What about meeting?

დღეს უნდა ყოფილიყო, უფრო სწორედ – იყო კიდეც ექსკურსია უჯარმაში.

ნუ, ბევრი ფორუმელები, აქედან უმეტესობა – უცნობი (ახალი ხალხია უამრავი და უკვე ბევრს აღარ ვიცნობ), ზოგი ისეთი, რომ არ ვარ აღფრთოვანებული, ზოგი ისეთი, რომ დამენანა მათი უფრო ახლოს გაცნობის შანსის ხელიდან გაშვება.

გუშინღამ აივერსონს ვეპიემე და დამარწმუნა, რომ ბასანოჩკებით წამოსვლა არაუშავსო (ბოტასოფობია მჭირს გარკვეული მიზეზების გამო :D ). და თითქოს გადავწყვიტე, რომ მორჩა, ვძლევ თავს და…

ღამე რომ დავწექი, გავიაზრე და სრული უჟასი დამეუფლა –  იმის წარმოდგენაზე, რომ არ ვიქნები თბილისში, ანუ ვერ შევძლებ სურვილის შემთხვევაში ავდგე და წამოვიდე სახლში, ანუ იძულებული ვიქნები დილის 9-დან საღამომდე ვიარსებო ადამიანებთან, თან სასურველია უკონფლიქტოდ – არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პერიოდში ეს ყველაფერი შემიძლია.

ახლა აქ რა მოსატანი იყო ეს, მაგრამ ერთი ბლოგერული ჩაი-ყავა-ცივი ყავა-ნაყინი არ მოვიწყოთ უახლოეს მომავალში? მაგალითად – ამ შაბათ-კვირას, ან პარასკევ საღამოს თუნდაც.

საღამოს, მზე გადასული რომაა და გრილა, თბილისში (!), სადმე წყნარ და მყუდრო ადგილას, მხოლოდ ჩვენ, ვისთვისაც უცხო არაა ფრაზები: “გადმოდი ვორდპრესზე!” “ბლოგსპოტში სამაგიეროდ შეგიძლია…”, “პოსტების დატეგვა მეზარება”, “როდის მოხსნი word verification-ს!”, “დვორსკის ბლოგიდან გავიგე ვაბშე ბლოგი რა იყო” და ა.შ. :D

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to What about meeting?

  1. perwkli ამბობს:

    კხმ
    კიარადა ყველაზე სოციოფობი ვარ იმ ბლოგერებს შორის ვისაც ოდესმე ქართულ სივრცეში უარსებიათ. ასერომ , არ ვიცი ; ))) და არც დატეგვა ვიცი რა არის :((( აა, უი მივხვდი რაც არის :)))
    მოკლედ შენ უჯარმაში და მე ლომისაში წავედი მაგ განწყობით. აივერსონასთანაც გდავაწყდი რარაც ანალოგიურს…
    რა ყველას ფობიომობიოები აგვიტყდა? :სპაი:

  2. iverson ამბობს:

    ეეჰ… ნუ ნიჩივო.. :))

    ხო აუ ორშაბათს ოთხშაბათს და პარასკევს ვარჯიში მაქ საღამოს :/

    მარა 20:30მდე თუ მოვრჩებით… :user:

  3. dodka ამბობს:

    ჩემგან განსხვავებით, თქვენ ორივე მაგარი როჟები ხართ, იმიტომ რომ ეგ განწყობა გქონდათ და მაინც წახვედით.

    ბლეჰ…

    ხოდა პერწკლ, ასეთი შეკრებები კიდევ ისეთი საშიში არაა, ნუ პირველ რიგში იმიტომ, რომ მეტნაკლებად თემატურია, მეორე კიდევ – ეს ყველაფერი თბილისში ხდება, ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლია სახლში წასვლა (ამაზე ფიქრი სულ მამხნევებს ხოლმე :D )

  4. chaotic ამბობს:

    მე წამოვიდოდი დიდი სიამოვნებით…
    :(

  5. Dv0rsky ამბობს:

    ჯანდაბა, კვირას ღამე წავიკითხე ეს პოსტი.

    მოდი რა, შევიკრიბოთ, ჟაკოსთან და უტვინოსთან ერთად ვიჯექი იმ დღეს (ორივე ბლოგგერ.კომ) და გვინდა რამე ეგეთი ავაგოროთ.

  6. dodka ამბობს:

    @dv0rsky – გიგა, ამაღამ დავწერე ეგ პოსტი :დ

  7. utvino ამბობს:

    dvorsk მეც ეგ უნდა დამეწერა ეხლა
    ბლოგერულ შეხვედრაზე რომ ვლაპარაკობდით, უფრო სწორედ თქვენ ლაპარაკობდით და მე გისმენდით :D

  8. CheshireCat ამბობს:

    სხოდკა, სხოდკა, სხოდკა :კრუგზე მოხტუნავე ბევრი პატარა სმაილი:

  9. Jaco ამბობს:

    დვორსკ, უტვინო, მეც ეგ უნდა მეთქვა!:D ჰოდა, იმ დღეს, მე, უტვინო და დვორსკი დავსხედით და ვლაპარაკობდით (უფრო სწორად მე და დვორსკი ვლაპარაკობდით და უტვინო გვისმენდა) (არადა ნინო ჰქვია ამ გოგოს და რატომ ვიხსენიებთ ხალხო ამ ნიჭიერ ადამიანს უტვინოდ?:D) ბლოგერების შეკრებაზე და ვაპირებდი მეც დამეპოსტა მსგავსი რამ, მაგრამ დოდკამ დაგვასწრო – არაუშავს ამ პოსტზე დავდოთ კომენტების სახით ვის რა (კონკრეტული) იდეა გაქვთ.

    P.S.მე ამ უიქენდზე ალბათ ბათუმში წავალ:((((

  10. ketketa ამბობს:

    ო–ლა–ლაა, შაბათკვირები ივლისში ძაან აუთ–ოვ–თაუნ რო მაქვს? აუუ, ძაან კაი აზრია შეხვედრა ისე, დვორსკიმ მითხრა ამასწინათ და გამიხარდა:)

  11. dodka ამბობს:

    ხოდა რაღა შაბათ-კვირა, თუნდაც კვირის დღე იყოს, ოღონდ საღამო – ხუთშაბათი ან პარასკევი )))

    თქვენ ადგილი თქვით ოღონდ, მე წავუგლუვებ მაგ ამბავში )

    დვორსკი, ჟაკო, უტვინო – There is sth in the air :D

  12. Rocko ამბობს:

    არ გამომატოვებინოთ რა, ბიძიებო :user:

  13. Jaco ამბობს:

    ვსიოო, მოვიფიქრე! ხუთშაბათს 9-ის ნახევარზე (საღამოს)! ეხლა თქვენ მოიფიქრეთ ადგილი!:p

  14. Rocko ამბობს:

    რატომღაც არ მიჩნდება ამ ახალი ფორუმელების გაცნობის სურვილი… საკმარისია ვისაც ვიცნობ :P :D

  15. bigcrow ამბობს:

    ლოთები ხართ, რა უნდა გელაპარაკოთ საერთოდ…

  16. მარი ამბობს:

    @Rocko, +1

    @ dodka, აუ დოდ მე სიცხე მაქვს, თან საბაკალავრო გამოცდა პარასკევს პლზ, შაბათ კვირას ვქნათ რა… :(

  17. dodka ამბობს:

    მარ, შაბათ-კვირას თითქმის არავის სცალია და მერე ქალაქიდანაც გადიან : (

    ხუთშაბათამდე მოგირჩება სიცხე, თან გამოცდის წინა საღამოს მეცადინეობა ცუდიაო :პ

  18. მარი ამბობს:

    mashin me ver camoval :(

  19. iverson ამბობს:

    xutshabats mec mcalia.

    ee sviti kai ra axla mainc ise cxela gareT iwvebi Tu idgebi ar aq mniSvnelobda wamodi

    bratci, MAKDONALDSSHI WAVIDET hm????? :jump: :jump:

    MAK MAK MAK

    VERMISHELEVI SUUPPP

  20. bigcrow ამბობს:

    მაკდონალდსის პლასმასის კიშკი იჭმევა ვაბშე?

  21. თათია ამბობს:

    აუ მახსოვს, ამას ვკითხულობდი შარშან და მინდოდა წამოსვლა. ბლოგი უკვე მქონდა, მაგრამ encrypted :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s