მეილი

ყველაფერი, რის დაწერასაც დღეს ვაპირებდი გადაფარა საღამოს მიღებულმა მეილმა.

ზოგადად თითქმის არასდროს ვიღებ იმეილებს. ნუ თუ არ ჩავთვლით სპამს – სულ სადღაც ვრეგისტრირდები და მერე გათიშვა მავიწყდება, და კიდევ – სამსახურთან დაკავშირებულ კინკილა მიმოწერას.

ძირითადად თუ რამეა, ფორუმზე მწერენ პიემში – ისიც ათიდან ცხრა რაიმე პოსტის წაშლის, თემის დახურვის ან მსგავსი თხოვნაა, ერთი კი – უჩას პიემი [წერილობით უკეთ ვაზროვნებთ ორივე და ხშირად რეალურ საუბრებამდე “გახურება” ან პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა და საერთო აზრამდე მისვლა პიემით ხდება ხოლმე :D ]

ჰოდა დღეს ღამე სახლში რომ მოვედი სასიამოვნო სეირნობიდან, ჩავრთე ჩემი გუგლ რიდერი და შევიხედე სვითის ბლოგზე, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ მეილს მე მივიღებდი )

მარუს, ვერ შეგპირდები, რომ არასდროს დამავიწყდება სკაიპის ჩართვა, თან თუ ასეთი მეილები უნდა მომწერო, როცა დამავიწყდება – მითუმეტეს.

You made my day : )

დამატება: ერთხელ მახსოვს ჩემი და დაიგრუზა იმის გამო, რომ ვალენტინობაზე არავინ არ მისწერა [სკოლებში ყუთები რომ იდგმება ხოლმე].
დედაჩემი ბრძნული აზრების თქმით არასდროს გამოირჩევა ხოლმე, მაგრამ მაშინ მოხდა სასწაული და ჰკითხა: – შენ მისწერე ვინმეს რამეო?
ჩემმა დამ – აარაო.
ჰოდა აბა რატომ გიკვირს, რომ შენც არავინ მოგწერაო.

ახლა გამახსენდა ეს, მამენტ მე არ ვწერ არავის იმეილებს და… )

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to მეილი

  1. mroveli says:

    ჰეჰ
    მე მწერდნენ ადრე წერილებს
    ეხლა მარტო შეტყობინებები მომდის, თუ ბლოგზე ვიღაცამ კომენტარი დამიტოვა :)

  2. ჰეჰე :)

    :2კისს:

  3. იმხელა ასოებით გიწერია ”მოიწერებოდეთ ხოლმე”-ო რომ იდეა მომივიდა… :)

    პ.ს. შენ დასმულ შეკითხვაზე კონტრშეკითხვა დაგისვი. ნახე ჩემ ბლოგზე მერე. ლარს ფონ ტრიერთან დაკავშირებით ^^

  4. utvino says:

    ჩვენ სკოლაში არ იყო ეგეთი ყუთი
    კიდევ კარგი :))

  5. iverson says:

    cems skolaSi iyo da erTma klaselma maCuqa iversonis plakati da magas mivwere da gauxarda da mere vuTxari ro ai is plakati ro maCuqe magitom momwere da gautyda ggg

  6. iverson says:

    bolod “magitom mogwere”

  7. iverson says:

    bolos* ra is metaka..

    You are posting comments too quickly. Slow down.

    :user:

  8. no one says:

    maili maili xandaxan mshvenier rames maucyebs xolme:)

  9. somebody says:

    ver vcxovrob mailebis gareshe… ertisken micerili da im ertisgan mocerili…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s