კიბორგას კომენტარი

დაბლა რომელიღაც პოსტისთვის მიუწერია კომენტარად და მე დღეს დამხვდა სპამში.

უკომენტაროდ…

_ _ _ _ _

120-ze meti marto T-72 gvyavda, omamde,exla xui znaet ramdeni gvyavs.

გვეცოდებოდა თქო მე ჩისტა ისე ვთქვი, ამან აღიქვა რო მართლა გვეცოდებოდა, არავის არ ეცოდებოდა იქ არავინ იასნია, ჩვენები იქ იმდენი დაიხოცნენ რო არტილერია 2 კვირა რო არ გაჩერებულიყო ყველა ბედნიერები ვიქნებოდით… ჩისტა ობიექტური მხრიდან რო გამოხედო, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ფარგლებში არა სწორი იყო ჩვენი ამდენი არტილერიის მუშაობა თორე რეალურად – მაგან უამრავი სიცოცხლეები გადაარჩინა.

ოსების დამოკიდებულებაზე – უმეტესობა სოფლებისა ან დაიცალა, ან ჩაბარდა, მაგალითად ღრომი – ჩაბარდა, ანუ შევიდა სერჟანტას 100-ეული და რამდენიმე მთვრალი შეიარაღებული სირი დახვდათ და ეგ იყო და ეგ, სანგრები მიტოვებული იყო და სოფელი ჩააბარეს იტოგში, უმეტესობა არც აპირებდა ომს ოსების მხრიდან.

მერე მოვიდა 1 საათში ბრძანება გამოდითო, გამოვიდნენ უკან, ჩასვეს იქ 300 კაციანი რეზერვი რომლებიც იმავე ღამეს გამოყარა კაზაკების დესანტმა, არადა ღრომი იყო ძალიან ვაჟნი ადგილი, დღემდე ვერ გაიგო სერჟამ რატო გამოიყვანეს უკან ერთ-ერთი ძლიერი 100-ეული მაგ ომში უკან… იქ არც იმათი არტილერია წვდებოდა არც არაფერი, ჩისტა პეხოტა უნდა გამოსულიყო ტყეებიდან და გამართულიყო დაცვითი ომი ჩვენი მხრიდან ძალიან ვაჟნი ადგილისა… რატომღაც ჩატოვეს 300 კაციანი რეზერვისტები იქ…

ცხინვალზე – ცხინვალს იღებდნენ ჩვენებიც და იბრუნდებნენ ისენიც, პრი ეტომ როგორც წესი ჩვენები იღებდნენ შედარებით ბრზლებით, ისენი იბრუნებდნენ უბრძოლველად, უხაროდათ და იბომბებოდნენ უსაშველოდ მერე…

ჯავაზე – პირდაპირ ჯავაზე იერიში რამდენადაც მე და კეპამ მოვიკვლიეთ ერ ყოფილა, არც ლიახვის ხიდზე. საუბრობენ რო მეორე ბრიგადამ მაგრა იბრძოლა სადღაც მაგ რეგიონში მარა ჯავამდე ვერ მიაღწია. დანაკარგები უცნობია, იძახიან რო თითქმის არ არიო.

ასევე სადღაც მანდვე ომობდა მესამე ბრიგადა… მცირე დანაკარგები საბოლოო ჯამში რამდენადაც სამხედროებმა მობილურებზე გადარეკვებით გავარკვიეთ.

მეოთხე ბრიგადის ავიაციისგან გადარჩენილი ნაწილი(ჩვენი M4-იანი ხალხი) ომობდენ ცხინვალის ირგვლივ ყველგან… დანაკარგები – ნახევარი ბრიგადა დაღუპულები ან დაჭრილები, თუ მეტი არა. თუ არ ვცდები მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის (41-ე ბატალიონის ანუ) ბატალიონის მეთაური დაღუპულია… ძირითადი დანაკარგი – 1 ცალი ავიაცური კასეტური ბომბისგან 8 აგვისტოს ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე კოლონაში…

მე-5 ბრიგადამ იომა კოდორში… დანაკარგები ჩემთვის უცნობია.

პირველი ბრიგადა იყო ერაყში და მხოლოდ ერთი ბატალიონი იყო ის ქართველი სამშვიდობოები რომლებიც მთელი დღე იბომბებოდნენ პირველ დღეს და ითმენდენ, რომლებაც მიიღეს პირველი დარტყმები და პირველებმა გახსნეს ცეცხლი ბრძანებისას… გაუთავდათ შუა ომში ტყვია წამალი პრაქტიკულად და დანარჩენი დრო გამოდიოდნენ ცეცხლის ქვეშ… დანაკარგები – 3 მოკლული ერთ ასეულში, მეორეში 2, დაჭრილები სადღაც 30-მდე ჯამშიო…

უმეტესობა ინფორმაციები მაქ პირადად ოფიცრობისგან, პირადი შეხვედრებით, მესამე ბრიგადის არ გვინახია არავინ – მხოლოდ მობილურით გვქონდა ინფოები.

პირადად ვნახეთ ასევე ATC (ანტი ტერორისტული ცენტრი) – დანაკარგები 6 დაჭრილი მთელი ომის მანძილზე, პრი ეტომ პირველი ცხინვალის შტურმში ვიღებდით მონაწილეობასო, 1 ტანკი დაგვიწვესო, 1 დაზიანდაო, ერთი საათის მერე მოვიდა ბრძანება დატოვეთ ცხინვალი უნდა დავბომბოთო – გამოვედით უკანო.

კოჯრის სპეცნაზი – უტევდა ერთ-ერთ მომენტში ცხინვალს და კონკრეტულად მთავრობის სახლს, დანაკარგები უცნობია(კოღოს სასტავი, სტრაიკერები მიხვდებიან).

უმეტესობა სხვა სპეცნაზებშიც იგივე სიტუაციაა, მცირე დანაკარგები, გაუგებარი ქცევა სარდლობისგან. სერჟას სპეცნაზში – დანაკრგი 0 დაღუპული, 0 დაჭრილი.

ჩემი პირადი მოსაზრება საერთო დანაკარგების რაოდენობაზე:
სამხედრო: 500-700 დაღუპული, ძირითადად მე-4 ბრიგადა sad.gif( გაუგებარი მიზეზების გამო გაწყდა M4-ებით შეიარაღებული ბრიგადა… რამაც ყველაზე დამღუპველად იმოქმედა, იმიტო რო ნაკრები ბრიგადა იყო იმენნა და ყველას რამდენიმე სამხედრო ძმაკაცი მსახურობდა იქ და რეალურად ყველამ უახლოესი ძმები დაკარგა… ამასთან ყველაფერი მოხდა ყველას თვალწინ, ყველამ დაინახა კასეტური ბომბის ჩამოვარდნა შუა გზაზე გორიდან ცხინვალისკენ და ატყდა მერე რაციაში ერთი ამბავი და… ცალკე მოხდა გაუგებარი სიტუაცია 41-ე ბატალიონთან და 43-ე ბატალიონთან დაკავშირებით… ვერ გავიგე რა მოხდა, ვერ გავიგე რატო აღმოჩნდნენ ალყაში, ვერ გავიგე რატო იყვნენ იქ სადაც იყვნენ, ვერ გავიგე როგორ იყვნენ…

და 1000-მდე სხვა და სხვა სიმძიმის დაჭრილი. ჩემი აზრით – რეზრევისტებიანა, მართალია რეზერვისტებზე საერთოდ არ მაქ არანაირი ინფორმაციები, არც სად ვინ ომობდა, არც ვინ რამდენი დაკარგა, არც რამდენი დაიჭრა, ვიცი ის რაც იცოდა ყველამ – რო გადმოყარეს უაზროდ, რო ნახევარი დაბნეული დარბოდა გორში, მეორე ნახევარს აწირავდნენ შუა ბრძოლის ცეცხლში, ვიცი რო დააყარეს ერთმანეთს, ვიცი რო ყრიდენ იარაღს და გარმობოდენ და ოფიცრები წინ უსწრებდნენ, მოკლედ ის რაც ყველამ იცით.

სამოქალაქო დანაკარგები – 100-150 დაღუპული, 500-1000 დაჭრილი.

პირადად ვნახე გორის საავადმყოფოს სიები, 63 დაღუპული, ნახევარზე მეტი სამოქალაქო, 600-700 დაჭრილი, უმეტესობა სამხედრო.

ზოგადადაც ჯარში არ არი გრძნობა რო აუ დაგვხოცეს, უმეტესობა ვინც გამოვიდა – გამოვიდა მინმალური დანაკარგებით, ერთადერთი ყველა აღიარებს რო მე-4 ბრიგადა აღარ არსებობს, და ამას როცა იგებთ – საუბარია იმაზე რო ბრიგადა უნდა იყოს 3 ბატალიონი მწყობრში მაინც (1500 კაცამდე) და დღეს მწყობრში არ არის ალბათ 500 კაციც იქედან, შესაბამისად ბრიგადა როგორც ასეთი არ აღარ წარმოადგენს საბრძოლო ერთეულს, მარა ეს არ ნიშნავს რო გაწყდა მთლიანად.

ჯამში გამოძიებული ინფორმაცია ჩემს და კეპას მიერ:
1. რუსეთი ბოლო 1 თვე ატარებდა 58-ე არმიის წვრთნებს, სადაც პირობითი მტერი იყო საქართველო და სააკაშვილი. წვრთნების დამთავრებიდან 1 კვირაში დაიწყო ომი და შემოვიდა 58-ე არმია.

2. ვინ ესროლა ოსეთის ომონის თუ რაღაცის უფროსს – დღემდე უცნობი რჩება ჩემთვის, ვიღაცამ ესროლა რაც იყო საბაბი ოსების მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნისა საბოლოო ჯამში.

3. 1-ელი ბრიგადის სამშვიდობოებად მივლინებულმა ბატალიონმა კაი ხანი ითმინა აბსტრელი და ბოლო რაღაცნაირად აიძულა ჩვენი არტილერია ესროლათ უკან, რომელიც უკვე მე-5 თუ მე-6 იყო მობილიზებული კონფლიქტის რეგიონში, როგორც ადრე – განგაშებისას.

4. ჩვენმა არტილერიამ როგორც ყოველთვის საოცრად იმუშავა, მიუხედავად იმისა რო ნავოდკები როგორც ასევე ყოველთვის მიდიოდა ტამ მობილურებით და “ცოტა წინ და ცოტა მარჯვნივ” მეთოდით.

5. ყველა ფეხოსანი შეტევა რომელიც კი ჩემთვის არი ცნობილი დამთავრდა წარმატებით და მინიმალური დანაკარგებით. რის შემდეგაც ასევე როგორც ჩემთვის არი ცნობილი – ჯარი გამოყავდათ უკან, გარდა მე-3 და მე-2 ბრიგადებისა, ასევე სავარაუდოდ გარდა მე-4 ბრიგადისა, ანუ წიპა სპეცნაზები – გამოყავდათ უკან, გორამდე ლამის, მე-3 ბრიგადა რამდენადაც მე ვიცი იყო გაწელილი მთელს ცხინვალის აღმოსავლეთ ფრონტზე მიმართულებით ჯავის ხეობისკენ, მეორე ბრიგადა რამდენადაც მე ვიცი მოდიოდა რაჭიდან – ასევე ჯავისკენ და შესბამისად ეკავა ყველაფერი ცხინვალის მარცხნივ, მე-4 ბრიგადას გეგმიურად ქონდა დავალება ყველაფერი ცხინვალის სამხერთ-დასავლეთით და ცხინვალი თვითონ რამდენადაც მე მესმის…

იმ დღესვე რო გვცოდნოდა ეს იქვე ყველა გეტყოდათ რო ვერც მესამე და ვერც მეორე ბრიგადას ვეღარ ეყოფოდა ძალები ჯავაზე შესატევად, ვინაიდან ჯავა გარდა ყველაფრისა ბუნებრივი ციხესიმაგრეა, 1 გზა შედის და ვსიო. იქ მთელი 1 ბრიგადით შესვლა იყო საჭირო, ისიც თუ ეყოფოდა კიდე, აქ კიდე მე-3 და მე-2 გაწელილები იყვნენ მთელ ფრონტზე, მე-4 ბრიგადის წინაარმდეგ ჩემი აზრით ჩადენილი იმენნა დანაშაულები სარდლობის მხრიდან და გამოსაძიებელია რა ჩაიდინა მთავრობამ…

ჩვენ ვიცოდით რო ცხინვალი ჩვენი არ არი, ვიცოდით რო სუ “იკარგებოდა” და არ ვიცოდით ვინმე თუ ომობდა რეალურად ცხინვალზე, ვიცოდით რო იბომბებოდა, გვეგონა რო სარდლობა სწორად იქცევა და ძირითადი შტურმი მიდის ჯავაზე და როკზე ჯამში და რო იმ ხეობაში გაწყდებიან ეგენი და ცხინვალი გინდა აგიღია გინდა არა მერე… გაირკვა რო მთავრობა რაზე ფიქრობდა – ხუი ზნაეტ…

და მაინც, ამ ყველაფრის მერე, შაბათ ღამით ომს ვიგებდით, შემდგანირად:
მთელი შაბათი დღე იყო ჩვენი ბენეფისი – PVO-მ ჩამოყარა ყველა თვითმფრინავი რომელიც შემოფრინდა საერთოდ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის მილიონჯერ ნახსენები ტუ-22 ჩამოვარდა პრიამა ტყვიავში თავის პილოტების შეპყრობით და ამბებით. არტილერიამ, ნავოდკის გარეშე, დაიჭირეს როკი-ჯავა-ცხინვალის გზის კოორდინატები(პირადად ვნახე რამდენი არტილერია ისროდა პრიამა ერედვის გარშემო, ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში და შესაბამისად ისროდნენ ჯავის მიმართულებით… მეორეა რო მაგ მომენტშიც კი ცხინვალი ჩვენი არ იყო და მე კიღამ მომკლეს იმ ილუზიის გამო რო მეგონა რო ცხინვალში სეირნობით ჩავიდოდი რახან ჩვენი არტილერია ასე ახლოს იდგა მარა მოი სლუჩი ნე პაკაზაწელნი…)

შედეგად: საღამოსკენ როკზე შეწყდა ჯარების შემოსვლა ისე იბომბებოდა ერთადერთი გზა რომელიც იქიდან მოდის ძალიან ვიწრო ხევში, ღამით კი რუსები ღია კანალზე აკივლდნენ დაჭრილები გაგვაყვანიეთ და გაგვიშვითო, ჩვენი თვალით დანახული იგივე სიტუაცია: ჩვენ დაგვირიგეს NPSU-ები, სნაიპერებს ვსმისლე, გამოცხადდე მზადყოფნა ოპერაციაზე გასასვლელად, ყველა რეკავს მობილებზე და არკვევს რო ჯავას და მის არემარეს დედა ეხვნება და იქნება შეტევა ჩვენი მხრიდან, სრული ეიფორია, ყველა მზადაა, ხალხი რეალურად არ იძინებს ელოდება ბრძანებას და გადასროლას ჯავისკენ… ღამე წყდება არტილერიის სროლა, სერჟა დამწუხრებული ამბობს რო გამოდის ჩვენი ქვეითი ჯარი გადავიდა შეტევაში და ჩვენ არ გადაგვისროლეს და ჩვენი ომი ისე დამთავრდა ჯავაზე ბრძოლაში არ ჩაგვრთეს, ვიძინებთ ბედნიერები რო ნუ არ მოგვიწია ბოლო ფაზაში ომი – რას ვიზამთ, ბიჭები მოუვლიან ყველაფერს და ხვალე საღამოთი სახლებში გამოგვიშვებენ, ამას ვიწერებოდი მე მესიჯადაც დოდისთვის.

რეალობა – რუსებს მიეცათ დაჭრილების გაყვანის უფლება და რამდენიმე საათის მანძილზე როკზე მოგროვილი ტეხნიკა და ხალხი სინამდვილეში შემოცვივდა რა ტემპითაც შეეძლოთ, იმდენად არ ელოდნენ ჩვენგან ამას რო საწვავიც კი არ ქონდათ მომზადებული და შუა გზაზე, უკვე ჯავასთან დიზელიც კი გაუთავდათ და 2 საათი ელოდებოდნენ სანამ ცისტერნები შემოვიდოდა როკზე, ჩვენი არტილერია დუმდა… ლიახვის ხიდი ცოცხალი იყო, ჩვენი ჯარი ისვენებდა – რუსებს კორიდორი აქვთ დაჭრილების გასაყვანად. დილას დაიწყო შეტევა ყველაფერზე ერთდროულად იმათი მხრიდან…

ეს იყო და ეს, იმ ღამეს წავაგეთ ომი რომელიც მოიგეს ჯარისკაცებმა და წააგო სარდლობამ მანამდე კიდე ერტი 3-ჯერ, დაგეგმვისას, განხორციელებისას, ცხინვალის უაზრო კორიდორისას მანამდე კიდე და ა.შ. – მარა ბიჭები მაინც იბრუნდებნდნენ ყველაფერს, ლუბოი სამხედროს კითხეთ სად იყო და რა ქნა, რაც მე ვიცი – ყველა კონკრეტული ბრძოლა მოვიგეთ. ომი – წავაგეთ.

როდესმე რუსეთს მოუცია რამე კორიდორი ჩვენთვის? – დღეს დაღუპულებს არ გვაძლევენ… ვის მოუვიდა თავში ეგ სირობები??? – ვის მოუვიდა თავში ეგ სირობები 2-ჯერ ზედიზედ??? – ვინ ყლემ მისცა მეორე კორიდორი იმის მერე რაც პირველი, ცხინვალის მორატორიუმი, ოსებმა ცხინვალში შემოსაჯლიგინებლად გამოიყენეს?????

ავიაციაზე:
რამდენადაც მე ვიცი ჩამოგდებულია 11-12 თვითმფრინავი, აქედან 2-3 SU-24, 6-8 Su-25, 1 – Tu-22 და 7-8 ვერტმფრენი.

სუ გვყავდა 1 თანამედროვე ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი, 3-4 ბუკი, და სტრელები და იგლები ნაწილებში, ბევრს არც ქონდა არაფერი, სერჟას სქვადს არაფერი ჰაერსაწინააღმდეგო არ ქონდა, 3-ჯერ იყო შემთხვევა როცა ქონდათ გასროლა ჰაერზე და უქონლობის გამო უყურებდენ როგორ გადაიფრინა მტრის ავიაციამ მათ თავზე(ეს ჯერ კიდევ პარასკევს, შაბათს არაფერი გაფრენილა კონფლიქტის ზონიდან უკან…) – კვირას ჰაერი იმათი იყო… რატომ? – იმიტო რო ცხინვალიდან არტილერია მიწვდა ჩვენს ერთადერთ რადარს გორის მთაზე და გამოიყვანა მწყობრიდან, რის შემდეგაც შეწყდა მიზნების მიწოდება სარაკეტო სისტემებისთვის…

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, უამრავი სირობისა ზემდგომების მხრიდან, მიუხედავად მე-4 ბრიგადის ტრაგედიისა – ომს ვიგებდით და მე იქ ვიყავი როცა ეს ხდებოდა და მომსწრე ვარ. და წავაგეთ.

ჩამოვდივარ აქ, მუდმივი დაბომბვებიდან და სროლებიდან, ცეცხლი რო შეწყვეტილი იყო, კაპიტანა პე-ვე-ოს გადაადგილებაში ეხმარებოდა, მე მასთან ერთად ვიყავი და გავიყვანეთ სამშვიდობოს, ცხინვალის მისადგომიდან, მოვბრუნდით უკან და გვხია გრადმა, პე-ვე-ოს გავლის ადგილს ხია რა, 10 წუთის დაგვიანებით, რეალურად მე და კეპას გვხია და კიდე ერთ მოსახლეს იქ, ვრეკავ თბილისში – მეთქი ცეცხლის შეწყვეტა არის თუ არ არის დოდ? – კიო არიო, მეთქი ხო როგორ არა… და დოდი კიდე მეუნება რო შენ არ იცი კიდე ყველაფერიო – აქო წურწუმია მღერისო და ხალხი ტაშს უკრავს და ცეკვავსო, ვერ გავიგე და დღემდე არ მესმის თბილისში რა ხდება.

ვერ მესმის, მინდა ხალხი ქუჩაში გავაჩერო და ვკითხო თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ თქო, ვერ გავიგე აქ როგორ ცხოვრობდით, ვერ გავიგე იქ ბიჭები რატო ჩააკვდენ რაღაც იდეალებს რომლებსაც თქვენ არ იზიარებდით თურმე.

ნუთუ ომის მოგება ვაფშე არ იყო ჩვენი მიზანი? – საჭირო იყო წაგვეგო ხომ? – დედაჩემმა მეჩხუბა რა სალდაფანივით ლაპარაკობ, ომის მოგება ხომ არაა მიზანი, მიზანი იყო გამოჩენილიყო რო რუსები ცუდები არიანო, ამიტო გაკეთდა კორიდორი რო კიღამ მოვიგეთ და ეს არ იყო ჩვენს ინტერესებში? – ამიტო გაწყდა მეოთხე ბრიგადა რო აი – რამხელა დანაკარგები გვაქ? – ამიტო არ ჩაიჟუჟა თუმდაც უზარმაზარი შემოსული არმია ჯერ კიდევ ხეობაში იმავე არტილერიის მიერ რო რუსებს გორამდე მოეღწიათ და გამოჩენილიყო როგორ გვიხმარეს? – გგონიათ ვინმემ მიიღო ბრძანება იქ სიკვდილამდე დამდგარიყო შემოსვლის მერე? – ყველა თავისით წყვეტდა იმ მომენტში შეკვდომას, მე-4 ბრიგადის ნარჩენები მაგ ამბავს შეაკვდნენ, 41-ე ბატალიონი საერთოდ რო არსებობს ფიზიკურად, ნაწილი მაინც, საოცრებაა, მგონი გამოსვლის ბრძანება არ მიიღეს, საერთოდ კავშირი არ იყო, უამრავი შემთხვევები იყო კავშირის უქონლობის, მთელი ჯარი მობილურებით მუშაობდა რომლებიც საეღთოდ არ მუშაობდა იასნია, აქ არ მუშაობდა და იქ რა ხდებოდა უნდა გენახათ…

არტილერია მოგეხმარებოდა თუ მობილურის ნომერი იცოდი რომელიმე საარტილერიო ქვედანაყოფის ოფიცრისა…

და მაინც იგებდნენ, მე არაფერს არ ვიგებდი, კაცი არ მომიკლავს, ვუშვერდი თავს ყუმბარებს ძირითადად და ტყვიებს ერტი ორჯერ, იგებდა ჯარი რომლებიც მართლა რაღაც ჰეროიზმის ხარჯზე იგებდნენ, ჩისტა ენერგიის რომელიც ბოლო 16 წლის მანძილზე ჩისტა დაგროვდა, ყოველ დილას რო ყველა საკუთარ თავს ეუნებოდა რო ოღონდ შანსი მომეცეს და შევაკვდები იმ კონფლიქტის მოგებას, მეორედ აღარ მივცემ რუსებს უფლებას ქართველებს თითი უქნიონო და შეაკვდა ყველა, იმდენი დაგლეჯილი სამხედრო ვნახე რომელიც არ ჩერდებოდა და იბრძოდა… და რისთვის?? – იმისთვის რო თბილისში მოკლე კაბებით გემარიაჟათ, მუსიკებისთვის გესმინათ, მიშა მიშა გეძახათ და ა ხო – სისხლს აბარებდით არა? – მადლობა მხარდაჭერისთვის… მე რა, მე არაფერი, ცოცხალი გამოვედი, ნერვებს მოევლება და თავშიც ქვა გიხლიათ, ჯარი გიჟს გავს, იმენნა მიატოვეს ბატალიონები თავის იმედზე და… და თვითორგანიზების ხარჯზე მიდიოდა ომი, არტილერიის ნომრებს მანქანებით სირბილით იგებდნენ და ნავოდკას ვიღაც რიგითები “ცოტა წინ და ცოტა მარჯვნივ, არა არა, ცოტა მარცხნივ შემშლია” მეთოდით აკეთებდნენ(პირადად შევესწარი) – რა მაინც გამოდიოდა და ვიღაც გამო@!@ უგულავა, რომელსაც იქ რა @!@ ესაქმებოდა ხუი ზნაეტ რაღაც განკარგულებებს იძლეოდა… და ჩვენი ჯარი რომელიც ცდილობდა პრიმერნი ჯარი ყოფილიყო ბრძანებებს უსმენდა კიდე, სუ იყო საუბარი რო ერთი ამათი დედაც მოდი ვქნათ როგორც ჩვენ ვიცით რო საჭიროა, მარა მერე სუ იყო ისა რო მოდი არ გვინდა აფხაზეთი, მოდი მოვიქცეთ დისციპლინირებულად და რასაც გვეუნებიან გავაკეთოთ, არ იყო მარადიორობა, არ იყო არაფერი დანაშაულები, რეგულარული ჯარი იმენნა რავი როგორ სამაგალითოდ იქცეოდა, სპეცნაზებიც, მარტო მაგალითიდ – 4 დღის მანძილზე სერჟანტას წვეთი არ დაალევიეს, ქონდა 1-2 მცდელობა და მისივე თანამებრძოლებმა გადააფიქრებიეს, წარმოგიდგენიათ ჯარი რომელიც არ სვამს? – მე ვნახე, ეს იყო. მთვრალები ვნახე მხოლოდ კვირას, როცა უკვე გამოდიოდა ხალხი და სახე ქონდა ახეული სირცხვილისგან და გაუგებრობისგან… როცა გორის სრული ევაკუაცია მოხდა და ჯარს თავის მოკვლა უნდოდა იმისთვის რო წააგო, არადა ვერავინ ვერ ხვდებოდა როგორ მოახერხა წაგება როცა ყველაფერი სადაც მივიდა – მოიგო…

მე ვერ გავიგე რა მოხდა, მთავრობიდან ღალატი იყო? – აუცილებლად.

მოგება შეიძლებოდა დაჟე რუსეთის წინააღმდეგ იმ 1 ცალ ვიწრო ხეობაში? – რუსებს კითხეთ ვინც რაციაში გაკიოდენ გაგვიშვითო.

იცით რო 58-ე არმიია მთელი რუსეთის სამხრეთი ჯარებია? – რო 58-ე არმია რო შემოვიდა იქით არაფერი არ დარჩა, იცით რო სასაცილოა მარა იმ ხეობაში 1 დღეც რო გვეჟუჟა ეგენი და შემოსულიყვნენ იმ სროლისას(რასაც არ აკეთებდნენ და იდგნენ იქეთ) – რო შემოსულიყვნენ სასაცილოა მარა შეტევაზე შეიძლებოდა გადასვლა იმდენად არაფერი აღარ რჩებოდა იქეთ, 1 ხეობაში მოემწყვდნენ და გაწყდნენ, რუსების სარდლობა დასაჭერია იმისთვის რაც თავის ჯარს უქნეს…

კოდორზე საუბარი აღარ მინდა – კოდორი გაწირული იყო.

თქვენ გონზე არ ხართ იქ ბიჭებმა როგორ იომეს, გონზე არ ხართ რა ხდებოდა მთებში, გონზე არ ხართ რა სისულელეებს აკეთებდნენ კეზერაშვილები და კირკიტაძე გამოჩეკილი და უგულავა ბლატნოი და ვინები აღარ და საიდან მოთრეულები და რა კბილებით დადგომის ფასად იგებდა ჯარი და სპეცნაზი.

მე მოველოდი რო თბილისი საომარ მდგომარეობაში იყო, მოველოდი რო რაღაც საოცარი შემართება იყო საომრად და ყველას ყველაფერი დანარჩენი სირზე ეკიდა – ჩამოვედი და მე და კეპა თვალებს არ ვუჯერებდით რო აქ სიმშვიდეა და ვითომ არაფერი არ ხდება, პარკურში ვარჯიშობდა ვიღაც ქინძი გმირთა მოედანთან, ლომებზე დახტოდა, იქ ომია – ეს პარკურში მარიაჟობს…

მე ვერ გავიგე თქვენ რა გინდოდათ, თქვენ ამერიკა გგონიათ თავი? – ერაყში ვომობთ და თქვენ მეორე კონტინენტზე ისვენებთ? – სუ 5 მილიონი ვართ, 80კმ -ში თქვენი სახლის კარიდან ხალხი კანაოში დაფოფხავდა და ცდილობდა ქართველების ღირსება აღედგინა.

დოდი სუ მეუნება შენ არ იცი ვისთვის კვდებოდიო, ნაღდად არ ვიცოდი, არ ვიცოდი რო ჩემი უბნის ძველი ბიჭები ისევე გააგრძელებდენ უბნის ბირჟაზე დომინოს თამაშს საღამოობით ვითომც არაფერი, რო კითხო ბეტონს ანგრევენ, ჩამოვედი და ისევ ვაჟნი როჟებით მიყურებენ – წიპა აქ რა მინდა, მათ უბანში, თვითონ რა უნდათ – ამ ქვეყანაში?? – მე არაფერი არ მიკეთებია კიდევ ერთხელ, იმენნა არაფერი, პროსტო ვყოფდი თავს კუდა ნი ნადა და ვეძებდი გამოცდილებას თუ რა არის რეალურად ის რაც იქ ხდება, მეტი არაფერი, პროსტო ჩისტა მარტო არ დამიტოვებია ისენი, იქ ვიყავი – მეც მესროლეს, როგორც შემეძლო მივეხმარე, მეტი არაფერი.

მარა ჯარისკაცები როგორ არ დახოცავენ ქუჩაში ყველა შემხვედრს მე არ მესმის, მე მაქ უსამართლობის სასტიკი განცდა და წარმომიდგენია რა ჭირს მე-4 ბრიგადის ნებისმიერ მებრძოლს, რომელიც 4 დღე რა სიტუაციებში იბრძოდა ღმერთმა უწყის, მე იმის მე-100 არც მინახია, ნი ტო ჩტო გამომიცდია, შორიდანაც არ დამინახავს, ალყაში არ მოვყოლილვარ, ვიცი რა გრზნობაა რო გესვრიან და რო ფიქრობ რო ეხლა მოგკლავენ მარა იცი რო უკან დასახევი გაქ, იცი რო კიდე რამდნიმე ნასროლს გაუძლო და უკვე მიდის არტილერიის ნავოდკა და დამთავრდება ეს სროლა, ლიჟბი კიდე რამდენიმე აიცდინო… და იცი რო მოხმარება მოვა, ვიცი როგორ შემეშინდა, ვიცი როგორ მცხვენია ამის მარა ფაქტია, და წარმოდგენაზე მაძაგძაგებს რა გრძნობაა ალყაში რო ხარ და იცი რო ვერ გახვალ, და არანაირი ჰოლივუდური ჰეროისტული აზრები მანდ ახლოსაც არ არი, რო გკლავენ არაფერი ამაღლებული აზრები არ მოგდის რასაც წიგნებში წერენ და ფილმებში გაჰკივიან.

ეს ყველაფერი ვისთვის? – სააკაშვილისთვის იქ არავის უომია, პირველივე დღიდან ყველა დედას აგინებდა, ყველა ომობდა მითიური საქართველოსთვის, რომლებიც ვინ არიან? – წურწუმიას კონცერტზე მისული ნაროდი? – გუშინდელი სიუჟეტიდან ფრაზა: “აქ ძალიან უჩვეულო განწყობაა – ხალხი გლოვობს” – უჩვეულოა ხომ??? – იმიტო რო ძირითადად ხალხი ცეკვავდა და მღეროდა.

ომი კი არ წავაგეთ – ყველაფერი წავაგეთ, კაცობა წავაგეთ, ქართველობა წავაგეთ, სახე წავაგეთ, ადამიანობა წავაგეთ, რაც ყველაზე სასტიკია – წააგეთ თქვენ, წავაგე მე, და წავაგებიეთ ჯარისკაცებს რომლებმაც ყველაფერი მოიგეს, ამაზე სასტიკი გრძნობა რაც მათ აქვთ ეხლა მგონი ვერავის ვერ ექნება – მოიგეს და ვიღაცამ წიხლი დააჭირა კისერზე და წააგებია… დაგხოცავდით სუ ყველას მათ ადგილას და მთავრობას – პირველ რიგში…

მოვკლავდი ყველა გიო-707 -ს რომელიც პარასკევს ღამე გაჰკიოდა ოღონდ სააკაშვილმა არ დაზადნოსო და მერე სისხლის ჩაბარებით მოიხადა ვალი…

კი – მესმის რეზრევისტების პრობლემა, მეცოდბიან ძალიან რო უაზროდ მოექცნენ… იდიოტური იდეა იყო რეზერვისტების შექმნა, და ყველა ჯარისკაცს უკლებლივ გაუტყდა რო რეზერვისტები ვაფშე მოყარეს იქ, იმიტო რო ყუდარღება გადავიდა რეზერვისტებზე, ვაზიანში შეკრებილ რეზერვისტებს შეხვდა ტამ ვიღაც სირი ჩინოვნიკი და სცენები მეორე მსოფლიო ომის D-Day-ს შეტევიდან და ამ დროს ნამდვილად ვინც იბრძვის – მათზე არაფერი ინფორმაცია, მათზე მარტო რუსეთის ტელევიზია ლაპარაკობს, ისიც როგორც შეუძლიათ თავის მხარეზე ატრიალებენ ინფორმაციებს…

იყვნენ რეზერვისტები რომლებიც კი არ გამოიქცნენ, შეეტენენ ომში, არანაირი პრობლემა არ იყო იქ არავისთვის ომში შეტენვა, მე ჩისტა ოფიციალურად ბატალიონის მეთაურმა, აქამდეც მივიდა საქმე, მითხრა აქედან უნდა წახვიდეო და განმიმარტა რო ომიაო, მეთქი არ წავალ, ი ვსიო – კარგიო და მორჩა, ჩისტა ფორმალურად ვალი მოიხადა. გუშინ ვისმენდი რეზერვისტზე რომელიც მოახტა ვიღაცის მანქანას და ცხინვალში იბრძოდა, მე ნაკლებად გამიმართლა – ერედვს გავცდი მარა ცხინვალიდან 1 კმ-ში ბრუტალურად განმემარტა რო საქართველოს მასმედია ტყუოდა…

წავალ მე ამ ქვეყნიდან? – ხუი ზნაეტ, ფიზიკურად სად იცხოვრებ – სულ ერთია, სახე მე მაინც ახეული მაქ სადაც გინდა ვიყო და საქართველო არც ისე არსებობს და არც ესე, მე უკვე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვცხოვრობ, ვიღაც ტიპების, აი CNN-ს რო უყურებენ და რო კიდიათ რა ხდება სადღაც ტამ ზიმბაბვეში… ჰუმანიტარულ ტვირთებს რო აგზავნიან, ძონძებს აბარებენ და თავს გრძნობენ დაკმაყოფილებულად…

მე ვიცი რო ხალხი რომლებიც ისევ და ისევ მითიური საქართველოსთვის იდგა იქ კბილებით – დღეს სახლში მიდის და არ იცის რა იფიქროს, ვიცი რო სერჟა მოდის ჯარიდან და მიდის ერაყში ნაიომნიკად, პროსტო რო არ იფიქროს არაფერზე, ვიცი რო ადამიანი რომელიც კინაღამ მოვკალი ისეთ რამეებს ბაზრობდა საქართველოზე, ჯარისკაცი – კინაღამ ლულა დავადე, სერჟამ – მაგაზე მეტად საქართველო ვინმეს უყვარდეს ჯერ არ მინახია, რას ამბობ რის მოღალატე – წამო დავაწყნაროთო. გასაწყვეტი ერი ვართ, დავკარგეთ სახე და სახელი და ადამიანობა და უნდა გაგვჟუჟონ და გადავშენდეთო – ჩისტა გლობალისტურად მართალია – კამუ კაკოე ნა ხუი ძელა ქართველობა არა ჩიტი, პროსტო რო ამბობ რო მე ვარ ტამ “სტრაიკბოლშიკი” ვთქვათ, და მერე სტრაიკბოლს რო ეტყვიან თუ კაცები ხართ პროსტო გვეჩხუბეთო, ყველანაირი მიზეზები რო გამოვრიცხოთ, ჩისტა შენ ამბობ მე ვარ სტრაიკბოლშიკი, ყველა სტრაიკბოლშიკი ჩემი ძმაა, მერე მოდის მეორე სასტავი, პეინტბოლშიკები და ყველანაირი მიზეზის გარეშე გეუნება – მოდი გვეჩხუბეთ, და შენ იწევი გვერდზე და ამბობ – მიდით თქვენ იჩხუბეთ, ძმებო სტრაიკერებო, მე ისა რა ქვია – აქ ვიდგები, მიდით კაცო, მოუ@!№ ყველაფერი რას ამბობთ ტო, მაგათი დედაც ჩემი კაი პაპუგაი, მიდით!!!

არაფერშუაშია იმენნა ქართული ერის რაობა და რამე, თქვენც იცით რო ვაი პატრიოტი არასოდეს ვყოფილვარ, არ ვთვლიდი რო ქართველები ზე ერია და რო შოთა რუსთაველი სუპერმენი იყო და რო ყველა გამოგონება ქართველების დამსახურებაა და ა.შ. პროსტო – რახან მე ვთქვი რო ვარ ქარტველი, რახან ვამბობ რო ზვიგენა არი ჩემი ძმა და მაგის გულისთვის ტყვიას შევუშვერ თავს – როცა ზვიგენა უშვერს თავს – მეც უნდა შევუშვირო, მეტი არაფერი, ვინმე თქვენგანი ვინც ამბობს რო ამერიკაა მისი ძმა და ამერიკის გულისთვის მოკვდება – არ ვამტყუნებ, წავიდეს ამერიკაში, ან იყოს აქ მარა როცა მე მას დაბადებისდღეზე საჩუქარს ვაჩუქებ – დავფიქრდები რო ტამ ის ამერიკელია და ცოტა ფულს დავზოგავ – იმათთვის ვინც ქართველია, ჩისტა “ჩემელი – შენელი” მეტი არაფერი.

ზვიგენაზე – გუშინწინ მიიღო ბრძანება, ერთ-ერთმა ბოლომ, ევაკუაციის შესახებ, ფეხით გადიოდა 2 დღე რაჭაში თავის მშობლებთან, გუშინ ჩავიდა, გზაში კოდორიდან ასევე ფეხით მომავალი დაგლეჯილი დაფლეთილი ასეული შეხვდა, მთავრობამ უბრძანა იარაღი დაყარეთ და გამოდითო.

თბილისში სამხედრო გადატრიალება თუ არ იქნება – მხოლოდ იმიტო რო ყველა სამხედროს უკვე ყლეზე კიდია ეს ქვეყანა თავის ხალხიან, პოლიტიკიან და ყველაფრიანა. და კიდე ღირსება უშლის ხელს, რაც არ უნდა იყოს – გამოვიდა რო ომი წააგო სამხედრომ და როგორ წააგო მეორე პლანზეა…

მე პირადად მთელი ჩემი ცხოვრება მჭამდა ის აზრი რო ჩვენ ომი დავთმეთ 92-ში, და ყოველ დილას სირცხვილის გრზნობა მჭამდა, ამიტომაც წავედი, არც გმირი ვარ და არც გადარეული, არც ქართული ერი მგონია თქო ზე ერი. მერე ის როგორც ჩვენ ეხლა წავაგეთ ომი ჩემს გონების შესაძლებლობებს ცდება, ფიქრი არც მინდა ვინმე რუსს ან ოსს შევხვდე და რაიმე გავიგო მათგან, რაიმე საერთოდ, დაცინვის დოზაც არ წარმომიდგენია როგორც ისენი მოგვიხსენიებენ. რაც არ უნდა დანაკარგები მიგვენიჭებია, ომს იგებს ის ვინც ომს იგებს, იზრაელმა 2 დივიზია დაკარგა თავის დროზე, ნახევარი არმია, მარა ომი მოიგო და პო ხუი იყო რამდენი დაკარგა, ჩვენ ჩემი აზრით 700 კაცამდე მაქსიმუმ დავკარგერთ და რამდენი ინვალიდი დაგვემატა არ ვიცი – და რისთვის ან ვისთვის? – იმისთვის რო კოდორი მიგვეცა და ქარტული სოფლები ცხინვალში? – მსოფლიოს რა დავანახეთ გამახსენეთ? – რუსეთი რო ცუდია? – საფრენგეთის პრეზიდენტის შეფასებას მოუსმინეთ ბოლომდე… საიდან გარიცხეს რუსეთი? – აქციები გაუიაფდა? – უი როგორ გამიხარდა, ზნაჩიტ კიდევ უფრო მეტი ებრეალი დასავლეთიდან კაპიკებად შეიძენს რუსეთის აქციებს და მერე გადაუხდის ხელფასებს რუს მოსახლეობას, იმას გიხსნით რო თუ რუსეთს საერთაშორისო დონეზე რამე ვაფშე დაუშავდა – ჩვენ ამით რა ჩემი ყლე მოვიგეთ?!??

ომი უნდა მოგვეგო როგორც ომი, რაც არ უნდა შეფასება ქონოდა ვისგანაც გინდა მერე – მოგებულ მიწას ვერ ჩამოგვართმევდენ, საკუთარი მიწა მოვუგეთ ვისაც გინდა, გინდა ოსებს, გინდა კრიმინალებს, გინდა რუსებს – ოონი გამოიტანდა რამე ყლე დადგენილებას, ვ ხუდშემ სლუჩე, და ეგ იქნებოდა, დასჯიდენ ტამ არტილერიის სარდალს გენოცდისთვის.

ეხლა ყველა ელოდებით რო მე ვიყვირებ სააკაშვილის დედაც მოვტყანო არა? – აქ არ იყვით თქვენც? – ეგერ სააკაშვილი, ეგერ რავი მე მაგის მინისტრები, აგერ თქვენ, აგერ მე და ეგერ ქართული ჯარი. აგინეთ ვისაც გინდათ. პუტინს? – პუტინი თავის ქვეყნის პატრიოტია, სათოფეზე დამანხეთ და მეტი არ მინდა მარა თავის თავთან – ცამდე მართალია… რუსის ჯარი? – უბრძანეს – შეასრულეს, იხოცებოდნენ და მაინც შემოდიოდნენ, არც უმარადიორიათ და არც ქალები და ბავშვები დაუჟიმიათ, კი დახვრიტეს 43-ე ბრიგადის 1 ოცეული, ცხოვრებაში მაგათ ვერ შევურიგდები მარა თავის პონტში – მაგათთან ეგეთები მოსულა, ხოდა საკუთარ თვალში მაგარი კაცები არიან. ჩვენკენ როგორ არი მაგის ამბავი?

მე არაფერი არ მესმის, კიდე ვაგროვებ ინფორმაციებს სად რა მოხდა, სარდლობას დავხვრიტავდი რო არ მეკიდოს თქვენი ქვეყანა და მათი დახვრეტის გულიზა ციხეში ჩასასმელად არ მენანებოდეს საკუთარი თავი. თბილისში რა ხდებოდა ამაზე ამ ერთადერთხელ გავაკეთე კომენტარი და სუ მკიდია დალშე ყველაფერი, ვიცი რო პოსტ-ვორ რაზაჩირავანიე მჭირს და დრო გავა და დავიკიდებ, მარა სანამ მაწუხებდა გითხარით და გეუნებით რო ჯობია ვინც იომა იმათ თვალში არ მოხვდეთ. სააკაშვილს ვურჩევ რაც შეიძლება ისტერიჩკა ვიდი შეიქმნას და მერე ან გაგიჟდეს ან თავი მოიკლას, ასევე მის ბიჭბუჭებს კიდე. ცირკაჩებს კიდე ვინც მღეროდნენ და ცეკვავდნენ – რა ვუთხრა არ ვიცი, ან მე არ ვარ ქართველი, ან ეგენი არ არიან ქართველები, პროსტო სხვა და სხვა სასტავიდან ვართ რა

Advertisements
This entry was posted in War In August. Bookmark the permalink.

2 Responses to კიბორგას კომენტარი

  1. rocko88 ამბობს:

    ტიტუუუ, რამდენი დაუწერია! ჩავუჯდე აბა.

  2. იაჰუ ამბობს:

    ამას გვიმალავენ გამწარებულები?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s