Funny Stuff

ძალიან მხიარულ პალასაზე ვარ, ძალიან ))) თქვენც გაგართობთ ცოტას, იდეაში რამდენიმე პოსტის მასალაა, მაგრამ აჰა, მომდევნო კვირის დასაწყისი ბევრი პატარ-პატარა ღიმილით აღვნიშნოთ :D თუ კარგი გოგო ვიქნები, ყოველ კვირას გავაკეთებ ხოლმე ორშაბათისთვის მსგავს ‘აი ამ კვირაში რაზე ვკაიფობდი’ პოსტებს. მაგრამ სჯობს ეს არ ვთქვა, თორემ მომავალ კვირას აუცილებლად დამეზარება.

ტაკ, დავიწყეთ:

1. ქერი ბრედშოუ ხომ იცით Sex and the city-დან? ჰოდა წარმოიდგინეთ ქერი, ოღონდ ქართველი, ოღონდ მამრი – და მივიღებთ ქაიხოსრო ბრედაძეს, იგივე ჯუზეს, რომელმაც გადაწყვიტა სამამულო საქმეს მიჰყოს ხელი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთი სექსით არც ისე განებივრებული ბიჭი [ანუ ჯუზე] მოხვდა ნიუ იორკში, ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, გადაწყვიტა სექსის ძებნა ონლაინ დეითინგის საიტებზე დაეწყო. მოკლედ, დანარჩენი ისტორიები და მოვლენების ღრმა ანალიზი იხილეთ მის ბლოგზე – ჯუზე და სექსი.

2. თქვენ იცოდით, რომ არსებობს ასეთი რელიგია – გუგლიზმი? ისინი აღიარებენ, რომ არის ერთადერთი ღმერთი – Google! ესეც ეკლესიის საიტი, სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ან უბრალოდ გაეცნოთ გუგლიზმის იდეოლოგიას :D – http://www.thechurchofgoogle.org/

3. ფორუმზე Jobs and career განყოფილებაში თემაა გახსნილი – რაღაც ფირმა ეძებს ენერგიულ, საქმიან, კომუნიკაბელურ გოგონას ინგლისურის, რუსულის და კომპიუტერის ცოდნით, საბურთალოზე მცხოვრებს, მდივანის ვაკანსიაზე. ხელფასი – 200 ლარი.

4. კიდევ ერთხელ რელიგიურ თემაზე – What if God had Myspace…

ორმაგად ვიხალისე კომენტარებზე, მაგალითად:

I don’t go to church, cause I have my own religion in Canada. But this is cool!

5. ტიპი შედის ერთ-ერთ ფორუმზე და ითხოვს დახმარებას ფოტოშოფში. მესამე პოსტში – ეხმარებიან. :D – http://www.systemwars.com/forums/showthread.php?t=27810

6. ფორუმზე ერთ-ერთ ძველისძველ თემაში ნაპოვნი (Kakha-ს დახმარებით) – ნუ, ფაქტიურად დღევანდელი საქართველო [ (с) .ku ]

7. ერთიც შავი ანეკდოტი:

Стук в дверь.
– Кто там?
– Смерть твоя!
– Пошла в жопу!
– Так и запишем: Рак прямой кишки…

8. და კომიკ სტრიპი – Cyanide and Happiness – გეცოდინებათ, ძალიან საყვარელია ))

კარგ კვირას გისურვებთ :P

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to Funny Stuff

  1. kikito ამბობს:

    ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
    ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) loooool

  2. nikala1 ამბობს:

    dodka ubralo kitxva minda dagisva : mainteresebs ateizsti rom xar da amaze saubrob da mitumetes antireligiuri xumrobebi rom gaxalisebs amashi ra pliuss xedav? anu vgulisxmob imas rom amit meted tavisuflad da bednierad grdznob tavs? da maqvs kidev meore shekitxva : sheni shvili rom martmadidebeli gaxdes aukrdzalav da etyvi rom cdeba tu ubralod sheeguebi am “sicrues da usamartlobas”?

  3. dodka ამბობს:

    @ნიკალა
    1. ის, რომ ათეისტი ვარ, არც პლიუსია და არც მინუსი, არც მაბედნიერებს და არც მაუბედურებს – არის რა, არავის ვეხები, არავის თავს არ ვახვევ არაფერს, მორწმუნეებს ბნელს არ ვუწოდებ და ჩემი თავი მაგარი არ მგონია : ) ათეიზმზე ვსაუბრობ? ხმამაღალი ნათქვამია, ამ ბლოგზე ყველაფერს მივედმოვედები და ამ საკითხზე ერთხელ გაკვრით ვთქვი ალბათ რაღაც : ) თუმცა რომც მესაუბრა რა პრობლემაა? : ) არ ვთვლი, რომ ჩემი ათეიზმი ვინმეს შეურაცხყოფს : ) და თუ შეურაცხყოფს – მათ ნამდვილად პრობლემები აქვთ საკუთარ თავთან და რწმენასთან.
    ანტირელიგიურ ხუმრობებს რაც შეეხება, შეგიძლია ფორუმზე რელიგიის განყოფილებაში შეიხედო, იმხელა თემაა “იუმორით რწმენაზე”. სადაც ძალიან მორწმუნეებიც კი ხუმრობენ – ღმერთს, თუ ის არსებობს – იდეალური იუმორის გრძნობა ექნება ; )

    2. შვილს არ მოვნათლავ, თუმცა რომ გაიზრდება – რასაც უნდა იმას გადაწყვეტს, იმიტომ, რომ დამოუკიდებელია დამიანი იქნება, და თუ მას დასჭირდება რწმენა, ღმერთი, ეკლესია და ა.შ. – მე ვინ ვარ, რომ დავუშალო? : ) თუნდაც ბუდისტი გახდეს, თუნდაც მაჰმადიანი, ან მორმონი – ეს მისი პირადი არჩევანი იქნება, სადაც მე არაფერი მესაქმება : )

  4. deka136 ამბობს:

    joan osbourne-s simgeris gadaketebuli varianti momecona :D

  5. nikala1 ამბობს:

    ara 2 temashi sheidzleba gauazreblad magram ashkarad (tumdac gakvrit) magram mainc gamochnda am temaze gamaxvileba yuradgebis) ratomgac mgonia rom mimixvdi ratomac davsvi es kitxvebi mitumetes rom am sityvebma metad damarwmuna arc mtlad egre aris saqme)) ღმერთს, თუ ის არსებობს – იდეალური იუმორის გრძნობა ექნება ; ) anu shen imis mainc gjera rom iumoris grdznoba mainc eqneba xom ? :D ici ras ityvebi gamaxsenda amaze ” ar arsebobs adamiani rom tqvas gmerti arsebobso da arc iseti adamiania am qveynad vinc ityvis rom tqvas igi ar arsebobso daaxlovebit asea tu ar vcdebi es sityvebi) rac sheexeba sheni archevania ragatqmaunda aba rogor!:D ubralod mainteresebda yvela ateisti ertnairad fiqrobs tu ara disertacias vwer da…:D

  6. dodka ამბობს:

    @nikala1 – ეგ ფრაზა ჩემი მოგონილი არ არის, კინოფილმ “დოგმა”-დანაა, თუ არ გაქვს ნანახი – უყურე ; )

    ყურადღება ნაღდად არსად გამიმახვილებია, კარგა ხანია გამოვედი იმ ასაკიდან, როცა ათეიზმს რამე განსაკუთრებულად ვთვლიდი : ) ადამიანები ჩემ ირგვლივ მაგით არ მაფასებენ, არც მე ვაფასებ მათ იმით, თუ რა სახის მითოლოგიის სჯერათ გულის სიღრმეში : )

    მასეთ ადამიანებს კი, რა ციტატაც შენ მოიყვანე – აგნოსტიკოსები ჰქვიათ :D დისერტაციას თუ წერ – მეტი უნდა იკითხო : )

    ნაღდად ვერ მივხვდი რატომ დამისვი ეგ კითხვები, ვფიქრობ, რომ შეიძლება ათეიზმის რაობა კარგად არ იცოდე და ამის გამო ჩემი პასუხების არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთე, წიპა – “არაა ეს ადამიანი ბოლომდე დაკარგული” და ა.შ. : )

  7. nikala1 ამბობს:

    films aucileblad vnaxav , rac sheexeba ateizmis swavlas disertaciis temaze wignis kitxva am shemtxvevashi vfiqrob aucilebeli ar aris ateistebisgan, konkretuli adamianebze dakvirvebit metis swavla sheidzleba aba wakitxuls tu ubralod sxvanairi interpretacia miveci eg raga disertacia da agmochena gamova eg xom mxolod gameorebis gadmomeoreba qvia )) gavitvaliswineb tqvens rchevas meki tu nebartvas momcemt rom girchiot ertxel kidev gadaikitxet axali axtqma tu aqamde gadakitxuli ar gaqvt da garwmunebt rom magaze did sibrdznes da siaxles am qveynad vercert wignshi ver agmoachent tu ar gjerat tavad sheamowmet;)

  8. Cyborg ამბობს:

    dodka
    ლოლ, მადლობ ვებპარკის ხარისხიანი ჩანაცვლებისთვის, დღეს ნამდვილად ესეიგი დილის პერედაზიროვკა კაი განწყობა მივიღე.

    ნიკალა1
    IMHO წარმოუდგენელია ადამიანი დისერტაციას წერდეს ათეიზმზე და დოგმა არ ქონდეს ნანახი… თუ უბრალოდ ფიგურალურად თქვი? – წიპა “ვსხლავ” ათეიზმშიო… მაინც წარმოუდგენელია დოგმას უნახაობა მაგ შემთხვევაშიც.

    რაც შეეხება “რატო გვაჩრის ქბნ. დოდი თავის ათეიზმს ცხვირში” – კი მარა ლუბოი ქრისტიანი რო ამბობ “ღმერთო ჩემოო” – მარშუტკაში რო პირჯვარს იწერს, ყველაფერზე პასუხად “ღმერთის ნებაა ასეთიო” რო ამბობს, ან მაჰმადიანი რო “ალახ აკბარს!” – იძახის და დღეში ორჯერ მუხლებზე დგას, უამრავი ეკლესია, მონასტერი, მეჩეთი და სხვა რელიგიური დაწესებულებები როა, მილიარდჯერ რო გამოდიან ტელევიზორში სხვა და სხვა რელიგიური მესვეურები და ცხვირთან მოაქვთ რელიგიური ატრიბუტიკა, ლექსიკა და სწავლებები – ეგ არ არი იმ რელიგიების ზედმეტად “გამარიაჟება” ?

    კი – ათეიზმი, ჩემი აზრით, ნიშნავს რელიგიებისადმი აბსოლიტურად პოხუისტურ-ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და ალბათ ზუსტად ამიტომ იწვევს ყველაში ოდნავ მაინც გაჟღერება რო ათეისტი ხარ რო – აუფ, გაჩუმდი, ცუდი ათეისტი გამოდიხარ თუ რამე წამოგცდა რელიგიურ თემაზეო… სწორია – მარა რა უფლებით ამბობს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი ვინმეზე – თქვენი მრწამსი თქვენთვის შეინახეთო – როცა მისი რელიგია დარწმუნებული ვარ 100000 ჯერ მეტჯერ “ამახვილებს ყურადღებას” – საკუთარ არსებობაზე, იმაზე თუ რას ფიქრობს ის კონკრეტული რელიგია სამყაროს შესახებ, იმაზე რო აი მე, ტამ სააკაშვილი – მართლმადიდებელი ვარ! – ხოდა დოდი ათეისტია და კიდე 100 -ჯერ მეტად რო უსვამდეს ამას ხაზს მაინც ვერ გადაახტება “ყურადღების გამახვილების” კოეფიციენტით ნებისმიერ რიგით მართლმადიდებელს რომელიც ყოველ მესამე სიტყვაში იმას გეუნება რო მან ეს არ იცის – ეს იცის ღმერთმა, რო ღმერთო ჩემო, იწერს პირჯვარს, რო ვერ შეჭამს ამას – მარხვაზეა(ამარიაჟებს ქრისტიანობას არა გამოდის?), რო ხვალე ვერ წამოვა – ეკლესიაში მიდის და ა.შ. – რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რო საბაბი მიეცი და აუცილებლად მოგიყვება მთელ რელიგიას, აუცილებლად განიხილავს ყველა მოვლენას რელიგიის ჭრილში და რაც უფრო საინტერესოა კიდე – რო ეტყვი რო ათეისტი ხარ და არ გაინტერესებს – აუცილებლად ეცდება “მოგაქციოს” ქრისტიანად – რა რეაქცია გექნებათ დოდი რო ცდილობდეს როგორც კი გაიგებს რო ვინმეს ღმერთი წამს – დაუწყოს მათ მოქცევა ათეისტად? – ხოდა რატოა ასეთი ორმაგი სტანდარტები? – არც დოდის უნდა ვინმე ცდილობდეს მის მოქცევას, ვინმე უმახვილებდეს ყურადღებას რელიგიებზე და ა.შ. – მარა ეს არის, და ჩვენ არ ვწუწუნებთ, ასეა მიღებული და ასე ხდება და… ნუ მისცემთ შენიშვნას ათეისტს 1000-ში ერთხელ რო წამოცდება უბრალოდ რო თვითონ ათეისტია და ის არ გაუსვამს ხაზს რო თქვენ მილიონჯერ მეტად ამახვილებთ ყურადღებას და ახორციელებთ ექსპანსიას საკუთარი რელიგიისა – მასზე.

  9. HoNeY ამბობს:

    უკაცრავად და ახუეწ

    ძაააან ვიხალისე ” What if God had Myspace…” :LOL:

    :2kiss:

  10. Cyborg ამბობს:

    Honey
    ეგ არა და აი ნაღდად საინტერესოა xashura რამდენჯერ აქვს აკრეფილი .rar-ის ამოარქივებისას :დ – ღმერთს თუ არა სააკაშვილს მაინც :დ

  11. bigcrow ამბობს:

    დოდ, მომკალი…

  12. alva ამბობს:

    XASHURA?

    რა მაგარია სულ არ მახსოვდა ეგ…

  13. alva ამბობს:

    დოდო დეიდა მაგარი ხარ!
    5. ტიპი შედის ერთ-ერთ ფორუმზე და ითხოვს დახმარებას ფოტოშოფში. მესამე პოსტში – ეხმარებიან. :D – http://www.systemwars.com/forums/showthread.php?t=27810

    ამის ნახვის მერე ერთი საათი ვერ მოვისვენე იმდენი ვიცინე, ახუიტელნა მაგარია. საინტერესოა შენი ბლოგის კითხვა

  14. nikala1 ამბობს:

    Cyborg

    “IMHO წარმოუდგენელია ადამიანი დისერტაციას წერდეს ათეიზმზე და დოგმა არ ქონდეს ნანახი…”

    ვიღაცისთვის ჩვენზე დიდი გონების არსებობაა წარმოუდგენელი და რა გასაკვირია რომ ფრენსის ფორდ კოპოლოას დავით აბულაძის არცერთი ფილმი არ ჰქონდეს ნანახი მაგრამ მაინც შესძლოს ქართული რეალობის ასახვა

    რაც შეეხება “რატო გვაჩრის ქბნ. დოდი თავის ათეიზმს ცხვირში” – კი მარა ლუბოი ქრისტიანი რო ამბობ “ღმერთო ჩემოო” – მარშუტკაში რო პირჯვარს იწერს,

    ცდები “ლუბოი” ქრისტიანი არ აკეთებს ასე მაგალითად მე მარშუტკაში არ ვიწერ პირჯვარს და არც ტრანსპორტში მიუხედავად იმისა რომ რატომღაც მჯერა რომ ღმერთი არსებობს მაგრამ ისიც კარგად ვიცი რომ ცოდვილი ვარ და ვცდილობ მეტი ცოდვა არ გავიმეორო და როდესაც უფალთან ვაღიარებ ამას ვცდილობ რომ გულწრფელი ვიყო და იგივე არ გავიმეორო რაც შეეხება გამარიაჟებას უფალი ყოველდღე უნდა ადიდოს მორწმუნე ადამიანმა , ეს ნორმალურია.

    იქ ვინმე პოლიტიკოსი თუ ათეისტია და მანიპულირებს ამ თემით მასებზე ეს სულ სხვა საკითხია საერთოდ არის მართმადიდებლურ გაგებაში ასეთი რამ : “არ განსაჯო და არ განისჯები” მაგალითად რომ ამბობ რატომ საუბრობენ მორწმუნე ადამიანები ხშირად რელიგიურ თემებზე ეს ყველაფერი რელიგიის გამარიაჟება კი არ არის ეს აუცილებლობაა უფლისგან დაბარებული თუ ადამიანი რელიგიაშია მან კარგად იცის რომ მას პირდაპირ სთხოვს უფალი რომ პატივი სცეს მას და მასზე ისაუბროს მხოლოდ არასოდეს არ ახსენოს ფუჭად მისი სახელი ( ანუ ჩვეულებრივი ჟორაობის დროს “ღმერთო ჩემო” ან ღმერთო რა მაგარი ლამბორჯინია და მსგავსი მსგ)

    ათეისტს არ აგქვს იმდენი არგუმენტი რომ ნამდვილი მორწმუნე გააათეისტოს მორწმუნეს კი შესწევს უნარი რომ ათეისტს უფლის არსებობა ნათლად დაანახოს რადგანაც ნებისმიერ ათეისტში თუმდაც მცირე დოზით მაგრამ მაინც არის ღმერთი . ის ადამიანიც კი რომელიც ავსტრალიის ჯუნგლებში იბადება და საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი რა არის ათეიზმი რა არის ეკლესია მაინც გრძნობს რომ მასზე დიდი არსებობს ვიღაც

    მე პირადად არცერთ ათეისტს არ ვახვევ თავზე არაფერს უბრალოდ მაინტერესებდა ათეისტის შეხედულებები და კითხვა დავსვი , ეგ არის… მაგალითად მყავს ძმაკაცი რომელიც ათეისტია და ერთხელ ვუთხარი რადგანაც კარგად ვიცნობ ასეთი რამ : რომ როდესაც კარგად ხარ უფალი საერთოდ არ გახსოვს და გაბედულად საუბრობ უფალზე ირონიითთქო მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გიჭირს დამალული მუხლმოდრეკით სთხოვ დახმარებას უფალსთქო რაზეც უბრალოდ გაეცინა რათქმაუნდა ვყველას ნებაა ათეისტი იქნება თუ კომუნისტი
    თუ ფიქრობ რომ მე პირადად არ მეცინება ისეთ მორწმუნეებზე რომლებიც ეკლესიაში დადიან და იმის წარმოდგენაც არ აქვთ ნოე ვინ იყო და ფილმიდან არ იყოს არ იციან რსი გამო მოკლა კაენმა აბელი მაშინ ვიტყვი რომ მე პირადად ეკლესიაში დავდივარ მაქსიმუმ ერთ თეში ერთხელ და ისიც კარგად მომეხსენება რომ მორწმუნემდე დზალიან ბევრი მიკლია მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ჩემი უგუნურობით და ურჯულობით უფალი არ შევურაცჰყო

  15. OTO ამბობს:

    ათეისტი არ ვარ

    თუმცა ნამდვილად ვიცი რომ ღმერთი არ არსებობს

    P.S. У МЕНЯ ИНДИВИДУАЛЬНАЯ ТОЧКА ЗРЕНИЯ : ) ) )

  16. miramax ამბობს:

    აუუუუ, გავიგუდე მესამე პოსტზე “Sorry, I only have a black and white printer…” :lol:

    და ვაბშე მაგრად ვიხალისე :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

  17. კაი ბიჭი 2.0 ამბობს:

    ქადაგება ონლაინ – What’s Next?

  18. keti ამბობს:

    მგონი აჯობებს, რომ ათეიზმიც ერთგვარ რელიგიად ჩაითვალოს, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოქცევის მცდელობებს:)
    იქნებ ასე მაინც ვცეთ სხვის აზრს პატივი? :)

    და რისთვის შემოვედი, ლამის დამავიწყდა :ჰუჰ:
    ჰო, შავ იუმორზე მინდოდა გაცინება :დ

  19. Sweet Baby Girl ამბობს:

    dodka, shemo skaipshi tu shegizlia ragac unda gkitxo.

  20. paranoichka ამბობს:

    =)) ძალიან Fანია :D განსაკუთრებით ბოლო :უსერ: კაკ მილა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s