ნაკლებზე

ვაგრძელებ ნაკლების თემას : ))

ყველგან ისმის და მეც სულ ვარიგებ ფრაზებს – გიყვარდეს საკუთარი თავი, მიიღე თავი ისეთი, როგორიც ხარ, იყავი რაც ხარ და ა.შ.

ახლა ვიჯექი და ვფიქრობდი საკუთარ ნაკლებზე, რომლებიც არც ისე ცოტა მაქვს, როგორც ვისურვებდი.
ეს ის თემაა, სადაც როგორც წესი, ვიჭედები ხოლმე.

აი მაგალითად, დილით ვერ ვიღვიძებ. ბავშვობიდან. ეს ამბავი ვერაფერმა გამოასწორა, ვერც სკოლამ, ვერც უნივერსიტეტმა [მეორე სმენა ვიყავი, თუ დილით რამე იყო – უბრალოდ ვადებდი. ნუ მერე საერთოდ აღარ დავდიოდი, არც დილით, არც შუადღეს, არც საღამოს, მაგრამ ეს სხვა თემაა )) ]
ვერც სამსახურებმა უშველეს რამე ამ ამბავს. ბოლოს მივედი იქამდე, რომ უნდა შევეგუო ამ ამბავს. ასევე იქამდე, რომ ოფისში მუშაობა ჩემი ცხოვრების სტილი არ არის და გადავედი freelance-ზე. ახლა სახლში ვმუშაობ.

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდასავით – უჩა პირიქით, დილით ადრე იღვიძებს და ღამეც, შესაბამისად, მალე ეძინება. თავიდან ღრმად დავფიქრდი )) ბოლოს დავასკვენი, რომ მამენტ – გენიალურია, იმიტომ, რომ ისიც სახლში მუშაობს, მთელი დღე ისედაც ერთად ვართ და ჩემი ღამე – ჩემი self-space-ა და დილას მას შეუძლია იმდენი იმუშაოს ან ითამაშოს ან უყუროს დებილურ ფილმებს სუპერჰიროუებზე, რამდენიც მოუნდება. ჰო და კიდევ, ანეკდოტები იკითხოს ხოლმე, ასევე დილაობით… სამაგიეროდ რომ ვიღვიძებ – он весь мой! )) [კომენტარებში აუცილებლად შემედავება ამ საკითხზე, ვდებ 10 ლარს. ]

ან იქნებ სასტიკი შეცდომაა ის, რომ ამ ჩემს ძილისგუდობას არ ვებრძვი და იქნებ წლების მერე სწორედ ამის გამო დავშორდეთ – იმიტომ, რომ სხვადასხვა საათობრივ სარტყელებში ვცხოვრობთ და ბოლოს ყელში ამოგვივა ორივეს? : )

ისევ ზოგადად ნაკლებზე – უნდა ვებრძოლოთ თუ არა? უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ ზარმაცები? ეჭვიანები? უყურადღებოები? და თუ ეს ყვეალფერი აღარ ვიყავით, საერთოდ, რაღა ვიქნებით?

ნიშნავს თუ არა საკუთარი თავის სიყვარული – რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს საკუთარი მრავალრიცხოვანი ნაკლების სიყვარულს [თორემ ჩვენი დადებითი მხარეებისგან ისედაც ყველა აღფრთოვანებულია] – იმას, რომ საკუთარ ნაკლებს უნდა შევეგუოთ?

საჭიროა თუ არა საკუთარი კომპლექსებისგან, ფობიებისგან და ა.შ. გათავისუფლება, თუ ეს ყველაფერი ჩვენი ფაზლის შემადგენელი ნაწილებია და გვხდიან ზუსტად იმ პიროვნებად, ვისაც ემეგობრებიან, უყვართ, პატივს სცემენ?

ძალიან უყურადღებო ვარ, სოციალური თვალსაზრისით. სულ მავიწყდება დაბადების დღეები, რაღაც ღირსშესანიშნავი თარიღები, სადღაც დარეკვები, მოკითხვები, შვილიგაუჩნდადამივულოცოთები. მოკლედ, სულ “რამდენი ხანია არ მინახიხარ, სად დაიკარგე, რატომ არ რეკავ” იყო ერთი პერიოდი ირგვლივ, მერე ყველა შეეგუა და ახლა იციან, რომ უბრალოდ ასე ვარ რა, ვალდებულების მიზნით არ დავრეკავ. სამაგიეროდ, როცა ვრეკავ, ან როცა ვნახულობ – ესე იგი ძალიან მინდოდა და მართლა მომენატრა ის ადამიანი.
იქნებ ასე სჯობს? და იქნებ საერთოდ, ყველა ჩვენი ნაკლი სინამდვილეში ღირსებაა?

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to ნაკლებზე

  1. ucnobi says:

    guSin daginaxe quCaSi Zalian lamazi gogo xar

  2. GoogleBot says:

    ეგ ნაკლები ადამიანებმა მოიგონეს სხვა ადამიანებზე თავზე მოსახვევად, არანაირი ნაკლი არ არსებობს – ეგ წარმოსახვითია.

    ”იყავი რაც ხარ” – sux

    ყოველთვის უნდა ეცადო არ დაკმაყოფილდე მიღწეულით და გადაატრიალო შენი სფერო მაინც.

    დავაინდექსე

  3. Cyborg says:

    ადამიანო, მინუსები არის ის რასაც შენ შენ თავზე ფიქრობ ბლია მინუსად, ეგ, რაც ბოლოში დაწერე, შენივე აზრით მინუსია? – კარგად ვიცით ორივემ რო კარგად გაქ მოფიქრებული რატომ აკეთებ მასე და შესაბამისად მინუსი არ არი, როცა სხვა ადამიანი მინუსად ჩათვლიდა.

    იასნია არც ფობიების და კომპლექსების მკურნალობას აქვს აზრი თუ შენ მათ შესახებ კარგი აზრის ხარ, მარა თუ შენ – შენ თვითონ ფიქრობ რო კომპლექსია ან ფობიაა – რატომ არ უნდა იმუშაო მასზე?

    კი ბატონო – მშვენიერი მაგალითია შენი ძილისგუდობანა, ფიქროობ რო ცუდს შვები? – არ ფიქრობ, ტამ პრობლემა შეგექმნა იმიტო რო ვროძე მე ვფიქრობ რო ცუდია და ჩემი აზრი ბოლო დროს თითქმის შენს საკუთარს უტოლდება შენივე თავში, თორე თუ არ ფიქრობ – რატომ უნდა იმუშაო მის შეცვლაზე? – მითუმეტეს ორივემ ვიცით რო თვითონ ადამიანი რო აღიარებ საკუთარ მინუსს – იმაზე მუშაობაც კი ძნელია და მითუმეტეს ყურით მოთრეულად როცა მიგაჩნია.

    არ გეთანხმები იმაში რო ჩვენ ჩვენი თავები მინუსებიანა გვიყვარვარს – ისევ და ისევ ეინშტეინისეული საიდან უყურების ამბავსი, მინუსები სხვისი თვალით? – კი მიყვარს ჩემი თავი იმისთვის რო რავი ტამ, არ ვსვამ და არ ვეწევი, რასაც ბევრი მინუსად თვლის მარა მე საკუთარ თავს პლიუსად ვუთვლი, მარა არ მიყვარს ჩემი თავი იმისთვის რო რაგბზე ზახვატს ვერ ვაკეთებ ნორმალურად, და არ მეყვარება ამის გამო და ვიმუშავებ ყოველთვის იმიტო რო მე ამას მინუსად ვთვლი საკუთარ თავში, როცა ბევრი შეიძლება დამეთანხმოს რო თვითმკვლელი ხო არ ხარ – რატო უნდა აკეთო სუ ზახვატებიო… ამიტო იყო ეინშტეინი the მეცნიერი ისტორიაში, თქვა ის რაც ყველამ ვიცოდით მარა იმის რაც მან თქვა უკვე ყველამ ვიცით რო ეს ამბავი არ ტეხავს – არ ტეხავს 1 მედალს 2 მხარე ქონდეს…

    ხოდა მთავარია შენი მხრიდან დანახული მედლების მხარეები შენვე გაკმაყოფილებდეს და თუ ვინმეს არ მოსწონს – წავიდეს და @!@ზე დაგეხიოს, მარა თუ შენთვითონვე არ მოგწონს – მე ვთვლი რო უნდა იმუშაო ადამიანმა და გამოასწორო.

    რაც შეეხება კონკრეტულად ძილის პრობლემას – თუ შენთვის ეს არაა მინუსი, შენივე თვალიდან, არ უნდა იმუშაო და კი თუ როდესმე ამომასხამს – დაგადებ ამის გამო მარა შენც ღირსი იქნები და კმაყოფილიც – რად გინდა ადამიანი რომელიც მინუსად გითვლის იმას რასაც შენ არ თვლი მინუსად.

    :მოგელანდებით: :)))))

  4. dodka says:

    ნუ ხომ ვამბობდი…
    10 ლარი მოვიგე.

  5. Cyborg says:

    dodka – იმ დღეს შეგიძლია დაიწყო ახალ ბფ-ზე ფიქრი მაგ 10 ლარს რო შეცდები და წააგებ :D

    პა პალამ… წილში ვარ…

  6. ძილისგუდობაც და უყურადღებობა ჩემი ნაკლები კი არა სტიქიებია.
    მიუხედავად იმისა, რომ სკოლაშიც (რომელშიც მეშვიდე კლასის მერე კვირაში ერთი დღე მივდიოდი) პირველი ცვლა ვიყავი და ინსტიტუტშიც (რომელშიც თითქმის არ მივლია), მაინც ძილისგუდა ვარ. არც ოფისში მუშაობაა ჩემი სტილი. ზოგადად ჩემი სტილი რამის გაფუჭებაზე ფულის კეთებაა :ბოროტი: :გივია: რაც არ უნდა ებრძოლო, მაინც ვერ მოერევი, შეეგუე.
    უყურადღებობას რაც შეეხება, ყველას დაბდღე ვიცი როდისაა, უბრალოდ არასოდეს არ ვიცი იმ დღეს რა რიცხვია და არასოდეს ვფიქრობ , რომელი ღირსშესანიშნავი თარიღი მოდის მალე. აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ როცა ვინმეს ვნახულობ, ესეიგი ძალიან მინდა მისი ნახვა. ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი 6 თებერვლის მერე (ესაც იმიტომ მახსოვს, რომ მესამე ბავში შეეძინა) არ მენახა და ოთხი დღის წინ ვნახე, ძალიან მინდოდა და იმიტომ. რატომღაც სწორიც მგონია ჩემი უარყოფითი განწყობა სავალდებულო ”ყურადღების” მიმართ :user:

  7. k84u says:

    “ისევ ზოგადად ნაკლებზე – უნდა ვებრძოლოთ თუ არა? უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ ზარმაცები? ეჭვიანები? უყურადღებოები? და თუ ეს ყვეალფერი აღარ ვიყავით, საერთოდ, რაღა ვიქნებით?” ამას ვუპასუხებდი იმით, რომ მე ვარ მართლა ყურადღებიანი და თუ საყვარელი ადამიანის მიმართ ვარ ყურადღებიანი და ამ დროს ის ჩემს მიმართ არა, მაშინ ძალიან გული მიცრუვდება იმ ადამიანზე…
    ეჭვიანი ვარ მეგობრის მიმართ და არა საყვარელი მამაკაცის მიმართ.არც ვყოფილვარ ოდესმე… ამასთან დაკავშირებით ჩემი პოსტი შეგიძლია იხილო…
    დილით ადრე ადგომა გამოსწორდა, რადგან ყოველდღე 9 ეი ემ–ზე სამსახურში ვარ…თან 10–ის ნახევარზე უნდა ვიყო და შენიშვნებს მაძლევს დაცვა, ნუ მოდიხარ ასე ადრეო…

    მახსოვს კლასელების არათუ დაბადების დღეები, არამედ ზოგის ტელეფონებიც კი… მერე ჩემი მეხსიერებიდან მობილურში და ბლოკნოტებში გადამაქვს…

    “სამაგიეროდ, როცა ვრეკავ, ან როცა ვნახულობ – ესე იგი ძალიან მინდოდა და მართლა მომენატრა ის ადამიანი” – ანუ ჩემი ნახვა გიხარია…:ბის: :დ

    @Cyborg – “რაც შეეხება კონკრეტულად ძილის პრობლემას – თუ შენთვის ეს არაა მინუსი, შენივე თვალიდან, არ უნდა იმუშაო და კი თუ როდესმე ამომასხამს – დაგადებ ამის გამო მარა შენც ღირსი იქნები და კმაყოფილიც – რად გინდა ადამიანი რომელიც მინუსად გითვლის იმას რასაც შენ არ თვლი მინუსად.”
    უჩა ამ სიტყვებისთვის მევასები. :2კისი:

    ხოდა, აქ თუ დოდის ან ვინმეს ჩემი აზრი აინტერესებს…ვიტყვი შემდეგს…
    მართლა ცოლქმრობა ისეთი რაღაცაა, რომ დათმობების გარეშე არ გამოდის რა…
    თან უჩას უფრო ვამართლებ, რადგან სახლში მუშაობ, კარში თუ სარდაფში, დილა მაინც პროდუქტიულია სამუშაოდ…
    ამას ვამბობ მე, ადამიანი, რომელსაც ტვინს მიბურღავს დედაჩემი, რომ ნუ წვები ღამის 4–ზე, დაწექი პირველზე და დილით ადრე ადექი… თან ჩემს ნერვულ სისტემაზეც ზრუნავს და ა. შ.

    ხოდა, ახლა ყოველ დილით ზმპრტალოდან რომ წერეთელზე ვარ ზუსტად 9–ზე, ღამე უკვე მაჩალკად ვარ ქცეული…
    ხოდა მინდა, არმინდა, შევცვალე რა ტაქტიკა…
    ან არადა 2–3 საათი უნდა მეძინოს და მეტი არა.. ასე რომ ვაკეთ ყოველ ღამე, ნერვულ სისტემას მართლა დაენძრევა…

    ხოდა, ადრე თუ ამას ნაკლად არ ვთვლიდი, ახლა უკვე შევატრიალე აზროვნება რამდენიმე გრადუსით მაინც…

    ხოდა რაც შეეხება ზოგადად ნაკლებს, აი მაგალითად, ჩემები ნაკლად მიიჩნევენ იმას, რომ ზურგზე კიარადა ზურგზე სვირინგი მაქვს, მე ამას არანაირად არ მივიჩნევ ნაკლად და რომ არ მივიჩნევ, ამიტომაც არ მოვიშორებ სვირინგს. რა დღესაც მომბეზრდება და მივხვდები, რომ ჩემი სვირინგი საქს, იმ დღესვე მოვიშორებ (თან არ არის დიდი და მოშორებადია)…
    ხოდა ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ შენ თვითონ არ შეგაწუხებს შენი ნაკლი, მანამ არ უნდა იგრუზებოდე მაგ ნაკლით…

    აი მე ჩემები რაღცას რომ მეუბნებიან, მავიწყდება ხოლმე… საშინელი გულმავიწყი ვარ… და ყველანაირად ვცდილობ ვებრძოლო ამას… ზოგჯერ არ გამომდის, მაგრამ მაინც ვცდილობ, რადგან ვხედავ, რომ ცუდია რა… არ მინდა, რომ ხალს ვაწყენინო ხოლმე ამით…
    ანუ ხალხზეც ვფიქრობ ხოლმე რა…
    ისევე, როგორც შენ უნდა იფიქრო ხოლმე უჩაზე…

    არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის უჩა – ქმარი, დედა, და, ძმა თუ მეზობელი , საყვარელი ადამიანი ეწოდება და უნდა უჯიგრო მას, რომ აქეთაც გიჯიგროს…
    ეს ცხოვრებაა რა ასე…
    უნდა გასცე, რომ მიიღო – რუსთაველის არ იყოს…

  8. Jaco says:

    დიდი ხანია ვაპირებ დავწერო ჩემს ნაკლებზე. დეტალებს არ გავამხელ ჯერ. ინფორმაციებს ვაგროვეებ.:)))

    საინტერესო იქნება ალბათ;) იმედია არ დავასკვნი, რომ უკიდეგანო გარეწარი ვარ… ვნახოთ:)))

  9. _Secrets_ says:

    ზარმაცები? ეჭვიანები? უყურადღებოები?

    ___________

    es sami nakli tu shen tavze igulisxme (rasac chemi zezigmundfroiduri xedva mkarnaxobs) mashin eg samia is rac me mgupavs :D mgoni saerto naklebi gvaqvs

  10. keti says:

    საინტერესო თემაა. როცა ადამიანი ახარისხებს საკუთარ ნაკლებს, ანუ აცნობიერებს – ეს უკვე კარგია.. და თუ აცნობიერებს, ე.ი. გარკვეულწილად თავადვე წუხს მათ გამო ან აწუხებენ – ახლობლები:)
    ჰოდა, თუ შესაძლებელია, უნდა მოიცილოს კიდეც ეს მავნე ჩვევები (ალბათ ასე უფრო სწორია თქმა) რადგან, თუ ხვდები, რომ ეს ნაკლია, თუ გთხოვენ და არაფერს აკეთებ – მცდელობის სახით მაინც, თითქოს ჯიბრს ჰგავს მერე..

    ისე კი.. მე ერთ რამეს ვეთანხმები და ამაზე აზრს არ ვიცვლი: ადამიანები მათივე ნაკლებით და ღირსებებით უნდა გვიყვარდეს. სადაც ვინმეს “გადაკეთებას” აქვს ადგილი, იქ ინგრევა ურთიერთობები. იდეალური ადამიანი არ არსებობს და როცა მიყვარს ვინმე, ე.ი. მისი “ნაკლითაც” მიყვარს, რომელიც შესაძლოა მისი ღირსებაც კი იყოს, რადგან ნაკლი იქნებ ეს ჩემს თვალშია და იქნებ მე მაქვს გადასახედი საკუთარი შეხედულებები?!

  11. miramax says:

    კაი იყო კომენტარებიანად :D

  12. BlogReader says:

    აუუ, მეგონა ჩემს ძილის პრობლემას რამე ეშველებოდა.
    მაგრამ ამ პოსტიდან და კომენტებიდან გამომდინარე აზრი შევიცვალე :(((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s