თმები

სად არის ველა? არ არის ველა. სად არის ქერა? არ არის ქერა!

გაცოფებული ვარ.

გუშინ მოვიარე მთელი ახლომდებარე ტერიტორია და ვერსად ვიპოვე ჩემი თმის საღებავი. ისაო ესაო, გაწყდაო [დასტყდეს ხელები, ვინც ის ჯანდაბა არტი-გრუფი დახურა].

ხოდა გარნიერზე გადადის ყველაო. დავიწყე ქექვა ამ გარნიერის კატალოგში – ყველა ნიმუში იყო ნაცრისფერი. და ვერავითარ განსხვავებას ნომრებს შორის ვერ ვხედავდი. მეთქი WTF, ყუთები მაინც დამანახეთ. და ასე ყუთზე დახატული ფერის მიხედვით ავიღე ის, რაც ყველაზე მიახლოებული იყო ჩემთან.

რა ჯანდაბად აკეთებენ ამ კატალოგებს! ან რა ჯანდაბად ახატავენ ზედ ფერებს!

ხოდა მეთქი ახალი საღებავი, რამე, რა ვიცი როგორ დაჯდება – მოდი, მე თვითონ შევიღებავ, რომ თუ არ დაჯდა, ხვალ პარიკმახერი გადამიღებავს-თქო.

მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა ჯერ ის საღებავი, აშკარად ღია ფერის – იასამნისფერი გამხდარიყო გაზავებისას და ბოლოს ჩემი თმისთვის ბუნებრივი წაბლისფერი დაებრუნებინა.

ჯერ ვიფიქრე დატოვება, მაგრამ დღეს რამდენჯერაც სარკეში ჩავიხედე, ასე მგონია რომ სახლში უცხო ქალი დაბორიალობს [ქმართან სექსიც მიტყდება, საკუთარ თავზე ვეჭვიანობ, რომელიც უცხო ქალია]

ახლა წავალ და შემდეგ ცდას გავაკეთებ… ამჯერად პარიკმახერთან. და თმასაც შევიჭრი!

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to თმები

  1. Rocko ამბობს:

    …და სწორედ ასეთ დროს ხარ ხოლმე გამჩენის მადლიერი, რომ ამ ქვეყანაზე კაცად მოგავლინა…

    :D

  2. Lilian ამბობს:

    looooooooooooooooooooooooooool!!!!

  3. ალვა ამბობს:

    ლოლ ბოლო ფრაზა მომეწონა სექსი მიტყდებაო გამეცინა სერიოზულად.

    ისე რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო ხომ გაგიგია :) თავიდანვე მისულიყავი და შეგიღებავდნენ ნორმალურად.

  4. Ally ამბობს:

    :)))) მაგრა ვიხალისე :))) საკუთარ თავზე ეჭვიანობამ დაგლიჯა :))))))))))))))))))))

  5. პერწკლი ამბობს:

    კხმ
    კიარადა
    აი ჩემი საღებავებთან ურთიერთობის ისტორია
    http://bunbunland.blogspot.com/2008/06/blog-post_8090.html

  6. mamagong ამბობს:

    ბოჟე! ასეთი დამთხვევა, გუშინ საღამოს ლექციებს შორის ფანჯრის ამოსავსებად სპონტანურად თმების შეღებვა გადავწყვიტე კამპუსის ადგილობრივ “ართურჩიკთან”. (თან გაბრაზებული ვიყავი რაღაცაზე), ისეთი მახინჯური ფერი გამოვიდა, დღეს ქუდით ვიჯექი ლექციებზე… არა და ძალიან ცხელა…
    სასტიკი ქერაა, გული მისკდება საკუთარ თავს რომ ვუყურებ.

  7. CheshireCat ამბობს:

    დოდ, სურათი გადაგეღო შენი თავისთვის :დ გნახავდი როგორი ხარ წაბლისფერში :)

  8. iverson ამბობს:

    ხო სურათი დაიდოს!

    აუ ეს არტიჯგუფი მართლა ძაან ის არის… ჯილეტის ბრიტვები გაწყდა კიდე და ბიგი ვიყიდე და დასისხლიანებული ვარ :/

  9. (c) ამბობს:

    აუ მე ვაპირებ თმების შეღებვას პირველად.
    ოღონდ უკვე ნახევარი წელია ვაპირებ. :P
    მალე განვახორციელებ იმედია.

  10. Sweet Baby Girl ამბობს:

    რა სურათი! არ დაგვენახო იასამნისფერი თმებით ქალო!

  11. iverson ამბობს:

    @Sweet, ნუ ზღუდავ ინდივიდუალურობას!

    გგგგ :P :)))

  12. utvino ამბობს:

    მმმ ხოოო რააა
    სურათი რააა
    :))
    მე მკიდია ჩემით უნდა შევიღებო და სულ ერთია რა ფერი იქნება
    გინდ იასამნისფერი
    მთავარია ქერა არ იყოს
    მე საშნლად არ მომიხდება ქერა

  13. dodka ამბობს:

    რა იასამნისფერი, გადაირიეთ? აქამდე თავს მოვიკლავდი :დ

    @აივერსონ – ბიგი? ბიგი?????
    უჩამ იყიდა წვერის გასაპარსად ამასწინათ, სხვა ვერ ნახა თუ რაღაც და მეც ვცადე… იგივე წარმატებით შემეძლო არმატურით ამეხერხა ფეხები! : ((

  14. CheshireCat ამბობს:

    Жилет, лучше для Женщины нет =)

  15. Cyborg ამბობს:

    Venus -ი ქალბატონებო… რომელი საუკუნეა…

    პ.ს. ჩემი ტაქტიკური შეცდომა:
    უნდა მიხვდეთ ქალი როდის არი კატეგორიულად და უკან მოუხედავად უკმაყოფილო საკუთარი თმის ახალი შეფერილობით და სტანდარტული “რას ამბობ, მშვენიერია, გიხდება” -ს ნაცვლად უნდა ისარგელოთ იშვიათი “არაა… არ მომწონს…” -ით. ეს დაანახებს თქვენს პირველ ნახევარს რომ თქვენ ის გიყვარდათ ვინც მანამდე იყო და არ იეჭვიანებს რო ეხლა სხვა ქალს რო გავს – ეს მოგწონთ და სხვა ქალთან გაქვთ სექსი…

    აქვე წამოიჭრება მეორე პრობლემა რა თქმა უნდა: და რო ვერ დაიბრუნოს ის ძველი ფერი? – არ გინდა მერე უმტკიცო რო “არა, ესეც ძალიან კარგია, რას ერჩი?!”… ნუ ეს უკვე რისკია, არიოლ-რეშკა რა, გუმანის ამბავია და კიდე მამენტ big time გათვლების შედეგი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s