მშობლები & ჩვენ

წინა ბლოგპოსტმა ძალიან, ძალიან საინტერესო დისკუსია გამოიწვია და წეღან დაიწერა ანონიმური კომენტარი, რამაც მიბიძგა ამ თემაზე საწერად.

შემთხვევით წავაწყდი შენს ბლოგს, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, რთული, წინააღმდეგობებით სავსე. საკუთარი თავის ძიებაში ხარ. ეს კარგია. მაგრამ ჩემი დასკვნით საერთოდ ვერ პოულობ თავს, არ იცი რა გინდა, საით მიდიხარ, რაღაც არ გამოგდის ისე, როგორც გინდა. მთავარია, რომ შიგნიდან რაღაც გაწუხებს, სულ დამნაშავეს ეძებ. (შენს პოსტებში ხშირად შეხვდები – დედის შთაგონებების წინააღმდეგ ბრძოლა გაქვს გამოცხადებული). მეც დედა ვარ და დამაფიქრა შენმა პოსტებმა. და შემაშინა კიდევაც. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემს გოგონასაც ასეთი გრძნობები ფაუჩნდეს ჩემ მიმართ.
მე ხომ მისთვის ყველაფერი კარგი მინდა.

კომენტარის ავტორს ზოგადად ვეთანხმები – ჯერჯერობით ისევ საკუთარი თავის ძიებაში ვარ და არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, შეიძლება ცხოვრების ბოლომდეც – კი, ეს ყველაზე საინტერესო თავგადასავალია.

ისე კი ამ კომენტარშიც, ისევე, როგორც როკოს კომენტშიც, ერთი და იგივე აზრმა გაიჟღერა – “არ მინდა, რომ ჩემს შვილსაც იგივე გრძნობები გაუჩნდეს”.

სულ ვფიქრობ, არის კი შესაძლებელი ოდესმე მშობელმა შვილი ისე აღზარდოს, რომ ის წინ არ აღუდგეს? მამათა და შვილთა ბრძოლის იდეაც ხომ ამაშია, ყველა შვილი ებრძვის თავის მშობელს. ან ემსგავსება მას. ან ორივე ერთად.

წეღან ვუყურე Before sunrise-ს (მადლობა ლინკლეიტერს, რომ კიდევ ერთხელ არ გამიცრუა იმედები, ასევე დეკას, და ყველაზე დიდი მადლობა ქეთქეთას, რომ გენიალური ხარისხის ვიდეო ატვირთა). იქაც ერთი დიალოგი ამ საკითხს ეძღვნება. ციტატა:

Everybody’s parents fucked them up. Rich kids parents gave them too much. Poor kids, not enough. You know, too much attention, not enough attention. They either left them or they stuck around and taught them the wrong things.

ჩემს მშობლებს უამრავ რამეში ვადანაშაულებ კი. იმაში, რომ საკუთარ კონფლიქტებს გადაგვაყოლეს და ძალიან გვიან დაშორდნენ. იმაში, რომ ფულის შოვნაზე უფრო იყვნენ კონცენტრირებულნი, ვიდრე ჩვენს აღზრდაზე, იმაში, რომ უამრავი სულელური სტერეოტიპი ჩამიბეჭდეს თავში, რომლებთან ბრძოლაც კარგა ხანს მომიწია და კიდევ მიწევს. იმაში, რომ საკმარისი თავისუფლება არ მომცეს (ზოგს ალბათ გაეცინება ჩემგან ამ ფრაზის მოსმენისას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ და შეყვარებულთა დიდ არმიას, რომლებიც მე მყავდა, და თითქმის ყველა მათგანის შესახებ იცოდნენ ჩემებმა, იმიტომ, რომ დამალული ურთიერთობების მოყვარული დიდად არ ვარ. მაგრამ ექსკურსიებზე არ მიშვებდნენ! :D). ვადანაშაულებ იმაში, რომ ხშირად ვიცვლიდი სკოლას და საცხოვრებელ სახლს, ამის გამო სტაბილურობის შეგრძნება არასდროს მქონია, მოკლედ, უუუამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია ამ სიაში, ისევე, როგორც ნებისმიერ თქვენგანს ალბათ.

ლარს ფონ ტრიერი ჩემი უსაყვარლესი რეჟისორია. ამასწინათ მთელი მისი ბიოგრაფია გადავიკითხე და ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი. მისი მშობლები იყვნენ კომუნისტი ნუდისტები, საკუთარი შეხედულებებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი. უფრო სწორად, ეს შეხედულებები არც არსებობდა – მას ზრდიდნენ აბსოლუტურად თავისუფლად. ლარსს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, როდის ეკეთებინა გაკვეთილები, როდის ეჭამა და ისიც კი, თუ როდის უნდა წასულიყო ან არ წასულიყო კბილის ექიმთან. სამოთხეს ჰგავს ბავშვისთვის, არა? და როგორ ფიქრობთ, რითია დღეს უკმაყოფილო ტრიერი? იმით, რომ ამ ყველაფერმა დასტრესა, რადგან ყველა გადაწყვეტილების მიღება ბავშვობიდანვე თავად უწევდა, იმით, რომ პასუხისმგებლობა დაკიდეს თავიდანვე, და იმით, რომ უფრო დისციპლინირებულად არ ზრდიდნენ.

დღეს ლარსი ტრუდაგოლიკი ზეპედანტი და დისციპლინირებული მასტია, ზუსტად იმის ანტიპოდი, რაც მისი მშობლები იყვნენ…

ალბათ ძნელია ამასთან შეგუება, მაგრამ – რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენი შვილები მაინც დაგვადანაშაულებენ ადრე თუ გვიან.

და კიდევ, ჩვენმა მშობლებმა რაც უნდა ეცადნონ – ჩვენ მაინც დავადანაშაულებთ მათ ამისათვის, ვიბრძოლებთ, დავემსგავსებით ან არ დავემსგავსებით. ალბათ არ არსებობს სწორი ან არასწორი აღზრდა…

ოდესღაც უჩამ მითხრა, რომ იქნებ ეს ყველაფერი რომ არ გამოგეარა ცხოვრებაში, დღეს არ ყოფილიყავი ისეთი, როგორიც ხარო. და ხო, იქნებ. იქნებ, როკო, შენ – უფრო მეტი დრო გქონოდა საკუთარი სურვილების განსახორციელებლად ყველა იმ ბრძოლის გარეშე, რაც გადაიტანე, მაგრამ იქნებ ამის შედეგად დღეს ისეთი ადამიანი ყოფილიყავი, ვისაც ხმას არ გავცემდი არასდროს. იქნებ უნდა გამოგეარა ეგ ბრძოლები და ამის შედეგად ჩამოყალიბებულიყავი იმად, ვინც დღეს მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ადამიანად, ვისაც ოდესმე ვიცნობდი.

იქნებ მე, ნაკლები ტრავმებით, ბედნიერი დაუნგრეველი ოჯახით, ერთი სკოლით პირველიდან მე11-ე კლასამდე – ვყოფილიყავი ტიპი, რომლის ბლოგის ნახვისასაც იტყოდით – ოჰ, რა უბედურებაა ეს მუსიკები და შავი ფონი ბლოგზე, და რატომ წერს ეს გოგო სულ თავის უაზრო დეპრესიებზე და იმბეცილ დაქალებზე, რომლებსაც მანქანიანი ტიპების მეტი არაფერი ადარდებთ?

და ეს იქნებოდა თქვენი ბოლო ვიზიტი აქ.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

29 Responses to მშობლები & ჩვენ

  1. utvino says:

    “ჩემს მშობლებს უამრავ რამეში ვადანაშაულებ კი. იმაში, რომ საკუთარ კონფლიქტებს გადაგვაყოლეს და ძალიან გვიან დაშორდნენ”
    ჩემები ჯერაც არ დაშორებულან და ეს ყველაფერი ყველაზე იდიოტური შეხედულებების გამო,რომ ბავშვს მამა უნდა …
    და მთელი 20 წელი ყურება იმის, როგორ განა არ ევასებათ, განა ეზიზღებათ, უბრალოდ არ უყვართ ერთმანეთი, ყველაზე მძიმე ამის გაცნობიერებააა, ხანდახან სიძულვილი, მაგრამ სულ ვოცნებობდი ჩემს მშობლებს ერთმანეთი შეყვარებოდათ და ამის შესაძლებლობის სულ ცოტა ხანია რაც აღარ მჯერა :((
    შენ ყოჩაღ, შეძელი და გქონია ძალა ეგ საშინელებები დაგეძლია ხასიათში არ გადაგსვლოდა გადატანილი, პირიქით უფრო ძლიერი ხარ, , ,
    მე ეს ჯერ ვერ მოვახერხე …
    ამაზე აარავისთან ვსაუბრობ, მთელი ბავშვობა მაგის კომპლექსი მქონდა …
    მაგრამ ვხვდები, რომ იმ პირობებში, როდესაც მე უფრო მეტი მქვს გადატანილი და გამოვლილი, ვიდრე ნებისმიერ ჩემს ტოლს მგონია რომ მე აწიც უფრო მეტს შევძლებ …
    რავიცი

  2. dodka says:

    @utvino – რა ბედნიერები ვიყავით მეც და ჩემი დაც, რომ დაშორდნენ, იცი?
    18 თუ მეტი წელი ერთად იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ “ხალხი რას იტყვის” და იასნია – “ბავშვების გამო”.

    და ოჰ, აქ უფრო მძიმედ იყო. “არ უყვარდათ” არა. ეზიზღებოდათ ერთმანეთი. ბოლო წლები – სხვადასხვა ოთახებში ცხოვრობდნენ.

    და როგორ მანამდე არ დავიდა მათ ტვინამდე, რომ სჯობდა ცალცალკე გვყვარებოდა ისინი, ვიდრე ერთად – შეგვძულებოდა.

    კი შეიძლება დღეს უფრო ძლიერი ვარ ამისგან და კი, ჩემს ოჯახს არ მივიყვან მასეთ კონდიციამდე [მანამდე დავშორდებით], მაგრამ სამაგიეროდ ო რამდენი რამის გადალახვა მომიწია საკუთარ თავში იმისათვის, რომ მე თვითონ შემექმნა ოჯახი – იმიტომ, რომ ეს სიტყვაც კი ჩემს შეგნებაში იმდენად ნეგატიურია, მაჟრიალებს.

    კსტაწი შეგრძნება იმისა, რომ ადრე თუ გვიან ყველა ოჯახი მაინც ტრაკისკენ მიდის და მე და უჩასაც იგივე გველის – ჯერ მაინც არ გამქრალა.

    წინ კიდევ უამრავი გადასალახი რამაა )

  3. ketketa says:

    ხოო, უჩას ნათქვამი შეიძლება სრულყოფილი პასუხი იყოს ბევრ რამეზე, დოდ, აი ის, რომ ამდენი რამე რო არ გამოგევლო, შეიძლება ასეთი არ ყოფილიყავი, როგორიც ახლა ხარ:)

    მე მეორე უკიდურესობა ვარ ალბათ, ინკუბატორის პირობებში გაზრდილი, რაღაც წამიერი სიტუაციების გარდა, არ მახსოვს არანაირი დაძაბულობა ან უსახური მზერა ჩემ მშობლებს შორის, რომლებიც დღესაც ერთად არიან, ჯიუტად ამტკიცებენ რო ისევ უყვართ და წიმკას და თუთოს ეძახიან ერთმანეთს.
    სამი ვარიანტია – ან მართლა ასე იყო, ან ძაან ცდილობდნენ, თუ რამე ისე არ იყო, ეს ჩვენ არ გვეგრძნო, ან მე ვიყავი ზედმეტად ფეხზემკიდია ბავშვი… which i was not:)
    შედეგი – მე სრული იდიოტი პირველ ხანებში ურთიერთობებში:) იმიტო რო სხვანაირად თუ ხდებოდა, არ მეგონა. და რო გავუღიმე და შემხვედრი მიმართულებიდან მარკერით ღიმილმიხატული აგური წამოვიდა, თავიც არ გამიწევია.
    ნუ ეს ცოტა სხვა რამე იყო, მაგრამ მაინც, რო დავფიქრდი, მიზეზების ძიებაში ესეც გამახსენდა.
    ხო იცი როგორც არი, მიზეზებს გარე–გარე რო დაეძებ:) არადა ადამიანის ბუნება თავისას მაინც შვება, კაბინალებმაც რო გაზარდონ. როგორიც ხარ, ისეთი ხარ, პლიუს–მინუს შეძენილი კომპლექსები:)
    ჩემი სრულიად წარუმატებელი ლავ–ლაიfის გათვალისწინებით, რათქმაუნდა დიდი ნუგეშია სიმშვიდე და რაღაც შეჩვეული სიყვარული, რაც სახლშია, რო შეხვალ, კარს მიიხურავ და აი იქ არი, სადაც ყოველთვის იყო.
    და თუ ახლა ეს გაქვს, შენი საკუთარი, ძალიან კარგია, დოდ:) რამდენხანსაც არ უნდა გაგრძელდეს:) და ძველი რაღაცეები, რამაც პრინციპში ასეთი კაი ტიპი გაგხადა და ასეთმა კიდე სიყვარული იპოვე (რა უხეირო სიტყვაა), აღარც ისე დრამატულად მეჩვენება:)
    so go kick your life’s ass, dear:)

  4. kikito says:

    მეც მასე ვარ ძალაინ ბევრ რამეში ვადანაშაულებ მაგრამ რატომღაც არ ვანიჭებ მაგას ყურადღებას, ჩემიი მშობლების ერთად ცხოვრება იყო საშინელი, ჩემთვის ჯოჯხეთი იყო,მერე რო დაცილდნენ კიდე უარესი, სად აღარ ვცხოვრობდით და რა აღარ გადავიტანე,ყველაფერში დედაჩემს ვადანაშაულებდი და ეხლა ვხვდები რო ეგ არაფერ შუაში იყო და თურმე მამაჩემის ბრალი ყოფილა მოკლედ ძალიან რთული ბავშობა მქონდა მარა ამასთან ერთად მეშინია და ძალიან არ მინდა რო ჩემმა შვილებმა რამეში დამადანაშაულონ მარა ალბად რო გაიზრდებიან დამადანაშაულებენ და ბევრ რამესაც მეტყვიან, მე კი ვიცი რაშიც ვარ დამნაშავე მარა ესენი რო მეტყვიან მაგას ეგ იქნება საშინელი, ან არ მეტყვიან, მე ჩემებს არ ვეუბნები,ხანდახან გაბრაზებული წამოვაყვედრი ხოლმე მარა მაინც ისე არ ვეძიები მაგას, და ალბად უნდა შეიკავო კიდეც რამე შეცდომის დაშვებაში ცხოვრებაში, რაც შეიძლება შენთვის სულ არაა შეცდომა და პირიქით უფრო კაია მარა შვილითან ”დანაშაულია”, მარა რო გაიზრდება და გაუგებს ცხოვრებას აზრს, რომ მშობელიც ადამიანია, მერე გაგიგებს ან არ გაგიგებს, მოკლედ რთულია, ხანდახან ოჯახის დანგრევაზე რო გამეფიქრბა ხოლმ, ეგრევე ამათზე ვფიქრობ რო როგორც მე ვატირებდი დედაჩემს მამა სადაა და მამასთან მინდა! ამ სიტყვებით ეგენიც იგივეს გააკეთებენ და ცხოვრება ჩამიმწარდება, ამიტომ ალბად ცხოვრებაში ან შენი თავი უნდა აირჩიო ან შვილი, მაგრამ ერთი დიდი მინუსია შვილს ირჩევ გაიზრდება მაინც რამეთი გაგამწარებს , უფფ რა რთულია ცხოვერბა რო ჩაეძიოო (((

  5. anon says:

    dznelia sxvis ojaxze saubari, magram saertod ojaxebs inarchuneben imitom rom, qals/kacss, ar sheudzlia shvilebis damoukideblad rchena. samwuxarod siyvaruli dzalian chqara qreba,amas xels uwyobs is sazrunavi, rac cyborg-ma kargad chamoayaliba tavis postshi(gazi,shuqi,interneti,shaqari). da raa rcheba shemdeg? shvili romelsac gazrda unda , chaama, chacma da a.sh. samwuarod fuli is aucileblobaa,ris gareshec ver iarsebeb.me tavad ver vitan-fuls, magram dzalian mchirdeba,amitom idzulebuli var vimushao,vifiqro-saidan, rogor gavitanot tavi me da chemma shvilma . albat imen drosac ver vutmob, ar vusmen. ai axla aq chems gverdit wevs da dzinavs, me vuyureb da vkocni , tan patiebas vtxov, rom ar vetamashe,zgapari ar movuyevi,ertad ar gavaferadet jurnali.ratom? xo gava dro da albat kidev bevr shecddomebs davushveb. iseve rogorc chemma mshoblebma daushves, da mgonia rom asec unda iyos. mtavari mainc isaa rom me darwmunebuli var rom chem mshoblebs chemze mze daa mtvare amosdit, aseve mec dzalian miyvars chemi gogona.

  6. Rocko says:

    გეეენაცვალე მე შენ :)

  7. lola says:

    taks sami stadiaao cxovrebashi – roca mshoblebi giyvars, roca mat ver itan da roca patiob. :D
    me gavizrdebi albat mesamemde, shenc gaizrdebi da egre :)))

    p.s. sheni blogis fani var :D

  8. CheshireCat says:

    დოდი, ვო–პერვიხ, კარგი პოსტია. ალბათ ოდნო იზ ლუჩშიხ რაც შენს ბლოგში დაწერილა.
    მეორე. კიბორგას ვეთანხმები და მანდ ალბათ არაა საჭირო. ჩვენ სწორედ ის ვართ რაც გადაგვიტანია ჩვენს ცხოვრებაში. რაც გვინახავს, დავფიქრებულვართ, რა გრაბლებზეც(грабли) დაგვიდგავს ფეხი. ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო, შენც ბევრად სხვანაირი იქნებოდი…ამიტომ მათ, ვისაც გვიყვარხარ და შენც(როგორც ადამიანს, რომელსაც თავისი თავი უყვარს და თავისი თავი თითქმის ყველას უყვარს), შეგიძლია მადლობა თუ არა, ის მაინც თქვა რომ დასანანი არაფერი არაა.. შენ ხარ ის რაც ხარ, იმიტომ რომ გამოიარე ის, რაც გამოიარე(უაზრო წყობის ბანალური წინადადებების წერა ჩემი სტილია :გივი: )
    მე ალბათ ამ კომენტებში ერთ–ერთი ვიქნები, ვინც დაწერს რომ პრინციპში არაფერში ვადანაშაულებ ჩემებს :) შეიძლება ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს(იმედი მაქვს რომ არა) ან შეიძლება ტიპი ვარ მასეთი. ჩემზე 13 წლით უფროსი ძმა მყავს.. ერთი პერიოდი სულ იმის ძახილში იყო, რომ:”აი, თქვენ რომ თავის დროზე გეთქვათ/აგეკრძალათ/გაგეკეთებინათ…და ა.შ.”… არ ვიცი შეიძლება იმან იქონია ასეთი გავლენა, რომ სადღაც 10–11 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ყველაფერს გავაკეთებ(ან ვეცდები გავაკეთო) ისე როგორც მინდა და არავისთვის მექნება სათქმელი რომ “აი შენ რომ არ…”, შეიძლება ისიც იმიტომ არის, რომ ესლი მნე ხეროვო, თუ რაღაც ისე ვერაა, ყოველთვის და ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებ.
    … სხვა მხრივ, დღეს თუნდაც ფორუმზე, თუნდაც ისე ცხოვრებას რომ ვუყურებ, ხშირად მიფიქრია, რომ მნე კრუპნო პოვეზლო. ვერ ვიტყვი რომ ჩემი მშობლები არაფერს მიკრძალავდნენ, მაგრამ ახლა თანდათან მესმის მათი, რას და რატომ მიშლიდნენ და ვფიქრობ რომ ვსე ეტო კ ლუჩშემუ. ბოლოს და ბოლოს… მეც არ ვიქნებოდი მე, ის რომ არ გამომევლო, რაც გამოვიარე :)

    ვოტ.

  9. Cyborg says:

    ნუ საკუთარი მაგალითიდან:

    მე ალბათ კაკ რაზ ისეთი დედა მყავდა როკოს რომ უნდოდა, არასოდეს არაფერი დაუძალებია, სუ მეუნებოდა შენით გადაწყვიტეო, უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რო მოვიდა პანიკამდე მივდიოდი იმიტო რო ნამიოკსაც კი არ მეუნებოდა სად ჩამებარებია, ბოლოს ჩემით გადავწყვიტე რო არ მეუნება მარა უნდა რო ფიზიკურზე ჩავაბარო თქო, ჩავაბარე და მერე ჯერ “აი რა ცუდი დედაა, ასეთი მზაკვრული მეთოდით მაიძულა ფიზიკაზე ჩაბარება” -თქოს ვფიქრობდი, მერე კიდე მოვატრიალე – მეთქი ცუდი დედა ხარ, უნდა გეთქვა სად ჩამებარებია, მე შენდამი აგრესია გამჩენოდა და დამენახა სინამდვილეში სად მინდოდა ჩაბარება თქო, ასე კიდე არც ის მოხდა და არც ის და დავიკიდე თქო ყველაფერი…

    იმის თქმა მინდა რო შვილის გაზრდისას ალბათ კაკ რაზ უნდა სუ იმაზე იფიქრო როგორ დაიჭირო ისეთი პოზიცია რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც შენი შვილი კიდევ უფრო ძლიერი და საინერესო გაიზრდება, იმიტო რო ბრძოლას ის აუცილებლად ეცდება, თუ არ ებრძოლე – დაგადანაშაულებს რატო არ მებრძოლე, ბრძოლა საჭირო იყოო და გებრძოლება უბრძოლველობის წინააღმდეგ

    ალბათ ეს საკუთარი თავის პოვნის ძირითადი ნაწილია პირველ პერიოდში ცხოვრებისა, შენსა და შენს მშობელს შორის საზღვარის გავლების, სად ვიწყები მე და სად მთავრდება იმის ჩადებული კოდი. მაშინაც კი როცა თავისუფლებას გაძლევენ – შენ ფიქრობ რო ეს თავისუფლება უკვე მათ მიერ შენში ნაფათურები ხელია, რო თავისუფლების მოცემით ისენი კიდევ უფრო ღრმად შემოვიდნენ შენში – ვინაიდან რაც არ უნდა ქნა და გააკეთო – გამოდის რო მათ ესეც კი უნდოდათ შენგან, შენ კიდევ გინდა იპოვნო ზღვრები, კედლები – იპოვნო რას დაეჯახებიან შენი მშობლები და ამით მიხვდე საიდან იწყები ჩისტა შენ და არა მათი მოლოდინები შენგან. ჩემი აზრით ეს არი მთელი ამ ბრძოლის მიზეზი. რომელიც შედგება ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოიქცნენ მშობლები, კაი მშობელი არის ის რომელმაც… რომელმაც სინამდვილესი ძალინ ბევრი იფიქრა აღზრდის პროცესში, რომელიც ზუსტად დროულად უტევდა და დროულად იხევდა უკან და “მარცხდებოდა” როცა საჭირო იყო, ისე რო შვილი ვერ მიხვედრილა რო ეს უბრალოდ ტაქტიკის ნაწილი იყო.

    მშობელი არ უნდა იყოს კატეგორიული მენტორი, და არც “მეგობრები ვართ” არი სწორი, მშობელი რაღაც secret spy -ა რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს მარა იქცევა ჩვეულებრივად, ვითომ ვერაფერს ვერ ხედავს, უბრალოდ ამ ჩვეულებრივობას კორეკტივებს უკეთებს ისე რო შვილს არაფერი დაუზარალოს და როცა ბრძოლაა – იბრძვის, თანაც თავდაუზოგავად, სანამ გრძნობს რო იმ შვილს ეს ბრძოლა ჭირდება… მერე კიდე ნებდება – ვითომ შვილმა ის მოიგო…

    რაღაც დამაგვარი მოკლედ…

    რეალობაში კი 99% მშობლებისა საკუთარი ჩვეულებრივი ადამიანობისგან ვერ გამოდიან, ანუ ბავშვთანაც რჩებიან იგივე სუსტი, დაღლილი, მხიარული, უბედური და ა.შ. არსებები რაც არიან თანატოლებთან და ზოგადად სხვა ადამიანებთან და ძალიან გვიან იაზრებენ რო შვილისთვის ყოველთვის სხვა მოვლენა იქნები, რადიკალურად სხვა, რაც არ უნდა ეცადო ემეგობრო, განიცადო მასთან ერთად, ამოუდგე მხარში და ა.შ. – ან პირიქით, როზგო, აყენო კუთხეში და ურტყა სახაზავი თითებზე – მისთვის სულ სხვა რამე ხარ, არც მასწავლებელი, არც დამსჯელი ორგანო, არც ძმაკაცი, არც საიდუმლოების მოსაყოლი დაქალოჩკა და ა.შ. – შვილი ყველაფერს მოგიყვება, მარა არა როგორც მეგობარს, ყველაფერს დააშავებს – მარა არ გერჩის არაფერს, ყოველთვის ეცდება როცა წამოიზრდება გეკამათოს სისულელეებზე – მარა არა იმიტო რო ბოლოს, ბევრი წლების მერე შენნაირად არ იფიქრებს, უბრალოდ ასე სჭირდება მის ტვინს და ორგანიზმს, ასე ყალიბდებიან ადამიანები – ჯერ არიან მშობლის ნაწილი, ბევრად მეტხანს ვიდრე ის 9თვე როცა რეალურად არიან დედაზე მიჯაჭვულები, და მერე ცდილობენ ჩამოუშვან რაღაც დამბა, ჯებირები თუ რავი – გაყონ ჩემი წყალი, შენი წყალი, ბოლომდე და კატეგორიულად.

    ვფიქრობ მაგ მომენტში მარტლა ყველაზე სწორია დედა ადგეს და ყველაფერში კატეგორიული საკუთარი პოზიცია დაიკავოს, არაფერი არ დააძალოს შვილს, უბრალოდ თქვას – მე ეს არ მომწონს, ეს მომწონს, ამსა ვერ ვიტან, ეს საზიზღრობაა, ეს სასიამოვნოა. შვილი ტყვის საკუთარ პოზიციებს(იასნია ასე მარტივად არა, ჩერეზ ჩხუბები და კამათები) – და წავა სახლიდან, გამოაცხადებს რო ვერ გიტანს და შენგან ამას არ მოელოდა.

    მარა ზა ტო 3-4 წელიწადში, როცა იგრძნობს რო მისი კედლები გაქვავდა და შენ უკან ვეღარ შეაღწევ, მოვა და გეტყვის რო რაც ხარ ეგ ხარ, უნდა აგიტანოო, გავა დრო და მერე ნელ-ნელა გეტყვის რო თვითონაც ეზიზღება ესა და ეს, იმიტო რო ლოგიკურია გეზიზღებოდეს ადამიანს, მარა არ გეთანხმება რო ეს კარგია – მისი აზრით ცუდია. მარა ეს უკვე ინფორმაციული გაცვლის დონეზე იქნება.

    მოკლედ…

  10. Cyborg says:

    მოკლედ…

    მთავარი მიზანი შვილის აღზრდისგან პროცესისგან სიამოვნება კი არა შედეგით კმაყოფილება არ არის?

    მოკლედ საკუთარ თავზე:
    რაღაც დამაგვარი გზა გამოვიარე რა, რამდენიმე წელი ურთიერთობა გავწყვიტე მშობლებთან, მერე სად არ ვეთრიე, რა არ ვაკეთე და ა.შ. და უკან პირდაპირი გაგებით არც დავბრუნებულვარ, ანუ უბრალოდ რაღაც მომენტში ვთქვი რო ლადნა – თქვენც არსებობთ და დღეს უბრალოდ ვურთიერთობთ. მე ცალკე ვარსებობს, ისენი ცალკე.

    ხოდა რაღაც მომენტში დედაჩემი აჩერედნოი პრეტენზიების კორიანტელით რო გამოვიდა მე გენიალური თავდაცვა მომივიდა თავში, მეთქი კაი, შენ ბრაზობ, ეს გშლის ნერვებზე, ის გშლის ნერვებზე, მე სხვა დამიანი ვარ, შენ სხვა – ხო ყველა ადამიანი გშლის არა ნერვებზე მომენტებში,მარა შენ რა გინდოდა, როგორი გინდოდა რო გამოვსულიყავი მეთქი? – რას მოელოდი თქო? – რანაირ შვილზე ოცნებობდი თქო?

    ბევრი ფიქრის მერე დაასკვნა რო სინამდვილეში ყოველთვის ეს უნდოდა, უბრალოდ არ უფიქრია რო ამის მისაღწევად მაინდამაინც ეს გზა იყო საჭირო, რო უკმაყოფილო იყო მიღწევის გზით და არა შედეგით, უნდოდა რო დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, უნდოდა რო ჩემი აზრი მქონოდა, უნდოდა რო საყვარელ ქალსა და დედას შორის – საყვარელი ქალი ამერჩია, უნდოდა რო მცოდნოდა რა არი უკიდურესი გაჭირვება, მცოდნოდა რა ღირს საკუთარი ცხოვრების შექმნა.

    მარა როცა მზდიდა ყველანაირად ცდილობდა მიეღწია ამ ყველაფრისთვის ჩემში ისე რო თან თვითონ ესიამოვნა: ცდილობდა ხელოვნურად მოეცა თავისუფლება და ეიძულებია ვყოლიყავი დამოუკიდებელი, საერთოდ არ უფიქრია რო უკმაყოფილო იქნებოდა და არ მოეწონებოდა ის ქალი რომელსაც მე ავირჩევდი და რომელთან ურთიერთობის გულისთვისაც მას, დედა, ვებძოლებოდი, არ უფიქრია რო ცხოვრების ფასის ცოდნა – ჩერეზ სიკვდილის პირას მისვლა ხდება, რო ძერსკი პასტუპაკების გაბედვა გამოუვალ სიტუაციებში გვიწევს, ხოდა სასტიკად უკმაყოფილო იყო პროცესით რომელიც გამოვიარე და ვერ გადააბიჯა ამ უკმაყოფილებას, ვერ აღიარა რო უბრალოდ და მარტივად – შურს ვინც ვარ ეხლა, მას ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო ასეთი, მარა იმდენად დაიცკლა გზაზე რომლითაც აქ მოვედი რო კინაღამ ვერ გაახილა თვალები და ვერ დაინახა რო it’s done, mission accomplished, everything’s ok.

    ეხლა ისიც, დოდისი არ იყოს და ჩემი აწ უკვე “გენიალური ნათქვამისა” არ იყოს – ფიქრობს რო ნუთუ მასაც უნდა ამდენი ეწვალა საკუთარ ახალგაზრდობაში იმისთვის რო მიეღო ის რაც მაშინ თვითონ უნდოდა და რაც მე მაქ ეხლა? – მე სუ ვამშვიდებ რო ხუი ზნაეტ ეხლა რა მაქ და ხუი ზნაეტ რა უბედურებები დამემართება დალშე კაკ რაზ იმის გამო რო ამდენი ძღრენი ვჭამე გზაში და როდის რა ამოტივტვებდა და დამახრჩობს, ტაკ ჩტო არ ინერვიულო თქო :D

  11. Jaco says:

    1. ეს ახალი დიზაინია ასეთი, თუ ჩემი ინტერნეტი გამოსირდა?

    2. „და მთელი 20 წელი ყურება იმის, როგორ განა არ ევასებათ, განა ეზიზღებათ, უბრალოდ არ უყვართ ერთმანეთი, ყველაზე მძიმე ამის გაცნობიერებააა, ხანდახან სიძულვილი,“ (უტვინო)
    რას იზამ, როცა (აღ)არ უყვართ ერთმანეთი…

    3. დოდიმ როგორც თქვა მართლა ასეა უმრავლეს შემთხვევაში, რომ („18 თუ მეტი წელი ერთად იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ “ხალხი რას იტყვის” და იასნია – “ბავშვების გამო”) ეს სტერეოტიპები არსებობს. ჩემები დღესაც ერთად არიან და ვიცი არც დაშორდებიან არასდროს, თუმცა მეგობრობასაც ვერ დაარქმევ მათ ურთიერთობას…

    4. იმ აზრსაც ვეთანხმები, რომ რაღაც წინააღმდეგობა მშობლებსა და შვილებს შორის, ანუ ურთიერთდადანაშაულება მაინც ყოველთვის იქნება რაც არ უნდა ეცადო! რა თქმა უნდა იშვიათი გამონაკლისების გარდა – მაგალითად, ჩემი შორეული ბიძაშვილის ოჯახია რაღაცნაირად იდეალურ ურთიერთობაზე აწყობილი – თითქმის არარსებული ოჯახია – ყველას ერთმანეთი უყვართ და უერთმანეთოდ ვერ ძლებენ, თუმცა ბავშვები, უკვე ჩემხელები არიან და ფაქტია, რომ დასასვენებლადაც კი ერთად მიდიან ყოველთვის… ჩემთვის ეს რბილად რომ ვთქვათ ძალიან სტრანნია…

    5. ახლა ჩემზე – ჩემი პროფესიის არჩევაზე ჩემმა მშობლებმა ყველანაირი იძულების, დარწმუნების, მოტყუების, ფსიქოლოგიური, ჩემი ბავშვური გამოუცდელობის გამოყენების და შენ-ხომ-ჭკვიანო-ბიჭი-ხარ-და-თეატრალურზე-რა-გინდა-ვერაფერს-ისწავლი-რამე-სერიოზული-პროფესია-მაგალითად-იურისტობა-აირჩიე და დაჟე მოქრთამვის ხერხი იხმარეს! საბოლოოდ ყველაზე ძალიან ამ ბოლო ხერხმა გაჭრა და შეპირებაც ამისრულეს – იურიდიულზე ჩავაბარე და დასარტყამი ინსტრუმენტი მიყიდეს (მაშინ 250 დოლარი დიდი ფული იყო), დავდე სახლში და ჩემი ბავშვობის, ყრმობის, თინეიჯერობის, ახალგაზრდობის, მთელი ცხოვრების ოცნება გავმხდარიყავი მუსიკოსი რეალობასთან ახლოს დადგა!

    ვნანობ რომ ჩავაბარე იურიდიულზე? ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ მგონი საერთოდ არაფერს ვნანობ ცხოვრებაში, არც ერთ ნაბიჯს, იმიტომ რომ მჯერა რაც არის ასე უნდა ყოფილიყო და მორჩა! არადა რადგან მუსიკოსობა მინდოდა და ერთადერთი საშუალება ამ პროფესიის დაუფლებისა ჩემთვის მაგ დროს კონსერვატორიაში ჩაბარება იყო (მაშინ არ ვიცოდი, რომ სხვა მუსიკალური სასწვალბლებიც არსებობს) და კონსერვატორია, ჩემთვის ოპერის მომღერლობასთან და სხვა ჩემთვის არამიმზიდველ მუსიკალურ ჟანრთან ასოცირდებოდა და ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა თეატრალურზე ჩამებარებინა – მსახიობობაც, ისევე როგორც მუსიკოსობა ხელოვნების სფეროს ნაწილია და უფრო ახლოს იდგა ჩემთან…

    საბოლოოდ – რა ვთქვა, არ ვიცი რა იქნებოდა სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი…
    ვადანაშაულებ მშობლებს? რა თქმა უნდა – მათი კომუნისტური აზროვნების გამო – მუსიკოსობა რანაირი პროფესიაა – ჭკვიანი ბიჭი ხარ და რამე ნორმალური უნდა აირჩიო – კარგი იურისტი გამოხვალ – მერე რა რომ მეზიზღებოდა იურისტობა და ვერასდროს წარმომედგინა ჩემი თავი ამ ამპლუაში და უნივერსიტეტში პირველად ჩემს კურსელებს სხვანაირად ვუყურებდი, რადგან მათში ძალიან სერიოზულ (ჩემთვის მიუღებელ) ხალხს და მომავალ პარლამენტარებს, მინისტრებს ვხედავდი…

    მოკლედ, ასე დავამთავრებ – ახლა ყველაფერი კარგადაა და ყველაფრით კმაყოფილი ვარ!:)))

  12. იაჰუ says:

    მოკლე კომენტარი ვარ

  13. იაჰუ says:

    იცით რომ ჰიტლერის შთამომავალი 2 ძმა შეთანხმდა იმაზე რომ ბავშვს არ გააჩენდნენ… ასე იმიტომ მოიქცნენ რომ ჰიტლერის ჯიში სამუდამოდ განადგურებულიყო…

    P.S. I loled @ Nudist Communists :D

  14. იაჰუ says:

    კინაღამ დამავიწყდა, ხელს ვაწერ და ნიშნს გიგებთ:

    ნებიერა ბედნიერი

  15. utvino says:

    ყველაზე მაგარი კომენტები იაჰუ-ს აქვს ))

  16. Lilian says:

    ai ra ucnaur rameebsa bazrobt aa??

    neta me artla nashvilebi xo ar var bliaz???

    vaa an dedachemi iyo iqneba nashvilebi tu ratom arc erti diagnozi ar egreba :D

    :D
    lol mdas kaifia

    cavedi vifiqro dedachemis shecdomebze chems mimart mara ha arafarei ar momafiqrda ucebac ki pipec :D

  17. piccolina says:

    დოდ, პოსტის კითხვა რომ დავიწყე რაღაცის თქვა მინდოდა და მამენტ ის რაღაცა მერე შენ თვითონ თქვი :D
    მე ძალიან მომწონს მეთოდი, რომლითაც დედაჩემი გვზრდიდა და იმიტომ არა რომ ვეთანხმები
    ანუ კი, ვეთანხმები, მისი ბევრი მეთოდი ძალიან მისაღებიც არის
    მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცას არ ვეთანხმები და ვფიქრობ რომ ძალიან არასწორია
    და მაინც არ ვუჩივი დედაჩემს წიპა არასწორი აღზრდისთვის და რაღააააცეებისთვის
    იმიტომ რომ ეგრე რომ არ გავეზარდე მე ალბათ ასეთი არ ვიქნებოდი და ჩემი ასეთი თავი კიდევ ძალიან მომწონს მე :)
    სულელური ნათქვამია და ბანალური, მარა თავიდან რომ მომიწიოს ბავშვობის გავლა და ასარჩევად მქონდეს ოჯახი ან აღზრდის სტილი, ისევ ჩემს ოჯახს ავირჩევდი თავისი აღზრდის მეთოდებით და ისტორიით :) იმიტომ რომ კმაყოფილი ვარ შედეგით :D
    სორი თუ ბევრი ვბოდე ;)

  18. iverson says:

    @utvino, “ყველაზე მაგარი კომენტები იაჰუ-ს აქვს ))”
    +1 looooooooooool

    ყველაზე პრიკოლნი იყო ნუ კიბორგის პოსტი ხო იყო რაღაც უშველებელი და როგორღაც გავედი ბოლოში და მოდის შემდეგი პოსტი და ისევ კიბორგი და კიდე უშველებელი looooooooooooool

    pardon offtopikistvis :user:

  19. Cyborg says:

    sorry Iverson, ხო ხვდები არა “კომპენსირებას” ვახდენ, ზოგს ამისთვის “დიდი ჯიპი” ჭირდება, ზოგს დიდი სახლი, ზოგს “კრუპნაკალიბერნი სნაიპერკიდან მასროლიე!” და ა.შ. – მე გრძელ პოსტებს ვწერ და მგონია რო სავსებით დამსახურებული მამრი ვარ ამის მერე.

  20. Secrets says:

    რაშია ახლა საქმე, მე ჯერ ბავშვი ვარ და ზუსტად საკუთარ თავში ვხედავ იმას, რაზეც შენ საუბრობ. დეპრესია, სტრესი, უხასიათობა და პრობლემები ყოველთვის ჩნდება ეგ ერთგვარი პირობაა რომელიც საჭიროა ჩამოყალიბებისთვის. კონკრეტულ მაგალითზე რომ ვთქვათ, მე მთელი ზაფხული ქალაქიდან გასული ვარ, რამე თუ დამჭირდება მშობლებს 100 კილომეტრზე ჩამოაქვთ. დაჩაზე როცა MP4 ფლეიერი ვისურვე რომელიც თბილისში იყო გაფუჭებული, გააკეთეს და გიტარასთან ერთად ჩამომიტანეს. დედაჩემი ყველაფრით ზრუნავს და ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე, თვითონ კი ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ბებიაჩემს და ბაბუაჩემს კიდე ყველაფერი კიდიათ, ამიტომ გაიზარდა ალბათ მათი შვილი ძლიერი. თბილისშიც ყველაფერი მაქვს რაც მინდა. მშვენიერი საცხოვრებელი პირობები, კომპიუტერი რომელთანაც გამის 5 საათამდე ვზივარ და არავინ მსაყვედურობს(გასაგებია ჯანმრთელობის ფაქტორი, მაგრამ ჩემთან ეგ არ ჭრის. რაც მინდა იმას ვაკეთებ), ძაღლი რომელსაც მე არასდროს ვუვლი, თავისუპლად შეიძლება ვთქვათ რომ გათამამებული ბავშვი ვარ, მატერიალურად არაფერი მიჭირს. თავისუფალიაო იტყვის ადამიანი მაგრამ მე არ ვთვლი ასე რატომღაც. ჩემი ხასიათი დამოკიდებულია მუსიკაზე, დეტალებზე. დავდივარ სასულიერო გიმნაზიაში, სადაც არაფერი მესაქმება ნამდვილად. ეს ერთერთი ფაქტორია რაც ჩემს დეპრესიას და სტრესს იწვევს. დედაჩემს ხშირად გონია რომ მე მას ვატყუებ და ვთქვათ ვეწევი როცა საერთოდ არ მიზიდავს თამბაქო და მეტიც, არც არასდროს მომიწევია. და ესეთი პატარ-პატარა დეტალები ყოველთვის მოქმედებს ჩემს ხასიათზე. მართალია ყოველთვის მიშვებდა სადაც მე მინდოდა, როცა ისეთ ასაკში ვიყავი როცა მისთვის უნდა მეკითხა. დიდი პრობლემები მე ნამდვილად არ მაქვს, სკოლა ერთხელ გამოვიცვალე, ამ სახლში ვცხოვრობ დაბადებიდან და ჩემი მშობლებიც ერთად არიან. ისმის კითხვა: მაშინ რაღა მინდა? ეს არის ის კითხვა რომელსაც პასუხს ვერ ვცემ. მგონი პრობლემა აუცილებელია კომპონენტია ცხოვრების და მითუმეტეს ბავშვობის, გარდატეხის. ამ თითქოს არაფერისგან კი იქმნება “ეს შავი ფონი ბლოგზე,” ეს არის რატომაც “წერს ის სულ თავის უაზრო დეპრესიებზე” , ალბათ ამიტომ მეზარება რამის დაწერა და გამოქვეყნება ბლოგზე. მე ჩემი თავი სულ სხვანაირი წარმომიდგენია და სულ სხვანაირი ვარ. ახლა მე არანაირ პასუხისმგებლობას არ მაკისრებენ. მე კი ჩემი თავი ყველგან ძლიერი გამომყავს. იმის სრულ ანტიპოდად, რაც ვარ. იმედია შევიცვლები და დავემსგავსები იმას რაც მინდა რომ ვიყო :)

    დიდი ბოდიში, საშინლად აბდაუბდათ მიწერია ყველაფერი. მე, ვისაც უზრუნველი ცხოვრება მაქვს უფრო დეპრესიული ვარ ვიდრე დოდი, რომელსაც უამრავი პრობლემა ჰქონდა მაშინ, როცა ჩემხელა იყო .

    http://secromania.blogspot.com

  21. Cyborg says:

    Secrets
    ძალიან მარტივად: ჩისტა IMHO არავის ცხოვრების მთელი მანძილის ჯამი დადებითი არ არის.

    განეწყვე – რასაც შენ ეხლა “უფასოდ” იღებ – იმდენივეს ამოგადენს საკუთარი ცხოვრება ცხვირში დანარჩენი ცხოვრების მანძილზე.

    და ეხლა ყველამ შეიცხადა ნუთუ ამას ასეთი რამეების სჯერავსო, არანაირად.

    მე მჯერავს რო ადამიანი რომელმაც რაღაც მწარე გამოცდილება არ მიიღო ბავშობაში და მწარე გაკვეთილები არ გამოიარა და ჯებირები არ გადალახა – გადალახავს ვზროსლობაში, და ვზროსლობაში ყველაფერი კიდევ უფრო რთულია ვიდრე ბავშობაში იყო.

    + ყველა ადამიანმა გულის სიღრმეში იცის რადაც ღირს და ხშირად თვითონ გამოუწერს საკუთარ თავს სასჯელს, ნუ იმას რაც იმ მომენტში სასჯელად აღიქმება და იტოგში იგივე ადამიანად ჩამოყალიბების პროცესია.

    წიპა Secret ვპალნე ვაზმოჟნა რო გავა დრო და შენ რამე სისულელეზე გააფანატებ, წიპა პანკობაზე ან რამე მსგავს იდიოტიზმზე, ვაზმოჟნა რო ვინმე არა საჭირო გოგოზე გაჭედავ, შეხვალ კონფლიქტში მშობლებთან(იმიტო რო მთელი ამდენი ხანი საკმარისად არ გეკონფლიქტენ) – წახვალ სახლიდან და საერთოდ ბომჟად იქნები. და ამას მთლიანად შენი ხელით შენივე თავს გაუკეთებ და სადღაც გულის სიღრმეში გეცოდინება რო ჩტო ნე მენიაეტსია – ვსიო კ ლუდშემუ. უბრალოდ სად ბავშობაში რო ესპორები დედაშენს და მამაშენს და სად ვზროსლი რო ხარ და მაინც ბავშვი ხარ და გიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის ყველა ფრონტზე ერთდროულად…

    ბევრი მინახია აი მასე შენნაირად “კარგად” გაზრდილები (მშობელი რო ფიქრობს რო ყველანაირად დადებითად მოექცა) და მერე ალკოჰოლოში ან რაიმე მსგავს ცხოვრების უაზრობაში ჩამპალები, ბევრი მინახავს სუფთად გამომძვრალებიც.

    მაგალითად არსებობს forum.ge-ზე ასეთი ადამიანი exidrid რომელიც აი შენსავით მთელი ცხოვრება განებივრებული ბავშვი იყო, იასნია თვითონ ეგონა რო სავსებით მზად იყო ცხოვრებისთვის, ო და გაუშვეს რუსეთში სამედიცინოზე სასწავლებლად და პირველი 2 წელი სრულ კოშმარში ცხოვრობდა, ტიროდა, განიცდიდა, წვალობდა, იგებდა რას ნიშნავს იყო სრულებით ვერავის იმედზე სამყაროს წინააღმდეგ.

    იტოგში 2 წელში ფორსირებული დოზით მიიღო რეალობა, ზა ტო მერე დანარჩენი 2 თუ 3 წელი ისწავლა სპაკოინნად და საქართველოში უკვე თითქმის ჩამოყალიბებულ ვზროსლი ადამიანად დაბრუნდა. ნუ კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და დღეს აბსოლიტურად გაზრდილი მამაკაცია, მუღამიანი, საინტერესო, მხიარული მარა აბსოლიტურად ზრდასრული ადამიანი, რომელსაც შეუძლია იამაყოს საკუთარი ცხოვრებით.

    იტოგში კარგი გაზრდა ის გაზრდაა რომელიც უფრო ეფექტურად გზრდის რა და არა ის რომელიც გსიამოვნებს :D

  22. exidrid says:

    hehe axla chems niks vserchavdi da es vipove :O gaocebulivit var.. nu ra vtqva me tviton ar vici rogor gavzrdi chems shvils magram me mteli cxovreba mtenidnen xan inglisurze xan germanulze fotrepianoze(arada me gitaramindoda) da zogjer yvelaferze ertad raa… da viyavi super damokidebuli adamiani. magram yoveltvis vicodi ra mindoda… tumca ager uCamac Tqva es tavisufleba tavidan ise gatyuebs da gabrmavebs rom yvelaferi shegidzlia da uceb xamdebi da egreve radikalur ukiduresobashi vardebi .. mere xvdebi rom ne tam ta biloo.. da turma ki aravin gizgudavs mgaram shen tviton aceseb shens plankas… mere midis shenive tavis da shenive stereotipebis winaaRmdeg brzola.. da bolos rchebi is rac gamoidzercebi raa… magram chemtvis im tavisuflebis ramodenime welma egreve gamzarda raa.. tore dRemde dedikoze da mamikoze damokidebuli mutruki viqnebodi..
    keep on fighting people

  23. exidrid says:

    xo ravitsi principshi kidev imas davamateb rom tavis droze albat rom ar daedzalebinat mshoblebs axla ar mecodineboda arc inglisuri ar germanuli da maqedan gamomdinare kidev bevri ram magram rarac pontshi adamiani tavis tavs tviton zrdis mere ukve!!!

  24. Secrets says:

    Cyborg,

    ჩისტა IMHO არავის ცხოვრების მთელი მანძილის ჯამი დადებითი არ არის.
    აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ თუ შეცვლა არ შეგიძლია, ადაპტაცია უნდა შეგეძლოს. მე კიდევ ადაპტაციის უნარი არ მაქვს, შეცვლაა ჩემთვის გამოსავალი. ეგეც “განებივრების” ერთერთი სიმპტომია.

    ისე, მე არ ვთვლი რომ ცხოვრებისთვის მზად ვარ, მაგრამ შენ ნაწერში ეს ‘”კარგად” გაზრდა’ ვერ გავიაზრე. მე ვთვლი რომ კარგი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ბევრი რამის შეცვლა მომიწევს ჩემს თავში რომ ჩემს შვილებს კარგი ცხოვრება ჰქონდეს, ბრჭყალების გარეშე. თუმცა ვთვლი რომ “კარგად” ცხოვრება ბრჭყალების გარეშე არ არსებობს. კარგია ბავშვობა, ან სხვა რამე ცალკეული პერიოდი.

    P.S. პანკობაზე და გოგოებზე მშობლებთან არ გავჭედავ დაიუ სლოვა :D

  25. November says:

    mSoblebis ZiriTadi Secdoma is aris xolme, rom Svilis saxiT TviTdamkvidrebas ecevian.
    ebraelebio bavshvs jer akvirdebian ragac periodi, ris niWsac agmouchenen (viziareb azrs rom uniWo adamiani ar arsebobs) im mimarTulebis ganvitarebaSi uwyoben xels. (sadRac cavikiTxe. an movismine)
    iyo mSobeli — Tavganwirvaa. sakutar tavs agar ekutvni.
    shvili ki mTeli Seni cxovrebis shejamebaa, sagamocdo nishania, sakutari anareklia sarkeSi danaxuli. (t.e sheni svili, rogorc pirovneba).
    IMHO

  26. tardi says:

    ჩტო ია ჩეტაიუ :)

  27. tardi says:

    ე დოდი მისმინე კარგად ’ჯიგარო’ ყველა ოჯახი ტრაკისკენ მიდის თუ ტრაკისკენ წაიყვან და ვაფშე სანამ უნდა ითამაშო ჭირვეულის როლი შე ქალო! მიდი რა მიხედე იმას ვისაც უყვარხარ და გააჩინე ეს შვილი ვასაც ეყვარები. ერთად რომ ხართ, ძლიერი ხარ ცალკე ყოფნა შენი არ იყოს მაგარი ’სლეობაა’ (მომეწონა მაგარი ტერმინია!). ისე არ გეწყინოს და შენნაირი ოფოფების ქალი, რომ მყავდეს ცოლად ეხლა ’ვირის აბანოში’ ვიჯდებოდი. ოღონდ არ თქვა მერე მოიყვანე შენი გემოვნების ცოლიო – საქმე იმაშია რომ კაცებს მოსწონთ შენი ტიპის ქალები (პაბალშომუ ყველას ერთი გემოვნებაა აქვს), მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება გააჩნია ვინ როგორ ნებისყოფას იჩენს. და საერთოდ ყველას თავისი ფილოსოფიააქ ცხოვრებაში, მოკლედ ყველა თავისებურად ერეკება რა მაგრამ გინდა იქიდან უტრიალე გინდა აქიდან ოჯახზე უკეთესი არაფერი. რაღაცრუღაცეების შეცვლა ყოველთვის შეიძლება თუ ადამიანი სუსტი არ ხარ და უნებისყოფო. იცი ვის მაგონებ ერნესტის რომანი რომ არის ’და აღმოხდების მზე – ფიესტა’ აი იქ რომ ბრეტია აი იმას – ძაან მაგარი ქალია, კაცის სახელი კი აქ მაგრამ მაგარი პერსონაჟია. კაცის იდეალი კაგად არის იქ ნაჩვენები – ჰემინგუეი ხომ მეფეა!!!!!!!!!!!!!

    პ.ს. ისე კაი გამართული ქართულით კი წერ respect

    Warning: ხო მართლა ჩემს საიტზე არ შეხვიდეთ ’სლეობაა’ :)

  28. Pingback: Parental blurbs « Dream is Destiny

  29. I love this post!!!

    ზუსტად ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ასე ვიცვლიდი მეც სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, ოღონდ მამის გარეშე და მგონი, კი იცი ჩემი “ფარული ტრავმა” ამის გამო.
    შენს ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ, ეჭვი მეპარება, რომ არსებობ, ხო ხვდები, ნანახიც მყავხარ, ყველაფერი, მაგრამ მაინც – you’re too smart to be true :) take it as a compliment.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s