Woman talks 2

Oh damn…

Friends-ში ამ დღეებში ვუყურებ სეზონს, სადაც რეიჩელი ფეხმძიმედაა (და წეღან გააჩინა), ამ ყველაფერს ემატება ПМС, მინდა ბღავილი და შვილი. და ფეხმძიმობა. უფრო სწორად, ჯერ ფეხმძიმობა, მერე – შვილი. ჯერჯერობით წარმატებით ვასრულებ ბღავილის ნაწილს.

ვათვალიერებ ამ “მშობელთა კლუბს” ფორუმზე და გული მისკდება ზოგ ბავშვზე (განსაკუთრებით იმაზე, მეც რომ შვილი მეყოლება და ასეთი მახინჯი იყოს – ვერ შევამჩნევ და მაინც ყველაზე ლამაზად მომეჩვენება).

ჰო კიდევ, what is wrong with you, guys? რატომ უსკდება ყველა მამრს გული ბავშვის წარმოდგენაზეც კი?

და კიდევ, what is wrong with us, girls? – რაც არ უნდა “მაგარი როჟები” ვიყოთ, ‘ნორმალურად’ ვაზროვნებდეთ, ჩაციკლულები არ ვიყოთ გათხოვებაზე და ა.შ., მაინც მოსიარულე ინკუბატორებად რატომ ვრჩებით? ბეეჰ ((

უჩას ვუთხარი, 25 წლამდე თუ არ გვეყოლა ბავშვი, მერე ვსიო, წავალ და მარტოხელა დედა ვიქნები-მეთქი. ამას მოჰყვა სადღაც… სამსაათიანი დუმილი მისი მხრიდან და counter strike-ს ნერვული თამაში.

ამ ყველაფერს ვწერ, რომ period-ის გასვლის მერე საღ გონებაზე წავიკითხო და დავცინო საკუთარ თავს.

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

45 Responses to Woman talks 2

  1. OTO says:

    “Дети – это цветы жизни”

    HATE THIS PHRASE

    CHILDREN ARE MUCH MORE, THAN FLOWERS :))

  2. მმმმმმმმმმმმ

    ისა აუ შენ ისა დიდი ხანია ეგ გაქვს?? მეე კაი ხნის წინ მქონდა და დაჟე ჩემს ბლოგზე დევს წერილი – იდეაში რომელიც მე როგორც დედამ მივწერე ჩენმს შვილს :)

    სხვთაშორის კარგად კი მიწერია მარა პიკია :) და მიუხედევად იმის რომ გგონია რომ გადაგივლის ნეა… არ გადაგივლის უბრალოდ ასე მძაფრად არ გექნება :მო:

  3. mea culpa says:

    ratom arrrr ipostrba

  4. მარი says:

    ex!
    მე კიდე აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაცია მაქვს.
    ლამის კოტე დაფეხმძიმდეს ისე უნდა ბავშვი, მე კიდე ბავშვებს რომ ვხედავ მაკანკალებს მგონი…

    :S

  5. (c) Anika says:

    შვილი უკვე მინდა და ქმარი ჯერ არა :P

  6. (c) Anika says:

    და საერთოდაც, პატარა ბავშვები ლამაზები არ არიან. ცოტა რომ იზრდებიან მერე ლამაზდებიან.

    და კიდევ ჩემ უცხო პლანეტელზე ვგიჟდები =======>

  7. kuda says:

    ბავშვზე კარგ რა უნდა იყოს.. უჩა პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენე : )) მერე სად გაიქცევა??

  8. iverson says:

    მე ძაან არ მინდა ბავშვები

  9. kikito says:

    შვილი არის ყველაზე კაი და საუკეთესო პატარა ადამიანი ცხოვრებაში,შვილის სიყვარული კიდეე ორმაგად მაგარიაა და არაფერი არ შეედრება :)

  10. იაჰუ says:

    ბავშვი კარგია – როცა გაქვს უამრავი თავისუფალი ფული და დრო.

    სხვა შემთხვევაში ანადგურებენ იმედებს, ოცნებებს, გეგმებს, ფინანსებს, საკუთარ მე – ს და მრავალ სხვა საინტერესო რამეებს.

    თავად ბავშვს ვერ მისცემ ”იმას რაც შენ არ გქონდა” არასდროს გექნება საკმარისი დრო რომ შენს შეცდომებზე აუხსნა ცხოვრების ამბები და ა.შ.

  11. anon says:

    ehhhhhhhhh

  12. Cyborg says:

    კუდა
    ხო ბოლოს ჩვენც მაქამდე მივედით…

    ზოგადად თემაზე:
    კაცო, ვა, არჩინოს ოჯახი თვითონ, ინერვიულოს იმაზე შემდეგ თვეში სად ვიცხოვრებთ, რითი ვიცხოვრებთ, გვექნება ინტერნეტი თუ არ გვექნება, ჩაგვიჭრიან გაზს თუ არა, გვეყოფა ფული შაქარზე თუ არა (ანუ ერთია რო იხდი ზოგადად ამაში და მეორეა წინასწარ რო ფიქრობ სემდეგ თვეზე და ცდილობ როგორმე ამ თვეში “ითრიო” საკმარისი სამუშაო რო ისესხო მაინც ფული თუ მანამდე ვერ იშოვე მარა იცოდე რო მერე მოგცემენ და დაბრუნებას შეძლებ… და მერე ეს ფულს აბრუნებ ფულით რომლითაც უკვე სემდეგი თვე უნდა გეცხოვრა და უკვე აღარ იცი შემდეგი თვის მერე შემდეგს როგორ იზამ რო ბინის ქირაზე გეყოს, საჭმელზე გეყოს, ტაქსზე გეყოს და კიდე შენმა ცოლმა თავი ადამიანად იგრძნოს…) ხოდა მრე თუ არ შეეშინდება ძმაო კიდე ბავშვის აკიდების, რომელზეც იმასაც კი ვერ იფიქრებ რო ტუ ჩემთან უბედური იქნა – დამადებს, ტუ თავზე კრიშა არ გვექნა – დედამისთან წავა და ბოლოს და ბოლოს მისი მშობელი არ ვარ და მისი ფიზიკური გადარჩენა ჩემი ნებით ავიღე ჩემ თავზე და თუ გავფარჩაკდები ამ საკითხში – ავიხსნი ამ პასუხისმგებლობას და არავინ არ დაშავდება.

    ბავშვის პრობლემა იმაშია რო – მშობელი შენ ხარ და გამზრდელიც შენ ხარ, და ვერსად ვერ დაემალები და სხვა ალტერნატივა გადარჩენისა არ აქვს. შვებულებას ვერ აიღებ და სამსახურში შეფს ცხვირზე მაგიდას ვერ ააფარებ ნერვები რო მოგეშლება მასზე…

    არ ვიცი რომელი ჰორმონების სიჭარბე ეხმარება ქალებს დახუჭონ ამ ყველაფერზე თვალები მარა აშკარად კაცის ორგანიზმი იგივე ჰორმონს არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით, ან შეიცავს მარა ჩემი არ შეიცავს.

    + ამას უამრავი ეთიკური იდეები და პრინციპები რომლის თქმის მერეც ბლოგის მფლობელმა პასუხი ვერ გამცა რატომ უნდა გავაჩინოთ კიდევ ერთი ცეპოჩკა ჯაჭვში რომელიც არსად არ მიდის.

    ერთადერთი ფრაზა იყო “რატომაც არა” – რატომაც არაზე გრძელი პასუხი დავწერე ზემოთ, ყველასათვის დასაფიქრებლად, და ზა ტო უამრავი რაციონალური მიზეზი მოვიყვანე, გარდა ფიზიკური არსებობის, ანუ მატერიალურისა, რომლებიც ასევე უდაოდ დარჩა იმაზე დასაფიქრებლად – კი მაგრამ რატომ ეს ყველაფერი? – რა არის “ზა” ვსივო ეტავა??

    ქალის ინკუბატორული ინსტინქტი, მეტი არაფერი.

    საინტერესო არჩევანი მექნება მართლაც ერთ დღეს თუ დადგა მომენტი როცა მომიწევს ავირჩიო – ან ქალის ამ აბსოლიტურად გაუაზრებელ, ცხოველურ, “მინდა და რა ვქნა”, “ბავშვი კარგია” -ს ავყვე და გადავხაზო ყველა რაციონალური არგუმენტი + ვაღიარო რო საკუთარი ცხოვრება არაფრად არ ღირდა, აწი უბრალოდ ფული უნდა ვაკეთო რო ახალ ცხოვრებას მივცე გზა რომლის ცხოვრებაც ასევე არაფრად ეღირება და ფინალში საკუთარ მიზნად მხოლოდ შემდეგი ცხოვრებისთვის ფულის კეთებას იპოვნის, იმ იმედით რო იმის ცხოვრება მაინც ეღირება რამედ არადა… და ა.შ.

    ან ვთქვა რო ვრჩები ჩემს აზრზე, არანაირი უაზრო გაგრძელება კარუსელისა, მე ამ კარუსელიდან გამოვდივარ, კისერიმც გიტეხიათ.

    და შევძლებ თუ არა მერე არ ვინანო, ან ერთი ან მეორე, ჩემთვის პირადად ეს ძალიან ვაჟნი მოტივატორია – არ ვინანო როდესმე, მერე, სიკვდილისას – ის რაც ჩავიდინე ადრე, მაგალითად ამ მომენტისთვის, ასე ვთქვათ უახლესი ცხოვრების მანძილზე – არაფერი ჩამიდენია ისეთი რასაც ვინანებ ბოლოში, და პირიქით – არსად გავჩერებულვარ უმოძრაოდ როცა მერე ამ უმოძრაობას ვინანებდი.

    დამცინეთ რამდენიც გინდათ ამაზე თავის დროზე ვოლასმა დამაფიქრა:
    “და როდესმე, როდესაც თქვენ თქვენ თქვენს საწოლში იწვებით და საკუთარი ფსელში გალევთ სულს, მიხვდებით რომ ყველაფერს მიცემდით, ყველა წლებს, ყველა წამს დაბერებამდე მხოლოდ შანსისთვის, შანსისთვის გებრძოლათ ეს ბრძოლა დღეს, აქ და მეტი არაფერი”

    ვოტ, ღლავნოე რეალნა სესწ ი პადუმაწ, რო არც ბავშვის გაჩენა ინანო, და არც მისი არ გაჩენა.

  13. miramax says:

    ბავშვზე კაი მართლა არაფერი არ არის. :)
    ჩემი ქმარი ჩემზე უფრო მონდომებული იყო მაგ ამბავში :დ
    რომ დავფეხმძიმდი ჭკუაზე არ იყო და დღემდე ეგრეა )))

    დოდ, იცი ყველაზე მაგარი რა არის?
    მუცელში რომ აფუთფუთდება, მიხვალ ქმართან, ხელს წაართმევ და ეგრევე მუცელზე რომ იტაკებ ფრთხილად და აგრძნობინებ მასაც რომ მისი სხეულის და სიყვარულის ნაწილიც ფუთფუთებს შიგნით!
    ამ შეგრძნებას ვერაფერი ვერ ახსნის და შეცვლის ))

    ჰორმონის სიჭარბე კი დედობის ინსტიქტში იკარგება ჩემო უჩა ;) და ბავვის გაჩენას არასოდეს არ ინანებ, მერწმუნე.
    არც ეგეთი ბნელია ბავშვის გაჩენის შემდეგ ცხოვრება, პირიქით!!!

  14. ჲცა – ციბორგ თუ რავიც ორივემ – ესეიგი პოსტის პირველ ნაწილში მე თქვენით აღვფრთოვანდი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მეორედ, აღვნიშნავ და ხაზს ვუსვამ მეორედ ვიფიქრე რომ მთლად ისა რა ქვია მოკლედ მთალდ ხელჩასაქნევი კაციც არ ხარ , მაააგრამ აი მეორე ნაწილში შენი ”არგუმენტისა” მე ისევ დავუბრუნდი აზრს რომ კააკრაზ პირველი ჩემი მოსაზრება ძალიან სწორია და აწი ვიცი რომ კი არადა მგონბი რომ გადავწყვიტე პირველადი წარმოდგენა არავიზე აღა შევცვალო :მო:

    რა დასანანია, იშვიათია მაგრამ ახლა უცებ გაჩენილი იმედი გამიცრუვდა თუ წარმოდგენა გამიცრუვდა თუ როგორცაა…

  15. Rocko says:

    რა მაგარია ე, რეალითის ვუყურებ ფაქტიურად! :D

    ხოდა, თემას რაც შეეხება…
    ჩემი თავი მამად ვერასოდეს წარმომედგინა… მაგრამ ბოლო 1-2 წელია რაღაც კრუხაობა დამეწყო :D მართლა მინდა უკვე ამ ბოლო დროს შვილი… მაგრამ თან რას ვფიქრობ იცი?.. აი, რომ არ გამომადგეს? :D ანუ, ისეთი რომ არ გამოდგეს, როგორიც მე მინდა? ვთქვათ, შტერი რომ იყოს, ან მახინჯი, ან გოგო… (:D)
    ვიცი, რომ მაინც მეყვარება. იძულებული ვიქნები, მიყვარდეს…
    მარა მასეთი არ მინდა :( აი ჩემნაირი მინდა იყოს :D უფრო სწორად, ჩემნაირი “საწყისი მასალა” :D მე ცუდად გამზარდეს თავის დროზე, ვერ “გამომიყენეს”… აი ჩემ შვილზე კი, ზუსტად ვიცი როგორ გავზრდი! ძალიან ზუსტად და ვიცი, რომ ძალიან მაგარ რაღაცას გავზრდი! :)
    მაგრამ მთავარია, საწყისი “მასალა” გამოდგეს კარგი… :user:

  16. iverson says:

    ვეთანხმები კიბორგს.

    პროსტა მაინც უნდა გააჩინო მერე ბავშვი. იმიტორო წიპა ბუნებამ შენში ჩადო რესურსები, ამდენი წელი დახარჯა ამდე პროდუქტი ამდენი ჟანგბადი ამდენი წყალი და შენ სამაგიეროდ უნდა მისცე საშუალება რომ თავისი ქმნილების არსებობა გააგრძელო.
    ანუ ბუნებას ხო უყვარხარ ამდენ რესურსებს რო გაძლევს და არ უნდა აწყენინო და მისცე საშუალება კიდე მოუაროს შენნაირს.
    თორე რო არ უნდოდეს არ მოგცემდა იმ წყალს და ვიტამინებს და ძაანაც რომ გდომებოდა ვერ გააგრძელებდი შენს სახეობას.

    მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანი ისე ექცევა ამ ბუნებას რომ ვ მამენტ ადალჟენიეს გაუკეთებ თუ არ გააგრძელებ შენს სახეობას გგგ.

    ხოდა ნუ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო ბოლომდე რო ამოწურავ საკუთარ თავს, ანუ უკვე რო აღარ იცი რა გააკეთო, რომ მერე აღზრდაში არ შეგიქმნას ამან პრობლემა.
    ანუ ვთქვათ 2 წლის არის შენი შვილი და მოიგე საგზური რაღც აკვალანგისტური ტურის 1 კვირიანი და ნუ ახლა როოგრ დატოვებ არადა მაგრა გინდა შენი ოცნებაა და ნუ არ წახვალ და მერე ფაფას არ შეჭამს და ღრიალით გასკდები ამისთვის ვიდექი წვიმაშ და ქარში კი არადა ამისთვის არ წავედი აკვალანგ–ტურში??
    და მერე რო დაბერდები და ის გაიზრდება და უკვე სტარჩესკი მარაზმი გექნება მერეც გაუხსენებ რამდენი მოაკელი შენ თავს როცა მას ზრდიდი.
    არადა ვისი ბრალია? შენი! იმიტომ რომ სანამ გააჩენდი მანამდე უნდა “მოგეთავებინა” აკვალანგისტური ოცნებები და მერე სიამოვნება იქნებოდა ბავშვის აღზრდა და არ იქნებოდი პათოლოგი მშობელი.

    ისე იდიოკრატია ნანახი გაქვთ? :P მანდ არის პრიკოლნად ეს პრობლემა.. გგგ :)))

  17. Cyborg says:

    Liliani
    ხო ნი სტოილო ჩემზე აზრის შეცვლა შჩმმა, თუმდაც რამდენიმე წამით.

    მირამაქს
    ნოუ კომენტს

    როკო
    იმჰო შენთვის ბავშვის ყოლა ეხლა კაკ რაზ არ შეიძლება, სანამ არ მიხვდები რო ბავშვი ინვესტიცია არ არის და “რაღაცნაირი არ უნდა გამოიყვანო” – ბავშვი არი ცალკე ცოცხალი ორგანიზმი რომელსაც შენ ჩუქნი არსებობას, საჭმელს, და სხვა ცხოვრების საშუალებებს – უანგაროდ და ყველანაირი მოლოდინების გარეშე, ის იქნება ისეთი როგორიც იქნება და შენ არასოდეს არაფერი არ უნდა დაგიბრუნოს. მითუმეტეს სადიზმია “მე კაი ზადატოკი მქონდა მარა ცუდად გამზარდეს, ზა ტო მე გამოვიყენებ მის ზადატოკებს და კარგად გავზრდი” – იმისთვის რომ რა? – შენ ცდილობ შენი ოცნებები აახდინო ჩერეზ შენი ბავშვი? – რა იცი იმისთვის კარგი და ცუდი როგორი ცხოვრება იქნება? – თუ წინასწარ უნდა ჩაუტვირთო როგორი მიზნებია კარგი და როგორი ცუდი, იქნებ იმას სულ არ უნდა პრეზიდენტობა, არ არი ეგეთი ტიპი და უნდა ხიპობა, ან პირიქით? ან სადმე შუაში? – ნიზია ტაკ. რეზიუმე მოკლედ: შენთვის ჯერ ბავშვი არ შეიძლება!

    აივერსონ
    შეიძლება კიი რო ამოწურო საკუთარი თავი? – უფრო სწორად პასუხების გაცემის შემდეგ მინდოდა ერთი დაკვირვება დამეწერა დაის დაკვირვება ამასაც უპასუხებს ალბათ. იხ. ქვემოთ

    მეგობრებო, ძალიან გამიკვირდარო არავინ არ შეამჩნია ძალიან საინტერესო ფრაზა ჩემს ნაწერში:

    “ვაღიარო რო საკუთარი ცხოვრება არაფრად არ ღირდა” – ლიჩნა მე ამ საკუთარივე ფრაზამ ბევრი საფიქრალი დამიტოვა ღამით, ანუ რო არ განვაზოგადო მამაკაცებზე ზოგადად(არადა როკომ ეს დაამტკიცა 2 პოსტით ზევით), მე შვილის გაჩენას აღვიქვამ საკუთარი try -ს დასრულებად, ანუ პაპრობავალი, ნი ვიშლო, სდალის – ძელაემ სინიშკუ – მოჟეტ იმუ უდასცსია(ზუსტად ამიტომ დაჩურკა ვაფშე არ განიხილება პერსონალითიდ, დაჩურკა ტრაგედიაა – რა ხრენი უნდა უქნა აღარ იცი, რაგბისტს იმისგან ვერ გამოიყვან და ანრიალ-ტურნამენტში ჩემპიონს და…).

    მე ჩემივე წინააღმდეგს პირველ რიგში ამითი ვიაპელირებდი – რო რატომ გგქონია, კიბორხ, რო თუ შენ სხვა არსებას მიეცი ცხოვრება – შენი ცხოვრება აპრიორი უაზრო ყოფილა? – აინშტაინის შვილმა აინშტაინის არსებობა გააუფასურა? (ის რომ აინშტაინობის ამბიციები მაქ – სხვა თემაა :დ )

    მოკლედ წავედი ვიფიქრო დალშე ამ მიმართულებით

  18. Lilian says:

    agrhm

    cyborg eseigi isa!!!!

    vam para umirat!

  19. Rocko says:

    @კიბორგ :)

    მთლიანად არასწორად გაიგე ჩემი ნაწერი :)
    მასეთი მშობლის “მსხვერპლი” :D მე ვარ ზუსტად, ვინც საკუთარი შეუმდგარი ცხოვრების დუბლიცირებას ცდილობდა ჩემში :D

    “ზუსტად ვიცი, რომ მაგარ რაღაცას გავზრდი”-ში სულაც არ მიგულისმია ან პრეზიდენტობა და ან დიდი ადამიანობა კაცო :)
    გაზრდაში ის ვიგულისხმე, რომ ზუსტად ვიცი, რა დროს მივცემ სრულ თავისუფლებას და რა დეტალებში. ჩემი ყველაზე დიდი პრობელმა ეგ იყო ზუსტად, რომ კბილებით და ნერვების გლეჯვის ხარჯზე მიწევდა საკუთარი იდეების და “მე”-ს გატანა. ოოდნავ უფრო სუსტი რომ ვყოფილიყავი, ახლა ან პიანისტი ვიქნებოდი ან გინეკოლოგი :D :D :D

    და ამ ნერვების გლეჯვაში დახარჯული დრო რომ ცოტა უფრო სხვა რამეში გამომეყენებინა (რაშიც მე მინდოდა, ან რაშიც ჩემ შვილს ენდომება), თუნდაც ჰიპობაში :) ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ახლა :)

    რაც შეეხება უანგარო ინვესტირებას, ყველამ ვიცით, რომ ზღაპარია ეგ :) მეც ვაფრქვევ ხოლმე პერიოდულად თეორიებს, რომ ყველა მშობელი ეგოისტია, პირველ რიგში საკუთარი თავის გამო უყვარს შვილი, ის მოწონთ, რომ შვილი ყავთ და არა თავად შვილი და ა.შ. და ა.შ. :D მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ვიქნები ასეთი. ბუნებრივი, ბიოლოგიური, რეფლექსური მოვლენაა. მე რომ ჩემი სიცოცხლის უდიდეს ნაწილს მივუძღვნი შვილს, მისგან იგივეს არა, მაგრამ რაღაცას მაინც ველი :) რათქმაუნდა ზუსტად ვიცი, რომ როგორც ყველა შვილი დედამიწის ზურგზე, ისიც გაიზრდება, გავირდება, დამიკიდებს და სულ უფრო და უფრო იშვიათად გავახსენდები :D მაგრამ ისევე, როგორც ყველა მშობელი, სანამ ამას პირისპირ არ შევეჩეხები, მანამ იმედი მექნება, რომ “ჩემი ნიკუშა სხვანაირი იქნება” :D

    სულ ესაა :)

    ჩემთვის კიდვე ჯერ რომ შვილი არ შეიძლება ვიცი :P თუნდაც მატერიალური მხრიდან. ახლა ძლივს ვინახავ ოჯახს და სანამ გარანტირებულად არ მექნება იმის ტრაკი, რომ + კიდევ 2 ადამიანი შევინახო, მანამ ვერ გავბედავ მსგავს რამეს. არ მინდა ამაშიც ჩემნაირად გაიზარდოს :)

  20. Cyborg says:

    Rocko
    nu chems colshi ro moverevi im ideas ro sakutar “aseti var da ra vqnas” ar unda danebdes, mere shenc mogxedav, manamde kide ubralod mxars ar vucher midgomas ro “mec maseti viqnebi, ki vici ro ar unda viyo, mara mainc viqnebi imito ro es instinqtia” – kai ra, shenze tvinikosi adamiani nagdad cota dadis saqartveloshi da egeb adge da sakutar takos cixli daachiro da sakutar meze sruli, absolituri kontrolis rejimi daaceso, ara marto 1 dgit, aramed mudmivad dalshe v jizni.

    interesic xo magashia ara – daazalo shen tavs iyos is rac shen ginda ro iyos.

  21. hellcaster says:

    გამაგრდი! :D
    ორსულობის დროს საერთოდ გულისამრევი ხდება ქალი.. წიპა :უწიპუწი, რა საყვარელი სამყაროა”
    მერე, ბავშვი რომ ჩნდება, შენი პირადი ცხოვრება ქრება.. სულ მაგ ბავშვით არსებობ.. ძალიან ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი. ხოდა გაიზრდება, გახდება ჩემნაირი უმადური იდიოტკა (ან იდიოტი)
    და ისეთ რაღაცებს გააკეთებს, რომ სახეზე წიხლებით შედგომა მოგინდება..

    მაგრამ ამის მიუხედავად, დედაჩემს რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ მე და ჩემი დის გარეშე მის ცხოვრებას აზრი არც ექნებოდა. სულ უმნიშვნელო რაღაცები უხარია. ყველაზე პატარა მიღწევები.. და ფიქრობს ჩვენს მომავალზე. გეგმებს აწყობს და მარტო ჩვენი იმედი აქვს. იცის, რომ ჩვენ ყოველთვის გვეყვარება და არასოდეს გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც მის ცხოვრებას უარესობისკენ შეცვლის.. (ჩვენ დაბადებას თუ არ ჩავთვლით :D )

    მამაჩემიც ასეა..

    მაგრამ სანამ ბავშვი იმ დონემდე მიაღწევს, რომ ამას გაიაზრებს, დიდი დროა საჭირო.. და მოთმინება.. საშინელებაა

    ჰო.. ესაა, რისი თქმაც ამ თემაზე შემეძლო :D

    :2kiss:
    მაინც კარგია ბავშვი.. მაგრამ თავის დროზე

  22. Jaco says:

    ძალიან საინტერესო თემაა და კომენტარებიც გადასარევი, ბევრ რამეზე დავფიქრდი.
    კიბორგის (პირველი) კომენტარი გასაგები არგუმენტებით არის სავსე და ვეთანხმები…

    თუმცა, ბავშვი რომ ყოლა ზოგადად რომ ფანტასტიურია, ამ აზრზე ვიქნები ყოველთვის:)

  23. OTO says:

    TO IVERSON (COMMENT N16),

    COMPLETELY DISAGREE.

    DANGEROUS POINT OF VIEW

    :|

  24. k84u says:

    @Cyborg – არ ხარ მართალი…
    კიარადა ჩემი და შენი აზრები არც ერთ მომენტშ არ ეთანხმებიან ერთმანეთს…
    რადგან ბავშზე დიდი ბედნიერება არ მგონია საერთოდ რამე იყოს…
    ახლა შენ მეტყვი, რომ შენი აზრი მკიდიაო და მაგით მამენტ მოგვარდება ალბათ ყველაფერი ჩემთვისაც და შენთვისაც, მაგრამ დამიჯერე ფეხებზე დაკიდება არ არის ყოველთვის სწორი გამოსავალი…

    გეთანხმები იმაში, რომ მართლა ბევრი რაღაც არის ისეთი, რაზეც კაცი (და პროსტა კაცზე მეტად ცლიანი კაცი) ნერვიულობს და ფიქრობს… თუნდაც ყველა ის თელასის თუ ყაზტრანსგაზის ქვითარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვზე უარი უნდა თქვა ამის გამო….
    ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ თუ თქვენ 10 წლის მერეც გექნათ მატერიალური პრობლემები, მერეც ამ თელასებსა და ყაზტრანსგაზებს მოიყვან მაგალითად??? არ მაქვს ფული და ბავშვს ვერ ვარჩენო??? ანუ, უფრო მარტივად რომ დავსვა კითხვა, 10 წლის მერეც რომ გქონდეს მატერიალური პრობლემები, მაგ დროისთვისაც არ აპირებ ბავშვის ყოლას…
    მაშინ, რა აზრი აქვს საერთოდ ოჯახს???

  25. anon says:

    dodka

    shemtxvevit wavawydi shens blogs, dzalian saintereso adamiani xar,rtuli, winaagmdegobebebit savse. sakutari tavis dziebashi xar.es kargia. magram chemi daskvnit saertod ver poulob tavs, ar ici ra ginda , sait midixar,ragac ar gamogdis ise rogorc ginda. mtavaria rom shignidan ragac gawuxebs,sul damnashaves edzeb.(shens postebshi xshirad shexvdebi- dedis shtagonebebis winaagmdeg brdzola gaqvs gamocxadebuli) mec deda var da damafiqra shenma postebma.da sheemashina kidevac.namdvilad ar mindda rom chem gogonasac aseti grdznobebi gauchndes chems mimart.
    me xom mistvis yvelaferi kargi minda.

  26. პერწკლი says:

    ჰხოდა
    ერთი პერიოდი მეც ვსახლობდი დედების კლუბში, დადებითი ემოციებსათვის… ერთ გოგოს ყავდა ულამაზესი ლიზი და…
    მარა ყველა პატარა საყვარელიაო, ნამდვილად არაა ასე… და განსაკუთრებით ის კომენტარები იყო სასაცილო, აშკარად ულამაზო ბავშვზე, ვაიმერა ლამაზიაააა ,… ყოველთვის მაინტერესებდა, პადხალიმობდნენ თ მართლა მასე ეგონათ სხვა დედებსაც…
    ბავშვს რაც შეეხება… იმ დღიდან ,რაც შვილი გეყოლება, შენ შენ თავს აღარ ეკუთვნი (c)დედაჩემი. იმხელა პასუხისმგებლობა უნდა,იმდენი დრო ენერგია და რესურსები, რომ მე ალბათ კიდევ ძააააალიან დიდი ხანი არ მენდომება ბავშვი… ნუ, ძიძას თჲ აიყვან 24-საათიანს, მასე ავილია, მაგრამ მგონი დედა თვითონ უნდა ზრდიდეს შვილს მინ 2 წლამდე მაინც…
    ასერომ თუ შენ მზად ხარ რაღაცეები დათმო შვილის გულისთვის და ამიერიდან არარ იყო საკუთარი თავის, რია პრობლემაა? :უსერ:

  27. anon says:

    perwkli

    immashi getanxmebi,rom shvili dedam unda gazardos.magam shvilis yola sakutar tacze uaris tqmas namdvilad ar nishnavs,piriqit, shen ukve ufro dzlieri xar,ufro mebrdzoli.patara sicocxle gabaria da shenzea damokidebuli.sheni siyvarulis nayofi .yovel dge ragac axals agmoachen masshi.da mtel shen grdznobas da guls deb.es iseti grdznnobaa rom – ver avgwer. amistvis girs yvela “ragac-rugaceebze’ uari tqva.

  28. Pingback: მშობლები & ჩვენ « Dream is Destiny

  29. dodka says:

    ხო ისე, არც მე ვთვლი, რომ შვილის ყოლა ნიშნავს საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე ხაზის გადასმას )))

    და კიდევ – ბებიების და ძიძების გაზრდილი ბავშვების არ მწამს :დ

  30. Cyborg says:

    “ბავშვზე მეტი ბედნიერება არც შეიძლება იყოს”

    “დედაჩემის ცხოვრებას ჩვენ გარეშე არც ექნებოდა აზრი”

    “შენი სიყვარულის ნაყოფი”

    და ყველა მსგავსი ფრაზა მაფიქრებს რო ქალს ბავშვზე უბრალოდ ტვინი ეკეტება და არანაირი რაციონალური არგუმენტების მოყვანის ტრაკი არ აქვს, იმიტო რო ბუნებრივი მოთხოვნილება მასში ძალავს ყველანაირ ტვინის აქტიურობას.

    მე მაპატიეთ.

    1. ბედნიერება ყველსათვის სხვა და სხვა რამეა, საერთოდ შემიძლია ვიკამათო სწორი მიდგომაა თუ არა საცოდავ პატარა ადამიანს დააკისრო უზარმაზარი მისია – იყოს შენი ბედნიერება.

    2. ხოდა მეც იმას ვიძახი რო ბავშვის გაჩენა ჩემთვის ნიშნავს იმის აღიარებას რო სხვა შემთხვევაში ჩემს ცხოვრებას აზრი არ ქონდა, და სწორია კი ისევ და ისევ ერთი ახალი სიკვდილის შექმნა დედამიწაზე მხოლოდ იმისთვის რო საკუთარ თავს ცხოვრების აზრი შეუქმნა და არ მოგიწიოს იმაზე ფიქრი რისთვის დადიხარ და რას აკეთებ?

    3. ჩემი სიყვარულის ნაყოფი ჩემი დამოკიდებულებაა ადამიანისადმი რომელიც მიყვარს, ბავშვის გაჩენისადმი დამოკიდებულება ერთნაირი მაქვს ადამიანთან რომელიც მიყვარს და ყველა სხვა ადამიანებთან, რამდენდაც საწყენი არ უნდა იყოს ეს მისთვის ვინც მიყვარს. უბრალოდ თუ გადავწყვეტ – რა თქმა უნდა მირჩევნია ადამიანისგან რომელსაც მე თვითონ ვთვლი საუკეთესოდ და რომელთან ერთადაც ვცხოვრობ.

    სამწუხაროა რო როკოს გარდა თითქმის არავინ არ ცადა საკუთარი უკვე მილიონჯერ გალესილი ნაჭუჭიდან გამოსვლა და რაიმეზე სერიოზულად დაფიქრება და ისეთი პოსტის დაწერა რომელიც არ მაფიქრებიებდა რო “ა-ჰა, ფიქრი დაეზარა, გამოაცხო სტანდარტი”

    ტაკიმი რაზგავორამი მენია ნე პრაიმიოწე, საცოდავი დოდკა :D მარა ტაკ ლუდშე, პუსწ დუმაეტ.

    პ.ს. კსტაწი იმვე ფილმში რომელზეც დოდკამ ბოლო, უახლეს პოსტსში ისაუბრა, იყო ფრაზა რო ჩემი მეგობარის ცოლმაო ბავშვი სახლში გააჩინაო(კსტაწი ჩემი მე-3 ძმაც მასე დაიბადა) – ხოდა იმ გოგომ “უი რა საყვარლობაა ალბათ” -ო და ა.შ. ამან კიდე არაო, ხოდა მიყვებოდა იმასო რო ვუყურებდი პატარა საყვარელ ბავშვს და ვფიქრობდი იმაზე რომ ის ოდესმე მოკვდებოდაო. (ზევით მე უკვე გამოვიყენე ამ მოსაზრებიდან აღებული ფრაზა)

    უბრალოდ ეს ძაან სტანდარტული და დაღეჭილი თემაა და ვცდილობ არ შევეხო, მარა რეალურად – ეს ეხმაურება ზუსტად იმ მოსაზრებას რო უაზრო აიწონა-დაიწონაში ვართ ჩვენ გაბმულები და ვაბამთ მერე ჩვენს შვილებს, გაჩნი, გააჩინე, მოკვდი, იმან გააჩინა, მოკვდა, გააჩინა, მოკვდა – აზრი? – ისევ და ისევ იქ უნდა დავბრუნდე რო – ყოველ შემდეგს გონია რო მისი შვილი იპოვნის აზრს, ამიტომ შვილს იხდის აზრად – რო იმას მისცეს უკვე “ზე” აზრის პოვნის საშუალება, და ის იასნია ვერ პოულობს ვერანაირ აზრს, იხსნის პასუხისმგებლობას აზრის ძებნაზე და ადებს აზრის ძებნის პასუხისგემბლობას საკუთარ შვილს (რომელსაც პა ხოდუ ქმნის ამავდროულად)…

    ერთი ნაცნობი მყავს, ხოდა ერთი 25 წლამდე ისე მოაღწია რო ხელი არ გაუნძრევია, მამა არჩენდა, დიპლომი უყიდა, ქართული “იზბალოვანნი” ბიჭი რა, ეს ეგდო უბანში, ბლატაობდა, ჩხუბობდა, მამამისს მანქანას ართმევდა და უმტვრევდა და ა.შ. პრი ვსიომ პრი ეტამ მამამისი მილიონერი არ არი, უბრალოდ მამა რა, რომელსაც უტყდებოდა რო შვილმა დიპლომი არ აიღო და რომელიც მერე ცდილობდა სამსახურში მოეწყო შვილი, სადაც ის აუცილებლად ვინმესთან იჩხუბებდა და იასნია არაფერს არ აკეთებდა.

    ხოდა ერთი პერიოდა ტიპმა დაიწყო ბავშვი მინდაო, აი ეგრე, აკვიატებულად, ბავშვი მინდაო, ნუ მამისმა ჩვეულ ჩხუბიან მანერაში განუმარტა რო შჩმმა მე გაჭმევ, მე გასმევ და შენ ბავშვი გინდაო?? – იმან მინდაო, არ ვიცი არაფერი, ძალიან მინდა ბავშვიო, ხოდა მოძებნა ვიღაც გოგო და დააყენა მამამისი ფაქტის წინაშე რო ცოლად უნდა მოვიყვანოო, ქორწილი, ქართული რამე რუმე… წიპერ მამამისი ორივეს ერთად ინახავდა საკუთარ სახლში, ნუ მერე იყო რიგი პრობლემები, გოგო ვერ ფეხმძიმდებოდა, ამ ბიჭს პრობლემები ქონდა, ნუ იმკურნალეს და ა.შ. უკვე აღარ ვილაპარაკებ ვის შოტზე ეს ყველაფერი. ხოდა მოკლედ დაფეხმძიმდა ის გოგო ბოლოს და ბოლოს და გააჩინა ბავშვი…

    მე ამ ყველაფერს მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალყურს, ჩემი მეგობარი ის მამამისია და ისიც ისეთი მეგობარი, თვეში 1-2-ჯერ რო ვხვდებით სამსახურის ამბებზე.

    ხოდა მოკლედ ბავშვის გაჩენიდან რაღაც დროის შემდეგ, არც ისე ბევრი დროის, იმ ბიჭმა იპოვნა სამსახური, დაიწყო მუშაობა, ძალიან პასუხისმგებლობით მოეკიდა თან საქმეს, დაიწყო ფეხბურთის თამაში და ვარჯიში და ა.შ.

    დღეს უკვე მე-5 წელია მუშაობს იმ ფირმაში, დააწინაურეს და მენეჯერია, შექმნა სამსახურში ფეხბურთის გუნდი და ყოველ კვირას თამაშობენ.

    ცოლს რა თქმა უნდა უკვე 3 წელია რაც დაცილდა, ბავშვსაც უბრალოდ “ფინანსურად უვლის” და შაბათ კვირას ნახულობს.

    ვცეემ ასეთ ადამიანს პატივს? – არა, ჯერ ეს ერთი იმიტო რო სხვა ადამიანის მომიზეზება საკუთარი გადერჩენისთვის – სადიზმია იმ ადამიანისადმი, და მეორე სავარაუდოდ სამსახურის პოვნაში დიდი როლი იმან ითამაშა რო 9 თვე გამოვლილი ცოლი ისე ნერვებს უშლიდა რო სახლში ვერ ჩერდებოდა, არადა იასნია სუ ტვინს უტ@!№ რო ფული, საწმელი, პილიონკები… ხოდა ამანაც იპოვა იდეალური გამოსავალი ზოგად-მამაკაცურ სტილში – მუდმივად სამსახურში იყო, როცა მოდიოდა დაღლილი და გმირი იყო, ფულიც მოქონდა, ვსე ბედი რაზომ პრაპალი. შედეგად ფინალში ის გოგოა ცუდი რო დაცილდა.

    ეტა ვსიო ნი ვაჟნა, ვაჟნა ტო რო ერთხელ მაინც, ბევრი წლების მერე, მათმა შვილმა რო გაიგოს რო მის გაჩენამდე მამამისი ყალთაბანდა და მუქთახორა იყო და რო დედამისს ჟესტის და უდაჩნა გათხოვების მეტი არაფერი აინტერესებდა, და რო მთელი მათი იმედები, გეგმები, მოლოდინები და ცხოვრების აზრები – მასშია ჩადებული, თქვენი აზრით რომელს აირჩევს ორიდან: მოიკლას თავი და დაისვენოს, თუ დოდის დასავით – შეეცადოს გახდეს დედამისის ყველა მოთხოვნის, იდეის, პრინციპის, გამოგონების განსახიერება – იმიტომ რომ დავალებულია მისგან და უნდა აასრულოს ყველა მასში ჩადებული ოცნებები და იდეები?

  31. Shura says:

    შეიძლება ”არამკითხე მოამბესავით” გამომივიდეს მაგრამ ფრიად საინტერესო დისკუსიაა, ჰოდა მეც ჩავერთვები თქვენის ნებართვით :)
    გამრავლების ინსტინქტი ალბათ თვითგადარჩენის ინსტინქტის მერე მოდის თავისი მნიშვნელობით. არსში რომ ჩაიხედო გამრავლება მუდმივად ცხოვრების ერთერთი მეთოდია, როცა შენი სიკვდილის შემდეგაც რაღაც მაინც რჩება შენი. ამ კუთხით თუ შევხედავთ გამრავლება და თვითგადარჩენა დაახლოებით ერთიდაიგივე რამ გამოდის. ეს ოხერი გამრავლების(რაღაც გაგებით თვითგადარჩენის) ინსტინქტი ალბათ თანაბრად გვაქვს კაცებსაც და ქალებსაც. აქ პატივცემული კიბორგი შეიძლება შემედავოს, მე ნაკლებად მაქვს მაგო, მაგრამ ახლავ ავხსნი რასაც ვგულისხმობ :).
    ქალს შეუძლია ეს ინსტინქტი დააკმაყოფილოს ელემენტარულად: გააჩინოს ბავშვი. ამ პროცესში კაცის როლი იმდენად მცირეა რომ მისთვის ბავშვის გაჩენა ნაკლებად ასოცირდება გამრავლებასთან(ფსიქოლოგიური მომენტია). ამიტომ კაცს აქვს მოთხოვნილება განსხვავებული გზებით ”გამრავლდეს”. განა მუსიკის შექმნა, ფერწერა, ლიტერატურა, მეცნიერება ”გამრავლების” გზები არ არის? როდესაც რამეს ვქმნით ამით ახალს არაფერს ვამბობთ, ამით უბრალოდ ჩვენივე თავს გადმოვცემთ – ”ვმრავლდებით”. ყოველი ქმნილება საკუთარი თავის პროექციაა მეტი არაფერი, ტყუილად არ უწოდებენ ხელოვანები შედევრებს თავის ბავშვებს :))). ჰოდა რისი თქმა მინდოდა კაცს აქვს მოთხოვნილება ასეთი სახით გამრავლდეს. ამით აიხსნება სწორედ ის ფაქტი რომ მეცნიერები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ. ძირითადად კაცები არიან. ქალები ამ ინსტინქტს ბავშვის გაჩენით იკმაყოფილებენ :)(ნო ოფფენსე ლადიეს :))))

    @Cyborg
    ”ბავშვის გაჩენა ჩემთვის ნიშნავს იმის აღიარებას რო სხვა შემთხვევაში ჩემს ცხოვრებას აზრი არ ქონდა”
    პერეფრაზი: ბავშვის გაჩენის გზით ჩემი გამრავლება ნიშნავს იმას რომ სხვას გზით ვერ ”გავმრავლდები”.
    ეს რა თქმა უნდა არ არის მთლად სწორი მიდგომა, არავინ გამორიცხავს სხვადასხვა გზებით ”გამრავლების” შესაძლებლობას :)
    თუმცა იდეაში ბავშვის გაჩენამ უნდა შეაფერხოს გამრავლების(ანუ რაიმეს შექმნის) ინსტინქტი კაცებშიც, ისევე როგორც ქალებში ხდება. ისე თუ დავუკვირდებით მეცნიერებს ძირითადი აღმოჩენები გაკეთებული აქვთ უფრო ადრეულ ასაკში, ანუ უნდა ვიგულისხმოთ ბავშვის გაჩენამდე. ჰოდა საინტერესოა სტატისტიკა აქვს თუ არა ბავშვის გაჩენას მნიშვნელობა ”შემოქმედებითი წვისთვის” :D. ვინმემ გამოიკვლიოს ეგებ, არც თუ ისე რთული საქმეა :)

    იმედია ნორმალურად გადმოვეცი რისი თქმაც მინდოდა :უსერ:

    ისთე მე პირადად ”ბავშვზე-კარგი-რაა-ამ-ქვეყნად-გრანდისსიმოჰალლე” შეხედულებას ვიზიარებდი ხოლმე სულ, ჰოდა ახლა ორჯერ დავფიქრდები სანამ უპრეზერვატივო სექს შევთავაზებ ვინმეს :D

  32. dodka says:

    @Shura – მადლობა კარგი კომენტარისთვის და კეთილი იყოს შენი ფეხი, ნიკი და კომენტარი ამ ბლოგზე, ყოველთვის გამიხარდები ))

    მოსაზრება ძალიან საინტერესოა :უპ:

  33. dodka says:

    შამეშალა, ლოგაუთს გავაკეთებ.

    კიბორგ

  34. Cyborg says:

    Shura
    უჰუმ, აბსოლიტურად მართალი ხარ ყველაფერში.

    მე ეგ თემები სადღაც 2 წლის წინ მაშინ გავიარე როცა თავდავიწყებამდე გატაცებული ვიყავი რობოტებით(ვსწავლობდი და ვაწყობდი ასეთებს) – ხოდა ერთხელაც ღრმა ბრეინ შტორმინგის შედეგად დავასკვენი რო ვინაიდან მე ფიზიკურად ბავშვებს ვერ ვაჩენ – არასოდეს ვთვლი რეალურად მათ საკუთარ ქმნილებად, როცა რობოტი, რომელიც ჩემი ხელით ავაწყე – ჩემი შექმნილია და ამიტომ აღმაგზნებს მისი გაკეთება ასე ძალიან (აქვე შეიძლება გავავლოთ პარალელი და დავფიქრდეთ რამხელა აღმაგზნებელ მუხტს ვკარგავთ კაცები იმით რომ სექსს იმენნა ბავშვის შექმნის აქტად არ აღვიქვამთ, მე ლიჩნა რობოტის აწყობისას პრაქტიკულად სექსუალურ აღგნზებას განვიცდიდი, თანაც ისეთს – იმის დედა ვატირე…)

    რა თქმა უნდა ეს ასეა, რა თქმა უნდა ძირითადი მოტივატორი, basic მოტივატორი ცხოვრებაში რაიმე ვაკეთოთ საერთოდ კაკ რაზ გამრავლება და/ან გადარჩენაა. იგივე მუდმივი მცდელობა “დავტოვოთ კვალი დედამიწაზე” – რომელიც საბოლოო desperation -ის პიკზე ბავშვის დატოვებამდე დადის, ლოგიკიდან: კი – მოკვდება მარა ზა ტო ცოტა ხანი ხო მაინც იქნება?!

    უბრალოდ მე მიმაჩნია რო ისევე როგორც ბოზობა არის ცუდი იმიტო რო არის ყველაზე უბრალო ქცევის მანერა, ღმერთმა მოგცა სასქესო ორგანო – შენ ვერაფერი გამოყენება ვერ მოუფიქრე საკუთარ თავს, დადიხარ და ყიდი იმას რაც ისედაც მოცემული გქონდა უფასოდ. (სასაცილო და სამწუხაროა მარა იგივე რანგში გადის სამხედროობა – იყენებ იმას რაც მოგდევს ფიზიოლოგიურად, ძალას და სხეულს ი ვსიო, ნო ბრეინს ნოუ პროგრეს, ნოუ anything)

    ხოდა ზუსტად აქვე რო დავტრიალდე – როცა ვფიქრობ ხოლმე მომენტზე როცა საბოლოოდ ვფრუსტრირდები საკუთარ ცხოვრებაში, ზუსტად იმას ვფიქრობ რო ან ბავშვს გავაჩენ და იმის აბესპეჩენიეთი დავკავდები (თანაც არა ერთს) ან ჯარში წავალ და ყველა ტამ ერაყში და სადაც შესაძლებლობა იქნება აქტიურ წერტილებში გავეკვეტები(ამ ზღვარზე ერთხელ უკვე ვიდექი და მესამე, ლაზეიკა გზა მოვძებნე… ამაზე მერე…)

    ხოდა იდეა იმაშია რო ნაცრისფერი უჯრედები, რომლებსაც გინდათ ღმრთისგან ბოძებული ჯილდო დაარქვით, გინდათ შრომისგან შეძენელი პრიზი, გინდათ შემთხვევითობებისგან და სწორად წარმართული მუტაციების შედეგად განვითარებული ძალიან დაბალი ალბათობის მქონე მოვლენა – მაგრამ ნაცრისფერი უჯრედები არის ის რაც ჩემი აზრით ბოლოს და ბოლოს უნდა გვაძლევდეს საშუალებას რო ბლიად გამოვიდეთ იმავე დონის არსებობიდან რა დონეზეც არსებობს თუმდაც ჩვენი უახლოესი მეგობარი – შიმპანზე, ის უბრალოდ მრავლდება, მრავლდება, მრავლდება. ვოტ ი ვსიო – პრინციპში ასე შეიძლება აღიწოს 1 სიტყვით დედამიწაზე არსებული ყველა ცხოველის არსებობის მთელი ისტორია, თავის მუტაციებიან ყველაფრიანა – გამრავლება.

    ი ტოჭკა.

    მე კიდე არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ მაქ ინტერესი ავიღო და ჩემი ნაცრისფერი უჯრედების მეშვეობით გადავამისამართო ჩემივე გამრავლების ინსტინქტი იმაზე რაც იმავე ნაცრისფერი უჯრედების წყალობით უფრო მაინტერესებს.

    მეტი არაფერი.

    ისიც მოკვდება და ისიც მოკვდება, ვერცერთ ინტერესს საფლავში ვერ ჩაიყოლებ, ვერც ბავშვს ვერ ჩაიყოლებ და როგორც ბავშვი შეიძლება ჩაგაკვდეს ხელებში ჯერ კიდევ მაშინ როცა ცოცხალი ხარ – საკუთარი იდეებიც და ინტერესებიც შეიძლება შეგახმეს და შემოგალპეს სიცოცხლეშივე.

    უბრალოდ რატომაც არა? – ჩვენ გვაქვს მაინც ეს არჩევანი, შიმპები ვაფშე ვერ ირჩევენ, მითუმეტეს ვერავინ სხვა, დელფინებიც კი ვერ ირჩევენ, იმათი ტვინი ინსტინქტებზე სუსტია, ჩვენი ტვინი… და ვოტ ი ვაპროს – რას გადავწყვეტ? – რატომ გადავწყვეტ, დარწმუნებული ვიქნები თუ არა იმაში რასაც გადავწყვეტ და რო გადავწყვეტ ვინანებ თუ არა.

    ბოლოს და ბოლოს ჩემი არ გამრავლება არავის ხელს არ შეუშლის, ნუ მაქსიმუმ დოდის გარდა, არც მას შეუშლის ხელს, დარწმუნებული ვარ 2 კვირა აუჩუყდება გული და მერე უფრო ძლიერ, უფრო ჭკვიან და უფრო ახოვან მამრს იპოვნის შთამომავლობის გასაგრძელებლად და იქნება ბედნიერი.

    ა ვდრუგ??… ა ვდრუგ ნეტ??…

    ვოტ ხუი ზნაეტ მოკლედ

  35. keti says:

    damdumdi mgoni am Temis kiTxvisas. gansakuTrebiT komentarebis….

    me mainc mimaCnia, rom ojaxis Seqmna Tavistavad bavSvis yolis survilsac gulisxmobs… ra tqma unda konkretulad ori adamiani wyvets, rodis, magram odesme mainc unda moxdes es… da zedmetad racionaluri midgomac ar aris gamarTlebuli…

    mokled, ase Tu ise, axla Tu mogvianebiT, Svilis yolas gisurvebT!! :)

  36. keti says:

    Cyborg
    shen saertod ar ginda shvili? ai, saerTod??? bolo komentaridan ase gavige… :(

  37. Cyborg says:

    keti
    შვილის “ნდომა” რა შეგრძნებაა ნამდვილად არ მესმის

    მარა ვხვდები რო:

    ა) როდესმე აუცილებლად გავიგებ
    ბ) მესმის რო დადგება მომენტი როცა საყვარელი ქალის შენარჩუნების ფასი იქნება შვილი და მომიწევს დათანხმება
    გ) ვფიქრობ როგორც ყველა სხვა ჩემს ნაბიჯში – დადგება მომენტი როცა ვიფიქრებ რო არ ვაკეთებ ამას იმიტო რო მეშინია თქო, ხოდა ნა სლაბო გავაკეთებ რო საკუთარ თავს დავუმტკიცო რო შემძლებია

    ისევ და ისევ “ნდომის” შესახებ, ჩემი აზრით ჩისტა ქალის ფიზიოლოგიური მოთხოვნის იქეთ მაგისი ნდომა არ არსებობს, და ყველა კაცი რომელიც ამბობს რო “უნდა” ისევე… ჰმ იგონებს საკუთარ თავში ამ შეგრძნებას როგორც სიყვარულს ასუბლიმირებს რამდენიმე საკუთარი შეგრძნებისგან იმის გათვალისწინებით რა შეგრძნებას მოელიან მისგან მდედრები. ანუ ეს არ არის ტყუილი, ეს არ არის სიმულირებული ორგაზმი, ეს არის წიპა აი რო დაჯდე და დაფიქრდე რო კი – ორგაზმი არის სისხლის დიდი დოზებით ერთდროული გამოშვება + უამრავი ქიმიური ნივთიერებები, მაგრამ მთავარია რომ ამ ყველაფრის დოზებს და წნევებს ააანლიზებს ისევ და ისევ ტვინი და მერე ვწყვეტთ რო “უი ეს სასიამოვნოა” ხოდა შესაბამისად პრინციპში რო დაჯდე და კარგად დაფიქრდე და დაკონცენტრირდე – ორგაზმი ყველაფერი ფიზიკირუი ჩალიჩის გარეშეც უნდა შეიძლებოდეს განიცადო, ჩისტა დაჯდე და იგივე ნეირონებში გაატარო ელექტრული იმპულსები და მიიღო იგივე განცდა ყველანაირი რეალური ქიმ-რეაქციების გარეშე.

    ხოდა იგივენაირად დარწმუნებული ვარ “ისწავლება” და ვითარდება სიყვარული და ბავშვის “ნდომა” მამრებში, კი – ძაან საინტერესოა მდედრებს ეს მეორე თანდაყოლილი ცოდნა აქვთ თუ სწავლობენ ისენიც, უბრალოდ მდედრს ნამდვილად ბავშობიდანვე ასწავლიან და მამრებს მერე უკვე ის მდედრები გვასწავლიან ძირითადად… პრი ეტომ არა მაშინ როცა ისენი ჩვენს გვერდით არიან, სწავლა ხდება წახალისება დასჯის მეთოდით ურთიერთობების დაწყების მომენტში, ანუ “გიყვარვარ” – აი შენ პრიზი! – ბავშვი და ოჯახი გინდა – აი შენ დიდი პრიზი, არ გიყვარვარ? – იცი მე სერიოზული ურთიერთობები მინდოდა, აი შენ მისამართი იძი ნახუის საიტზე, ბავშვი არ გინდა? – აბა ერთი კარგად მოიფიქრე და მერე კიდე მითხარი…

    :D

  38. keti says:

    Cyborg
    არა, ქალებისთვის შვილის ყოლის სურვილი ფიზიოლოგიური მოთხოვნა არ არის. მე სულ ორჯერ გავიფიქრე ჩემს ცხოვრებაში, რომ აი, ამ კაცისგან გავაჩენდი შვილს – ანუ გავუჩენდი, ანუ ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მისგან… (:პრიზი: :დ: ოღონდ არა იმ მნიშვნელობით, როგორც შენ დაწერე. ეს ჯერ ჩემთვის იქნებოდა პრიზი და მერე ჩემგან :) )
    ასეა ალბათ სხვებიც (თუმცა არიან ქალები, რომლებიც საყვარელი კაცისგან არ აჩენენ და ეს ერთეულები არ არის)
    ეს რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნა იყოს, სულ ვიგრძნობდი მაშინ..

    კაცებზე ბევრს ვერაფერს ვამბობ, რადგან რასაც ვისმენ ან ვხედავ ესაა.
    აი, შენ როგორც მსჯელობ, ნაწილობრივ არ მესმის :) რაციონალური მიდგომა გასაგებია და ეს პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა, რასაც ვაფასებ, თან გულწრფელად წერ და ესეც მომწონს.. მაგრამ ხანდახან შედავება მინდება :) მაგალითად, ბავშვის “ნდომის” სწავლების მეთოდებზე, პრიზზე და კიდევ ზედა კომენტარებში – რაღაცეებზე :დ:

    არა, ქალებს არ ასწავლიან, მათში დედობრივი ინსტინქტი დევს და სულ ეს არის :)

    მე მაინც მგონია, რომ ოჯახის შექმნის მიზანი თუ შედეგი, თუ როგორც გინდა, საბოლოოდ გამრავლებაა.
    და სადაც ბავშვი “იწყება”, იქ ნამდვილად არ მთავრდება მშობლის განვითარება და წარმატებების მიღწევის შანსი. არ უნდა დამთავრდეს.

  39. HoNeY says:

    მეც მინდა ბავშვი … თან ძალიან … უკვე 25წლის ვარ და მეტიც…. მემგონი დროა, მაგრამ … მარტოხელა დედა რომ იყო “ტრაკიც” უნდ აგქონდეს შესაბამისი ხო ? :( რა ვაკეთო მარტომ ? კაკ მინიმუმ 2-3 წელი ვიცი ჩემი მშობლები ცხვირ გაშვერილები იქნებიან “ლევად” გაკეთებული ბავშვის გამო …. :cry: :mo:

    ძალიან მინდა…. თან გოგო … აუცილებლად გოგო… გვიანდება …. მაგრამ რა ვქნა :user:

  40. November says:

    rogorc amboben, kacebi mTeli cxovreba bavSvebad rCebian. mxolod satamaSoebs icvlian.
    qalebi, maqanebi, iaraRi, sporti…
    fulis ketebac ki xSirad maTTvis azartia.
    xoda am siaSi bavSvis adgili ubralod araa.
    amiT TamaSi ar ician.

  41. Pingback: In the Womb « Dream is Destiny

  42. ziki says:

    Cyborg
    [ციტატა] შვილის “ნდომა” რა შეგრძნებაა ნამდვილად არ მესმის

    მარა ვხვდები რო:

    ა) როდესმე აუცილებლად გავიგებ
    ბ) მესმის რო დადგება მომენტი როცა საყვარელი ქალის შენარჩუნების ფასი იქნება შვილი და მომიწევს დათანხმება
    გ) ვფიქრობ როგორც ყველა სხვა ჩემს ნაბიჯში – დადგება მომენტი როცა ვიფიქრებ რო არ ვაკეთებ ამას იმიტო რო მეშინია თქო, ხოდა ნა სლაბო გავაკეთებ რო საკუთარ თავს დავუმტკიცო რო შემძლებია [/ციტატა]

    ებიჯო და აწი რაღას აწვალებ კლავიატურას, თქვი მოკლედ: “ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, მაგრამ მომავალში აუცილებლად გვეყოლება შვილი.”
    კაცს ქალისათვის დაპირების მიცემა გაუჭირდეს, პირველად ვნახე :givi:

  43. jordano says:

    აქა მშვიდობა :)

    მოკლედ, რა მგონია ახლა მე… მე ჩემი მხრივ ვეთანხმები იმ აზრს რომ როდესაც ვიღაც აი ძალიან-ძალიან ”კრუტოი როჟა” ხარ (აინშტაინი და რამე ეგეთი), შეიძლება თქვა რომ ცხოვრებაში სხვა საქმეც გაქვს, რომლითაც გამოჩნდები და შენ თუ მაგის ნაცვლად ბავშვზე გადაიტანე აქცენტი, ე.ი. სხვა ვერაფერი ქენი ხეირიანი ამ ცხოვრებაში. მგონი სწორად გავიგე დედააზრი, არა?

    ჰოდა, ერთ რამეს გეტყვი მაგრამ არ გეწყინოს რა… განა ისეთს რას აკეთებ ან შენ, ან მე ან რა ვიცი, ნებისმიერი ”რიგითი” ადამიანი რომ ვთქვათ რომ ბავშვი თუ გეყოლება, იმას ვეღარ იზამ? პროგრამებს ვერ დაწერ თუ სტრაიკს ვერ ითამაშებ? ნუ კაი, შეიძლება ცოტა უფრო პატარა წერილები წერო ფორუმებზე და ბლოგებზე მაგრამ ეგ არაა დიდი ტრაგედია აშკარად.

    ცხადია, ეს არ არის არგუმენტი იმისთვის ”რატომ უნდა გინდოდეს ბავშვი”. მაგრამ იმის მტკიცება რომ შენ თუ მამა გახდი, ესე იგი ვსიო, გადაესვა შენს კარიერას და ყველაფერს დიიიდი წითელი ხაზი, ერთობ გადაჭარბებული შეფასებაა მე თუ მკითხავ.

    ნუ თავიდან გაგიჭირდება (ძალიან პატარა რომაა, საშინლად ბევრ ყურადღებას ითხოვს) მაგრამ შეეჩვევი რა. სამაგიეროდ, თუ ყველაფერი კარგად წავა, რომ გაიზრდება იამაყებ მისით. მერე რომ დაბერდები და დატუნინგებულ კალაშას ხელჯოხად გამოიყენებ, შვილიშვილები დაგეხვევიან და ეგეც გაგისწორდება.

    თან კიდევ ასე მგონია (ჯერ არ გამომიცდია მაგრამ მგონია) რომ ვიღაც პატარა ტიპი კუდში რომ დაგდევს და ”მამას” გეძახის, შენ კიდევ პასუხისმგებლობას გრძნობ მის მიმართ, ალბათ ძალიან მაგარი უნდა იყოს. წარმოიდგინე, რიგითი ჯარისკაცი იყავი და უცებ გახდი სერჟანტი ან ლეიტენანტი საერთოდ და შენი თავის გარდა კიდევ ვიღაცები გაბარია. არ ასწორებს? თუ რიგითი უნდა იყო მთელი ცხოვრება?

  44. tatushka55 says:

    Me piriqit momivida :)
    Shvili chemtvis jer kidev momavali 2-3 clistvis jer kidev amoucnob ramed rcheboda
    Da arc vapirebdi ganxorcielebas
    Magram mere jado shemekara da gavtxovdi, chems qmarukas dzaan undoda baia
    Xoda dges 2 tvis orsulad var da gushindel gamemde rasac vgrdznobdi ertaderti es iko ubanzesi shegrdznebebi da sul dzilis motxovna
    Gushin game chemi shvili damesizmra da vfiqrob rom mxolod dgeidan gavxdi am bavshvis girsi
    Es iseti saocreba iko, misi saxe erti cida, suni da ise mikvarda ise ro mafanatebda
    da egeti shegrdznebitve gavigvidze
    Imedia zustad chemi shvili damesizmra, iseti lamazi iko iseti sufta da chkviani
    Minda egeti ikos zustad

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s