დღეს პირველად…

Danger! Long Post!

მიყვარს ხოლმე დღეები, როცა რამეს პირველად ვაკეთებ ცხოვრებაში და გონებაში სულ ვსვამ წიჩკას – “აი, გავაკეთე.”

ალბათ ამავე კატეგორიაში გადის ბავშვობიდან შემორჩენილი ჩვევა – როცა რაიმე სახის ხილს პირველად ვჭამ იმ წელს, პირველ ლუკმაზე აუცილებლად ვიფიქრებ სურვილს. უკვე ავტომატურად ხდება ასე, აი თუ დამავიწყდა და სურვილის გარეშე შევჭამე, ვნანობ კიდეც, რომ “გავმაზე”.

ჰო, ახლა რა გავაკეთე პირველად:

ვიყავი სოლარიუმში!

მათ, ვინც კარგად მიცნობს ეს ალბათ გაუკვირდებათ, საერთოდ არ ვარ ზაგრის მოყვარული და არც დაზღმარტლული გოგოები მომწონს, მაგრამ ამას წინათ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ სოლარიუმში აუცილებლად უნდა წავსულიყავი.

საქმე იმაშია, რომ ჩემზე, ალბათ ისევე, როგორც ყველა ადამიანზე, დედას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. როგორც დადებითი, ასევე – უარყოფითი. მაგალითად, 17 წლამდე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ბადრიჯანს ვერ ვიტანდი. იმიტომ, რომ ელზა ამბობდა – “ბადრიჯანი? ოი არა, ჩვენ არ გვიყვარს” [ჩვენ=მე, ჩემი და, თვითონ]. 17 წლისამ აღმოვაჩინე, რომ არ მიყვარს კი არა, ვგიჟდები – შემწვარზეც, მოხარშულზეც, ჩაშუშულზეც, ნიგოზშიც, აჯაფსანდალში, საერთოდ ყველა გამოვლინებაში.

კიდევ ღრმად მჯეროდა ასევე მისი გავლენით, რომ ქალი სახლიდან მოუწესრიგებელი არ უნდა გავიდეს და მეც მაღაზიაშიც კი “მოწესრიგებული” გავდიოდი ხოლმე. მოწესრიგებაში მისთვის იგულისხმება მაკიაჟი და უბედურება. მერე დროთა განმავლობაში იქამდე მივიდა საქმე, რომ სახლიდან კი გავდიოდი უმაკიაჟოდ, მაგრამ სახლში დაბრუნების წინ სადმე შევდიოდი და ვისმევდი ცოტა მაკიაჟს მაინც, რომ არ გაეტრაკებინა, რა ბომჟივით დადიხარო.

მერე უჩამ გაატარა აქტიური ანტიმაკიაჟური პოლიტიკა და საერთოდ უმაკიაჟოდ ვიყავი კარგა ხანს. ახლა ნელნელა ვიპოვე საკუთარი თავი და როცა მინდა, რამდენსაც მინდა იმდენს ვისმევ.

ზაგარიც ამ კატეგორიაში გადიოდა – ელზას ღრმად სჯერა, რომ მე ზაგარი საშინლად არ მიხდება, მითუმეტეს – სახეზე. ამის გამო ყოველი ჩემი ზღვაზე წასვლა სახეზე მოხვეულ პირსახოცებთან და შლაპებთან ასოცირდებოდა : ) ვინაიდან და რადგანაც დავრწმუნდი, რომ ის ბევრ რამეში ცდება, ახლა ხომ უნდა გავიგო, სინამდვილეში მიხდება თუ არა და საერთოდ – მომწონს თუ არა მე თვითონ.

მოკლედ, გარკვევის პროცესში ვარ. პირველი “სეანსი” კიდევ ძალიან მომეწონა და უკვე გავფერადდი კიდეც ცოტა.

ახლა მეორე, რაც გავაკეთე ცხოვრებაში პირველად – ვიყავი ფსიქოლოგთან. თან couple counseling გვქონდა, ანუ მე და უჩა ერთად ვიყავით. ფილმებს რომ ვუყურებდი, სულ მომწონდა, აი, რა კარგია რომ დადიან-თქო, იქნებ ასე სჯობს-თქო. მიზეზიც გამოგვიჩნდა – დეტალებს არ ჩავეძიები, ოდესმე მერე, როცა აქტუალურობას დაკარგავს, ალბათ მოვყვები კიდეც.

ხო, არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც მეგონა. თანაც, ძალიან მიყვარს ეგ ტიპი [ანუ ჩვენი ფსიქოლოგი] და ნდობა მაქვს მისდამი. თავის საკუთარ ცხოვრებას ვერ შველის, მაგრამ ეგ არაფერი, მემგონი ვერც ერთი ფსიქოლოგი მაგას ვერ ახერხებს :D ორსაათნახევარი ვილაპარაკეთ ჯამში, საკაიფოდ დავიცალე, შემდეგი, ამჯერად უკვე ინდივიდუალური შეხვედრა იქით კვირაშია.

თვითონ პრობლემა მთლად ისეთი არაა, რომ მე თვითონ ვერ გადამელახა დროთა განმავლობაში, მაგრამ ყველა პრობლემა მეტნაკლებად ბზარებს ტოვებს ურთიერთობაში, ამიტომ ფსიქოლოგი ერთგვარი “სტრახოვკაა”, რომ რაც შეიძლება ცოტა ბზარები დარჩეს – ამ ურთიერთობის გაბანალურებას და გაქართულოჯახებას ვერც მე ავიტან და ვერც უჩა. : )

ნუ, хватит о скучном ))

“მანიაკის” სურათის მთხოვნელთა საყურადღებოდ – [აქვე – მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ის მანიაკია, უბრალოდ 2 თუ მეტი თვეა ყოველ დღე მხედავს აივანზე და ალბათ მოვეწონე, მაგრამ ამ სტატუსით უფრო საკაიფოა მისი მოხსენიება, ვიდრე “ტიპი აივნიდან”-ით :D] – როგორ წამოგიდგენიათ, რომ მაღაზიიდან გამოვდივარ, ვხედავ, ვუახლოვდები და ვდრუგ – უი, ერწამს თუ შეიძლება, სურათს გადაგიღებთ, რადგან ჩემი ბლოგის მკითხველებს ძალიან აინტერესებთ როგორ გამოიყურებით…

ალბათ ჯერ ცოტა გაფრიკავს, რა ბლობლოგგ.. ბლოგიო? მერე დაასკვნის, რომ მე მანიაკი ვარ და შემეშვება :D

О, а это идея. მაგრამ ამას არ განვახორციელებ. აქ ის მომენტია, როდესაც ქალმა უნდა თქვას – “ოჰ, მიშველე საყვარელო”… და მამაკაცმა უნდა მოაგვაროს ‘პრობლემა’, რის შედეგადაც აუმაღლდეს თვითშეფასება და იგრძნოს თავი ძლიერ დამცველად.

It is the game played by all couples :D

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to დღეს პირველად…

  1. Ally ამბობს:

    კაი პოსტი იყო, ღია, გულახდილი და იუმორით :) კაია ღამე ასეთ დროს ახალ პოსტს რომ გადააწყდები, კარგ წასაკითხს

  2. GoogleBot ამბობს:

    მერე რა, ფანჯრიდან რომ გიყურებს მაგ დროს შეიძლება – თან დაფრიკდშითაოუთდება d > _ < b

  3. iverson ამბობს:

    გგგ ყველაზე პრიკოლნი იქნება მაგ მანიაკმა რო დაპოსტოს აქ ჰეეჰეჰეჰეჰ

    ხო მეც მაქვს უამრავი ატიტუდი დედაჩემისგან ავტომატურად გადმოსული და ნელ–ნელა აღმოვაჩენ და ობიექტურად ვუდგები.

    მაგ. ჯონ ლენონი არ ევასებოდა რატომღაც და მეც დიდი ხანი არ ვინტერესდებოდი ამ უკანასკნელის შემოქმედებით. ჰმ…

    სოლარიუმი და ფსიქოლოგი ასწორებს, პაგალივუდსკი :P

  4. tiko ამბობს:

    ui, mec mqonda egeti momenti. ofisshi megona rom yvela gamvleli me miyurebda.didi vitrajebia, fardebis gareshe. gansakutrebit ki ert tipze vigruzebodi. quchis meore mxares, “tipi aivnidan” . axlac iyureba, magram mivechvie:) agar vnerviulob, piriqit- xandaxan biusthaltersac viscoreb, vizmorebi da a.sh :PP

  5. Jaco ამბობს:

    „გაქართულოჯახება“, ყველაზე ძალიან მომეწონა! რაღაც არც ჩემში ზის ეს გაგება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ვარ (ჩემი თავისუფალი და „მერე რა მოხდა“ აზროვნებით) და ქართველური ქცევებიც მაქვს ხშირად (I’m proud of it!). ისიც კარგია, რომ ცდილობთ ყველაფერი თქვენებურად გააკეთოთ, თუნდაც ფსიქოლოგის დახმარებით (აივერსონის თქმის არ იყოს პაგალივუდსკი) და შენ სიტყვებშიც იგრძნობა, რომ თავიდანვე იცი, რომ გადალახავთ ამას და ასეც იქნება – good luck!
    ეხლა სოლარიუმი – დაიკიდე სოლარიუმი…
    ეხლა ბადრიჯანი – კარგია ბადრიჯანი…
    ეხლა ელზა (ჩემს შემთხვევაში დიანა) – ყველა ელზა ერთნაირია, თუნდაც დიანა, ანუ დედა:)))
    ეხლა შენ – კარგი პოსტი იყო, მერერარომგრძელი:)

  6. utvino ამბობს:

    “ეხლა ელზა (ჩემს შემთხვევაში დიანა) – ყველა ელზა ერთნაირია, თუნდაც დიანა, ანუ დედა:))) ”
    ყველა თინიკოც :@

  7. natiuka ამბობს:

    დოდ, სოლარიუმის ამბავი მაინტერესებს, მე ვაპირებ და მეც პირველად… ფულს ველოდები და 100 წუთიანი პაკეტი მინდა ავიღო..შენ რამდენ ხანში გაფერადდი? და სად დადიხარ? ყველაფერი მაინტერესებს, ანუ შენი შთაბეჭდილება სოლარიზე :user:

  8. ketketa ამბობს:

    რა ძაან კაი ტიპი ხარ, დოდ:))

  9. (c) Anika ამბობს:

    ”რა ძაან კაი ტიპი ხარ, დოდ:))”
    +1 ;)

  10. keti ამბობს:

    უხ! კარგი იყო წასაკითხად!:)
    პირველად ხილის გასინჯვაზე მეც ასე ვიცი:) ბავშვობაში მითხრა, სხვათაშორის დედამ;)

    ყველაფერი კარგად იქნება!

  11. kuda ამბობს:

    მეც მაქვს ეგ ჩვევა ბავშვობიდან გამოყოლილი. გუშინ საზამთრო ვჭამე პირველად და ისეთი აღელვებული ვიყავი, რო არაფერი ჩავიფიქრე და.. გული დამწყდა :(

  12. მარი ამბობს:

    “დაიკიდე სოლარიუმი…”

    +1

    კანის კიბოა გარანტირებული…

  13. dodka ამბობს:

    დიდი მადლობა ბედნიერი კომენტარებისთვის )))

    @ნათიუკა – ფორუმზე სილამაზე და მოდაში შეიხედე, ერთი დიდი თემაა სოლარიუმზე და იქ დავწერე დეტალურად ჩემი გამოცდილება :დ

    @სვითი, ჟაკო – რა კანის კიბო :))) ერთი წასვლით არ დაშავდება არაფერი, თანაც მე ჯერ ფილტვების კიბო მელის სიგარეტის გამო :D ყველაფერი დასწრებაზეა.

  14. bigcrow ამბობს:

    ქალი რომ სოლარიუმში წავაო..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s