Lazy

ბლოგოსფერო ღორძინდება და ღორძინდება დღითიდღე, რაც ძალიან მახარებს ზოგადად, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ უკვე შეუძლებელი გახდა ყველა ბლოგისთვის თვალის მიდევნება. გუგლ რიდერში რაღაც ენრაოდენობით პოსტებია წაუკითხავი და კიდევ იმდენი ახალი ბლოგი არ დამიმატებია.

ეგ კიარა, რამდენიმე საყვარელ ბლოგზეც არ შემიხედავს ეს დღეებია, რაღაც… ბლოგური ზასუხა მჭირს, არაფერი არ მეწერინება, არაფერი არ მეკითხვინება, არაფერი არ მეკომენტარებინება.

თავში ორი თემა მაქვს არადა, ისეთი, გემრიელი, საინტერესო და ვერ დავჯექი ჩამოსაყალიბებლად.

დღეს ტვიტერების შეხვედრა უნდა ყოფილიყო, მე კიდევ მაგ დროს მეძინა და მესიზმრებოდა რაღაც სტრანნი სიზმარი იმაზე, რომ ახალ ბინაში გადავედით, რომელიც სამების ტაძართან იყო ახლოს და ვფიქრობდი, ნეტა დილაობით რომ ვირბინო იმ დიდ ეზოში, ძალიან ხომ არ დამკრულავენ-მეთქი.

კვირის აკვიატებული აზრი: მინდა, რომ შეფ-პოვარი გავხდე.

კვირის მანძილზე ყველაზე ხშირად გამოყენებული მომსახურება: Google-ში სიტყვა Define.

ანუ რამე სიტყვა რომ არ ვიცი ინგლისურად, გუგლში ვწერ:

define: apple

მიწერს განმარტებებს რამდენიმე ლექსიკონიდან და კიდევ თუ მინდა – სხვა ენებზე ნახვაც შეიძლება აქედან. მოკლედ, კლასს. I love Google.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to Lazy

  1. Toto ამბობს:

    ჰეჰ, მეც კაი 1 თვე კრიზისი მქონდა, არსად არაფერს არ ვწერდი მაგრამ დღეს თითქოს პრარვალო ;) მაი აფერი ;)

  2. Sweet Baby Girl ამბობს:

    მე კიდე სულ მეწერინება მარა ტემები მგონი ამომეწურა :D

  3. CheshireCat ამბობს:

    დიახ მე მესმის თქვენი.. რაღაც მეც არ მეწერინება და მეც რამდენიმე კაი საწერი თემა დამიგროვდა თავში.. მარა :)))

  4. Cyborg ამბობს:

    ამიტო ვიძახი რო ბლოგინგი არის სლიქვობა.

    აბიასნაიუ:
    მსოფლიოში 6 მილიარდი ადამიანია და 6-ვე მილიარდს, at least გულის სიღრმეში აქვს მწველი მოთხოვნილება საკუთარი თავის გამოხატვისა, ყველაზე მარტივი გზა გამოხატო საკუთარი თავი – არი ჩერეზ წერა.

    ანუ აი მე ვარ კარგი საპოჟნიკი, რამდენი ათეული წელი უნდა გავიდეს იმისთვის რო ჩემი უბნის დონეზე მაინც დამაფასონ? – ხო აზზე ხართ, უნდა იმან იმას უთხრას, იმან მოვიდეს გავუკეთო, ქუსლი მივუწებო, მერე იმას არ დაავიწყდეს და ვიღაცას უთხრას და ეგრე 50 წლის მერე, უკვე რო პესოკი გამდის – ვიქნები დაფასებული, აღიარებული საპოჟნეგი.

    დღეს? – შემიძლია შევკერო 2 ფეხსაცმელი, მერე გავხსნა საკუთარი ბლოგი და მოვყვე როგორ კარგად ვკერავ ფეხსაცმელებს და 1 კვირაში ვარ ცნობილი საპოჟნეგი, ყოველ შემთხვევაში საკუთარ თვალში.

    ეხლა მეორე პრობლემა – ბევრი ხალხი როა. დღეში რამდენი ადამიანის ბლოგი შეიძლება წაიკითხო? – 3? – 5? -10? – და რა? – უნდა წაიკითხო ვინ სად გააკუა, ვინ რა იფიქრა და მთელი დღეც გავიდა არა? – და საკუთარი ცხოვრება? – ანუ დღის რაღაც მოშნი პროცენტს – ხარჯავ იმაზე რო წაიკითხო სხვისი ცხოვრება… სხვისი აზრები… სხვისი გამოცდილება… სხვისი ემოციები… და შენ?? – მერე შენც კვირაში 1-ხელ დაწერო საკუთარი… ი ტუტ ღლავნოე – საკუთარი აზრი სხვის ბლოგებზე, იმიტო რო ეს არი შენი ცხოვრება – სხვისი ბლოგების კითხვა – ხოდა ვინაიდან საკუთარი გამოცდილება ლამის მთლიანად შემოიფარგლება ბლოგების კითხვით – წერ მათ ბლოგებზე. იმიტო რო “იაფიანი” აღიარება უნდა ყველას, წიპა ვინმე რო დააკომენტებს მერე “აუ ეგ მაგარი ბლოგის ლინკი დადე, შენ ყოველთვის გემოვნებით ირჩევ ხოლმე რა ბლოგებს” – ვსიო, გულზე მალამოდ გედება რო აი კარგი ბლოგ-კონსულტანტი ხარ. რეალობა იმაშია რო 10 შემოსული კაციდან სულ 2-ი აჭერს საერთოდ სხვისი ბლოგის ლინკს(იმიტო რო მე შენ ბლოგზე შემოვედი, ძლივს ამისთვის დრო გამოვნახე, მაინტერესებდა შენ რა გამოცადე ამ დღეებში და რას ფიქრობ და შენ სხვის ბლოგებზე მიშვებ? – არა, მეზარება, მაგისთვის არ მცალია…) და იქედან კიდე სადღაც 0.3 კაცი წერს კომენტს, მარა შენ ხო ამას ვერ ხვდები, ბლოგერი, შენ ხედავ რო არის 31 კომენტი შენს თემაზე და ხარ კეთილი ბლოგერ-კონსულტანტი რომელიც ყველას უყვარს და რომლის დადებული ბლოგებიც სანატრელი და საინტერესოა ფართო მასების მიერ, ხოდა შენც ბედნიერი ხარ რო აი გაქვს ადგილი სამყაროში და საჭირო ადამიანი ხარ.

    ამიტომ ვემხრობი მე თემატურ ფორუმებს.
    თემატურ ფორუმზე იკრიბება ხალხი რომლებსაც აქვს ინტერესი კონკრეტულ საკითხში, მაგალითად მანქანების უმარტივესი თემა რო ავიღოთ, იქ იკრიბება ხალხი რომლებსაც აინტერესებთ მანქანების ირგვლივ საუბარი და შედარებით მოკლე და დაწნეხილ დროში შეუძლიათ მიიღონ high quality ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

    ეხლავე გეტყვით ყველანი სად ცდებით – ამ წამს ყველამ რაღაცეები იფიქრეთ და ყველანი ცდებით – ფორუმი არ არის ჩატი, და ეს საქართველოს პრობლემა არ არი, ბევრ ქვეყანაში ისეა, ბევრგან ასეა, როგორც ჩვენთან – ჩატია და ზნაკომსტვების საიტი… მარა ფორუმი როგორც მოვლენა – არი პროფესიონალი ხალხის მიერ აზრის გაზიარების დაფა. აი იქ რო მოვა ჯუმბერა, საპოჟნეგი, და საპოჟნეგების ფორუმზე დაწერს რო ფეხსაცმლის მარჯვენა რაღაცას უნდა მიარტყა ასე და ასე და ისე და გრძლად მოყვება როგორ რა კეთდება, საპოჟნეგებისთვის, ან მომხმარებლებისთვის – გააჩნია რა ტოპიკში წერს. იქ არი ხალხი ვინც შეაფასებს მის ჭეშმარიტ საპოჟნიკობას და არი მომხმარებელი რომელიც ეძებს საპოჟნიკს და შეფასებს რომელი საპოჟნიკი უნდა, საპოჟნიკიც მიიღებს აღიარებას – თუ იმსახურებს, და დროის დაკარგვაც მინიმალური იქნება.

    და ცალკე უნდა იყოს forum.ge სადაც შეხვალ და იკითხავ საპოჟნიკების ფორუმი სად ვიპოვოო? – და ვინმე წიპა დოდი ან სხვა ინტერნეტში შემკვდარი – დაგილინკავს – ეგერო, და თავის მხრივ იგრძნობს თავს დაფასებულად და საჭიროდ და ის საპოჟნიკი კიდე მეორედაც მივა მასთან რო ეხლა გუგლში როგორ დავსერჩო სიტყვებიო? – და დოდი ეტყვის define: ჩაუწერე წინო. და ის საპოჟნიკი ვაფშე აყვავდება და დოდი მის ყვავილობაზე აყვავდება…

    მაგრამ არა, ადამიანი არის ეგოისტი, დოდის არ ეყო თავის დროზე ფორუმზე მიღებული აღიარება, არა, მას მეტი უნდა, მას უნდა საკუთარი ბლოგი, საკუთარი ყოველდღიურობის აღწერა და ყოველდღიურობის დაფასება, მას უნდა რო მას აფასებდნენ არა მაშინ როცა კლიენტს ჭირდება მისი დახმარება, მას უნდა რო აფასებდნენ მუდმივად, 24/7/48, აი ასე! – არანაირი დანდობა, უნდა იკითხოთ მისი ბლოგი და ადიდებდეთ მას… და დოდი მხოლოდ მაგალითია, იმიტო რო მართლა ბევრი ფანი ყავს მის ბლოგს და წიპა არ ეწყინება და უამრავი “გორე” ბლოგერია რომელიც წერამს და წერამს და არავინ არ კითხულობს… პრი ეტომ თვითონ დოდი იხ პააშრიაეტ – იმიტო რო მათი ბლოგების ფონზე მისი ბლოგი უფრო ძლიერი ჩანს კიდე და კიდე უფრო დაფასებული… მე კიდე ვიძახი რო შვილებო – ბლოგის წერას არ ჯობია აკეთოთ? – ყველას ერთი და იგივე აზრები გვაქ, ვერ ამჩნევთ? – ყველა ერთნაირად ვფიქრობთ და ერთნაირ @!@ ცხოვრებას გავდივართ… არ ჯობია ბლოგის წერას – რამე ისწავლო? – იმ მომენტში მაინც… სტრატეგია მაინც ითამაშო… და უფრო საინტერესოა, ყოველთვის, RPG ითამაშო – სახელად რეალური ცხოვრება და დააკაჩაო და განავითარო საკუთარი მეინ ჩარი სახელად – მე.

    ეხლა მკითხველებზე, ანუ ვინც ბლოგებს რეგულარულად კითხულობს:

    მინდა დაუფიქრდეთ რა არის სერიალების ყურება, აი, ბოლო მაგალითი, ugly betty პირველივე სერიის ყურებისას, დოდი რო უყურებდა, გამომძახა აუ იცი რა მაგარია, ფილმი არი მახინჯ გოგოზე რომელიც რაღაცა სტილის და “სილამაზის” კანტორაში აიყვანეს გლავნი შეფის სეკრეტუტკადო, იმისთვის რო იმ სეკრეტუტკის ჟიმვის მაგიერ საქმე აკეთოსო. იმავე პირველი სერიის მანძილზე დოდიმ გამოიტანა მთელი სერიალიდან მთავარი და ყველაზე სასარგებლო დასკვნა რო სამყარო ძალიან სასტიკია “არა ლამაზი” ადამიანებისადმი. და იმედია ის დასკვნაც გამოიტანა რო ძალიან უსამართლობაა ასეთი რამე, იმიტო რო ერთია რო საზოგადოება სასტიკი იყოს ვთქვათ სუსტი ადამიანებისადმი, ან უსწავლელი ადამიანებისადმი, ანუ თვისებებისადმი რომლებიც შეიზლება განავითარო და წიპა არ ანვითარებ და ამ გზით საზოგადოება მოგიწოდებდეს და გაიძულებდეს გახდე უკეთესი. და მეორეა რო მოსახლეობის 80% იდევნებოდეს მუდმივად იმის გამო რაც მათი ბრალი არ არის – ისენი დაიბანდნე ასეთებად და მაკიაჟით და 10000 უბედურებით ცვლიან მარტო იმას რო მყარი სამიანიდან გადადიან 3+ -ეზ (10 ბალიან სისტემაში) – როცა სინამდვილეში საზოგადოება კრიტიკული და სადისტურად უყურადღებოა ყველასადმი ლამის ნიჟე 9-ტკი.

    კარგი, ეს დასკვნა გამოიტანა, ძალიან სასარგებლო იყო ამიტომ აგლი ბეთი, ისევე როგორც ყველა ფილმში არის თეზები რომლებიც დამაფიქრებელი და საინტერესოა, ფილმი ხო უბრალოდ აზრის გადმოცემის ვიზუალური საშუალებაა.

    მაგრამ!

    აი ავიღოთ მატრიცა, ფილმი რომელმაც ყველა რაღაცაზე დააფიქრა ცხოვრების რაღაც მომენტში ხო, აი ვუყურეთ ყველამ, ყველას გადმოგვცა 2 საათიანმა ფილმმა მარტივი კითხვა: დარწმუნებული ვართ რო სამყარო ის არი რასაც ვხედავთ?

    ვსიო, დანარჩენი იყო უბრალოდ ლამაზი შეფუთვა, რამდენიმე საინტერესო კითხვა კიდე და ვსიო.

    და რა მოგცათ მეორე და მესამე სერიებმა? – მეორე და მესამე სერიებში, სულ, საინტერესო და რაიმეს მომცემი არი არქიტექტორთან დიალოგი(და ვიცი რო ზოგი ფანი მარტო ამ დიალოგს უყურებს ხოლმე და ფიქრობს კიდე რა უთხრა იმან) – და დანარჩენი? – არაფერი ახალი, ყველაფერი იმის რაც პირველ მატრიცაში ვიცოდით – კონკრეტული აპლიკაციები კონკრეტულ სიტუაციებში…

    და აქედან ვუახლოვდებით მორალს:
    აი ზის დოდი და უყურებს მახინჯი ბეთის სერიებს, და სერიებს, და დღეში, არ დაიჯერებთ, 3-4 სერიას მაინც უყურებს, თუ 7-10-ს არა… და რა იცვლება? – რამე ახალი დასკვნები გამოიტანა ან ახალი ნაოჭი გაუჩნდა ტვინში? – არა, უყურებს და იმეორებს და იმეორებს განმეორებით ერთი და იგივე თეზას – რო სამყარო სასტიკია მახინჯებისადმი და არალეგალური ემიგრანტებისადმი.

    ამაზეა ფილმი აწყობილი, ეს არის “სერიალის იდეა” და შესაბამისად ყველა სერია არის ამაზე, ყოველ ახალ სერიაში რო ახალი და სრულებით განსხვავებული რამეები იყოს – სხვა ფილმი იქნებოა. ანუ აი პირველ სერიაში არი აგლი ბეთი, მეორეში ვაფშე სხვა ხალხი, სხვა სიტუაცია და ხდება x-files -ების დვიჟენია, მესამეში ტამ ლეზბიანკები და მათი პრობლემები L word -ი (და რა იქ არ იყო იასნი პირველივე სერიიდან ყველაფერი? – რო ლეზბი ქაფალებს იგივე პრობლემები აქვთ რაც ჰეტერო კაფალებს, ი ტოჭკა, ეს არი მთელი სერიალის მორალი… ) – ეს იქნებოდა სულ სხვა და სხვა ფილმები სხვა და სხვა აზრების აღსაძვრელად, მეორეა რო მარაზმია სუ ახალ ახალი ფილმების ყურება – გადი და შენით განიცადე, ცადე იყო ლეზბი და ნახო რა მოხდება, ცადე დაიჯერო უცხოპლანეტელები და მოაგროვო ინფორმაცია მათ შესახებ და იყო უფოლოგი… ვინ გიშლის? – და 100-ჯერ მეტი განცდები და სიამოვნება არ იქნება ვიდრე ფილმისგან?… მარა ნუ კაი, ყველაფერს ხო არ გამოვცდით ჩვენ ტანზე, კაი შევხედეთ L word-ის პირველ სერიას, გავიგეთ რა არი ლეზბიანკობა, შევხედეთ ტამ, იყო ასეთი სერიალი “კანადელი ცხენოსანი მილიციელი”, ფრეიზერი იყო ეგეთი ღლავნი გეროი, ხოდა გავიგეთ რო ვა არსებობენ ასეთებიც და რა tough guy იქნები ადამიანი იქ რო ხარ პოლიციელი და მერე რა სტრანნი იქნება ლოს-ანჟელესში რო გადმოგიყვანონ პოლიციელად… 1 სერიიდან, 1 სერიიდან გასაგები იყო ყველაფერი, ყველა აზრი გამოტანილი იყო, სერიალი არი 1 გმირის ირგვლივ 1 თეზაზე… სულ ერთია 10 თეზაზე მარა 10-ვე პირველ სერიაში ჩანს… იმიტო რო სხვანაირად სერიალი არ გამოვა თქო (ერთადერთი ჩემთვის ცნობილი გამონაკლისი იყო LOST-ი, ისიც იმიტო რო ყოველი შემდეგი სერია იყო ახალ ადამიანზე ერტი და იგივე სასტავიდან, გაიხსენეთ, ამიტო პირველი სეზონი იყო აზრიანი – ყოველი სერია იყო 1 ადამიანზე, მარა სხვა ადამიანზე, მარა დაცული იყო სერიალის სერიალობა – იმიტო რო იგივე სცენაზე თამაშდებოდა… იმის მერე ლოსთიც მარაზმია – თქვენც იცით…)

    და აბა რატო ხარჯავს თავისი ძალიან ძვირფასი, ძალიან მოკლე(და ამის გამო სასტიკად ძვირფასი) ცხოვრების ძალიან დიდ დროს დოდი სერიალებზე? – არატო, პროსტო ზის და პროსტო ღეჭავს დროს… ეხლა მეტყვის დრო რა ჩემ @!@-დ მინდაო, დრო არის შენი საკუთარი სერიალის სათამაშო პერიოდი, აი 2 საათიან ფილმში ფილმის გმირი რო 1 საათი კინოს უყურებდეს ხო იფიქრებ იდიოტიზმი არ არი ეხლა ეს – ფილმია და ტიპი ფილმს უყურებს, ანუ შენ უყურებ როჟას, როგორ უყურებს ის ფილმს, ტელევიზორი არ ჩანს, 2 საათია კინო, და 1 საათი უყურებ როგორ გდია და უყურებს კინოს ის როჟა… ხო იფიქრებ რო ამის დედა ვატირე რაღა ამ როჟას მაყურებიებთ – მაჩვენეთ მეც ის ფილმი, მეც ვუყურო რამე აზრიანსო…

    შენი აზრით რას ფიქრობს ადამიანი რომელიც გიყურებს შენ როგორ უყურებ დღიდან დღემდე ახალ-ახალ სერიალებს და კითხულობ სხვის ბლოგებს და ამაში გადის შენი დრო?

    პირადად დოდის არაფერს არ ვერჩი, ის ჩვეულებრივი პროდუქტია ამ ამბავში თანამედროვე დროისა, მარა ზოგადად – რა საჭიროა ეს ფენომენი?

    ადამიანები ზიან და ცხოვრობენ სხვა, გამოგონილი გმირების ცხოვრების, ეს RPG თამაშიც კი არ არი, სადაც შენ შენი ჩარი გყავს, შენით განვითარებული და შექმნილი და სადაც რეალურად მეორე პატარა ცხოვრებას გადიხარ, რო დაფიქრდე RPG-ს თამაში არაფრითაა უარესი რეალურ ცხოვრებაზე, ანუ შენ საკუთარ გამოცდილებას იღებ, საკუთარ გრძნობებს, საკუთარ მიღწევებს და საკუთარ აღმოჩენებს აკეთებ… პროსტო ის სამყარო ძაან შეზღუდულია, ემოციების, გრზნობების, გამოცდილებების, გასაქანების და ა.შ. -ის მხრივ, ანუ რო შეიზლებოდეს რო მართლა მთელი ტანით მიგაერთონ ადამიანი WoW-ზე, და მართლა გაიარო იქაური ცხოვრება მთლიანად, მართლა დაეწაფო ხმლის მოქნევის ახალ ტექნიკებს, და მართლა შეეჭიდო რაღაც მონსტრებს ფარით და ხმლით, მართლა მოკვდე და დარესპაუნდე – დაუფიქრებლად მივაერთებდი საკუთარ თავს მასეთ “თამაშზე” – იმიტო რო ცხოვრება არი შეგრძნებები, თუ მომცემენ იგივე სიმძაფრის შეგრძნებებს და ნაკლებ “ცივ” რეალობას – რო უნდა იმუშაო, ოფლში გაიღვარო და ეგეთივე დონის “კაიფები” გქონდეს მარტო ჰობიების სახით(რაგბი, სტრაიკბოლი – იგივე კაიფია რაც RPG-ში PVP და რეიდები… როვნა იგივე კაიფია, პროსტო უამრავი +-ით იმიტო რო შეგრძნებები ყოვლის მომცველია, ის რასაც ჩვენ “რეალურიას” ვეძახით…) – ხოდა თუ თამაშ ერ-პე-გეში მუშაობა არ მომიწევს და ზა ტო მომიწევს ბევრი საინტერესო გამოცდილება და შეგრძნება – მიმაერთეთ და ამ რეალობის დედაც, მარა მარაზმი ხდება მაშინ როცა იქ შენი ონლაინ ჩარი ლამის იმდენივე უნდა ამუშაო, თან მაუს კლიკით იმენნა, რამდენსაც რეალში მუშაობ… რაღა განსხვავებაა? რაღა კაიფია? – რა მნიშვნელობა აქვს აქ იმუშავებ თუ იქ?

    ბლოგო სფეროს განვითარების სპექტრს რო დავუბრუნდეთ:
    ბლოგო სფერო 1:1-ში იგივეა რაც სერიალები, სხვისი გამოცდილებებით და ცხოვრებებით… ცხოვრება… ანუ დოდიმ მოყვა როგორ გაჟიმა თავისი 18-ე ბოიფრენდი – ზის 50 გოგო და კითხულობს… – აი მთელი სუწი.

    დოდი ზის და უყურებს როგორ ჟიმავს ამანდა ვიღაც ზანგ მოდელიორს… და კიდე 10000 ქალი ზის და ანძრევს იმ მოდელიორზე…

    რო არაფერი ვთქვათ უამრავ სხვა გამოცდილებაზე და ემოციაზე რა, სექსი კაი მაგალითია ხოლმე, კარგად ხვდება ადამიანი რას კარგავს, უფრო ძნელი ასახსნელია ადამიანისთვის რო თუმდაც ლაივში მუშაობა და პატარა მიღწევებისგან სიამოვნება ჯობია “+1 blacksmithy”-ი წარწერას ეკრანზე… და ვიმეორებ – RPG-ს თამაში სუ სხვა კატეგორიაა, რეალობის და ირეალურობის, მეტი და ნაკლები შეგრზნებბეის შეჯიბრი მაინცაა.

    და სერიალების ყურება და სხვისი ბლოგების კითხვა არი უბრალოდ ჯდომა და სხვისი მიღებული, დაღეჭილი და გადამუშავებული გამოცდილების უბრალოდ გაშტერებული მიღება. 1 სერიაში ყველაფერი ითქვა რასაც შეიძლება “ახალი გამოცდილების მიღება” დაერქვას და ყველა დანარცენი 101 სერია არი უბრალოდ ხეხვა, ახეხავ საკუთარ ტვინს სხვის გამოგონილ და დადგმულ სამყაროს, შეცვლითაც ვერაფერს ვერ ცვლი, RPG-ში შენით ცვლი მაინც რასაც გინდა… აქ – ყველა ვზივარტ და ველოდებით რო როდესმე აგლი ბეთი მოიხსნის კბილების იმას, მორჩება ორგანგუტანობას და აღმოჩნდება რო კნასავიცაა და ყველას გაგვიხარდება… და მანამდე – გვახეხავენ ერთი და იგივეს, დენიელი ჟიმავს ნაშობას, ამანდა აბამს კაცობას, პიდარმონი არი განცდებში რომელშიც იყო 1-ელი სერიიდან, ტამ ის მამა ისევ ღალატობს ცოლს როგრც 1-ელ სერიაში, დედა ისევ ალკოგოლიკია – როგორც პირველ სერიაში, 1-ელ სერიაში ყველაფერი ითქვა რა. და როცა ფილმში დაემატა ტრანსვესტიტი “ძმა” – ის იყო 1 სხვა ფილმის სხვა სერია, არაფერი საერთო არ ქონდა ამ სერიალთან, იმის მერე ისევ ერთი და იგივეა… და ის სერია იყო ერთი ცალი პაუჩიწელნი სხვა ფილმი, სუ არაფერ შუაში იყო იქ აგლი ბეთი. ეგ იგივეა აგლი ბეთის 1-ელ სერიას უყურო და მერე უყურო X-files-ების 1-ელ სერიას, ორი სხვა და სხვა თემაა და იასნია 2 სხვა და სხვა გამოცდილება მოგცა… და მერე აგლი ბეთიმ რო ირბინოს დანა სკალის მაგიერ(რაც პრინციპში ერთი და იგივეა :დ ) – ფილმიც იქნება ერთი და იგივე…

    კი – ბლოგინგი უფრო უვაჟიწელნია იმიტო რო მრავალფეროვნება მეტია… მარა მორალი იგივე – სხვა ადამიანების დაღეჭილი და გადამუშავებული ძღენის მირთმევა საკუთარი საჭმელის ჭამის მაგიერ…

  5. ally ამბობს:

    აააა, თურმე რაში ყოფილა საქმე. კაკ რაზ გუშინ საღამოს ძილის წინ რიდერში რომ შევიხედე, მაშინ ვიფიქრე, რაღაც დოდი პასიურობსთქო. და აი, პასუხიც დამხვდა დილითვეეე :)

    მე კიდე პირიქით, ბლოგაქტიურობის პიკისკენ მივდივარ ჩქარი ნაბიჯებით :D

  6. miramax ამბობს:

    გაგივლის! ;)

  7. Cyborg ამბობს:

    ვინც ჩემს პოემას წაიკითხავს (შესამოწმებლად 5 კითხვას დავუსვამ რანდომნა ტექსტიდან ტლეფონით) – 20 თეთრი პრიზად!

    :დ

  8. keti ამბობს:

    უიმმ, კიბორგ… :)
    ნახევარი მართლა წავიკითხე, სერიალამდე, რადგან ამ სერიალის შესახებ არ ვიცი და ახლა ვერც დავინტერესდი. ჰო, შეკითხვების გარეშე ოღონდ :)

    და რა მინდოდა მეთქვა.
    ბლოგი ჩემთვის მყუდრო ადგილია.. ახლა ამ სივრცეში თავს კარგად ვგრძნობ, მომავალში რა იქნება, არვიცი.
    მერე აღმოვაჩინე, რომ კითხულობენ :)
    ანუ იმის თქმა მინდა, რომ მოლოდინი არ მქონია. ანუ, ნეტა წამიკითხონ და ნეტა კომენტი დამიტოვონ – ასე არა. კომენტარებისთვის არ ვწერ. თუ მხვდება, რა თქმა უნდა, კარგია.
    აი, ასე.
    და არც ვალდებულებებს ვიღებ სხვა ბლოგების წაკითხვაზე.
    შევდივარ იქ, სადაც მინდება შესვლა. ასეთი ძალიან ცოტაა იმ ცოტადან, ვისი ბლოგიც დამითვალიერებია.

    დოდი, შეფ–მზარეული?
    მგონია, რომ ძალიან კარგად უნდა ამზადებდე… :)

  9. Rocko ამბობს:

    OMG :D
    კიბორგ, გლეჯ! :D

    ბევრი რამე ჭეშმარიტება გადმოდინდა შენი კლავიატურიდან, მანდ ვარ მეც ბევრ საკითხში :D თუმცა ზოგი მომენტი გადამეტებული დემაგოგიით იყო შეზავებული იმჰო :D ზოგიერთი შენი არგუმენტით ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა შეგიძლია გაასწორო მიწასთან :D და ცხოვრების ბოლოს მიხვდე, რომ შენი ძვირფასი დრო მის ჭკვიანურად ხარჯვაზე ზრუნვაში დახარჯე :D

    ენივეი, შენი ამხელა პოსტის (ეს თუ კომენტარია კიდე :D) მთავარი მიზანი ჩემთვის, უბრალო მკითხველისთვის, იყო დოდისთვის და/ან საკუთარი თავისთვის იმის მტკიცება, რომ RPG და ბლოგინგი ანანიზმის სხვადასხვა სახეობააო :D

  10. Cyborg ამბობს:

    Rocko
    დემაგოგია რო არ არსებობდეს თავს მოვიკლავდი მოწყენილობისგან…

    ხო, რო დავწერე მეც ის ვიფიქრე – ვა, როგორ მოვახერხე და ანანიზმი სიტყვა არცერთხელ არ ვიხმარე თქო :დ

    მადლობ რო წაიკითხე, 20 თეთრი ჩემზეა :დ

  11. Cyborg ამბობს:

    keti
    სორი რო არ გიპასუხე, რატომღაც როკოს პოსტი დავინახე მარტო :(

    ხოდა ეგ კიდე ცალკე მარაზმია, ადამიანების მიდრეკილება ეურთიერთონ სიცარიელეს…

    იასნია მე მაინც მგონია რო ეგ არი მცდელობა საკუთარ თავს დაუმტკიცო როგორი lonely ხარ და სინამდვილეში სუ ელი რო – დადგება დღე, იპოვნი პრინცს, რომელსაც დააინტერესებს შენი დღიური და რომლისთვისაც მზად იქნები გახსნა შენი ცხოვრების ყველაზე იდუმალი მხარეები და წააკითხებ დღიურს (ზუსტად “დღიურის” ლაით ვარიანტია ბლოგი, შენთვის, დამეთანხმები…)

    ხოდა მაქედან ცოტა გვერდითი გადაახრაა კიდე ხალხი რო პლიუშევი დათუნიებს, ტამ ცოცხალ კატებს, ან ზაზუნებს და ა.შ. ელაპარაკება…

    რატომაც არა? – რატომაც არ უნდა უყვებოდე ცოცხალ, მოაზროვნე, ადამიანებს შენს მოსაზრებებს, ფიქრებს, განცდებს და ელოდე მათგან რეაქციებს? – თუ გიჩნდება სურვილი მოყვე… რატომ უნდა მოუყვე მკვდარ კედელს და დაფლო ის მონათხრობი მიწაში სამუდამოდ?… ადამიანები ხო იმით გაფასებენ როგორ ფიქრობ და რას გრძნობ და შენ თუ არ გამოაჩენ ამას – როგორ შეგაფასებენ სათანადოდ? – ცუდად ან კარგად, არ ვიძახი რო თავი მოაწონე თქო, ბევრი გაგაკრიტიკებს და ბევრი ვერ აგიტანს, ასე ხდება დოდიზეც ხო მაგალითად, მარა ზა ტო ყველამ იცის ვინ არი დოდი, იმიტო რო არაფერს არ წერს, თუ წერა უნდა, თავისთვის – წერა ექსპრესიაა, და თუ გაქ მოთხოვნილება – ბარემ მიეცი ამ ნაწერს საშუალება მოახდინოს შენი როგორც პიროვნების დეფინიცია სხვის თვალებში…

    პროსტო I say რო ეს ეგოისტური ფორმატი, “ჩემი ბლოგი”, არასწორი ფორმაა აზრების გავრცელებისა, იმიტო რო თემატიკა სულ არსებობს ტამ 50 ცალი ხო (მანქანები, ოჯახი, სექსი, საჭმელები) და ა.შ. და ადამიანები კიდე 6 მილიარდია, ხოდა 6 მილიარდი ბლოგის კითხვას, სადაც 1-2 აზრიანი ნაწერი გამოერევა, არ ჯობია 50 ფორუმის კითხვა სადაც აზრიანი საუბარია კონკრეტულ თემებზე? (იდეალში) – და სინამდვილეში ამ 50 თემიდან ადამიანს 3-4 გაინტერესებს და 6 მილიარდში შენნაირი ინტერესებიანების ბლოგებით ძებნას – არ ჯობია 3-4 ფორუმზე დარეგისტრირება?…

    ვოტ.

    დემაგოგია გრეხი არ არი, დემაგოგია გართობის ფორმაა!

  12. იეჩუ :ეყე: ამბობს:

    “არაფერი არ მეწერინება, არაფერი არ მეკითხვინება, არაფერი არ მეკომენტარებინება.”

    “You can tell your paper,” the great man said,
    “I refused an interview.
    I have nothing to say , sir;
    Nothing to say to you.”

    And then he talked till the sun went down
    And the chickens went to roost;
    And he seized the collar of the poor young man,
    And never his hold he loosed.

    And the sun went down and the moon came up,
    And he talked till the dawn of day;
    Though he said,
    “I have nothing whatever to say.”

    And down the reporter dropped to sleep
    And flat on the floor he lay;
    And the last he heard was the great man’s words,
    “I have nothing at all to say.” – ოხენრი :D

    ეს ჯასთ გამახსენდა
    წიპა
    Fანია

  13. Sweet Baby Girl ამბობს:

    კიბორგა მაგარს ანძრევს.

    დოდი, მიეცი!

    ^_^

    P.s. ვინც ბლოგს კითხულობს ყველა ბლოგერი კი არაა… ხოდა იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერი გართობის საშუალებაზე.

    კინოში რომ დადიხარ, მაშინაც ვიღაც სუპერმენის ცისფერ ტრიკოს უყურებ შენი საკუთარი ქმრის ტრიკოს მაგიერ!

  14. ally ამბობს:

    აუუუუ, Cyborg, როგორ არ დაგეზარა ამის დაწერა ან მე როგორ არ დამეზარა ამის წაკითხვა?! :)) ხო, მე იმიტომ რომ 20 თეთრი მჭირდება და მზად ვარ ვუპასუხო შეკითხვებს შენი კომენტის გარშემო.

    გამოვტყდები, რომ სერიალების აბზაცებს ცოტა გადავახტი და მთლიანად არ წავიკითხე, ეგ მართლა დამეზარა, იმიტომ რომ გონზე არ ვარ რაზე იყო ლაპარაკი და ვერ დავინტერესდი

    ხოდა რა მინდოდა მეთქვა: “а вы оказывается, жестокий!” ;) :D

  15. keti ამბობს:

    კიბორგ,
    მგონი არაზუსტად ან ვთქვი, ან გამიგე.
    მე ცარიელ კედელს არ ვუყვები და არც შემთხვევით შემოხეტებული პრინცისთვის ვწერ (პრინცს არასდროს ველოდი :დ)
    როცა ხსნი ბლოგს, რასაკვირველია იცი, რომ აუცილებლად წაიკითხავს ვინმე. დღიურის წერა რომ მდომებოდა, ავიღებდი ლამაზ ბლოკნოტს და შევავსებდი, მერე დავმალავდი:)
    ასე არაა.
    წერისას, ქვეცნობიერად მაინც აკონტროლებ იმას, თუ რას წერ – რადგან ვიღაცამ უნდა წაიკითხოს. მე იმის თქმა მინდოდა, რომ კონკრეტულად მოაზრებული მკითხველები არ მყავს წერისას, თუმცა ზოგადად ისინი იგულისხმებიან. იმის თქმა მინდოდამ, რომ არ ვწერ იმას, რაც ბევრ კომენტზე იქნება გათვლილი. ვწერ იმას, რასაც განვიცდი და თუ ვინმე განიცდის იგივეს წაკითხვის მერე, გამიხარდება. ანუ ვიცი – ცარიელ კედელთან არ ვდგევარ, მაგრამ არც ხალხმრავალ მოედანზე – ბილბორდად.

    “თავისთვის – წერა ექსპრესიაა, და თუ გაქ მოთხოვნილება – ბარემ მიეცი ამ ნაწერს საშუალება მოახდინოს შენი როგორც პიროვნების დეფინიცია სხვის თვალებში…” – – მე მგონი ამას ვაკეთებ :))

    მხოლოდ ნაკლები პრომოუშნით. რადგან არ მიმაჩნია აუცილებლად, საკუთარი სული ვინმეს ცხვირწინ ავუფრიალო ხელოვნური გაპიარებით, რის საშუალებასაც ბლოგი იძლევა.
    და ეს არ ნიშნავს ცარიელ კედელთან დგომას.
    ვინც შემოვა, ის ნახავს. ოღონდ ნამდვილად ქეთის ნახავს.
    ამ ეტაპზე ბლოგს ჩემთვის მეტი დატვირთვა არ აქვს.
    მომავალში კიდევ ერთი ბლოგი მაქვს ჩაფიქრებული, თუ გამოვიდა, იქ პრომოზეც ვიზრუნებ.

    რაც შეეხება ფორუმებს, ვარ გაწევრიანებული 2 ფორუმში, სწორედ ამ პრინციპით – ინტერესების ნიშნით :)

  16. კაი ბიჭი 2.0RC ამბობს:

    მოვითხოვ კიბორგას კომენტარები გამოიცეს ტომებად – ხელისმოწერით.

  17. paaawu ამბობს:

    მდააა… ე.ი. მართლა როგორ წავიკითხე … cyborg რაგაცაში გეთანხმები, მაგრამ ბოლომდე ვერა… პირადად მე არავის კომენტარი არ მჭირდება სხვისთვის არ ვწერ… წერაში სიამოვნებას ვღებულობ, მაგრამ ჩემი ბლოგის წაკითხვა შეიძლება ბევრსაც არ სიამოვნებდეს და ეგ მე არ მაინტერესებს. კი მამენტ მაგარია, როდესაც გყავს მკითხველები და თან კომენტარიც არ ენანებათ შენთვის, მაგრამ თუ უკომენტაროა რომელიმე ნაწერი ეგ მართლა არაფერია… ვიღაცის ცხოვრებას კომენტარი არ ჭირდება, უბრალოდ შეიძლება დაინტერესება გამოიწვიოს და გამოეხმაუროს… და კიდევ უბრალოდ კომენტარი ზოგს სტიმულს აძლევს წერისას, თუმცა ყველას არ ჭირდება ეგეც… როგორც შენ მოგინდა შენი აზრის გამოქვეყნება, ისე გვინდება ხოლმე ჩვენც, უბრალოდ განსხვავებულად… ხო რავი რა ვქნა მიყვარს წერა და ამაში ცუდი no-ა მგონი…

  18. paaawu ამბობს:

    ხო კინაღამ დამავიწყდა დოდკა შენი გამხნევება… არაფერია მოგინდება დაწერა მაგარის… აი რომ მოგაწვებააა და მოგაწვებააა მერე ნახე შენ … ვერ მოიშორებ სანამ არ დაწერ… :)

  19. Cyborg ამბობს:

    ტაკ საერტო პასუხი ჯერ და მერე გადავალ კონკრეტიკაზე:
    მე დავწერე რო პუსტაია ტრატა ვრემენია თქო ბლოგების კითხვა თქო. ეს იყო მორალი.

    არსად არ დამიწერია რო ბლოგის წერისას უნდა იფიქრო მკითხველზე და ეცადო მის ტრაკში შეძვრე – მასეთ არც წერას, არც გადაღებას და არც ხატვას აზრი არ აქვს და ფრაზა რო თუ გეწერინება – დაწერე და დაენახე ადამიანებს როგორც შენი თავი – ზუსტად ამის გარანტირებას ახდენდა რო ყველა მიხვდებოდა რო მე მოვუწოდებ ადამიანებს ბუნებრივობისაკენ. (2-მა კაცმა გაკვრით თუ კონკრეტულად მარა შეეცადნენ აეხსნათ რო თვითონ წერენ საკუთარ მოსაზრებას და არავისი მოსაზრების გულისთვის არ წერენ და ამიტო გავუსვი ამას ხაზი)

    ეხლა ესეიგი პირადი მიმართვები:

    sweet-ი:
    ან საბრალო კიბორგას უკრძალავენ ნძრევას და ანძრევს ვერბალურად… თუ კალიგრაფიულად თუ როგორც არი :დ

    ally
    სერიალებზე იყო ბლინ ყველაეზ საინტერესო, ვსმისლე მიჯმა თემაზე რო სერიალების ყურება არი სხვისი ცხოვრებით ცხოვრების მცდელობა. მე თვითონ ძალიან კმაყოფილი ვიყავი მიგნებით რო ცხოვრება ადამიანთან ერთად რომელიც სუ სერიალებს უყურებს არი იგივე რო კინოს უყურებდე – რომელშიც ტიპი კინოს უყურებს, ანუ მე მინდა კინო – ექშენი და აზრი, და მაყურებიებენ როგორ ვიღაცა არ ინძრევა, არაფერი არ ხდება და თვითონ კი უყურებს სხვის ექშენს და აზრს… 20 თეთრი ჩემზეა.

    keti
    კაცო ბლოგი კაკ რაზ არი “მე ვწერამ, თქვენ თუ შემოდიხართ და კიდე დაბრუნდებით – წაიკითხეთ” კაკ რაზ პრომოუშენიანი წერაა ფორუმზე წერა მამენტ… მე კიდე ბლოგებზე ვხაოდი და ვღაღადებდი… ზუსტად იმას ვამბობდი რო სწერამ – უნდა სწერო შენი თავი… მარამ – რამდენ ადამიანს აქვს დრო წაიკითხოს შენ ბლოგი? – მე მაგალითად მირჩევნია, ბევრად მირჩევნია, შემთხვევით აღმოგაჩინო ტამ სტრაიკბოლის ფორუმზე, და გავიგო რო შენ სტრაიკერშა ხარ და შენი რაღაც პახაჟძენიები სტრაიკეზ, ბევრად უფრო დამაინტერესებ, ბევრად უფრო ახლო იქნები, ბევრად უფრო აზრიანად გაგიცნობ და დავხარჯავ დროს, ვიდრე ვიჯდე შენს ბლოგზე და მილიონ ემოციებში ვეძებო გულთან ახლოს, ჩემთვის, მისატანი საკითხები…

    paawu
    ნუ ბოლოდან:
    წერის სტიმულ მიცემულ წერას ფასი აქვს? – ანუ წიპა… ოოო, ვუბრუნდებით ესეიგი ჩემს კარონნი ნომერს… აბო თბილელმა სანამ ქრისტიანობის შესახებ არ გაიგო – რელიგია რო არ შეიცვალა ეგ კარგია? – თუ აბოს რელიგია არ მოსწონდა, ეთქვა რა მომწონს და წავედი თქვენი რელიგიიდან ახლის საძებნელადო, და მერ აღმოეჩინა ქრისტიანობა და მიეღო… მარა ვერა – იმიტო რო მარტოკას ეშინოდა და ვერ ბედავდა… და ასე იქ არავინ არ იყო, ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცუნა… და აქ კიდე გმირი გახდა და მესტნი სუპერმენი… იგივეა წერაზე – წერა გინდა – წერე! – და კამათში შესვლის პონტში წერა ყველას უსწორდება და ნიუვაჟიწელნო…

    კი – მე რო ჩემი ცოლის ბლოგს ვიყენებ ეგრე საწერ პოლიგონად ზუსტად ეგეთი მელკი და ბეზხრებეტნი ქცევაა, პროსტო ველოდები ხოლმე როდის დაწერს რამეს, რო გაომვძებნო მერე იმ ნაწერში რამე საპროვოკატორო და სადემაგოგიო და ვატრაკო… ზუსტად იგივე რაც დღემდე ღუპავს ამ ქვეყანას – ოპოზიცია გვყავს არა იმისთვის რო აზრს წარმოადგენდეს და რაიმეს შეცვლას ცდილობდეს… რამედ იმისტVის რო იმენნა ოპოზიციაში იყოს და ატრაკებდეს, საითაც არ უნდა მიტრიალდეს მთავრობა – ოპზიციაც აუცილებლად ისე მიტრიალდება რო მტრად იყოს… იმიტო რო უამრავი ადმიანისთვის ოპოზიციონერობა ცხოვრების სტილია და მიზანია… ალბათ მოკვდებიან მთავრობა რო გაქრეს ერთ დღეს და საოპოზიციო აღარ დარჩეთ არაფერი… ხოდა მეც ეგრე ვზივარ და ვოპოზიციონერობ ჩემი ცოლის ნაწერზე, იმიტო რო კაი გასართობია… მარა ჩვენ ვსაუბრობთ holy წერაზე, წერაზე წერისთვის, ლიტერატურაზე – ლიტერატურისითვის… და ბლია ბლია ბლია :დ

    მეზინება მოკლედ… ხო დევიზი:

    დემაგოგია 4 life!

  20. dodka ამბობს:

    აქ მოკლე ჩანართი, რადგან დისკუსიაში ჩაბმა მეზარება, რეალში ისედაც ბევრს ვდაობთ ამაზე – იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებ, თავადაც ინტერესით ადევნებს თვალს, შეამჩნევდით :D

  21. ღილი ამბობს:

    ძალიან მაინტერესებს კიბორგას კომენტარის წაკითხვა მაგრამ მეზარება…Cემი მოკრძალებული აზრით სწოედ ის დროა რომ კიბორგამ საკუთარი ბლოგის შექმნაზე ზრუნვა დაიწყოს და იქ შემოგვთავაზოს ხოლმე თავისი ბრწყინვალე კომენტარები დოდის პოსტებთან დაკავშირებით!!რავი…

  22. ღილი ამბობს:

    ძალიან მაინტერესებს კიბორგას კომენტარის წაკითხვა მაგრამ მეზარება…ცჰემი მოკრძალებული აზრით სწოედ ის დროა რომ კიბორგამ საკუთარი ბლოგის შექმნაზე ზრუნვა დაიწყოს და იქ შემოგვთავაზოს ხოლმე თავისი ბრწყინვალე კომენტარები დოდის პოსტებთან დაკავშირებით!!რავი…

  23. ally ამბობს:

    “აქ მოკლე ჩანართი, რადგან დისკუსიაში ჩაბმა მეზარება, რეალში ისედაც ბევრს ვდაობთ ამაზე – იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებ, თავადაც ინტერესით ადევნებს თვალს, შეამჩნევდით :D”

    :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  24. Cyborg ამბობს:

    dodka
    აუ როგორ ველოდებოდი რო ამას დაწერდი, ძლივს, მადლობ.

    მეგობრებო, თქვენი აზრით, ჩემი ცოლი რო სუ სტრაიკბოლს თამაშობდეს უფრო ბედნიერი არ ჩავერთვებოდი მის ცხოვრებაში? – არტიდეას რო აკეთებდა – კითხეთ თვითონ, უფრო აქტიურად არ ვმონაწილეობდი მის სამყაროში… რამე სხვსა რო აკეთებს 7 ხელით და ფეხით არ ვუბამ მხაარს?

    ხოდა ჩემი ცოლი დღეს – უყურებს სერიალებს და რა ვქნა, ხო უნდა დავყო დრო მასთან ერთად? – მერე მეტყვის არ მეხუტები აღარ გიყვარვარო და უკვე რო მეზინება ღამის 2 საათზე – მომიწყობს ხარისხიან გარჩევას ამ და სხვა თემებზე და…

    ჩტო დაიუტ, ტო ი უპატრებლაიუ, უყურებს სერიალებს და როვნა 5 სერიაში ერთხელ – მივუწვები ხოლმე გვერდზე, ჩავეხუტები და ვუყურებთ ბეტის 127-ე სერიას… ისიც ამანდას ხათრით იასნია…

  25. paaawu ამბობს:

    მართლა დროა ბლოგის გახსნა :) არა cyborg?!… მაგარი იქნებოდა მართლა…

  26. Cyborg ამბობს:

    paaawu
    და რა ვწერო? – ჩემი ფანტაზმიური სამყარო, თუ მკვახე რეალობა რომელიც ყველას გარშემო ისედაც არის? – თუ ყოველი გაკუება ავღრიცხო? – გამოვფინო ლინკები webpark-იდან?

    ბლოგი ქინძობაა… მიზანი?… ფიქრით საკუთარ თავთანაც ვფიქრობ და თუ რამე ინტერესი მაქ – იმეების კომუნებში ცალკე ვარ გაერთიანებული…

  27. paaawu ამბობს:

    რაზეც გაგიხარდეს.. თუნდ ეგეთ უაზრობაზეც კი, როგორიც მოთხოვნილებებია:)))))))))))))) ok თუ არც, ეგ შენი problem…

  28. Kate ამბობს:

    @ Cyborg – “მე დავწერე რო პუსტაია ტრატა ვრემენია თქო ბლოგების კითხვა თქო. ეს იყო მორალი.”
    ტაკს…
    თუ ბლოგი არის ქინძობა, მაშინ რატომ კითხულობ დოდის ბლოგს???
    თუ გრიბოედოვის არ იყოს…
    “ი დიმ აწეცესტვა ნამ სლადოკ ი პრიეწენ”–ის პონტია??? :გივი:

    ხოდა ანუ აქედან გამომდინარე უფრო მაგრად დავრწმუნდი იმაში, რომ “იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებ, თავადაც ინტერესით ადევნებს თვალს, შეამჩნევდით :D”

  29. Kate ამბობს:

    ხოდა, რაც შეეხება მეზობელი ბლოგების კითხვა, ახლა ზუსტად მაგითი ვარ დაკავებული…

  30. Cyborg ამბობს:

    ქეით:
    ჩემთვის ამ ბლოგის კითხვა, ამ ბლოგზე აქტიურობა და კიდევ ბლოგიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საქმეშ გამოყენება რეალურად პირდაპირ პროპურციულია სექსის სიხშირის და ხარისხიანობისა და…

    ვკითხულობ კი არა კომენტს არ ვმაზავ…

    და ვაკომენტებ კი არა და სუ რომანებს ვწერ…

    ლიჟბი სექსი იყოს ჯანმრთელი….

  31. gia ამბობს:

    cyborg, straikbolze minda ragaceebi shegekitxo da meilze shemexmiane ra. sxvanairad ver shevzeli da aqedan dagikavshirdi.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s