტესტებს, გაგებაში არ არის.

კარგი ათეისტი: არ მოიპარავს, არ მოკლავს ადამიანს და ა.შ. – საკუთარი შეგნების და ადამიანობის გამო, და არა იმიტომ, რომ სადღაც რაღაც წერია, რომელიც ამას კრძალავს.

ცუდი ათეისტი: “ათი მცნება ყლეობაა, იმიტომ რომ ტყნაუი კარგია!”

კარგი ათეისტი: პატივს სცემს საეკლესიო ატრიბუტიკას, იმას, რომ ესა თუ ის ადგილი სხვა რელიგიის მიმდევრისთვის წმინდად აღიქმება და ა.შ. აქ ერთი ისტორია მახსენდება, დემირელის კოლეჯში ვსწავლობდი და თურქი მასწავლებლები გვყავდა. ძალიან მორწმუნე მუსლიმანები იყვნენ, სალოცავი ოთახიც ჰქონდათ, სადაც გადიოდნენ ლოცვისას, რამადანსაც იცავდნენ და ა.შ. ექსკურსიებზე კი ჩვენთან ერთად რომ მოდიოდნენ, აუცილებლად ათვალიერებდნენ ეკლესიას და ანთებდნენ სანთელსაც. რა თქმა უნდა, ყოველგვარი იდეური დატვირთვის გარეშე, უბრალოდ გვაჩვენებდნენ, რომ პატივს სცემენ ამ ქვეყნის სარწმუნოებას.

ცუდი ათეისტი: აგდებით ეკიდება ყველა მსგავს რამეს. უწყინარ ფრაზაზე მორწმუნე ადამიანისგან, მაგ., : “ღმერთი იყოს შენი მფარველი”, პასუხობს ცინიზმით ან უხეშობით, მაგ., “არ მჭირდება წვერიანი კაცის მფარველობა”.

მოკლედ, სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არიან ხალხი, ვინც ათეისტებს სახელს უფუჭებენ. ისევე, როგორც ვთქვათ, პაკოსნაირი ცანცარა ტიპები სტერეოტიპს ჰქმნიან მთელი გეი საზოგადოების შესახებ, არადა არიან იქაც ჩვეულებრივი, არაგამომწვევი, კარგი მასტები, რომლებთანაც სიამოვნებით იმეგობრებდა გეითმოძულე კაციც კი, უბრალოდ, არ შეეჩხირებოდა თვალში მისი გეიობა და არც გაახსენდებოდა რა.
ბოლოს, აზრი არ აქვს რომელი მითოლოგიის სჯერა ან არ სჯერა ადამიანს, უნდა თუ არა, რომ მისი ცოლი ქალიშვილი იყოს, ვეგერატიანელია თუ მონადირე, შარდენის ჰელოვინზე იყო თუ იმ ჰელოვინს სახლში აგინებდა, მთავარია მივიდეს ერთადერთ რამემდე – სხვის აზრს აქვს არსებობის უფლება.

დანარჩენს ნელნელა მოევლება XD

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

54 Responses to We Love Athe

  1. Cyborg ამბობს:

    ხო მოკლედ თვითონ პოსტი განსაკუთრებულად აზრიანი, დალაგებული, გამართული და საინტერესო… სტატიაა…

    მოკლედ ვერ მივხვდი ჩვენ რა უნდა გიპასუხოთ.

    კი დოდ – შენ კარგი ათეისტი ხარ!

  2. OTO ამბობს:

    ათეიზმს, როგორც ცნებას არ ვაღიარებ, ამიტომ უბრალოდ ”კარგი … ” ვარ

  3. linguistuss ამბობს:

    ამაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა:

    ვენ–დისპანსერში ექიმი რომ მიმართავს იქ მისულ პაციენტებს და ეუბნება: სიფილისიანები მარცხნივ დაჯგუფდით და ტრიპერიანები მარჯვნივო და უცებ პაციენტებს შორის ერთი კითხულობს: ლიპარტელიანები სად დავდგეთო :)

    აგნოსტიკოსი ათეისტები სად დავდგეთ ? :D

  4. dodka ამბობს:

    @linguistuss – აგნოსტიკოსი ათეისტი – ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აგნოსტიკოსი. XD

    აგნოსტიკები ჩემთვის აღიქმება ცოტაოდენ მშიშარა ადამიანებად, რომლებსაც საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ.

    ასე რომ, დადექით სადმე უსაფრთხო ადგილას, ჩვეულებისამებრ :D

  5. linguistuss ამბობს:

    თქვენ ცდებით მადამ! აგნოსტიციზმი ლოგიკური პლატფორმაა – ათეიზმი და თეიზმი კი რწმენა. კარგი მოდი, უფრო ვრცლად ვისაუბრებ ამაზე, ე.ი. მოემზადე:

    ყველაფერი იწყება შეკითხვით: არსებობს თუ არა ზეარსება, რაიმენაირი სახით, რომელმაც შექმნა ჩვენი სამყარო (ჯერ–ჯერობით არ გვაინტერესებს, ამ ზეარსების მახასიათებელი პარამეტრები). თუ ადამიანი ამ შეკითხვაზე პასუხობს დადებითად ის არის თეისტი, თუ უარყოფითად – ის არის ათეისტი. ამასთან ვერც ერთი მხარე თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს და ორივე განცხადება: 1) ის არსებობს 2) ის არ არსებობს – რწმენაზე დგას, შესაბამისად – ათეიზმიც რწმენაა…

    თეიზმი იყოფა ორ ნაწილად: 1) დეიზმად 2) არადეიზმად… დეიზმი ამბობს რომ ის არსება კი არსებობს, მაგრამ მან შექმნა ჩვენი სამყარო და წავიდა, ჩვენი არსებობის შესახებ არ იცის, ან ვკიდივართ. არადეიზმის მერე იწყება ის, რასაც რელიგიებს უწოდებენ, შენ კი – ღმერთის ფან–კლუბს. იწყება კლასიფიკაცია რელიგიების და თვითოეული რელიგია იმ შემოქმედს, რომელსაც ზოგან ალაჰი ჰქვია, ზოგან ღმერთი, ზოგან იაჰვე, თან არაა აუცილებელი რომ ერთ ეგზემპლარში იყოს და მრავალღმერთიანობის იდეაც მოსულა, ამ ზეარსებას სხვადასხვა უნარ–თვისებებს მიაწერენ, კერძოდ ქრისტიანობაში ღმერთად წოდებული ზეარსება, შემოქმედიცაა, ყოვლისმცოდნეც, ყველგან მყოფიც, თითოეულ მის შექმნილზე მზრუნველი, ზემსაჯული, ზეჯალათი და ერთი სიტყვით აბრაამულ რელიგიებში ზეარსება (იაჰვე,ალაჰი,ღმერთი) არის ზეარსება–ორკესტრი, ყველგანაა და ყველაფერი ეხება. ზოგი არადეიზმს ასევე ორად ჰყოფს: მონოთეიზმად, ანუ ერთღმერთიან რელიგიებად და პოლითეიზმად, ანუ მრავალღმერთიან რელიგიებად, თუმცა ეს უკვე აღარაა საინტერესო…

    რაც შეეხება აგნოსტიციზმს. აგნოსტიკოსი ვერ სცემს რაციონალისტური გზებით პასუხს შეკითხვას –არსებობს თუ არა ზეარსება – და იძახის ეს საკითხი ჩემთვის დახურულია და არ მეხებაო, თუმცა რაც არ უნდა ატრაკოს მას მაინც საბოლოო ჯამში რაღაცის სწამს, იმის რომ არსებობს და იმის რომ არ არსებობს, ამიტომაც გვაქვს აგნოსტიკოსების შემდეგი ჯგუფები: 1) აგნოსტიკოსი თეისტი 2) აგნოსტიკოსი ათეისტი… ამავე დროს ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ ყველა აგნოსტიკოსი თეისტი – დეისტია და არ არსებობს აგნოსტიკოსი არადეისტი, ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არსებობის სწამს, რელიგიებსაც უჯერებს და თან აგნოსტიკოსია…

    თუ ვერ გავეცი ამომწურავი პასუხი გირჩევთ წაიკითხოთ ამ თემაზე რიჩარდ დოკინსის შესანიშნავი წიგნი: “The god delusion”…

  6. dodka ამბობს:

    @ლინგვისტუს – ხო, საინტერესოა, მასე არ ჩავძიებივარ აგნოსტიციზმს, თუმცა ძირითადი აზრი მაინც უცვლელია: “დამიმტკიცეთ, რომ მართლები ხართ”, ან “არ ვიცი, აზრზე არ ვარ, გამანებეთ თავი”.

    ისე კი, თუ გამოდის, რომ აგნოსტიკი ათეისტი, თუ ათეისტი აგნოსტიკი აღიარებს, რომ არ არსებობს არანაირი ზეარსება, იგივეს ამბობს ჩვეულებრივი ათეისტიც. და თიტქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჰოოოი! ეშმაკმა აგნოსტიკოსმა მოიტოვა უკან დასახევი გზა, რადგან თქვა, ახ, მე ეს ზუსტად არ ვიცი, რავი, იქნებ არსებობს კიდეც, ხზ, დაამტკიცეთ და მერე ვილაპარაკოთ…

    შესაბამისად, რჩება ყველაზე უსაფრთხო ადგილას, უბრალოდ, სირაქლემას პოზიციაში. :D

  7. linguistuss ამბობს:

    @dodka
    ვერ დაგეთანხმები. აგნოსტიციკოსი რჩება რაციონალიზმის ფარგლებში, არც არავის ეუბნება რამე დამიმტკიცეთო, მას არ ადარდებს არსებობს თუ არა ის და ამბობს ამბობს: “მე არ ვიცი და ვერც დავამტკიცებო” – (ა + გნოსტიკოს = არ მცოდნეა ძველბერძნულად).
    ათეისტი აგნოსტიკოსი (და არა პირიქით) კი ამბობს, რომ მე არ ვიცი, ვერც ვერასოდეს დავამტკიცებ, მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩამაცივდები და ჩემი აზრი გაინტერესებს ამ საკითხზე, მინდა რომ არ არსებობდესო… რომელი უკან დასახევი გზა დაიტოვა გაფიცებ? სადაა აქ გზა და რომელ გზაზე საუბრობ?
    უბრალოდ ათეისტი აგნოსტიკოსის წინ ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის, მას ურჩევნია რომ ის არ არსებობდეს. ათეისტი კი პირიქით ამტკიცებს არ არსებობსო… მოკლედ განს, ანუ სჯერა მისი არარსებობის…
    თუ ძალიან გაინტერესებს ვინ არიან აგნოსტიკოსები, შეგიძლია გაეცნო ბერტრან რასელის შემოქმედებას. დაიწყე მისი ესეთი: “მე ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი”…

  8. Sweet Baby Girl ამბობს:

    არც მორწმუნე ვარ, არც ათეისტი, მე საკუთარი სამყარო მაქვს.

    მგონი ეგ ყველაზე სწორია…

    :bis:

  9. Sweet Baby Girl ამბობს:

    ისე კი, თუ გამოდის, რომ აგნოსტიკი ათეისტი, თუ ათეისტი აგნოსტიკი აღიარებს, რომ არ არსებობს არანაირი ზეარსება, იგივეს ამბობს ჩვეულებრივი ათეისტიც. და თიტქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჰოოოი! ეშმაკმა აგნოსტიკოსმა მოიტოვა უკან დასახევი გზა, რადგან თქვა, ახ, მე ეს ზუსტად არ ვიცი, რავი, იქნებ არსებობს კიდეც, ხზ, დაამტკიცეთ და მერე ვილაპარაკოთ…”

    ისა.. დოდ, ამ აბზაცს შინაარსობრივად არ ვეთანხმები…

    ნეტა ათეისტები თავს როგორ დებენ მაგაზე :spy:
    ან ”უკან დასახევი გზა” რას ნიშნავს?

    აქ ხომ იმაზეა საუბარი რისი გჯერა და რისი არა?

    თუ მერყევი ადამიანი ხარ ბუნებით შეიძლება აგნოსტიკოსი ათეისტი გახდე, ან თუ ძაან ტავდაჯერებული ხარ მაშინ ატეისტი ან ფანატიკურად რელიგიური.

    სამყარო ისეთი რთულია როგორ შეიძლება თავი დადო ისეთ რამეზე რაშიც აზზე არა ვართ?

    არ ჯობია ოქროს შუალედი დაიჭირო თუნდაც იმიტომ რომ საღი აზრის მიღება არ გაგიჭირდეს ”იდეისადმი ფანატიკური ერთგულების” გამო?

    არავინ იცის რა არის ჭეშმარიტება და აგნოსტიკოსი ამ ჭეშმარიტების მაძიებელია ჩემი აზრით…

    მაგრამ მე ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცავ არცერთს, არ ვარ აგნოსტიკოსი, არც ათეისტი: მე ჩემი სამყარო მაქვს :))

  10. Shura ამბობს:

    ისე გამოგივიდათ ახლა რო აგნოსტიკი ათეისტზე მეტად ათეისტია, ტიიი შტო, ნი ტო შტო ღმერთის არსებობის, დაჟე ღმერთის არარსებობისაც არ სჯერა :დ
    არა ”ათეისტზე მეტად ათეისტი” ნი ტო ფრაზაა, რეკურსიულია რაც არ უნდა იყოს, ურწმუნო თომა უფრო შეეფერება მამენტ

  11. k84u ამბობს:

    @ Cyborg – “მოკლედ ვერ მივხვდი ჩვენ რა უნდა გიპასუხოთ.”

    +20000000000000000

    “კი დოდ – შენ კარგი ათეისტი ხარ!”
    აუ ცვეტში რა…

    @dodka – შენ კიდევ უკვე დასტალა ამ შენი ათეიზმით.
    მე რაც გიცნობ, არასოდეს მქონია შენთან დისკომფორტი ან პრობლემა იმის გამო, რომ შენ ათეისტი ხარ. შენ ათეისტი ხარ, მე მართმადიდებელი.
    უკვე იმდენჯერ ახსენე ეს შენი ათეიზმი, რომ შევღონდი რა :D :D :D :D :D :D

    აი, ის გამახსენდა, თბილისელები ჩუმად რომ არიან და სოფლელები რომ ატრაკებენ, თბილისელებს არ ვევასებითო. ანუ თვითონ რომ ასხამენ ცეცხლზე ნავთს. ისეთი პონტია რა. დაიკიდე!!!!!!…
    მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. და ნუ გჭირს ეს რაღაც ჩაციკვლები…

  12. სიქრეთს ამბობს:

    დოდ, აგნოსტიკოსებს რატო გვიტყაპუნებ? :))

    აგნოსტიციზმი არის მოძღვრება თუ რაც, რომლის მიხედვითაც ღმერთი განიხილება არ-არსებულად რადგან მისი არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია/ფაქტი/ლოგიკა არის მწირი, ხოდა, ათეისტი იყო უკვე ნიშნავს გწამდეს რაღაცის. ათეიზმი ჩემში პირდაპირ და მტკიცე, ლენინისტურ, მოწოდებლისტურ მცნებასთან ასოცირდება, მე ვერ ვხედავ ლოგიკას იმაში რატომ უნდა მწამდეს რაღაცის არ არსებობა, თუკი მისი არსებობა არ მწამს :)

    მერყევობა არაა აგნოსტიციზმი, რაციონალურობაა, ცივი გონება ბევრად უფრო აგნოსტიკური სხეულია, ვიდრე ათეისტური.

    @სვიტი – შენ აგნოსტიკოსი ხარ, ბილივ მი :ჵ

    @ლინგვისტუს – კაი ბიძია ხართ თქვენ, კაი :”>

  13. bigcrow ამბობს:

    :რამე კომენტარი:
    :D

  14. სიქრეთს ამბობს:

    ისე კი, თუ გამოდის, რომ აგნოსტიკი ათეისტი, თუ ათეისტი აგნოსტიკი აღიარებს, რომ არ არსებობს არანაირი ზეარსება, იგივეს ამბობს ჩვეულებრივი ათეისტიც.

    აგნოსტიკოსი აღიარებს რომ ღმერთის არსებობის შესახებ არაა იმდენი ინფო რომ მის არსებობა/არარსებობაზე იმსჯელო.

    პრიმერნი ამოცანა:

    მოცემულია მრავალკუთხედი.
    ტოლია თუ არა მისი ყველა გვერდი?

  15. სიქრეთს ამბობს:

    აგნოსტიკოსი ამბობს – ამ პირობიდან ვერ გამოიტან დასკვნას.
    ათეისტი ამბობს – რაღა თქმა უნდა არა!
    თეისტი ამბობს – რაღა თქმა უნდა კი!

  16. Christians are Funny ამბობს:

    @linguistuss

    ვერ დაგეთანხმები იმაზე, თითქოს ათეიზმი – რწმენაა! ათეიზმი განიმარტება, როგორც რწმენის უქონლობა (Absence)

    ასე, რომ ათეიზმზე თქვა რწმენააო, დაახლოებით ისეთივე მომენტია, როგორც მელოტს კითხო – რა ფერის თმა გაქვსო…

    ასევე ცხოვრებაში არასდროს გამიგია ”ათეისტი აგნოსტიკოსი” რადგან აგნოსტიციზმი უკვე მოიცავს საკუთარ თავში ”ან არის და ან არ არის” ტიპის დებულებას, ამიტომაც ხშირად უწოდებენ მათ ”მშიშარა ათეისტებს” მათი მდგომარეობა ჰგავს მოფიცარს, რომელიც ზურგს უკან ნიჩურიტს იკეთებს ”რა იცი რა ხდებას” ამბავში.

    ასე, რომ ათეისტი არაფერს არ ამტკიცებს, ათეიზმი უბრალოდ მდგომარეობაა, სხვანაირად რომ ვთქვათ: ”წიგნის წაკითხვამდე” არსებული მდგომარეობა.

    ყველა დროის საუკეთესო ბესტსელერი შეგიძლიათ იხილოთ: Richard Dawkins – The God Delusion

    სულ მალე იქნება ფილმი ცნობილი კრიტიკოსის ბილ მეიერის – Religulous არა მგონია საქართველოში აჩვენონ, ისე მოიძიეთ და იხილეთ.

    @დოდ

    ცუდი და კარგი ათეისტი არ არსებობს, ის რაც შენ ”ცუდ ათეისტს” მიაწერე, ნაწილობრივ აქტიურ (მებრძოლ) ათეიზმს მიეკუთვნება, ეს ის ხალხია, ვისაც მობეზრდა რომ ჯვარს თავში ურახუნებენ, მორწმუნეები ზემოდან დასცქერიან ”ვაი შე საცოდაო, ჯოჯოხეთში დაიწვები” და ა.შ.

    ჰოდა სადაა ის, რაზეც შევთანხმდით? მეილ მი.

  17. სიქრეთს ამბობს:

    @ჩრისტიანს არ ფანი

    ათეიზმი არასწორად გესმის, შემიძლია კოდექსზე დავიფიცო :)

    აგნოსციტიზმი დამოუკიდებელი ცნებაა ათეიზმისგან, ათეიზმი არის გადაჭრით ”კი” მაგრამ რეალურად არის ხალხი რომელიც თვლის რომ ამაზე მსჯელობა ვერ გამოგვატანინებს სწორ დასკვნას და შუა პოზიციად რჩება ურწმუნოება.

    მშიშარა ათეისტობის მორალი არ მესმის, რა დახოდია?

    ათეიზმი არის გწამდეს ღმერთის არ-არსებობა. რწმენის უქონლობაც ხო იგივე ესაა?

    ცუდ ათეისტს რაც შეეხება, პირადად ვიცნობ ძაან ბევრს მოდასაყოლილ აწეისტკას რომელსაც ჟურნალი ოსკარის მეტი არაფერი გადაუშლია, და ტომ სოიერი აქვს წაკითხული ნახევრამდე :))

  18. Christians are Funny ამბობს:

    რაზეც გაგიხარდეს იმაზე დაიფიცე, ეგ არ შეცვლის რეალობას.

    აგნოსციტიზმი იგივე ათეიზმია მეთქი არც მე მითქვამს, რა ”დახოდია” და მასე ჟღერს, ჩემთვის აგნოსტები არიან ის ხალხი ვინც ცდილობს თავისი ჭკუით მომგებიან მდგომარეობაში დარჩეს, ან ის ხალხი ვინც ათეიზმისკენ იხრება, მაგრამ მაინც ორჭოფობს.

    ანუ მერყევი ხასიათის მქონე ხალხი.

    ათეიზმი არც ”კი” – ა და არც ”არა” ათეიზმი არის ”კი” ს და ”არა” – ს კითხვის აზრის უქონლობა!

    რწმენის უქონლობა არ არის გწამდეს ღმერთის არ-არსებობა. ათეიზმი არის რწმენის საერთოდ უქონლობა.

    რწმენა არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დგება ”წიგნის” წაკითხვის მერე, ასეთი მდგომარეობა ათეისტს არ უდგება, ის უბრალოდ თავდაპირველ – ათეისტურ მდგომარეობაში რჩება.

  19. სიქრეთს ამბობს:

    აშკარად ჩვენში ერთერთს ეშლება ათეიზმის კონცეფციები, ესე ვერ ვიდავებთ :) ათეიზმი აშკარად ღმერთის არ არსებობის გადაჭრით მტკიცებაა, და ამას ვერავინ დაამტკიცებს, თუმცაღა გამომდინარე თვითონ ღმერთის ომნიპოტენციურობიდან.
    ათეიზმი არის თქმა – ღმერთი არ არსებობს.
    გამომდინარე იქიდან რომ ამის დასამტკიცებელი ინფორმაცია არ არის, ამის 100% ცოდნა შეუძლებელია, ასე რომ კი – ათეიზმში არის რწმენა.

    აგნოსტიციზმზე ეგ შენი სუბიექტური პოზიციაა, გასაგებია.

    ”რწმენა არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დგება ”წიგნის” წაკითხვის მერე, ასეთი მდგომარეობა ათეისტს არ უდგება, ის უბრალოდ თავდაპირველ – ათეისტურ მდგომარეობაში რჩება.”

    როგორ შეიძლება ღმერთის არსებობა არ დაიჯერო, თუკი არ იცი რა არის ღმერთი – ანუ არ წაიკითხე წიგნი?

  20. Christians are Funny ამბობს:

    მე ჩემს მხარეს ვიკი მყავს: http://en.wikipedia.org/wiki/Atheism

    ვებსტერის ლექსიკონი: http://www.merriam-webster.com/dictionary/atheism

    შენ ათეიზმის როგორც რწმენას ღმერთის არ არსებობისა, ნახავდი თეისტურ ნაშრომებში, მათ ასე აწყობთ ათეისტების გამოყვანა და იმიტომ :) ანუ აპრიორი ღმერთი არსებობს, უბრალოდ ათეისტები მის არ არსებობას ამტკიცებენო, ეს აზრია გატარებული :)

    ღმერთის ომნიპოტენციურობა კი პარადოქსია. თან საკმაოდ ძველი პარადოქსი.

    ასე რომ ათეიზმი არაფერს არ ამტკიცებს, ის უბრალოდ რწმენის არ ქონაა.

    არა შენ ვერ გამიგე, აი ვრცლად: როდესაც ვიბადებით, განურჩევლად სად ვიბადებით, ჩვენ ყველანი ვართ ათეისტები, ანუ არ გვაქვს რწმენა ღმერთების მიმართ, როდესაც წიგნს წავიკითხავთ ან წინაპრები გვამცნობენ მათი რწმენის შესახებ მაშინ (ან მოგვიანებით) დგება არჩევნის მომენტი – ან გიდგება ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ გარკვეული წინასწარი დაშვებები სიმართლეა – ანუ რწმენა. ან რჩები პირვანდელ მდგომარეობაში, რომელიც აღინიშნება ტერმინით: ათეიზმი. სხვანაირადაც შეიძლება – გაგიჩნდეს რწმენა და მერე დაკარგო ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დაუბრუნდე ათეისტურ მდგომარეობას.

  21. linguistuss ამბობს:

    @Christians are Funny
    რისი დამტკიცება გსურს და რისი თქმა ვერ გავიგე, თუმცა ჯერ მოდი ლინგვისტურ საკითხებზე შევთანხმდეთ. პირველი – “თეოს” ძველ ბერძნულად არის ღმერთი. “ა” წინსართი უარყოფის წინსართია, ასე რომ სიტყვა “ათეოს” და აქედან ნაწარმოები “ათეიზმი” თავად ღმერთის უარყოფას ნიშნავს და არა რწმენის უარყოფას. ამაზე გირჩევ არ მედავო, თუმცა თუ მაინცდამაინც გსურს, მე მზად ვარ მივიღო გამოწვევა, ამისი დამტკიცება ძალიან ადვილია… რწმენის უარყოფა სხვა კატეგორიაა, რომელზეც აქ საუბარი არ მიდის, იმიტომ რომ რწმენის გარეშე ადამიანი ვერ ცხოვრობს, მათ შორის შენც კი, რომელმაც ზედა პოსტში გვამცნო რწმენის არარსებობის ნათელი და ბნელი მხარეების შესახებ. თავად შენც კი გწამს იმის, რომ მართალს იძახი, გწამს იმის, რომ მართალი ხარ და ეს ჩვენ ვცდებით, სხვანაირად ასეთი რიხით და პათოსით ვერ ისაუბრებდი (მომწონს შენი პათოსი!)… მერწმუნე, არანაირი განსხვავება არ არის ამ რწმენასა და ღმერთის რწმენას შორის, რწმენა არის გჯეროდეს იმის, რისი დამტკიცებაც არ შეგიძლია…

    ახლა რაც შეეხება აგნოსტიციზმს და მის დამოკიდებულებას გნებავს ათეიზმთან და თუ მოისურვებ რწმენის არარსებობასთან. ყოველი შემთხვევისათვის კიდევ ერთი ექსკურსია საჭირო, კერძოდ შემეცნების კარტეზიანული მეთოდის და რაციონალიზმის შესახებ, რომლის წიაღშიც არის აღმოცენებული აგნოსტიციზმი: რაციონალიზმი ამბობს, რომ მართალია მხოლოდ ის, რომელსაც წვდება ჩემი გრძნობის ორგანოები, ჩემს მიერ შექმნილი ხელსაწყოები თუ ინსტრუმენტები და არსებულ ინფორმაციულ საფუძველზე გაკეთებული დასკვნები არის ჭეშმარიტი. ჩვენ შეგვიძლია ასევე ვიდავოთ იმაზეც, რომ ლოგიკურ ჩარჩოებში შექმნილი არც ერთი სისტემა არასრულია, ანუ მათ კურტ გიოდელის თეორემა (რომელიც მკაცრადაა დამტკიცებული) ანგრევს, თუმცა, მიუხედავად ამისა აგნოსტიკოსი ამბობს, რომ მე მწამს იმისი, რაც რაციონალიზმის ჩარჩოებში ჯდება და ის, რაც რწმენას ეხება უბრალოდ არ ვიციო… არ იცის მათ შორის ისიც, ეს სამყარო დეტერმინისტულია თუ არა, არ იცის შემქმნელის არსებობის შესახებ, არ იცის ცხოვრების შემდეგ არსებული ცხოვრების არსებობის შესახებ, არ იცის ანდრომედას ნისლეულში არსებობს თუ არა სიცოცხლე… ერთი სიტყვით ბევრი რამის შესახებ არ იცის, თუმცა აინტერესებს და სვამს შეკითხვებს, მაგრამ ვინაიდან მისი რაციონალისტური პლატფორმა არ აძლევს მას იმის საშუალებას, რომ კატეგორიული იყოს იქ, სადაც მას ინფორმაცია არ აქვს, ამიტომაც ამბობს მაინტერესებს მაგრამ არ ვიციო, ასევე იძახის, მე ჩემი აზრი მაქვს და… ამის მერე ორი ვარიანტია, როგორც ზემოთ დავწერე, ან სწამს იმის, რომ ის არის, ან იმის, რომ არ არის და მას ამისი უფლება აქვს, ეს მისი პირადი უფლებაა: აინტერესებდეს და სწამდეს მანამ, სანამ არ იცის…

    ათეიზმი კი თავისთავად ისეთივე კატეგორიულობას ნიშნავს, როგორც თეიზმი ნებისმიერი გამოვლინებით, გნებავს ასეთით: “მართლმადიდებლობა ყველაზე ჭეშმარიტი რელიგიაა”, ან გნებავს ასეთით: “ორი პარალელური წრფე უსასრულობაში არ იკვეთება”, ან ასეთით: ელექტრონი თავის ორბიტაზე მოძრაობის დროს ელექტრომაგნიტურ ტალღებს არ ასხივებს… ერთი სიტყვით ასეთი განცხადებები ბევრია. მეცნიერებაში და მათემატიკაში (მათემატიკა მეცნიერებაა თუ არა ამაზეც დღემდე დავობენ და ვერ შეთანხმებულან) ასეთი განცხადებების შესახებ თანხმდებიან, თუკი ეს მათ აქსიომატურ სისტემას აწყობენ, ანუ თუკი ეს უნდათ რომ აქსიომა იყოს… უბრალოდ თანხმდებიან, აი მართლა იკვეთებიან თუ არა პარალელური წრფეები არავინ იცის… ან ასხივებს თუ არა ელექტრონი. ჰოდა, აგნოსტიკოსი იმიტომაა მომგებიან პოზიციაში, რომ მან არ იცის მაგრამ აინტერესებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაიგოს, თუნდაც ცოტა, მაგრამ გაიგოს. ათეისტი კი ამბობს რომ იცის – იცის, რომ არ არსებობს შემოქმედი და ამიტომაც მას დანარჩენი აღარ აინტერესებს. ისმება კითხვა – საიდან იცის? – რა თქმა უნდა მას ამისი ცოდნის საშუალება არ აქვს, ამიტომაც არის ათეიზმი რწმენა, მას სწამს რომ იცის…

    ლინგვისტური ანალიზი თუ არ არის საკმარისი, შეგვიძლია ბულის ლოგიკის ანალიზით გავშალოთ ეს საკითხი: თეიზმი არის ღმერთის არსებობის რწმენა, ათეიზმი – არის ამის საპირისპირო (განმარტებიდან გამომდინარე). პირველი წინადადების ორი ცალი უარყოფით გამონათქვამის ჭეშმარიტება არ იცვლება, მაშასადამე: ათეიზმი (თეიზმის უარყოფა) არის ღმერთის არარსებობის (არსებობის უარყოფა) რწმენა. დასკვნა: ათეიზმი რწმენა ყოფილა…

    თუ გსურს მოგეხმარები რწმენის არარსებობის შესახებ. მართლა მაინტერესებს როგორი იქნება ადამიანი, რომელსაც არაფრის არ სწამს. მიძნელდება ამისი წარმოდგენაც კი, ეს იქნება ადამიანი, რომელსაც, დროის მოცემულ მომენტში, საკუთარი სიტყვების სიმართლის რწმენა არ ექნება და სულ მუდამ შეიცვლის აზრს, ეს იქნება ადამიანი საკუთარი თავის რწმენის გარეშე და სულ მუდამ პრობლემა ექნება საკუთარ თავთან, გაუჭირდება გადაწყვეტილებების მიღება… აღარ გავაგრძელებ, ძალიან მძიმე სურათია, თუმცა ფაქტია, რომ მე ასეთი ადამიანი დედამიწაზე არ მეგულება, თუ შენ გეგულება, მოიყვანე და დავუმტკიცებ რომ ფარისეველია, ანუ დავუმტკიცებ რომ შეუძლებელია მას არაფრის არ სწამდეს და უბრალოდ თამაშობს ამ როლს :)

  22. linguistuss ამბობს:

    დოდკა, აკისმეტმა კიდევ შემიჭამა ჩემი პოსტი, მიშველე რამე :)
    და ეს პოსტი წაშალე მერე…

  23. OTO ამბობს:

    სიქრეთს – Умный малый : )

  24. Cyborg ამბობს:

    ნუ ბლია დოდ… იმედია შენი მიზანიც ამ პოსტით ეს იყო – დაზომება ვის უფრო დიდი აქ – აგნოსტიკს, ათეისტს თუ მათ შორის ვაშე ზე როჟას – ლინგუისტუსს თავისი ათეიზმ-აგნოსტიზმით…

    ვემხრობი k84u-ს რო ნა ხუია ვსიო ეტო?…

    ხოდა ისე თეთრი ანეგდოტი თემის ირგვლივ, კაკ ნი სმიშნო აბანოს ანეგდოტებში იდო:
    Верующий: Отче наш, ежеси на небеси…
    Бог: Ну?
    В: Это кто?
    Бог: Как кто? Это я. Че хотел?
    В(крестится): Ох, ты господи!
    Бог: Короче, чего тебе?
    В: Господи, ты ли осенил меня своим святым глаголом?
    Бог(в сторону): Ну чего, неужели никто из них нормально разговаривать не умеет?!
    В: Господи, позволь мне молитву вознести во Славу Твою.
    Бог(заинтересованно): А что читать будешь?
    В: Отче наш.
    Бог( разочарованно): Опять? Задолбали. Две тыщи лет одно и то же толкают. Она в моем хит-параде в самой ж…
    В: Изволь тогда глаголить, аки сердце прикажет.
    Бог(зевая): Ну, глаголь.
    В: Молю тебя снизойти до раба твоего, манны небесной ниспошли, дабы мог я славить имя твое и нести людям благую весть, дабы услышали….
    Бог: А покороче?
    В: Денег дай!
    Бог: А молнией по ж..?
    В: Понял.
    Бог: Ладно, зачем тебе деньги?
    В: Храмы во славу твое строить, сиротам помогать. В общем, на благие дела.
    Бог: Я вообще-то высшее существо, я мысли читать умею. У тебя почему все сироты с 4 размером груди? И кто вчера со студенток совращал?
    В(падает на колени): Не гневись, Боже! То меня дьявол попутал!
    Бог(орет кому-то в сторону): Слышь, Люцифер, ты вчера этого дебила совращал?
    Люцифер: Так и запишем: «пи*дел на Князя Тьмы».
    В(дрожа от страха): Господи, оборони от супостата нечистого!
    Бог: Ну, если займешься мне угодным делом, то спишем. Я же, слава мне,не последний подонок.
    В(неистово крестясь, бьется головой о пол): Да придет царствие твое, да будет воля твоя…
    Бог: Вот дебил.
    В: Буду во имя твое мир от жидов-нехристей освобождать.
    Бог(кричит кому-то в сторону): Нет, Мойше, ты слышал, что сказал этот гой?
    Моисей: Сдался мне этот шлемазл. Если бы я откладывал по шенкелю каждый раз, когда я это слышу… (уходит в подсчеты)
    Бог(обращаясь к верующему): ты одну молитву два раза запорол. Как говорится: кому мозгов не дал…
    В(с надеждой): Ну вот, Боже, по мудрости Твоей обделил ты меня разумом. Не виноват я, ибо аз есмь я тварь неразумная, созданная по образу и подобию Твоему.
    Бог: Сам понял, что сказал?
    В: Ой!
    Бог(распаляясь): Тварью неразумной меня еще никто не называл (косится в сторону Люцифера). Ну, почти никто…
    В: Боже, будь милостив. Ты же милостив?!
    Бог: Я?
    В: Ну, в писании сказано.
    Бог: Ну и что?
    В: А как же заповеди?
    Бог: А мне их нарушать можно. Ладно, вали отсюда. Типа я тебя простил. Но маленько все же накажу.
    В(испуганно): Каким образом?
    Бог(торжественно): Не разделишь ты ложа с женщиной боле, но с мужчиной!!!
    В: Чаво?
    Бог: Голубым будешь в общем.
    В: Господи, НЕТ!!!
    Бог: Сеанс окончен. Я побежал в войнушку с Аллахом в Ираке играть…

  25. otucho ამბობს:

    zilioni ateisti ise magari prikoli dvijenia asworebs
    ai rogorc mgvdelis nambboiT mokachave morwmunis mosmenaa sakaifo ise zilioni ateistis

    me ar var ateisti

    ateizmi garkveul wilad religiuri damokidebulebaa

  26. otucho ამბობს:

    ufro swored rom vtqva zelioni da dodis daxasiatebuli cudi ateizmi

  27. Cyborg ამბობს:

    otucho
    მეთქი რა “ზილიონი” – წიპა მილიონი, ტრილიონი და ზილიონი? :დ

  28. სიქრეთს ამბობს:

    ზილიონი ნიშნავს ახალ გაათეისტებულს თუ ვერ მივხვდი? :))

    ოთო

    თენქს :)

  29. Barbie ამბობს:

    ყველა ესეთ თემას გაიწი-გამატარე მოყვება რა, რაც არ უნდა დობრი პოსტი გააკეთო (რისი მცდელობაც გქონდა ეხლა).
    და ვ კაკოი-ტა მერე გამაღიზიანებელია, ყველა ცდილობს დაუმტკიცოს დანარჩენებს რომ ისაა სწორი და სხვები აზრზე არ არიან არაფრის.
    ალბათ უბრალოდ სხვადასხვა წიგნებში წაიკითხეთ ამის შესახებ. რაც თავისთავად სისულელეა, იმიტომ რომ იმ წიგნებშიც ავტორის სუბიექტურია აზრია გამოხატული.
    ტაკ ჩტო სახელების დარქმევა ესეთი აბსტრაქტული ვეშებისთვის არის ტუპასწი.

  30. Cyborg ამბობს:

    barbie
    ხოდა ლოგიკურად მთელ ამ სასტავში ყველაზე მოზგი არის ქბნ. ბარბი, იმიტო რო ყველას დანარჩენებს ტუპოები გვიწოდა… :დ – გაიწიეთ, გაატარეთ… :დ

    სიქრეთს
    მივხვდი კაცო, პროსტო სხვაგან დავსვი აქცენტი პირველ წაკითხვაზე და მეთქი ოთუჩო ათეისტების რაოდენობრივი მახასიათებლების წარმოჩენას ცდილობდა თქო…

  31. Christians are Funny ამბობს:

    მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანდახან არის მომენტი

    მომენტი როცა ერთ-ერთი სხვებზე მართალიცაა და სხვებზე ჭკვიანიც

    ამ მომენტის გამორიცხვაც არ შეიძლება, ყველაფერი ხდება :D

  32. Christians are Funny ამბობს:

    @ლინგვისტ.

    შენი პოსტი ახლაღა შევამჩნიე, ლინგვისტურ საკითხებზე დაგეთანხმები, მაგრამ იმაზე ვერა, რომ რადგან ტერმინი სიტყვა-სიტყვით მასე ითარგმნება, ესეიგი შინაარსობრივად მსგავსი დატვირთვაა.

    თავად ათეიზმი ასეთ დატვირთვას იღებს, როგორც უკვე აღვნიშნე იმიტომ რომ მორწმუნეებს აწყობთ ასე და კიდევ არის ერთი მომენტი გასათვალისწინებელი, თავიდან რომაელებიც ქრისტიანებს ათეისტებს ეძახდნენ, ანუ ჩვენი ღმერთის არ სწამთო.

    მოგვიანებით კი ტერმინი ათეიზმის დეფინიცია განიმარტა, როგორც სრული ურწმუნოება, რადგან ათეიზმი არ ატარებს რწმენას.

    ვერანაირად ვერ დაგეთანხმები თითქოს რწმენა საკუთარ თავში და რწმენა ღმერთის ერთიადაიგივე კატეგორიაა! ასეთი ლოგიკით გამოვა, რომ ნებისმიერი მოცემული დებულება რწმენაა. დაწყებული მათემატიკიდან, დამთავრებული კვანტური ფიზიკით.

    ანუ არის რწმენა რომელსაც გააჩნია რაციონალური საფუძველი და რწმენა რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი და მთლიანად დამყარებულია ადამიანის სურვილზე – სწამდეს!

    რაც შეეხება ათეიზმს და აგნოსტების ”მომგებიან” მდგომაროებას, სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, აგნსოტი თვლის რომ მომგებიან მდგომარობაშია – ნიჩურიტები აქვს გაკეთებული, ანუ არ ვიცი რავი დამიმტკიცეთ ან კი ან არა და ა.შ. მათი მდგომაროება არის იგივე ნეიტრალიტეტი.

    ათეიზმის კი არის გაბედული ადამიანების მდგომარეობა, რადგან ძალიან ბევრი რამის გადალახვაა საჭირო, რომ საწყის, ურწმუნოების მდგომარეობას დაუბრუნდე და გამოხვიდე რელიგიური სიბნელიდან.

    სხვანაირად რომ ვთქვათ, სანტა კლაუსთან მიმართებაშიც, აგნოსტი იტყვის, რა ვიცი, არ ვიცი, დამიმტკიცეთ… მორწმუნე იტყვის – კი არსებობსო! ათეისტი კი ალბათ სიცილით მოკვდება!

    ათეიზმი არ ამტკიცებს რაიმეს, რადგან მტკიცება ეს claimant საქმეა და რადგან მინიმუმ 2008 წლის მანძილზე არანაირი ღმერთის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, ათეისტს არაფრის მტკიცება არ სჭირდება.

    ასე რომ ბულის ლოგიკა აქ ვერაფერში ვერ წაგვადგება და უადგილოა.

    მოდი უფრო დაწვრილებით განგიმარტავ: ათეიზმი ნიშნავს რელიგიური რწმენის არ ქონას და არა საერთოდ, ნებისმიერი რწმენის არ ქონას.

    რწმენა ისეთი რამ არის რასაც სჭირდება გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგომა

    უფრო კარგად რომ გაიგო, როგორ ფიქრობ, რა ქვია ადამიანს რომელსაც არ გააჩნია ცნობა ღმერთის შესახებ?

    მორწმუნეებმა იციან ხოლმე: ღმერთის არ გწააამს? აბა ვაფშე რისი გწაააააამს?

    თითქოს ღმერთის რწმენით იწყება და მთავრდება რწმენა.

  33. linguistuss ამბობს:

    @Christians are Funny
    [blogquote]მოდი უფრო დაწვრილებით განგიმარტავ: ათეიზმი ნიშნავს რელიგიური რწმენის არ ქონას და არა საერთოდ, ნებისმიერი რწმენის არ ქონას.[/blogquote]

    ამაში უკვე გეთანხმები, რელიგიური რწმენის უარყოფა სხვა არა არის რა, თუ არა ღმერთის უარყოფა და თუ მაგას გულისხმობდი დაგეწერა, რას მაწვალებდი:)… უფრო ზემოთ გეწერა:

    [blogquote]ასე რომ ათეიზმი არაფერს არ ამტკიცებს, ის უბრალოდ რწმენის არ ქონაა.[/blogquote]

    რაც შეეხება, იმას რომ რომაელები ქრისტიანებს ათეისტებს ეძახდნენ, მაგას წყაროს მითითება სჭირდება, ისე არ დაგიჯერებ :D, ისე სიტყვა კრეტინი ქრისტიანობიდან იღებს სათავეს:

    [blogquote]crétin , e nom et adjectif
    (mot valaisan)
    1. Individu atteint de crétinisme.
    2. Fam. Personne stupide, sotte.
    (c) Larousse.[/blogquote]

    ადრეულ ქრისტიანობაში, ძველ რომში ქრისტიანებს “კრეტინს” ეძახდნენ, შემდგომში ფრანგულში სულელის მნიშვნელობაც შეიძინა.

    რაც შეეხება ნიჩურიტებს და ნეიტრალიტეტს, რა გითხრა აბა… იყო დრო რეაქციული ათეისტი ვიყავი და ხმალამოღებული ვიბრძოდი ათეიზმის ნათელი იდეებისათვის, გავიდა 6 წელიწადი და მივხვდი, რომ ის რასაც ვამტკიცებდი, იმისი დამტკიცება რეალურად შეუძლებელია, ამიტომაც აღარ “ვატრაკებ” ისე, როგორც უწინ… ჰოდა, რაც არ უნდა ილაპარაკო ათეიზმი რწმენაა, მიუხედავად იმისა, რომ ის რწმენის (რელიგიის) უარყოფაა, რწმენის უარყოფაც რწმენაა და ამაში არანაირი ლოგიკური პარადოქსი არ არის.

    გაბედულ ნაბიჯზე გეთანხმები…

  34. Christians are Funny ამბობს:

    @linguistuss

    ესეც წყარო:

    The meaning of “atheist” changed over the course of classical antiquity. The early Christians were labeled atheists by non-Christians because of their disbelief in pagan gods.

    “Atheism” in the 1913 Catholic Encyclopedia.

    ასე რომ ათეიზმის მნიშვნელობა იცვლებოდა, რაც შეეხება ათეიზმს, მას არ სჭირდება რაიმეს მტკიცება, ეს მდგომარეობაა და არა რწმენა. ეს არის ურწმუნოება ღმერთებში.

    გარდა ამისა, თუ რაიმეს დამტკიცება არ შეიძლება, ეგ სულაც არ ნიშნავს რომ ავტომატურად – მეორე ან შუალედური მდგომარეობაა უფრო რაციონალური ახსნაა

    კერძოდ, ჩემი სუბიექტური ახსნით, ათეიზმი არის Default მდგომარეობაში დაბრუნება.

    სხვანაირად რომ ვთქვათ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი სახის პრინციპი:

    1. პრინციპი რომელიც გამოიყენება სასამართლოში, ანუ უდანაშაულოა სანამ არ დაუმტკიცებ (რაღაც არ არსებობს სანამ არ დაამტკიცებ)

    2. ოკამის სამართებლის პრინციპი: “All other things being equal, the simplest solution is the best.”

    ასევე სრულიად სუბიექტური მოსაზრებით, ამ საკითხზე ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს საკუთარ სურვილზე დაფუძნებით,

  35. Sweet Baby Girl ამბობს:

    @სიქრეთს,

    შენ აგნოსტიკოსი ხარ, ბილივ მი

    nooo! მე ღმერთის არსებობის მჯერა!
    პროსტა იმ რელიგიის არ მჯერა არ ვარ რომელიც საქართველოშია გავრცელებული!

    შემიძლია კოდექსზე დავიფიცო

    მე კონსტიტუციას ვამჯობინებ ხოლმე :D

  36. Sweet Baby Girl ამბობს:

    [არ ვარ] <- ზედმეტია წინა კომენტარში :P

  37. juze ამბობს:

    ტვინს ტყნავთ.

  38. linguistuss ამბობს:

    @Christians are Funny

    All other things being equal, the simplest solution is the best

    ეს არაა “ოკამის სამართებელი”, მისი თავისუფალი ინტერპრეტაციაა. ცხონებულმა უილიამმა აი ეს თქვა:

    entia non sunt multiplicanda praeter necessitatem

    ანუ, entities must not be multiplied beyond necessity–ოოო…

    ასე რომ ათეიზმის მნიშვნელობა იცვლებოდა, რაც შეეხება ათეიზმს, მას არ სჭირდება რაიმეს მტკიცება, ეს მდგომარეობაა და არა რწმენა.

    როგორ ფიქრობ რწმენა მდგომარეობა არ არის? :დ მივხვდი, შენ სიტყვა რწმენა არ მოგწონს. კაი ბატონო მოდი რწმენის მაგივრად “ხლორთქო” ვწეროთ, მაშინ გამოვა რომ თეიზმიც და ათეიზმიც ხლორთქოა… არაფერი იცვლება :)

    პრინციპი რომელიც გამოიყენება სასამართლოში, ანუ უდანაშაულოა სანამ არ დაუმტკიცებ

    ზუსტად ამას უკავშირდება ბერტრან რასელის ჩაიდნის ამბავი, მაგრამ რად გინდა, არ არის ისე როგორც შენ ამბობ, ათეისტებს აქვთ დასამტკიცებელი რომ ღმერთი არ არსებობს და არა პირიქით:)

    ასევე სრულიად სუბიექტური მოსაზრებით, ამ საკითხზე ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს საკუთარ სურვილზე დაფუძნებით,

    ახლა რასაც წერ უკვე მისაღებია ჩემთვის, ანუ ერთმანეთს გავუგეთ… ზედა პოსტებში უფრო კატეგორიული იყავი. ჰოდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით და იმ სურვილის გათვალისწინებით, რისი უფლებაც გამაჩნია, მე აგნოსტიციზმის, ანუ “არცოდნის” მდგომარეობა უფრო მომწონს, ვიდრე იმის მტკიცება, რაც არ ვიცი და ვერც მეცოდინება…

    მორჩა, მეტს აღარ დავფლუდავ ამ თემაში :)

  39. orkz ამბობს:

    linguistuss
    [quote]აგნოსტიციზმი ლოგიკური პლატფორმაა – ათეიზმი და თეიზმი კი რწმენა.[/quote]
    არავითარ შემთხვევაში.
    დაჟე პირიქით.
    ათეიზმიც და თეიზმიც რაღაც დონემდე ძალიან ლოგიკურები არიან და მერე, როცა ლოგიკა ჩიხში შედის, დგება აგნოსტიციზმის ჯერი.
    პოზიციას ტიპა “არაფერი არ ვიცი, დამანებეთ თავი” მე მაგალითად ლოგიკურ პლატფორმად ვერ ჩავთვლი.

  40. orkz ამბობს:

    და ვაშე რაღაც დონემდე ათეიზმი არც გამორიცხავს ამ თეიზმს, თუ დეიზმს.
    ჩვენში რო დარჩეს.

  41. @linguistoss

    მერე მეც ეგ ვთქვი ზუსტად, აი რა თქვა უილიამმა:

    [blockquote]The principle states that the explanation of any phenomenon should make as few assumptions as possible, eliminating those that make no difference in the observable predictions of the explanatory hypothesis or theory.[/blockquote]

    რწმენა არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა! ამიტომ რაც გინდა დაარქვი, რწმენისთვის საჭიროა ის დადგეს! წინააღგმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მოსაზრება რწმენაა, რაც ცხადია მასე არ არის.

    აი თვალსაჩინოდ:

    [blockquote]Belief is the psychological state in which an individual holds a proposition or premise to be true[/blockquote]

    [blockquote]
    Atheism, an absence of belief in deities.
    [/blockquote]

    ასე, რომ ათეიზმს არაფერი აქვს სამტკიცებელი, ის არის რელიგიური რწმენის არ ქონა.

  42. Cyborg ამბობს:

    ორკების გახსენებაზე რამდენიმე რეპლიკა Warhammer 40000 -დან:

    Bless the mind to small for doubt!

    Faith is purest when it is unquestioned!

    Fear denies faith!

    :D

  43. orkz ამბობს:

    @ Cyborg
    TamaSi ezaxe da magari veSebi CiTavs mand :D

    me vaSe seriozulad var Semjdari mag universze, rasac qvia CaviZire

  44. Cyborg ამბობს:

    orkz
    Waaagh!

    u’z da additected to boyzzz :D

    მე ეხლა დარქ ქრუსიედს ვხურავ, ელდარიღა დამრჩა გასაპარსი.

    Hope is the first step on the road of disappointment.

    There is no such thing as innocence, only degrees of guilt.

    my favorite hero, The Librarian

  45. keti ამბობს:

    linguistuss,
    კარგი იყო.
    მიყვარს დასაბუთებული საუბარი და არამხოლოდ – “მე ასე ვფიქრობ”.

  46. სიქრეთს ამბობს:

    orkz

    და ვაშე რაღაც დონემდე ათეიზმი არც გამორიცხავს ამ თეიზმს, თუ დეიზმს.
    ჩვენში რო დარჩეს.

    აბსურდია რასაც შენ ამბობ :)

    ათეიზმის განმარტება პირდაპირ ამბობს, რომ ის არის თეიზმის გამომრიცხავი მოძღვრება :)

  47. Cannabis ამბობს:

    ალლაჰ ილ ალლაჰ
    :ჩხაკ:

  48. tatushka55 ამბობს:

    XD

    ras nishnaaaaaaaavs?
    xshirad mxvdeba xolme :)

  49. Cyborg ამბობს:

    tatushka55
    :D -s tvalebmochutuli versiaa…

    anu chacinebasavit…

  50. OTO ამბობს:

    Nobody talks so constantly about God as those who insist that there is no God

  51. ლილიანი ამბობს:

    ნე ხუია სებე რამდენი გიწერიათ. დოდი საღოლ რამდენია შენი ტოპ.გეს მაჩვენებელი?? : ) ამ პოსტის მერე?

  52. juzepe meaca ამბობს:

    me rom aq daviwyo imis mtkiceba rom xmerti arsebobs da martmaldideboba cheshmariti religiaatqo me rogorc vatyob amis mtkicebas aq azri ar aaqvs. da saertod iset temaze rogoric religiaa vcdilob kamatshi ar shevide aravistan,imitom rom es chemtvis satuti temaa. me ar vetanxmebi arcert gamotqmul azrs rac aq daiwera, yvela adamiani individia da vin rogor piqrobs chemi saqme ar aris. ubralod chemi txovnaa iseti prazebi rogorc aq aris moyvanili,rom“ათი მცნება ყლეობაა, იმიტომ რომ ტყნაული კარგია!”eseti prazebisgan tavi sheikavot gindac amas kargi tu cudi ateisti idzaxdes rogorc tqven ambobt. imitom es im xalxistvis sheurawyopaa vinc rwmenashia…

  53. Ninlol ამბობს:

    Dodi, dgeidan sheni blogis ert-ert mudmiv mkitxvelad migule ! gemrielad cer :D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s