ანკესები ))

წეღან ჩემს ერთ ახლობელს ველაპარაკებოდი სკაიპში და აღმოვაჩინე, რომ გაგებაში არ იყო ქალების ანკესების შესახებ.

ოჰოჰო!

არც ერთი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში არ წამოსულა ჩემთან ურთიერთობაზე თავისი ინიციატივით, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ეს ჩემ მიერ გადაგდებული ანკესი იყო, თუმცა ზოგ მათგანს ვერავინ დააჯერებს, რომ თვითონ არ “შემაბეს” [სხვათა შორის, ჩემს ქმარსაც სჯერა, რომ ჩვენს ურთიერთობაში პირველი, მეორე, მესამე და ვაბშე თითქმის ყველა ნაბიჯი – მისი ინიციატივით იყო :D ].

ანკესის ახსნაც არ მაქვს თეორიულად, რაღაც ცნობიერ-არაცნობიერი სიგნალებია, და როგორც წესი, ანკესს რამდენიმეთან ერთდროულად უშვებ, მერე ვინც წამოეგება – იმასთან აგრძელებ ურთიერთობას, და რაც მთავარია იჯერებ – რომ ეს მისი გადმოდგმული ნაბიჯია [ქალების თავმოყვარეობა… “სხვანაირად როგორ შეიძლება… რა საკადრისია ჩვენ ვაბამდეთ ვინმეს… ვინ აგდია!…” :D ]

მთლად გულწრფელად რომ ვთქვა, ანკესების სროლა არც მას მერე წყდება, რაც ქალი ვინმესთან ერთად არის – უბრალოდ მერე უფრო selective ხდება და მხოლოდ ძალიან განსაკუთრებული ჯიშის თევზის დანახვის შემთხვევაში უშვებს მოქმედებაში სიგნალებს.

ჰო და მამრებო, I have to disappoint you, მაშინაც კი, როცა სამი წელი სიყვარულით დნებით და ცდილობთ გოგოს შებმას, რომელიც კატეგორიულ უარზეა, ესეც კი თავის დროზე ამ გოგოს გადმოგდებული ანკესის ბრალია. ვერასდროს, ვერასდროს, ვერასდროს ვერ ბედავენ მამაკაცები მივიდნენ ქალთან, რომელსაც მათთვის ანკესი არ გადაუგდია.
)))

პ.ს: ისე საინტერესოა, იქნებ კაცებსაც აქვთ რაიმე მსგავსი სისტემა, და იქნებ პირიქით, ისინი გვაიძულებენ ჩვენ გადავყაროთ ანკესები, რომლებზეც მერე ისინი წამოეგებიან, მაგრამ ჩვენ დაგვაჯერებენ, რომ ჩვენ წამოვიწყეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ვაძლევთ უფლებას მამრებს იფიქრონ, რომ ისინი იყვნენ ინიციატორები…

ნდენ, ჩავიხლართე უცებ :D

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to ანკესები ))

  1. Cyborg ამბობს:

    ბჯო, ა ეტა ტაკ ვაჟნა?

    წიპა ამით ქალები ცდილობთ შეინარჩუნოთ სახე იმ მომდევნო ჩაგვრისთვის რომელსცც ჩვენ ვანხორციელებთ?

    ნუ თუ მთლად ჩესნად გინდა ჩემი აზრი – ალბათ არავინ არავის არ აანკესებს და მერე ის უკან ნი ზაარკანივაეტ კიდე, უბრალოდ შენ ცოტა “შიშველ ფეხს” აჩვენებ, ის ცოტა გამოგყვება – შენ უფრო მეტ ფეხს ეჩვენებ, ის უფრო გამოგყვება, მარა ყოველ წამს შენ ფეხის ჩვენება ხო იმიტო გინდება რო ის მოგყვება და ის ისეთია როგორიც არი, ის კი იმიტო მოგყვება რო ფეხს აჩვენებენ… თუ იმიტო რო შენ შენ ხარ?…

    დაფიქრდი ამაზე – შენ მე მიმაანკესე – ზნაჩიტ ია ტავო სტოილ, ურა, მარა თუ შენ მიმაანკესე – ესეიგი მე ხუი ზნაეტ ვისთან ვარ, უბრალოდ მიანკესებული და მოტყუებული, დაბრმავებული მსხვერპლი ვარ…

    საბოლოოდ რო დავასკვნა, მე არასოდეს მითქვამს რო მე შეგაბი თქო, ეს ჩისტა სისულელე იქნებოდა ვინაიდან შარშან კონტაქტზე შენ გამოხვედი პირველი – მანმდე კი ყველანაირი ჩემი ჟალკი მცდელობები ყურადღება მიმექცია კაკ რაზ იმ კედელს ეჯახებოდა რო ანკესის სროლაც კი გეზარებოდა ჩემი მიმართულებით, რო არ ვთქვათ რო გეზიზღებოდა… – ჩემი გაკეთებული მარტო ის არი რო მე ვარებობდი, დანარჩენი ურთიერთობა – შენი დამსახურებაა, მარა არა 3 და 4 წლის წინანდელი, შარშანდელი, მანამდე რო შემები ჩემი დამსახურება იქნებოდა – მარა ვინ მოგცა… I mean ბუკვალნო :D

  2. Jaco ამბობს:

    wow! ვოტ ეტა პარაჩკა!:) ძაან მაგარია და ძაან საინტერესო! respect! (ორი ზეაღმაურთული ხელის ქვემოთ ჩამოშვების და თან თავის დახრის სმაილიკი)

    ანკესების ამბების რა თქმა უნდა მჯერა, მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე მარტივად არ არის… ნუუ, მეზარება ახსნა, ამას მთელი პოსტიც არ ეყოფა, თან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა სხვადასხვანაირად იქცევა სხვადასხვანაირ სიტუაციაში (ანუ „ყველა მამაკაცი ერთნაირია“ და „ყველა ქალი…“ რა მნიშვნელობა აქვს, ამ გამოთქმებს არ ვეთანხმები). ანუ, ზოგს მოსწონს, რომ აწვალებენ და უფრო მეტი მუღამი აქვს, ზოგი კიდე თუ ქალისგან ცოტა ქედმაღლური გამოხედვა ან იაზვობა (თუნდაც ეს იყოს მამაკაცის გამომწვევი და ანკესზე წამოსაგები იაზვობა) დაინახა, „წადი შენი“-ს პრინციპით მოქმედებს (ქალებს რა დალევს და ეგეთები) და იმასთან ურჩევნია ურთიერთობა, ვინც არ ძაბავს… ნუუუ კაროჩე, მე მაგალითად უფრო მეორე ტიპს მივეკუთვნები და ვინც მომეფერება იმისი ვარ:D თუ რა თქმა უნდა იმის მოფერება მეც მინდა:D და კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით:D თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელს არ ვატოკებ და თავისით მოდის ყველაფერი. ანუ მე სურვილი მიჩნდება მოქმედების მაშინ, როდესაც ანალოგიურ სურვილს ვგრძნობ და თუ საწინააღმდეგოს ვიგრძნობ, ეგრევე ქრება ჩემი სურვილი და მე იმაზე მაქვს საუბარი, რომ ბევრი ჩემ შემთხვევაში, პირიქით აორმაგებს ენერგიას…

    მოკლედ, შენ რასაც წერ სიმართლეა და გეთანხმები, უბრალოდ არც ასე ცალსახად არ არის ეგ ამბავიიიი:)))

    P.S. აუუუ, მაინც რამდენი ვიტექსტავეეე:D

  3. Dv0rsky ამბობს:

    პარაჩკა მართლაც მაგარია ;)

    და რაც შეეხება ანკესებს…

    დოდ, მთლად მასე ცალსახად არაა – არიან უანკესო ქალებიც, და ანკესიანი მამაკაცებიც ;)

    და ხანდახან მიხვალ ისეთ ქალთან, რომელსაც ანკესი არ გადმოუგდია.

    და ვაბშე, ბიოლოგიურად, ანკესი მხოლოდ კაცებს აქვთ :)

  4. Lilian ამბობს:

    baldeiu ra !!
    dod bevri cere imitom rom chemi samushao dgis xangrzlivoba 8 saatia da erti posti gasartobad ar myonis da tan kiborgac jmotia daceros bevri8 komenatrebi!! :2kiss:

    TI CHUDO V TELE ZHENSHCHINI!!!!

  5. პერწკლი ამბობს:

    აა,ამიტო მოვეწონე ყველას ვინც მე რეალურად მომწონებია? :ლოოლ:
    ინწერესნო :))))))))

  6. მარი ამბობს:

    დოდი, მე და შენ ხომ ვიცით, რომ არსებობენ ისეთი მამაკაცები რომლებსაც ანკესი კი არა აგური რომ ესროლო არაფერი ეშველებათ :D

    ის შემთხვევა გაიხსენე ერთ ბიჭს რომ ვაბამდით მე და შენ. რესტორანი…

  7. CheshireCat ამბობს:

    Cyborg and Dod, Luv ya.. :D ძალიან მაგრები ხართ და ორივეს გეთანხმებით პრინციპში :))))

  8. Liliani ამბობს:

    მარი

    ის შემთხვევა გაიხსენე ერთ ბიჭს რომ ვაბამდით მე და შენ. რესტორანი…

    eg uxoplanetelia me rogorc gavarkvie da mgoni vafshe jer ar gadauwyvetia ra sqesia :D

  9. სულხანი ამბობს:

    isaaa
    zog qals badec aqvs :D

  10. ally ამბობს:

    საინტერესოაააა…. მაგრამ ხანდახან წყლისკენ ზურგით შეიძლება იდგე და ანკესით დაგითრიოს პირიქით, მამრმა, ისე რომ გონზე ვერ მოხვიდე; მარტო ქალები არ თევზაობენ, და ხანდახან საერთოდ არ თევზაობენ… ხან თვითონ ეგებიან :)

    ისე, ერთი ბიჭის ნათქვამი გამახსენდა: მე მინდა, რომ ქალმა თვითონ შემაბასო, მე არ ვიაქტიურო, იმან შემაბას, ოღონდ ძალიან ტონკად, ისე რომ არ ჩანდეს ეს, რომ ვერ მივხვდე, ოღონდ მე იასნია მაინც მივხვდები, მაგრამ ნუ მაინცო, რა :))) ა, როგორია?! :))) ხო, იმ ბიჭის შებმას ისე ბევრი ქალი ცდილობდა, ზოგი კი არ ცდილობდა და შორიდან ტკბებოდა :D ახლა უკვე დაკავებულია რამდენადაც ვიცი :) თუმცა არ ვიცი, რომელი რომლის ანკესს წამოედო, ან წამოეგო თუ არა, იქნებ ”და მე მივხვდი, რომ ის – ის არის” იყო. უიმმმმ, ეს მარტო ფილმებში ხდება.

    ხოდაააა….

    არ შეიძლება, ისე თევზაობის გარეშე?! :) თუმცა, ისე, ნეხაწია მეც გადამიგდია, აი რომ მეკიდა და დროის გასაყვანად ვისროდი ანკესს

  11. keti ამბობს:

    მართალია, ანკესს ქალიც ისვრის და კაციც:)
    ჰო, ზოგს ბადის სროლა გამოსდის – ამ შემთხვევაში ბადეში (ერთდროულად) მოყოლილთა რაოდენობა იზრდება :პ:
    და საერთოდ, გააჩნია რას დავარქმევთ ანკესს. მზერაც, ლტოლვაც ანკესია მაშინ, გაუცნობიერებელი ანუ.. ორივესთვის.

  12. GoogleBot ამბობს:

    მაგას ”მწვანე” ს ვეძახი მე.

    ვერ ვბედავთ კი არა არ მივდივართ ქალთან რომელიც ანკესებს არ ისვრის, რა ფეხებად გვინდა რო? მეთევზეების მეტი რა არის.

    დაინდექსებულია

  13. qristine ამბობს:

    ასე თუ გავაგრძელეთ, მაშინ ბევრზე ბევრი ქალი დარჩენილა, საუკეთესო შემთხვევაში -გაუთხოვარ და ყველაზე ცუდ-უბოიფრენდო მდგომარეობაში… იმიტომ ,რომ ყველას სულაც არ ეთევზავ- ეანკესება, მითუმეტეს საქართველოში.. ისე, მე ვფიქრობ, ფართო საზოგადოებაში ასეთი აზრი რო წამოაყენო, თავს დაგატყდება მთელ იქ მყოფ მამაკაცთა რისხვა “როგორ თუ ჩვენ არ ვართ პირველები ანკესის, ბადის და საერთოდ მსგავსი რაღაცეების სროლაშიო..” :) ესეც საქართველოს მაგალითზე, სხვა ქვეყნებზე რა გითხრათ, არ ვარ მაინცდამაინც კომპეტენეტური…

  14. k84u ამბობს:

    “ვერასდროს, ვერასდროს, ვერასდროს ვერ ბედავენ მამაკაცები მივიდნენ ქალთან, რომელსაც მათთვის ანკესი არ გადაუგდია.” – აი ამას ვეთანხმები პრინციპში.
    თუმცა, მინდა დავამატო, რომ არის მომენტი შემდეგნაირი, რომ მამაკაცი არის მონადირე (ანუ ამ პოსტის შესაბამისად რომ დავწერო მეთევზე), რომელიც თავისი სრულფასოვნების კიარადა “მე ეს შემიძლია და მე ვაფშე ყველაფერი შემიძლია”–ს დასამტკიცებლად ნადირობენ ქალებზე და ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ებმებიან… ვიმეორებ, სუსტი სქესის წარმომადგენლები და არა ქალები, რადგან არსებობენ ქალები, რომლებსაც იმენა ვერ შეაბავ ვერანაირ პონტში, ან მეორე ტიპი, რომელიც just თამაშობენ (aka ფლირტაობენ და მეტი არაფერი)…
    არსებობს აგრეთვე ქალთა ტიპი, რომელიც ოღონდ ერთი გადაუგდე უდოჩკა კიარადა ანკესი და ეგრევე ეგება მასზე… ასეთი ქალების მიმართ რატომღაც კიარადა ვიცი რატომაც ანტიპათიურად ვარ განწყობილი, რადგან მიტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ არიქა, ოღონდ ვინმემ შეაბას და ყველანაირ კომპრომისზეა წამსვლელი…
    ხოდა როდესაც ქალი აქტიურობს, მამაკაცს უყალიბდება ამგვარი აზრი: “აუ, ეს მე მაბამს, ანუ იასნად უკვე ვევასები და აღარ მომიწევს იქით მასზე ჩალიჩი”. ამის შედეგად მამაკაცური ჟინი ქალის მონადირებისა მინიმუმამდე ეცემა…
    თუმცა არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მაინც აგრძელებენ ამ ყველფრის შედეგად ქალთან ურთიერთობას, რადგან მოსწონთ(ან უკვე უყვარდებათ) ქალები…

    კაროჩე რა…
    ყველაფერი ინდივინდუალურად არის, თუმცა ძირითადად მაინც ასე ხდება ხოლმე…
    უბრალოდ ერთი მარტივი კიარადა მამენტ რთული წესი უნდა დაიცას ქალმა: თავი არ უნდა დაკარგოს და საკუთარი პრინციპები არ უნდა დაივიწყოს…(თუ მე მიყვარს ლიმნიანი ჩაი, არ დავლევ ულიმნოს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ მამაკაცს ასე ესიამოვნება/უნდა/მოითხოვს/მოსწონს)

    პ.ს. დედააა, რამდენი ვიფილოსოფოსე… :D :D :D

  15. ბეთხოვენა ამბობს:

    რა ჯობია იმას, ქალი რომ ანკესს ისვრის კაცისკენ, ანკესს, რომელიც კაცმა აჩუქა. ხო ხო, კაცმა აჩუქა. როდის იყო ქალი ამღვრეულ წყალში ისროდა ანკესს, ამას ყოველთვის მაშინ აკეთებს, როცა წყალი მეტნაკლებად დაწმენდილია და თევზიც საკმაოდ კარგად ჩანს :D

    ზღვაში ხშირად ვინც თევზაობს, კარგად იცნობენ დაახლოვებით 20 სანტიმეტრის სიგრძის თევზს, რომელსაც გაგიკვირდებათ და მიუხედავად გაბარიტებისა, დრაკონი ქვია და ასევე მიუხედავად იმისა რომ სხვა თევზებთან შედარებით დრაკონების რაოდენობა მცირეა, მაინც ადვილი დასაჭერია.
    ყველა მეთევზე ერიდება დრაკონის დაჭერას. ყველაზე გამოცდილი მეთევზეები (რომლებიც დაახლოვებით 100-ში ერთია) ბედავენ მხოლოდ და რატომ:
    არ არსებობს დაიჭირო დრაკონი და არ იგემო მისი შხამიანი ძვალი, რომელიც ზურგის ფარფლის მაგივრად აქვს და რომლით კანის დაზიანების შემთხვევაში მინიმუმ ორი კვირა 40 გრადუსი სიცხე გარანტირებული გაქვს. ყველა ნორმალურ მეთევზეს დაუჭერია დრაკონი, ყველას მოხვედრია მისი ძვალი და ამის შემდეგ 100-დან მხოლოდ ერთიღა ბედავს დრაკონთან ურთიერთობის გაგრძელებას. დანარჩენი ხვისი დაჭერილი დრაკონის გემოთი ტკბება, უბრალოდ შენი დაჭერილი უფრო გემრიელია.
    ქალი ყოველთვის ცდილობს დრაკონის დაჭერას, ზოგი ვერ იჭერს, ზოგიც ერთხელ იჭერს, ძვალს იხვედრებს და ხელიდან უვარდება, დაგემოვნებასაც ვერ ასწრებს. 100დან ერთი ახერხებს მარტო დრაკონით ბოლომდე დატკბობას.
    ხოდა ქალი ქალი მაშინაა, დრაკონს რო დაიჭერს და შიშს რო არ გაიჩენს. ეგეთიც იშვიათობაა.
    ხოდა მთლად ”ქალური ანკესიო” ეგრეც ნუ დააყენებ საკითხს კისიე პატივცემულო.
    დუ ნათ ბი სორი ფორ დისეპოინტინგ ას ენდ ვი ვილ ნოთ ბი სორი ფორ დისეპოინტინგ იუ. ანკესსაც გააჩნია და ქალსაც, დრაკონს ყველა ვერ იჭერს ;)

    P.S. Note: დრაკონზე ძირითადად ის მეთევზეები თევზაობენ, რომლებიც მხოლოდ დრაკონზე თევზაობენ

  16. OTO ამბობს:

    ისე, ჰარპუნებზე რა აზრის ხართ ? (:

  17. Jaco ამბობს:

    ქეით, არ გეთანხმები პირველ აბზაცში!:)

  18. piccolina ამბობს:

    ომგ
    ომგ
    არ შემიძლია
    თავს ვერ ვანებებ ანკესების გადაგდებას
    რაც არ უნდა შეყვარებული მყავდეს, რაც არ უნდა გათხოვილი ვიყო და რაც არ უნდა შვილიანი ვიყო, მაინც ვერ შევწყვეტ ალბათ :D

  19. voodoo_child ამბობს:

    კაცო მთავარია მოვეწონე და მაბამს…ზნაჩიტ ანკეს მესვრისთუ ჭურვს ადნა ხუაი უჟე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s