აღარ მინდა

აღარ მინდა სამსახური, მორჩა.

მაგრად დავიღალე. დებილური რეჟიმია ჩემნაირი ღამურასთვისაც კი – საღამოს 7-დან ღამის 2-მდე.

სახლში მოვდივარ, კიბორგას უკვე სძინავს. ვიძინებ მეც. მერე მეორე დღეს სადღაც შუადღით ვიღვიძებ, ისევ დაღლილი ვარ და ლოგინიდან ადგომა მეზარება. არადა უნდა ავდგე – იმიტომ, რომ კიბორგასთან ერთად რამდენიმე საათი მაინც გავატარო.

კვირაში ორი დღე ვისვენებ. ერთი დღე – კვირაა და ის არ ითვლება, კიბორგა სტრაიკბოლს თამაშობს. მეორე დღე კიდევ ნერვებისშლაა – რახან Day off მაქვს, კიბორგა სახლიდან თუ გადის ცოტა ხნით მაინც, ნერვებზე ვიშლები. და თითქოს ამ დღეს უნდა იყოს ყველაზე მაგარი ერთად ყოფნა, ყველაზე მაგარი სეკსები და ა.შ., მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ასე დაგეგმილი და ნერვებაშლილი ჯამში ყველაზე დებილური დღეა ხოლმე მთელი კვირის მანძილზე.

და ვეღარაფერს ვასწრებ, რაც მიყვარს. ვეღარც ბლოგებს, ვეღარც ფორუმს, ვერც ვუყურებ ვერაფერს.

ხელფასიც ცოტაა ჯერ და არ ღირს ამ ყველაფრად. მერე თან ახლა რაღაც სახელფასო სისტემა შეცვალეს და ახალზე გადასვლის პონტში ფაქტიურად ერთი თვე “ჩავარდება”. ანუ ნორმალური რაოდენობის ხელფასი დეკემბრამდე თუ იანვრამდე კიდევ ან იქნება და ან არა. მანამდე კიდევ ვერ გავძლებ.

ნუთუ ყველას ასე უჭირს? ნებისყოფის რაღაც ძარღვისგაწყვეტამდე დაძაბვა იმისათვის, რომ ყოველ დღე ადგეს და სამსახურში წავიდეს? და ყველას ასე უწევს ძლივს თავის შეკავება შუა მუშაობაში, რომ არ მიაფურთხოს ყველაფერს იმ წამსვე, გაიქცეს სახლში და ჩაწვეს თბილ ლოგინში?

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to აღარ მინდა

  1. lilian ამბობს:

    doz yvelas szags misi samushao raoden kaic ar unda iyos , ase rom isa Zerjiis bebe!!!
    :jump:

    vso budet xarasho vso budet xarashoo!

  2. მიქლიო ამბობს:

    ეჰ, მეც საერთოდ ყველაფერზე უარის თქმამ მომიწია სამსახურის გამო, ეგ კი არადა 2 საათს მარტო გზაში (სამსახურამდე და სამსახურიდან) ვკარგავ.

    ანუ თვეში ერთი დღე, უბრალოდ მარშუტკაში ან ავტობუსში ვზივარ და ვმგზავრობ… :(

  3. paranoichka ამბობს:

    ალბათ ეგ მაინც სასტიკად დაბალი ანაზღაურების ბრალია. ანუ უფრო ნაკლები რამე გაკავებს მანდ რა) არ გიღირს.
    და ისე უმეტესობა მართლა ვერ იტანს სამსახურს. და ზუსტად ეგ არ მინდა რომ მომივიდეს მეც)

  4. keti ამბობს:

    კარგია,აქ პოსტები რომ დამხვდა :)

    აუუ.. სამსახურში წასვლა და მერე წამოსვლა და შუალედში – მუშაობა ესაა, რასაც საშინლად ვერ ვიტან და რაც მთელ დროს მართმევს.
    მე დრო არ მაქვს :(
    დროს ვეძებ
    და ვერ ვპოულობ :)

  5. keti ამბობს:

    მიქლიო,
    მეც:(
    და ახლა ვნახე, რომ ეს მთელი ერთი დღეა თურმე თვეში:(((

  6. Pink Panthere ამბობს:

    კოშმარ! მაგრამ უარესებიც ხდება :)
    ერთი დღე თუ გაქვთ ერთად ყოფნის საშუალება უნდა შეირგო 100% -ით

  7. linguistuss ამბობს:

    @ მიქლიო

    სწორად მაგის გამო ვიყიდე მანქანა. ახლა 2 საათის ნაცვლად გზაში ვხარჯავ ერთს, მაგრამ მაინც მებევრება :)

  8. HoNeY ამბობს:

    უუუფფ ეგრე რა …ძლივს არ დამხვდა ახალი პოსტი ბლოგზე ბლია…. ერთადერთი ბლოგია ქისი სEნი რომელსაც სისტემატურად თვალს ვადევნებ და ვკითხულობ….. არაუშავს დეტკა შენს შესაფერის სამსახურს გაჩითავ მალე იმენია…უდაჩი :2kiss:

    დღეს გნახავ რა მაგრია :jump:

  9. bigcrow ამბობს:

    :spy:
    ტრეფიკინგში ხარ?

  10. chaotic ამბობს:

    wellcome back :)

  11. nemorez ამბობს:

    citebi galoben
    qvisTvis sul 1
    cxovreba muSaobaa
    :)

  12. hermi ამბობს:

    შენი მონაცემებს პატრონს საერთოდ მანდ რა გინდოდა :)

  13. Cyborg ამბობს:

    ვერ გაიგეთ თქვენ მეგობრებო: ეს პოსტი მის ამ სამსახურიდან წამოსვლას მიეძღვნა, ტო იესწ ნაწილმა ვერ გაიგეთ…

    ნუ რო არ ვთქვა რო პირადად მე მხარს ვუჭერდიო შემიძლია ვთქვა რო ვისარგებლე ე.წ. ვეტოს უფლებით და მეთქი ჯიგრიკ – ან მე, ან სამსახური… იმიტო რო რეალნა უბედური იყო მარა ვერ მოდიოდა – შენო იფიქრებო რო მე უტრაკო ვარო და რო ესაო და ისაო, ხოდა პასიძელ ია კაკტა რაზოკ ნა უნიტაზე და ნა მენია, კაკ ი ნა ვსეხ სიძიაჩიხ ნა უნიტაზე, სნიზაშლო აზარენიე რო ჩემგან ელოდებოდა ინიციატივას – ტო იესწ რო პროსტო “I really, really don’t give a fuck” არ იყო საკმარისი. ხოდა მეთქი ასთე მეგობარო… ყველაზე ხოხმა იყო ის ცირკი რომელიც მერე უწევს ითამაშოს ადამიანს – რო ვითომ უბედურია რო აღარ მუშაობს, მეც მასე ვარ ხოლმე და იმიტო ვამბობ, ანუ მაგ სამსახური იყო ჯასთ იდეაში მომავაში პერსპექტივა, ხელფასი სხვა საქმეებიდან ისედაც აქვს და ბინის ქირის გადახდაზე მაინც სუ ტრაკის გაგლეჯვა მოგვიწევდა ასეც და ისეც და იმენნა პო ხუი იყო სინამდვილეში მანდ იმუშავებდა თუ არა და 2 კვირის მერე გული ერეოდა… მარა მაინც 1 დღე დეპრესიაში ყოფნა ვითამაშეთ, ტო იესწ ის იყო დეპრესიაში – მე ვაწყნარებდი… იუჟუალი პირიქით არის ხოლმე, მე კვარგავს სამუშაოს და ის “ცდილობს შემაგნებიოს რო the world is not over”… არადა იასნია ყველამ ყველაფერი ისედაც იცის მარა ნუ რიტუალი არის რიტუალი… ტაკ ჩტო it was ok. :D

    ნუ ზა ტო ეს დღეები ზის, სუნთქვას, ცოცხლობს… ხო ისევ დაიწყო პრეტენზიები სექსზე შენგან ჩემზე მეტი ინიციატივა რატომ არ არისო… თავი მარტო იმით დავიცავი რო წინა 2 კვირა ვისგან იყო თქო? – პრუწა თვალები მარა პასუხი ვერ მოიფიქრა…

    ენივეი ამ ყველაფერს განვიხილავ როგორც ძალიან დადებით მოვლენად რომელიც უფრო გაუადვილებს გაიგოს ხოლმე ჩემი მდგომარეობა როცა გაცხარებული მუშაობა მაქ (ჩემი ცხოვრება შედგება პრიმერნა 182 დღე ყვერების ფხანისგან და 182-ი დღე გიჟივით მუშაობისგან ნერვების დაფლეთვამდე…) – ხოდა პირველი 182-ი დღე “კაი ბიჭი’ ვარ ხოლმე და მეორე182-ი დრიდან მხოლოდ 90 დღეს ვიღებ მისგან მხარდაჭერას, დანარჩენი 90 სამსახური ხო ტვინს მი@!№@-ას და თვითონაც ტვინს მი@№!@-ს,ეხლა კიდე, ამ ყველაფრის მერე იმედია ტვინ მოუ@!№@-ი დღეების პროცენტულობა აიწევს!

    რაც შეეხება ზოგადად სამსახურებს:
    15 წლიდან ვმუშაობ, სხვა და სხვა განაკვეთით, მქონდა ფულლ დეი, ფულ ვიკ (ნოუ ვიქენდზ), ჰალფ ტაიმ და რავი ყველანაირი სამსახურები, ხსირად 2-3 პარალელურად, ვყოფილვარ ყველფერი დაწყებული რიგითი აი-თიდან და დამთავრებული გაცხარებული ცხოვრების მქონე ფირმის დირექტორით… ხოდა ბეეეეეეეეეეევრი წამების მერე, და ამით ვამაყობ, მივხვდი რო if I dream how to die – this condition can not be called living, so either I live as I want to live – or I’d better die – იასნია ყველა ფიქრობს ამას მუდმივად… მარა რაღაცნაირად შარშან მომეცა ამის განხორციელების ძალა, აი იყო მომენტი ხელფასი მქონდა 0-ი. და ვიღებდი ძალიან საბლაზნიწელნი შეთავაზებებს კარგი ხელფასით და კარგი “სკამით” და უარს ვამბობდი მხოლოდ იმიტო რო 9-დან 6-მდე არ ვიჯდებოდი. და ბოლოს გამიმრთლა, 2 რამეში გამიმართლა რა რეალნა რა ბოლო დროს – დოდიმ მომწერა გრძეეეეელი პმ-ი ფორუმზე რას ფიქრობს ცხოვრების შესახებ (3 წლის უკონტაქტობის მერე) და ლევ-ს წამოცდა რო აქვს ვებ-დიზაინ სტუდია რომელიც დახურვის პირასაა, არი ზაკაზები და არ არი თანამშრომლები და… და მე თავი მოვი@!№-ი ვცდი თქო (არადა მანამდე ვიგინებოდი არანაირი PHP და ჯავასკრიპტი ჩემ ცხოვრებაში თქო…)

    დღეს – რეალნა მე და ლევი ვართ 50/50 CT Design -ის კონტრაქტებზე, და ნუ 2 თვეში ერთი ზაკაზი მაინც გვაქ ნა ნარმალნუიუ სუმუ, რეალნა ალბათ წელიწადში სადღაც 10 ზაკაზი გვაქ სინამდვილეში ისეთი რო ხელს მოკიდებს კაცი, გააკეთებს და წლიდან წლამდე იცხოვრებს.

    + გაიჩითა ადამიანი საოცრება – ნიკა ქაჩლიშვილი, 21 წლის ბიჭი რომელიც ჩემ თვალში არი გაურკვეველი საოცრება, ისეთ საქმეებს აკეთებს და ატრიალებს რო გამო@!@!№ები ადამიანი, ჩვეულებრივი ბიჭია არადა, გეპეი დაამთავრა (ნუ ჩისტა ფორმალურად) წელს და არც მამიკო ყავს მილიონერი ან რამე, პროსტო ხვატკა აქ და რაღაც… არ ვიცი… მოკლედ იყო საინტერესო არა მარა ყოველ შემთხვევაში დიდი ზაკაზები ქართული ბიზნესიდან ჩისტა პროგრამირების ამბავში – ანო ი პრიატნა, ხაწია ვიმეორებ ჩისტა პროფესიულად არაფერი საინტერესო…

    მარა ღლავნოე – მაიო რაბოჩეე მესტო ვ 3-ხ მეტრახ ატ ლუბიმოი ჟენშინი, მოი პერერივ – ვსიგდა ზაკანჩივაეტსია სექსომ და მოი ლანჩ – ჩიჟი-პიჟი პურით, ყავა და რამე პარნუხები :დ

    კაპიკი ფული არ მაქ ზედმეტი, სუ ვარ -1000 ლარ ვალში, ხან ვისთან ხან ვისთან – მარა ანო ტავო სტოიტ ჩემთვის, კი იგივე ზვიგენას უკითხია რო როგორ ცხოვრობ ეგრე რაღაც სტაბილურობის გარეშეო, ბეწვზე ჩამოკიდებულიო… იმიტო რო არი თვე რო არაა არაფერი ზაკაზი და თუ რამეა – ისენი ფულს არ/ვერ იხდიან… რავი – გამიმართლა და დოდიც მეთანხმება იმაში რო ჯობია ქუჩაში, პარკში სკამზე ვიცხოვრებთ და ბავშვს პამოიკაზე გავაჩენთ ვიდრე მთელი ცხოვრების მარტო 10%-ს გავატარებთ ერთად… ნიკაკოი რამანწიკი – ჩისტი ბიზნეს – მუშაობით მეც იგივეს ვმუშაობ რაც ლუბოი სხვა, პროსტო ნაღდად არ ვთვლი რო სამსახური არის ეფექტური სამუშაო გარემო… მე პირადად ნებისმიერ თანამდებობაზე, ყველგან სადაც ვიყავი, რეალურად დროის 70% და ენერგიის 90% მეხარჯებოდა არა სამსახურზე… და ბევრი ამას ეტანება კიდეც, სამსახურეობრივ მეგობრობას და ფლირტაობას და სირობებს… იგივე “დროის მოპარვას” სამსახურისგან ტამ საიტებზე ძრომიალით და ა.შ. – მარა რო დაუფიქრდეთ – გიღირთ ეეგ + ფული იმად რო სიკვდილის წინ ინანოთ ყოველი იქ დახარჯული წუთი?

    არავის ჭკუას არ ვასწავლი, იმიტო რო არავინ იცის მე თვითონ რა უბედურება დამემართება ამ ყველაფრის გამო, იგივე როდის მომიწევს იატაკის მხეხავად მუდმივ შტატზე მუშაობა ლიჟბი ოჯახი გამოვკვებო, ყველას ყველაფერი ცხვირში მოგვხვდება რაც კი შეიძლება – ეს გარდაუვალია, მარა ეზ ლონგ ეზ მე ვეცადე – I’m ok with my life if I die even right now – are you?

  14. ketketa ამბობს:

    life? yeah, what’s that?:)
    I think it’s ok if I die right now, coz I just don’t care

  15. Jaco ამბობს:

    How impressive კიბორგ! მე მაინც 9-დან 6-მდე სამსახური მაქვს (ნუუ, მქონდა და ამ ეტაპზე 1 წლიან სასწავლო შვებულებაზე ვარ:)) და რაღაც პერიოდი ეგრე ვიქნები… და რაღაც შეიძლება ბევრ რამეში არ დაგეთანხმო, მაგრამ ფიფლ არ დიFერენთ და გუდ ლაქ, იმედია ისე ააწყობ (ანუ ისე გააგრძელებ) შენს ცხოვებას როგორც შენ გინდა და რაც მთავარია კმაყოფილი იქნები შენ და ის ხალხი ვისზეც შენ მართლა ზრუნავ…

    ენივეი, ფული მაინც ძალიან საჭიროა ბლიად რა:)))

  16. Cyborg ამბობს:

    Jaco
    ხო ზუსტად, მეც რო პახაძილ, პადუმალ პირველ რიგში მაგ დასკვნამდე მივედი რო ფიფალ შუდ live as they think they should be living, და რო ეს ჩემი პროპოვეძები დავახვიო და ტაკოში გავიკეთო, ჩესნა – იმენნა ყველას თავისი პანიაწიე აქვს ბედნიერების და ნაღდად იმენნა არაფერი არ არი მანდ რაც შეიძლება სხვას ასწავლო ან რამე ეგეთი ნავაძიაში კითხვები დაუსვა… ვი@!@ვე პაწა, მე მაპატიეთ.

  17. Jaco ამბობს:

    :))))
    საინტერესო @!@ობა იყო მაინც კიბორგ, მე ინტერესით წავიკითხე:)

  18. miramax ამბობს:

    მდაა.. ეს დეპრესიაა?

    კომენტებიც კი წავიკითხე, მარა დაიკიდე, შეგიძლია პასუხი არც მომწერო ;)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s