Blog – დიზაინი

იმის გამო, რომ ბევრი ახალი ბლოგერი გვყავს ბლოგოსფეროში კარგი იქნება შიგადაშიგ ძველებმა გამოცდილება გავუზიაროთსავით დამწყებებს.

მე დავიწყებ, მთელ კატეგორიას ვქმნი ახალს თან – Hints for blogs. ვერ ვიტყვი, რომ ყველა იმ რჩევას, რის დაწერასაც ამ კატეგორიაში ვაპირებ – მე თვითონ ვიყენებ, მაგრამ ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი, ზოგი გამოცდილი, ზოგი – სხვების ბლოგებზე ნანახი და ა.შ.

პირველი, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ბლოგის დიზაინი. რა თქმა უნდა, Content is the king და დიზაინის გამო არც ერთი ბლოგი არ ხდება პოპულარული როგორც წესი, მთავარია რას წერ. მაგრამ ასევე მთავარია ამ შენი ნაწერის წაკითხვა შეეძლოთ.

მე მესმის დეპრესიით განმსჭვალულ ბლოგერებს როგორ უნდათ შავ ფონზე წერა, მაგრამ, ხალხო – შავ (ან ნებისმიერ მუქ) ფონზე თეთრი (ან ღია) ფერით დაწერილი ნაწერის წაკითხვა არის ძალიან ძალიან ძნელი, თვალებს ღლის და როგორც წესი, თუ დიდი ტექსტია – არც არავინ კითხულობს.

გადახედეთ ყველაზე პოპულარულ ბლოგებს, ყველა ერგება პრინციპს “შავით თეთრზე”.

თუ მაინც და მაინც შავი ფერის ბლოგი გინდათ, შემიძლია გენიალური მაგალითი განახოთ, როგორ გადაჭრა ეს საკითხი Spieler-მა: http://berulava.blogspot.com/

აზრი არ აქვს არანაირ დიზაინს, საათობით ძებნას თემფლეითებისა და იმათ დაყენებას მერე, საათების და ბრჭყვიალა ლოგოების დაკიდებას, თუ შავ ფონზე წითლად, მწვანედ ან ლურჯად დაიწყებთ წერას, შეყვარებულის ან დაქალის მეტი მის წაკითხვას ვერავინ მოახერხებს. ძალიან მომწონს ინსპექტორი, მაგრამ აი მის ბლოგს ვერ ვკითხულობ. თქვენ რამდენ წამში აგტკივდათ თვალები?

[აქვე, სვითის გაკეთებული თუთორიალი ბლოგსპოტის მომხმარებლებისათვის: “დიზაინის შეცვლა ბლოგსპოტზე”].

ცალკე თემაა შრიფტი. ბოლდები, იტალიკები, ან ბოლდები და იტალიკები ერთად და რამე თვალისმომჭრელი ფერი. სულ მიჩნდება კითხვა – რატომ? ფორუმზეც არის ისე ეს პრობლემა. ასე ცდილობს ხალხი მასისგან გამორჩევას თუ რაღაც, ჯამში უბრალოდ მათი პოსტები წაკითხვადი არაა, ერთადერთი, რითიც გამოირჩევიან – “ა უი ის ტიპი სულ დიდი წითელი ასოებით რომ წერს…”

მაშინ, როცა ბოლდს და იტალიკს, ანდერლაინს, ოვერლაინს (ზუსტად რა ჰქვია არ ვიცი :) თავისი დანიშნულება აქვს და სწორ ადგილას მათი გამოყენება პოსტს ბევრად უფრო აღქმადს გახდის, მახვილებისა და ხასიათის გადმოცემაში დაგვეხმარება და ა.შ.

პატივი ეცით მკითხველებს და ისინიც აუცილებლად გიპასუხებენ  იმავეთი. :-)

შემდეგი პოსტი ამ კატეგორიაში იქნება კომენტარების დატოვების, მიღების და მათზე პასუხის შესახებ, Stay Tuned :D

This entry was posted in Tips for Blogs and tagged , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to Blog – დიზაინი

  1. vax zalian eseigi sulistkivilit da tvalebistkivilit gamschvaluli posgtia mara kaia :D

  2. keti says:

    ვეთანხმები დოდის დასკვნას :)

  3. +1 დოდის.

    პ.ს. შენგან ტრეკბეკი შემომივარდა :D

  4. ”თუ მაინც და მაინც შავი ფერის ბლოგი გინდათ, შემიძლია გენიალური მაგალითი განახოთ, როგორ გადაჭრა ეს საკითხი Spieler-მა: http://berulava.blogspot.com/”

    მეც ეგრე მაქვს :ბის: მშვენიერია, მშვენიერია.

    პ.ს. მე და შპილერა დეპრესიული ემოები :D

  5. bigcrow says:

    აუ არ მიხსენოთ დიზაინი…
    :(

  6. მაღირსა, Reciprocal link ი. :D

  7. პერწკლი says:

    me kidev

    ძალიან ვღიზიანდები ჩემნაირი დიზაინი რომ აქვს ვინმეს, ასე მგონია, მომპარეს : )))

  8. juze says:

    au me rogor mkidia icit? :D

  9. Rocko says:

    შავით თეთრზე ახსენა ვინმემ? :boli:

  10. k84u says:

    @პერწკლი

    “me kidev

    ძალიან ვღიზიანდები ჩემნაირი დიზაინი რომ აქვს ვინმეს, ასე მგონია, მომპარეს : )))”
    ვაფშეტა რასაც “ჩემნაირ დიზაინს” უწოდებ, ადრე ჩემი იყო. :)))

    კარგია დოდი, ასე გააგრძელე და საქართველო გადარჩება :დ

  11. dodka says:

    ლოლ ეს დიზაინი კიდევ არტიდეადან დაწყებული – ყვავით გაგრძელებული – ღმერთების დღიურებით დამთავრებული რამდენს გვიყენია, მაგრამ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ მაინც თავს :დ

  12. პერწკლი says:

    k84u

    ხო? :))))
    ინწერესნო :)

  13. Pingback: Comment me, babe… « Dream is Destiny

  14. Pingback: ბლოგერებისთვის.. « რაღაცნაირი ბლოგი

  15. QeTiIi] says:

    15 wlis var da samushaaoos dawyeba minda… :( magram ar vicii sad vimushaoo da ras mirchevdiit?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s