Weddings

ქორწილებს, ქელეხებს და ბანკეტებს ვერ ვიტან. [დაბადების დღეებსაც. და აქვე – ბარბ, კიდევ ერთხელ გილოცავ სრულწლოვანებას და პარნუხის ყურების ლეგალურ უფლებას].

ქორწილში ერთხელ ვარ ნამყოფი. ვიღაც ყვავი-ჩხიკვის მამიდა ნათესავმა, რომელიც ბოლოს 2 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვნახე, ცოლი მოიყვანა და გაუგებარი მიზეზების გამო ჩვენც მოვხვდით დაპატიჟებულთა სიაში.

ის საღამო ტრავმად ჩამრჩა გულში.

400 კაციდან 4-ს ვიცნობდი მხოლოდ და 5-ის შესახებ გაგონილი მქონდა.

მე და ჩემი და აბსოლუტურად უცნობი ნათესავების ირგვლივ მოვხვდით და უსაქმურობისგან თავჩარგული ვჭამდით ერთი საათი. შევჭამეთ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა და რაც ძალიან ცუდად არ გამოიყურებოდა. მერე შევჭამეთ ისინი, რასაც გადაწვდომა სჭირდებოდა და რაც მთლად კარგად არ გამოიყურებოდა. მერე შევჭამეთ “ცხელი” რომ შემოაქვთ რაღაცეები. ბოლოს ბარბი გვერდით მაგიდებს გადასწვდა სულგუნის ნადუღიანი ფირფიტებისთვის. შემდეგი ერთი საათი ვსვამდით. ასევე მაქსიმალურად თავაუღებლად. ერთადერთი მოსიმპატიურო არსება ვინც დავინახე და თვალები დავუჟუჟუნე – ჩემი ასევე  ყვავი ჩხიკვის მამიდა ნათესავი აღმოჩნდა და შეშვა დოდკა ჩეჩმის შენებას…კიარადა, გლაზკების სტრელბას.

ნუ იქ საინტერესო მომენტები… როგორიცაა მეჯვარე გოგოს გამორჩეული ცეკვა კაი შეხსნილი კაბით, ტრიალებით, მკერდის ქანავით და რამე [ეტყობა სამეჯლისოს მოცეკვავე იყო], და ნათესავების დანანებით ჩურჩული, რომ ეს გოგო არ უნდა აერჩია მეჯვარედ – მთლად დაჩრდილა პატარძალი…

ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ საკმარისად ვითმინეთ ზრდილობის გამო ეს ხალხი, ვისი სახელებიც არ ვიცით და განვიზრახეთ ელზას (დედას) მოძებნა, რომს ახლში წასვლაზე შეგვება. ამისთვის უნდა გადაგვეჭრა დარბაზი და აი აქ… შუა დარბაზში მიჭერს “თამადა”, ჟვანიას რომ დასცინის ის ტიპი და წყვეტს, რომ მე აუცილებლად უნდა ვიცეკვო… რამდენიმე წუთი მუსიკის ხმამაღალ ღრიალში მეც ხმამაღლა ვღრიალებ, რომ ქართული ცეკვა არ ვიცი და საერთოდ მკიდიხართ თქვენი ეროვნული ფასეულობებიანად, ბოლოს ვაღწევ ელზამდე და მე და ბარბი ორ ხმაში ვემუდარებით, დროზე წაგვიყვანოს სახლში.

ამ დროს ისევ მოდის ეს ჟვანიას გამშარჟებელი, ამჯერად უკვე მაგიდასთან, მე ფერფური გადამდის და ის, ეშმაკურად:

– ვიიიიცი რატომ გეჩქარება! კომპიუტერი გაქვს სახლში, ხო? წკაპ წკაპ წკააააპ! მეც მიყვარს მაგრად, მირკი და რამე ჩეთები!

აქ კინაღამ ღნავილს ვიწყებ… და მოვდივართ სახლში. და საკუთარ თავს ვპირდები, რომ ქორწილში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოვხვდები, სასურველია – მეტჯერ აღარასდროს, და მე არასდროს, არასდროს, არასდროს გავმართავ “არიქა ამაღამ გაჟიმვა მეღირსებას” აღსანიშნავ ზარზეიმს, არ ჩავიცვამ ფარდას და არ დავაპურებ უცნობი ნათესავებს.

ჯერჯერობით ამ დანაპირებიდან ყველა პუნქტს ვასრულებ.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

30 Responses to Weddings

  1. Sweet Baby Girl ამბობს:

    lol

    ქორწილი მეც მქონდა მაგრამ მაგ პუნქტებიდან არცერთი არ შემისრულებია…

  2. Lilian ამბობს:

    ლოოოოოოოოოოლ
    სმეშნო დო უპადუ :)

    კაკ რაზ მასეთი მარაზმების შესახებ დავწერე მეც (ქორწილების ტემაზე პოსტი)
    ეგ რაღაც სასწაულებრივი მარაზმია

  3. keti ამბობს:

    – ვიიიიცი რატომ გეჩქარება! კომპიუტერი გაქვს სახლში, ხო? წკაპ წკაპ წკააააპ! მეც მიყვარს მაგრად, მირკი და რამე ჩეთები!

    ლოოოოლ!!!
    რამ გაახსენა, ა?
    ალბათ თვითონ ეჩქარებოდა ჩეთებში :დ

  4. utvino ამბობს:

    loool
    ვერ ვიტან ქორწილებს
    მე დიდი იმედი მაქვს არ მექნება :დრუგ:
    თუ მექნება , აი ძაან სხვანაირი
    სადმე მინდორში, ღამე, ლამაზი ნათურებით , ნორმალური მუსიკით, ვიოლინო და მთელი ამბები, ავსტრიული მუსიკა და ძალიან ახლო მეგობრები , არავითარ შემთხვევაში ნათესავები …

  5. dodka ამბობს:

    ქეთ, პრიკოლი ისაა, რომ ის ტიპი საერთოდ პირველად ვნახე ცხოვრებაში და კომპიუტერი საერთოდ საიდან მოთხარა, ვერ მივხვდი )))

  6. kuda ამბობს:

    როგორ მესმის შენი :))
    მე მიმღერეს კიდეც ”ნათიაო ნათიაო”
    დოდიზე ეტყობა სიმღერა ჯერ არ ოუფიქრებიათ : )))
    და რა მაცინებს, 11ში მგონი ნათესავის ქორწილში მივდივარ და მგონი მეჯვარედ :ვის: არადა სულ ორჯერ მყავს ნანახი, ერთხელ ბიძაჩემის და მეორედ დეიდაჩემის გასვენებაში. არ დავჯდები შემაღლებულ ადგილას :ქრაი:

  7. fizikosi ამბობს:

    დოდ, ეტყობა შენ ბლოგს კითხულობს…რაიცი რა ხდება. :)

    წარმომიდგენია ნამდვილი ბანჯგვლიანი ქართველი მამრთაგანი, რომელიც “ჩათებში ზის” და ხანდახან შენ ლოგს გადაავლებს ხოლმე თვალს…

    მოკლედ მაგარი კომიკურია იმჰო

  8. Rocko ამბობს:

    ბუხახა :D
    შენ გაიხარე კისი :D ძაან ვიცინე ძილის წინ :D

  9. chaotic ამბობს:

    უFFF…
    არადა, მინდა ქორწილი და თეთრი კაბა და ჩოხიანი ტიპები და “ვისია, ვისია, ქალი ლამაზი”-ს ფონზე ხანჯლების ქვეშ გაძრომა….

    :user:

    მარა, მერე რომ ვიცი,რო ჩასკდებიან და საცივში თავებს ჩადებენ და რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ერთმანეთს დაერევიან და დახოცავენ…..

    ზომიერ ჭამა-სამს როდის მივეჩვევით, ნეტა…. :user:

    ერთადერთი ქორწილი, სადაც ჩხუბს არ შევსწრებივარ, ჩემი დის ქორწილი იყო. არადა, ყველაზე არეული ხალხი მანდ იყო და დღემდე მიკვირს, როგორ არ წააყარეს ერთმანეთს :D

  10. CheshireCat ამბობს:

    ლოლ ) არ დამავიწყდება, ჩემი ძმის ქორწილი რომ მორჩა(საღამოს 10 საათზე :დ ) ოფიციანტები ჭორაობდნენ:”რა მოსაწყენი ქორწილი იყო, არავის არ უჩხუბიაო :S “

  11. keti ამბობს:

    დოდი,
    ჰოდა თვითონ სადაც ეჩქარებოდა, ჩათვალა, რომ ყველას იქ ეჩქარება, ანუ კომპთან :)))))

  12. ketketa ამბობს:

    “არ ჩავიცვამ ფარდას” :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
    რა ჯიგარი ხარ, დოდ:)))))))))))))))))))))))))))

  13. Cyborg ამბობს:

    ებჯო, ცოტა განდგმილად შეხედეთ საკითხს:

    რა უხარიათ??? – 2-მა ადამიანმა თავის ნებით მოაწერა ხელი საკუთარ მონობას, დაღლას, ნერვების შლას და კიდე ბუნებასთან ბრძოლას და ერთგულების მცდელობას…

    და ხალხი ზეიმობს…

    ცალკე თემაა მოვლენა – ტრადიცია. არაფერია იმაზე უფრო მარაზმატიკული რო ცდილობ ისევე გააკეთო რაღაც ფართი როგორც ვიღაცა სხვამ გააკეთა… იმჰო მიუთითებს ფანტაზიის უქონლობაზე…

    ხო კი, ვინ ახდევინებს საქართველოში “ბავშვებს” ქორწილს, ქორწილს იხდიან მამები და დედები და ისენი გეგმავენ… და ზუსტად იმიტო რო ეზარებათ და ფანტაზია არ ყოფნით – გეგმავენ კაკ ვსე…

    არა ხო, ქორწილში ერთი ორჯერ ვარ ნამყოფი მარა ისე… გამვლელის სტატუსით, იცოდნენ რა @!@-ც ვარ და არავის გაუტრაკებია, ჩემთვის მივუსამძიმრე “ნეფე-პატარძალს” – გავუღიმე, გამოვედი გარეთ, დავლიე კოკა კოლა და წამოვედი სახლში… ა კიდე თომას ქორწილზე კი არა და ჯვრის წერაზე ვიყავი, ეგ ვაფშე ხოხმა იყო… მივედი, უამრავი კლასელები, ყველას გამოველაპარაკე, გავუღიმე, მოვძებნე “მეჯვარე” რომელიც საჩუქრებს აგროვებდა, მივაწოდე კონვერტი ესეიგი ჩემგან და წამოვედი.

    მარა ნუ ეგ კიდე ხო, გამოუცდელები არიან, ბევრ წყვილს გულით უხარია “ქორწინება” – მართლა დამსკდარი ყვერების რაზგრუზკის მოახლოების ნიშანია და…

    ხოდა აი მარტლა გამაოგნებელი მოვლენებია ქელეხი და პანაშვიდი.

    აი მაგეებზე ნაღდად არ დავდივარ უკვე ალბათ 10 წელია… სუ რო მომკლან მარაზმში სახელად “ვილოთაოდ და გავიცნოთ ერტმანეთი დათოს მიწაში ჩადების დღეს” და “წამო წრეები დავარტყათ დათოს გაციებულ სხეულს” – მონაწილეობის არათუ სურვილს ვერ ვხედავ, აი ნაღდად მინდა ხოლმე შევუვარდე და გრანატა შევუგდო… განსაკუთრებით თუ ვინმე ახლობელი გარდაიცვალა და მიდი მოვდივარ… მოდის ნაროდი, ხუი ზნაეტ ვინ, ხუი ზნაეტ რა უნდა, არტყამს წრეს ადამიანს რომელიც მისთვის არაფერს არ ნიშნავს, ან ნიშნავს ლაითად…

    აღღღრრრ ერთხელ გავაფანატებ და შევუვარდები რაღაცა dual weld ხანჯლებით და ავკუწავ ყველას…

  14. HoNeY ამბობს:

    მეც ვერ ვიტან ქორწილებს, განსაკუთრებით გული მერევა ნათესაობის ქორწილებზე, და არც დავდივარ, ნუ პირველ მეორე კლასში ვიყავი ბოლოს,
    მე ვაპირებდი ქორწილის გაკეთებას ერთ დროს, დღეც იყო დათქმული, და ერთ დღეს კაბის შესარჩევად გავედი და…. ტირილით მოვარდი სახლში და განვაცხადე რომ ქორზილის შესახებ სამუდამოდ დაივიწყონ.
    საბედნიეროდ ის კაცი ვაბშე ნა ხუი წავიდა მალევეე და …. “ვიღაც ნათესაობების დაპურებას” როგორც ქისიმ აღნიშნა ზემოთ, გადავრჩი ….
    ვფიქრობ უბრალოდ ზედმეტი უაზრო სამარიაჟო ხარჯია, მეტი არაფერი

  15. perse ამბობს:

    მოკლედ დოდიმ რო თქვას არიქა ხალხო მე ვხტები წყალშიო მთელი ეს ბლოგერები დაირაზმებიან და პანტაპუნტით გადაყვებიან!

  16. Secrets ამბობს:

    “არიქა ამაღამ გაჟიმვა მეღირსებას” აღსანიშნავ ზარზეიმს, არ ჩავიცვამ ფარდას და არ დავაპურებ უცნობი ნათესავებს.

    ღღღღღღღღღღღღღღღღღღღღ

    ლოოლ

    :დ

  17. miramax ამბობს:

    |არასდროს გავმართავ “არიქა ამაღამ გაჟიმვა მეღირსებას” აღსანიშნავ ზარზეიმს, არ ჩავიცვამ ფარდას და არ დავაპურებ უცნობი ნათესავებს.

    აააააააააააააა, ვაიმე გავიგუდეეეე :)))))))

    მარა ქორწილი მაინც მიყვარს :D
    ჩემი არა ოღონდ, სხვისი!

  18. kuji ამბობს:

    yochag dod ase megona sakutar nacers vkitxulobdi. ogond me uaresad maqvs saqme, veravis dabadebis dges ver vitan, tu mainc micevs casvla ise vitxlishebi ro araferi maxsovdes mere.

    p.s. baton kiborgs gadaeci romelic ratomgac chemi txovnisa skaipshi ar shemodis, im temaze sadac tyviebzea saubari shevides da xalxs pasuxi gasces, ro gamaxsnevina uazrod tema :)

  19. juze ამბობს:

    bozi viyo qorcilze metad tu rame mezizgebodes, chemi arc erti natesavis qorcilshi ar var namyofi, nu ertisashi marto :D kazbegshi momicia im drosm yofna da nu mere yazbegshi kai qorcili ician, meore dges xinklaobit da rame. ho mokled chemi bazshvilebis da mamidashvilebis (nu romlebtanac axlos var) ar vyofilvar magat qorcilebshi, mere kazualurad shexvedrisas damilocnia, magalitad sofelshi rom chamodiodnen zafxulshi meugleebtan ertad :D

    ar gadavixdi qorcils arc ert variantshi, mamachemis dajinebuli motovnis miuxedavad :D romelic gamodis teqstebit rom misi shvilis daojaxebam ar unda chairos ise, tumca mamachemi sabednierod araa jemali bizia da aseti zemaramatikuli sheteveb ziritadad celicadshi ertxel xdeba xolme isic 5-10 cutit :D

    chemi zmakacebis qorcilshi caval tu ara ar vici, amaze ar mifiqria. vabshe kai iqneba tu ar gadaixdian, amis propagandas aqtiurad vecevi xolme :D

  20. Cyborg ამბობს:

    ვსიო, ფიფალ, ეხლა წრეში ჩავდგეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, შევკრათ პროტესტის წრე და გვიხაროდეს… we all hate Georgian party style :D

    ჩვენ გაგვიმარჯოს! …იკ… – ალავერდი შემდეგ მპოსტავთან…

  21. Secrets ამბობს:

    მოდი ეხლა ჩემს ძმას, ჩემს სიყვარულს, ჩემს გაგებას და სილამაზეს და ქართველობას, ჩემს სამ ჩ-ს და გაგებას გაუმარჯოს, სილამაზეს სიყვარულს და ჩემ ძმას და ქართველობას, ქართველობის გაგებას და ქართულ სილამაზეს, ჩემს ძმას გაუმარჯოს გაგებაში!

    :რა გქვია ბიჭი შენ?სმაილი:
    :მერაბი:

    ჩემს მერაბის გაუმარჯოს!

  22. Goddess ამბობს:

    ეეე ვერ ყოფილხართ თქვენ კაი პურიმჭამელები :) კაი ქორწილს რა სჯობს.. ოღონ კარგი თამადა უნდა იყოს (რომელიც მართლა ხუმრობს) და კარგი სასტავი (და არა დოდკას ნაირი ნათესავები, რომლებიც მხოლოდ თავჩარგულები ძოვენ :) )
    ნუ ბავშვობის სანათესაო ქორწილების გამოცდილებით მეც ვერ ვიტანდი მაგ მეროპრიატიეს, მაგრამ რისენთ ქორწილებმა გაამართლეს და აზრი შევიცვალე ;)

  23. Kate ამბობს:

    აუ აი როგორ მეზიზღება ეს ქართული იდიოკრატიის მწვერვალები რა…

    ქართული ქორწილი…
    ქართული ქელეხი…
    ქართული პანაშვიდი…

    ვეთანხმები უტვინოს…
    “თუ მექნება , აი ძაან სხვანაირი
    სადმე მინდორში, ღამე, ლამაზი ნათურებით , ნორმალური მუსიკით, ვიოლინო და მთელი ამბები, ავსტრიული მუსიკა და ძალიან ახლო მეგობრები , არავითარ შემთხვევაში ნათესავები …”

    მეც ასეთი მინდა…
    ან საერთოდ არ მინდა ვიღაც ნათესავების გამოკვება…
    თან ნაგლები რა…
    რომ არ დაპატიჟო, ნამუსზე ეყოლები აგდებული მთელი დარჩენილი ცხოვრება…

  24. keti ამბობს:

    kate
    თუ შენც ასეთი გინდა, როგორც უტვინოს და თუ კიდევ 5–ს მაინც მოუნდება ასეთი, იგივე გამოდის, რაც ზემოთ, პოსტში წერია.. ;) :)

  25. Prankster ამბობს:

    ამდენი ხნის მოვიყარე და დაკრძალვაზე დაპატიჟების ასეთი ინტერპრეტაცია პირველად გავიგე 1 კვირის წინ – წამო, ხვალ დათო ბებიას თესავსო…

    თურმე ხშირი ყოფილა… ესეც მერე გავიგე…

    პიზდეცია…

  26. juze ამბობს:

    prankster magi ra aris, me ertxel mitxres rom panashvidebs da gasvenebebs video kamerit igebeno, ai rogorc qocilebs, ar mjeroda :) mere ertel cavackdi sadgac da გამოვყლევდი.

  27. Cyborg ამბობს:

    Prankster, Juze
    OMFG ბლიად… ახუეწ ბოშიზ… თესავსო??? :დ ლოლ… თუ რგავსო? – გააჩნია ჰორიზონტალურად დებენ თუ ვერტიკალურად არა?…

    kate
    აი ამიტო ყველა ქალი ხართ პრადაჟნუ დუროჩკები… ყველას გინდათ ქორწილი, პროსტო ტამ 300 უცნობი კაცის ნაცვლად, გინდათ 300 ნაცნობი…

    და არ უფიქრდებით პრინციპს – ნა ხუია???

    ნა ხუია უნდა შეიყაროს 200 კაცი? – თუმდაც ყველა ნაცნობები???

    რო რა? – მოგილოცონ რა? – ხელის მოწერა არის კონტრაქტის გაფორმება.

    პროსტო ყველა ქალს იმენნა მთელი ცხოვრება ოცნებობს და უნდა რო ქორწილი ქონდეს და საქორწინო საჩუქრები მიიღოს და ვ ცენტრე ვინმანია იყოს 1 დღე და მერე ბევრი სურათები და საქორწინო ვიდეოები ქონდეს და… ყველა იყიდება ამ ატრიბუტიკაზე, ტვინი ეკეტებათ და აღარ იაზრებენ რო ქორწილი გაუგებარია რა არის და რისთვის არის.

    მეტიც – ხელის მოწერა და ქორწილი არი კაკ რაზ მშობლებისთვის და კუნძის კინკილა ნათესავებისთვის, რო აი მეგობრებო – გაიცანით ჩემი ქმარი რომელიც არც მანამდე გინახიათ და მეტიც ვერ ნახავთ იმიტო რო თქვენთან ახლო ურთიერთობა არ გვაქ, პროსო პრიჩინა ყველა “უცხო” ნათესავი შეყარონ შენმა მშობლებმა რომლებისთვისაც ის ნათესავები “ძველი დაკარგული” ნათესავებია – და აჩვენონ რო აი ჩვენი შვილის ქმარი, სადმა ჩხუბში თუ მოხვდით – არ მოკლათ. ნახვამდის.

    ი ვსიო, შენი ყველა ახლო მეგობარი კიდე ისედაც იცნობს შენ ქმარს, არის მისი მეგობარი, იცის რო გაქვთ სექსი, რო ცხოვრობთ ერთად და კიდე ისიც იცის რო ქობულეთში დაცხეთ რამე სისულელეზე და 2 დღე იყავით გაბუტულები, ხოდა რაღა ქორწილი??? – გეუნები საქორწინო საჩუქრები გინდათ ქალებს და მეტი არაფერი… :დ

    და ქორწილში დავდივარ მხოლოდ 1 შემთხვევაში:
    როცა არი ბავშობის ძმაკაცის ქორწილი, რომელიც არ მინახია 20 წელია, მივდივარ, ვუტოვებ საქორწინო საჩუქარს, ვართმევ ხელს, ვეუნები რო დავუკავშირდები და ვულოცავ, არა არ შემოვალ მეჩქარება, კარგად.

    სუ ბავშობაში მყავდა 3 ძმაკაცი, სხვა და სხვა დროს, ხოდა იქიდან 1-მა უკვე მოიყვანა ცოლი, დარჩა 2 :დ

  28. მელია ამბობს:

    აბა დედაჩემი მე რატომ მეუბნება ქორწილებში და დისკოტეკებზე სიარული ყველა ახალგაზრდას უყვარს შენს გარდაო :სპაი:

  29. iverson ამბობს:

    ვაააი მელია :2kiss:

    ფოტოაპარატი უნდა წაიღო და პრიკოლნა :))

  30. Gizmo ამბობს:

    “ვიიიიცი რატომ გეჩქარება! კომპიუტერი გაქვს სახლში, ხო? წკაპ წკაპ წკააააპ! მეც მიყვარს მაგრად, მირკი და რამე ჩეთები!”

    მუაჰ :D
    ძაან მაგარია :)))) ვააა, მუცელი მეტკინა………….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s