ამოჩემებული სახელები

მაინტერესებს, მარტო მე ვარ ასე თუ თქვენც გაქვთ ცხოვრებაში ამოჩემებული სახელები : )

ოდესღაც, როდესაც რიგით მეოთხე კახასთან კონფლიქტი მომივიდა, დავასკვენი, რომ უბრალოდ მე ვერ ვეწყობი ვერც ერთ კახას.

სამაგიეროდ კარგი ურთიერთობა და ერთი ნახვით სიმპატია მაქვს ირაკლიებთან, გიგა/გოგა/გეგა-ებთან – ნუ გიორგის ერთგვარ ვარიაციებთან. თუმცა თავად გიორგიები ამ ერთინახვითსიმპატიის კატეგორიაში ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ ისინი ბევრნი არიან და როცა ადამიანს გიორგი ჰქვია, არ მამახსოვრდება და მერე სულ ვიხსენებ, გიორგი ერქვა, დათო თუ ლევანი? [იმიტომ, რომ ლევანებიც და დათოებიც ბევრნი არიან].

გოგოებს რაც შეეხება – ძალიან იშვიათია ჩემს ცხოვრებაში ანა, რომელსაც ნორმალურად ვთვლი. სამეგობროდ კარგები არიან მარიამები.

სოფოებთან და ნათიებთან ნეიტრალურად ვარ, ხშირ შემთხვევაში საერთო არაფერი გვაქვს, მაგრამ არც კონფლიქტები შეინიშნება.

ქეთიები ყველაზე სხვადასხვანაირი ხალხია, მათდამი გულგრილი არასდროს არ ვარ მგონი – ერთი ნაწილი ძალიან მომწონს, მეორე ნაწილის კი დანახვაც არ მინდა : )

ხო, ჯამში გამოვიდა, რომ მჯერა – სახელი რაღაც გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე :D

აქვე – თუ ვინმეს გაინტერესებთ თქვენი სახელის მნიშვნელობა და ჯერ არ იცით (ქართული რესურსი): http://www.geogen.ge/index.php?id_menu=51&abc=1 [მგონი გვარებზეცაა ინფო]

ჩემი სახელი კიდევ [დოდი] ქართული არაა, ძველებრაულად ნიშნავს “My friend, my beloved”. პრინციპში, იგივეა რაც David, ოღონდ მდედრობით სქესში )


What Dodie Means

D is for Dreamy

O is for Orderly

D is for Devilish

I is for Insane

E is for Energetic

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , . Bookmark the permalink.

24 Responses to ამოჩემებული სახელები

  1. OTO ამბობს:

    არა

  2. Jaco ამბობს:

    ვაუ, რა დამჯერი გამოხვედი ეხლა შენ არც კი იცი! ჩემს ბლოგზე ასეთი კომენტარი იყო მომართული შენს მიმართ:
    „ეხლა ახალი პოსტი უნდა დავწერო, სამსახურის საქმეებისგან დავისვენებ და იცოდე, ჩემი პოსტი რომ გამზადდება მერე შენთან შემოვალ და შენთანაც იყოს რამე ახალიიი!:)))“
    და აჰაა! შემოვძვერი და ახალი პოსტიც დამხვდა!:D

    ეხლა ამ პოსტის შესახებ. ერთი კითხვა მაქვს: აი, მირიანებთან როგორ ხარ? თუ მე ჯერჯერობით პირველი მირიანი ვარ ვისაც შენ იცნობ?

    მე კონკრეტულს სახელებთან ეგეთი დამოკიდებულება არ მაქვს. მე ვიცი ხოლმე ადამიანებისთვის სახელების დარქმევა იმ გაგებით, რომ ზოგი სახელი შეიძლება ისე არ შეეფერებოდეს, როგორც ჩემი მოფიქრებული სახელი. აი, შენ მაგალითად ელენე ხარ!:))) იქიდან გამომდინარე, რომ ვიზუალურად არ ვიცი როგორ გამოიყურები, ეს სახელი შენთვის საბოლოო არ არის და შეიძლება შეიცვალოს, თუ ისე მოხდა, რომ სადმე გნახე. ყოველ შემთხვევაში მანამდე ელენე ხარ შენ! ვსიო, ვოტ ტაკ:D

  3. dodka ამბობს:

    @Jaco ჰაჰაჰ :დ

    მასე ყველა სახელზე კიარ მაქვს განსაზღვრული :დ

    ეს ზედა პოსტი უფრო ჩემი ცხოვრების საშუალოსტატისტიკური მონაცემები იყო რა :დ

    ელენე არ შემეფერება. აი რომ გამიცნობ, შენც მიხვდები, რომ მე ელენე ვერ მერქმეოდა :D

    პ.ს. მირიანს ერთს ვიცნობ და ღენიალური დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ალბათ 99%-მა არ იცის, რომ ყვავას სინამდვილეშI მირიანი ჰქვია :D

    @OTO – :2kiss:

  4. ხატია ამბობს:

    კი დოდი მეც მჭირს მასე, აი მაგალითად ადრე არასოდეს არცერთი გურამის მიმართ არ ვიყავი გულგრილი, 3 ბიჭს რომელიც ასე თუ ისე მომწონდასავით ან მიყვარდასავით გურამი ერქვა.. ჩემ საქმროს შაკო ქვია, მაგრამ მანამდე ერთი ბიჭი მიყვარდასავით და იმასაც შაკო ერქვა… და ჩემს საქმროს კიდე გოგო მოწონდა ჩემემდე რომელსაც ჩემი სახელი ხატია ერქვა :)
    რატომ ხდება ესე არ ვიცი… მაგრამ ხდება და… :-)

  5. Jaco ამბობს:

    უი, „იქ“ დამავიწყდა მეპასუხა ფილმს მართლა ვიღებ თუ არა. ხვალ მე, ჩემი ტამტამ და ჩემი მეგობრები მივდივართ ლაგოდეხში პახოდში და თუ ჩემი ფოტოაპარატიც „წავიყვანე“ რაღაც კადრებს გადავიღებ, ჯერ სიუჟეტი არ მაქვს ოღონდ და თუ რამე კარგი გამოვიდა ჩემთანაც დავააფლოადებ:)

    P.S. დღეს საუნდთრექის მოკლე ვერსია უკვე გავაკეთე:p

  6. nikoloz ამბობს:

    მე ყველაზე კარგი ურთიერთობა ნიკებთან მაქვს რადგან მეც ნიკა მქვია:)) არი ხო აქ ლოგიკა?;)

  7. თათია ამბობს:

    T is for Terrific

    A is for Arty

    T is for Trustworthy

    I is for Important

    A is for Articulate

  8. k84u ამბობს:

    “ქეთიები ყველაზე სხვადასხვანაირი ხალხია”….

    +111111111111

    კიარადა მე ეგრე 4 ზურასთან მაქვს ურთიერთობა და 4–ვე ძალიან კარგი ადამიანია…

  9. CheshireCat ამბობს:

    ოოო სახელები :)
    აი, მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია რომ სხვა სახელი მერქვას. ნატოს მაგივრად რომ მერქვას….მმმმ..ვთქვათ სანდრა(რატომ სანდრა ეგ ცალკე ამბავია კიდევ), მე ის აღარ ვიქნებოდი რაც ვარ :) არც დოდი იქნებოდა დოდი, ელენე რომ ერქვას :) და ეს უბრალოდ სიტყვების თამაში არაა :) მართლა ეგრეა :)
    ბავშვობაში კიდევ სახელ დათოსთან მქონდა გარკვეული “კანონზომიერება”… ალბათ საბავშვო ბაღის ასაკიდან მოყოლებული, დათოებთან ურთიერთობაში, სულ ცალმხრივი სიმპატიები იყო. ან იმათ მოვწონდი და მე არა, ან პირიქით :)))))))
    სხვა სახელებზე რა ვიცი, ისეთს არაფერს დავკვირვებივარ.

    უი, უი კიდევ მქონდა ერთი შემთხვევა.
    როდესაც აისიქიუს აქტიურად ვიყენებდი, ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში სადღაც შვიდმა დიმამ “დამიკაკუნა” გასაცნობად :S ბოლოს “ინფა”–ში აღარ ვიხედებოდი სახელის სანახავად :) გამოვშტერდი.

  10. Mari ამბობს:

    M is for Marvelous

    A is for Adaptable

    R is for Radiant

    I is for Influential

    E is for Earthy

    —————-
    ჰმმ, სახელებზე ნუ მკითხავთ. არანაირი მსგავსება არ არის შეყვარებულების სახელებს შორის. არც მეგობრების. და ჩემ ცხოვრებაში სახელები არ მეორდება.

    დაჟე გიორგი რომ გიორგია ეგეც არ მომწონებია 2. ერთი იყო 10 წლის ასაკში და ვსო.

  11. dodka ამბობს:

    @Mari – ჰმმმ, მემგონი ერთი გიორგი დაგავიწყდა :დ

    @ნატოშა – უი მე დათოებზე პატარა რომ ვიყავი, მაშIნ მქონდა გართულება. 5 წლიდან 9 წლამდე რამდენიმე დათო შემიყვარდა :დ

  12. GoogleBot ამბობს:

    :(

  13. GoogleBot ამბობს:

    ჩემი სახელი კი გაპაპსავდა, იმიტომ რომ უამრავ უღირსს ჰქვია, მაგრამ უნიკალური სულაც არ ნიშნავს კარგს :D

    Yet

    Gio’s For the win.

    ახლა გამახსენდა ადრე ირკში ჩენელი მქონდა, მარტო გიოები ვიკრიბებოდით, მიუხედავად იმისა რომ სეხნიები რაც არ უნდა გასაოცარი იყოს იშვიათად მხვდებიან – ყველა ძალიან კარგი და ჭკვიანი ადამიანი იყო.

    ბოლო-ბოლო მეფეებიც სულ გიოები იყვნენ :P

    / თქვენი მეფე

  14. ketketa ამბობს:

    :)) name is the destiny, Dod:))

  15. ketketa ამბობს:

    Oh, and I go like this:

    K is for Kind

    E is for Edgy

    T is for Trustworthy

    I is for Inspirational

    :)

  16. Toto ამბობს:

    პერვი ვარიანტ:
    T is for Talented // ვახ ვახ :P
    O is for Odd // ესტ დოლია პრავდი
    T is for Temperamental // ო და!
    O is for Openhearted // ეჰ…

    ნამდვილი ვარიანტი:
    T is for Twisted // პრაილნა
    O is for Openhearted // გავიგე ნუ :P
    R is for Revolutionary // (ქულ)
    N is for Neat // რამე ცუდს წერს ხოლმე? მანია ვილიჩია დამეწყო უკვე
    I is for Innocent // კაკ მიიილო
    Q is for Quixotic // აი დაწერა ცუდიც :P
    U is for Useful // უშო ხუჟე, მადლობა ბლინ :P
    E is for Elegant // ჰმმ…

  17. Lilian ამბობს:

    lol mec maqvs msgavsi marazmi da raoden sasaciloc ar unda iyos eta pavtariaetsa kaaajdi raz :)

  18. miramax ამბობს:

    მე კიდე არცერთ ნორმალურ დათოს არ ვიცნობ :D :D ყველა რაღაც შერყეულია.

    ქეთი-ებზე გეთანხმები, ყველა სხვადახვანაირია ..

    me
    M is for Mesmerizing
    I is for Irresistible
    R is for Refined
    A is for Alert
    N is for Natural
    D is for Dainty
    A is for Articulate

    B is for Bubbly
    I is for Impassioned
    A is for Active

  19. Rocko ამბობს:

    სახელებზე სტერეოტიპების მიკერება ჩემი ტკივილია :(
    ზედმეტად მძაფრად მჭირს ეგ “დაავადება”.

    საერთოდ რომ არ ვიცნობ ადამიანს, შეიძლება მოულოდნელად უმიზეზოდ განვეწყო ანტიპატიურად, მხოლოდ სახელიდან გამომდინარე… :-S
    მთავარია, ამ სახელის მქონე პირველი ადამიანი როგორი იყო, ვისაც ჩემი ცნობიერი ცხოვრების მანძილზე ვიცნობდი.

    P.S. სახელის გადარქმევა ცუდი იდეაა მამენტ? მეზიზღება საკუთარი სახელი, მომაშორეთ! x(

  20. miramax ამბობს:

    როკო, სახელი თუ არ დავარქვით როგორ მივმართოთ?

    უი, სახელზე გამახსენდა ერთი ძალიან კარგი ფილმი, სხვათაშორის ინდურია http://www.imdb.com/title/tt0433416/
    თუ სადმე წააწყდებით აუცილებლად ნახეთ. მართლა მაგარია.

  21. chaotic ამბობს:

    ქრისტინები როგორი ხალხია ????
    :user:

    C is for Captivating

    H is for Heavenly

    R is for Remarkable

    I is for Inspirational

    S is for Swanky

    T is for Tolerant

    I is for Inspirational

    N is for Naughty

    A is for Ambitious

  22. dodka ამბობს:

    @chaotic Lol Heavenly და Naughty მაგარი იყო :დ

  23. keti ამბობს:

    ოი, ეს რა თემა დამხვდა! :)
    ამაზე არაერთხელ მიფიქრია. წლების მანძილზე:)
    დასკვნები:
    ვერანაირად ვერ ვურთიერთობ სოფოებთან – უფრო მეტად კონფლიქტისკენ მიდრეკილი ვარ.
    ნინოების მიმართ – რაღაც დროის ურთიერთობის მერე მიჩნდება ანტიპათია.
    ასევე ხისტი ან უბრალოდ ზედაპირული ურთიერთობები მაქვს ადამიანებთან, ვის სახელებშიც არის “ნ” (ამას ახსნა ვერ მოვუძებნე, მაგრამ დიდი ხანია დავასკვენი).
    ნებისმიერ გიორგისთან, ლევანთან და ირაკლისთან – დადებითი ურთიერთობა მაქვს :)
    დათოებთან – არანაირი (მგონი), რადგან თითქმის არ ვიცნობ:)

    ყველაზე კარგად ვარ ადამიანებთან, ვის სახელშიც არის ჩემთვის ძალიან რბილი ბგერები: “თ”, “ლ”, “გ”, “ქ”
    რაც შეეხება ჩემს სახელს – ქეთის:)
    ძალიან მომწონს და მგონია, რომ ყველა ქეთის აქვს ხასიათის საერთო შტრიხები, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავდებიან :)

  24. juze ამბობს:

    mes saxeli ar mogcons? :D rat gamomtove? :D

    p.s. verv itan am umausobas ddshvc.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s