თვალები, თვალები.

ამას წინათ ლილიანმა მომიყვა დედამისის შესახებ, რომელსაც ფსიქოლოგმა სათვალე მოახსნევინა.

თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მხედველობა დამოკიდებულია ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ანუ ტვინი აძლევს სიგნალს “ნუ დაინახავ რაც ახლოსაა” [მაგალითად, შეიძლება გამოიწვიოს ოჯახურმა პრობლემებმა] – და მხედველობა ნელნელა მიდის საჯდომისკენ. ჩემი პლიუს-მინუსები და ბედნიერება გენიალურად შეესაბამება ამ თეორიას, რატომაც არ ჩაკეტავდა ტვინი ჯერ ოჯახში არსებულ აუტანელ სიტუაციას და შემდეგ – საზოგადოებისთვის მიუღებელი ტიპობის გამო ამ საზოგადოებისვე დაბლოკვას :D

მოკლედ მერე ლილმა შემომთავაზა, არ გინდა შენც გაიარო ეგ კურსიო?

ჰოდა დავფიქრდი.

– კარგი მხედველობა ვის არ უნდა?
– მე!

ეს ის ნაკლია, რომელთანაც ალბათ მაგრად გამიჭირდებოდა განშორება.
ის, რომ საშინელი მხედველობა მაქვს, ბევრ რამეში მეხმარება.
ადამიანის გარეგნობაში ფაქტიურად ვერ ვხედავ წვრილ-წვრილ ნაკლებს, როგორიცაა პრიშიკები, თმები და ა.შ.
ქუჩაში არ ვიშლები ნერვებზე ხალხის ჩაცმულობაზე.
თუ ვინმემ ‘ნივიჟუს’ ჩარტყმაში დამადანაშაულა, ყოველთვის მაქვს პასუხი მზად [პრინციპშI, არც არავინ მადანაშაულებს – იციან, რომ ვერ ვხედავ].
არავის არ უკვირს, თუ მეორედ, მესამედ და ყოფილა შემთხვევა, რომ მეოთხედაც გავიცნობ ერთი და იგივე ადამიანს ახლიდან – მითუმეტეს თუ მასში რაიმე ძალიან დამამახსოვრებელი არ არის, მაგალითად – თმის ფერი, ან თუ დიდხანს არ მოგვიწია ურთიერთობა.

ცალკე თემაა კიდევ ჩემი სიყვარული სათვალისადმი.
სათვალე მეხმარება კონცენტრირებაში, კითხვისას, მოსმენისას. ქუჩაში გვიანი თუა და მარტო დავდივარ, აუცილებლად ვიკეთებ – შანსი იმისა, რომ ვინმე ამეკიდება, თითქმის ნულამდე ეცემა. გასაუბრებებზე, გამოცდებზე და მსგავს “სერიოზულ” ღონისძიებებზე, როგორც წესი, სათვალის გამო ‘ფორა’ მაქვს.

ახლა გამახსენდა ერთი ისტორია, ზუსტად არ მახსოვს სად წავიკითხე. ერთმა მსახიობმა ქალმა გაიკეთა თვალების ოპერაცია და აღიდგინა მხედველობა. ამის შემდეგ მან ფაქტიურად ვეღარ შეძლო სცენაზე თამაში – ის, რომ ცუდი მხედველობით აუდიტორიას ვერ ხედავდა ხოლმე, აძლევდა საშუალებას ‘გათიშულიყო’ და მთლიანად შესულიყო როლში.

ისე პოსტი სხვანაირად დავიწყე, ზოგადად ნაკლებზე უნდა მეწერა და დრაფტებში შევინახე, მერე გავაგრძელებ აუცილებლად ამ თემას.

მოკლედ, ჯამში იმის თქმა მინდოდა, რომ იქნებ არის ნაკლები, რომლებთან განშორებაც არ ღირს : )

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to თვალები, თვალები.

  1. chaotic ამბობს:

    ლოლ… რა დამთხვევაა: მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, სათვალე მეტარებინა, არადა, მხედველობა მაქვს იშვიათი… :(
    ჰოდა, ამ კვირაში შევნიშნე, რომ მუშაობისას თვალები მეწვის და პარადოქსია, მაგრამ გამიხარდა… :D

    პ.ს. ეს ფსიქოლოგია და ქვეცნობიერის მომენტები გადამრევს …

  2. totocaster ამბობს:

    მე ძალიან მაგრა მიყვარს სათვალე, მაგრამ ჩემზე არა… არ მიხდებასავით :P ისე ბევრი ნაკლები არსებობს რომელიც არც ისე ცუდია, ჯასტ მასა ეძახის ამას ნაკლს… ხოდა masses ‘r asses :P

  3. piccolina ამბობს:

    თავის მართლებას გავს :)

  4. Giorgi ამბობს:

    კარგი ხო…

    წავედი თვალს გამოვითხრი…

  5. პერწკლი ამბობს:

    მეც მეკეთა ხოლმე სათვალე უფრო მაგ მომენტების გამო ვიდრე იმიტომ რომ მჭირდებოდა, უფრო სწორედ მჭირდება,მაგრამ უსათვალობაც არ მაწუხებს :უსერ:
    თან სათვალეს იკეთაბ და თითქოს “რაღაცისგან” ხარ დაცული :ჩუპს:

  6. Raycher ამბობს:

    3 წელია დღედაღამე კომპთან ვზივარ, მაგრამ მხედველობა მაქვს არწივივით ბლინ… :|

    მეც მინდა სათვალე.. :|

  7. tiko ამბობს:

    “გასაუბრებებზე, გამოცდებზე და მსგავს “სერიოზულ” ღონისძიებებზე, როგორც წესი, სათვალის გამო ‘ფორა’ მაქვს.”

    ჰმმმ,
    ინვალიდების თემის საწინააღმდეგო თემაა აბსოლუტურად. :P
    შენივე აზრს ეწინააღმდეგება

  8. dodka ამბობს:

    @tiko არა, თიკ, ეს ის ნაკლი არ არის, რითიც ვმანიპულირებ. მითუმეტეს, რომ ჩვენი თაობის დიდ ნაწილს მხედველობასთან პრობლემები აქვს. ინვალიდების თემაში კი ძირითადად მანიპულატორ ინვალიდებზე და საზოგადოების იმ ნაწილზე მქონდა აქცენტი, ვინც მათ ხელს უწყობს საკუთარი თავის შეცოდებაში.

    ის, რომ სათვალიანი მეტად მმ როგორ ვთქვა, სოლიდურად თუ ჭკვიანურად გამოიყურება – ზოგადი “სენია” : )))

    თან საქმე უფრო იმაშიც არ არის, როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები, არამედ იმაში უფრო, როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს მე – პერწკლმა ზუსტად გაარტყა, დაცულობის შეგრძნებაა სათვალე. და + კონცენრტირების : )

  9. Jaco ამბობს:

    იმის მერე, რაც სათვალე გავიკეთე და მერე კიდევ თმის ცვენა დამეწყო სერიოზული ტემპით, მინიმუმ 5 წელს მიმატებს ყველა. ტაქსისტები ხო საერთოდ, ყველა რეკორდს მიხსნიან, ყველა ჩვენი (ჩემი და ტაქსისტის) საუბარი იმით იწყება (ანუ ტაქსისტი იწყებს ხოლმე ასე) „გახსოოვს თბილისიი ადრეე?“ შუალედში ასე გრძელდება (კვლავ ტაქსისტის ინიციატივით) „შენა და რომელი გოდა ხარ?“ და მოულოდნელი ფინალი „უიი, ჩემზე ათი წლით უმცროსი ყოფილხარ“:)))

    რაც შეეხება ფორას, გამოცდების არ ვიცი, მაგრამ მანდილოსნების უმეტესობა დადებითად აფასებს ამ ფაქტს (ვითომ მარიაჟობის სმაილიკი):)))

    P.S. მე მინუს 1,5 მაქვს, შენ?

  10. khatia ამბობს:

    sul mindoda satvale mketeboda, gamjvirvale da oqrosferi charchoti.. ravici ase mgonia momixdeboda.. ogond aranairi+ an _ ar unda iyos, chveulebrivi shusha :)
    memgoni ar Girs :-)

  11. BlogReader ამბობს:

    ძაააალიან მინდა სათვალეს ვატარებდე, მაგრამ რამდენჯერაც ექიმთან მივედი, 100%-იანი მხედველობა აღმომაჩნდა :(((

  12. GoogleBot ამბობს:

    გადამრევთ რა…

    ისე კი არის გარკვეულწილად sexy

  13. Lilian ამბობს:

    da dod ti na pike tavo chevo ia ne magu tak pri liudiax tebe skazat. :boli:

    udachi v ideinom slepote…..

  14. Lilian ამბობს:

    au xSirad unda vwero komentebi wordpresze iseti sayvaaareli avatariko myaavs :love:

  15. Jaco ამბობს:

    და ჩემი ავატარი რატომ არის ასეთი ბონძღი არ ვიცი:D შემიძლია შეგაცვლევინო? :?

  16. khatia ამბობს:

    ZALIAN MOMWONS SATVALE RO UKETIAT XOLME MAGRAM RAGAC VERA RA>>>

  17. khatia ამბობს:

    CHEM TAVZE ARAMGONIA MOMEWONOS

  18. khatia ამბობს:

    DODKA DA RODIS DAWER TURQETIS AMBEBZE ?? :-D

  19. GoogleBot ამბობს:

    ყურადღება არ მომაქციოთ, ვაინდექსებ და გავალ

  20. Strawberry- ამბობს:

    ჩემი მეგობარია.. სათვალე სულ უტყდება..
    აი ძალიან უჭირს მართლა მხედველობა..
    ჰოოოდა
    ერთხელ სადღაც 1 თვე უსათვალოდ იარა და შედარებით უფრო კარგად ხედავდა..
    მაგრამ მერე დაირჭო სათვალეები თვალებზე..
    და ეხლა 1 დღე ვეღარ ძლებს სათვალის გარეშე..

  21. Kate ამბობს:

    მე ვაფშე რაღა ვთქვა???
    მინუს 4 მაქვს…. :bis: :bis: :bis:

  22. k84u ამბობს:

    უი დედა, რა ბანძად ვარ…
    ზევით.

  23. k84u ამბობს:

    ხოდა ახლა გავიხსენე ის პერიოდი, როცა სათვალე მეკეთა…
    ლილიანს და მარის ემახსოვრებათ…
    მე კი არ მინდა მაგ მომენტების გახსენება…
    დაილოცოს evolution named “lenses” :bis: :bis:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s