ცხელ-ცხელი ბლოგები

ახალი ქართული ბლოგების აღმოჩენა ჩემი ჰობი გახდა ლამის.

დღეს ძალიან “მოსავლიანი” დღე მქონდა, მთელი 5 ახალი [ან – ჩემთვის ახალი] ბლოგი აღმოვაჩინე და დავიმატე.

http://nextdreamhacker.blogspot.com/ – უცნაური და საინტერესო ბლოგია ძალიან, ვიპოვე აქაური კომენტარებიდან. მადლობა ავტორს არსებობისთვის : ) აუცილებლად შეისეირნეთ.

http://dineba.blogspot.com/ – Jaco-ს ბლოგი. ამ ბლოგს რამდენიმე ხანია მივდევ გუგლ რიდერიდან, მაგრამ ბლოგროლში არ მყავდა. Прошу любить и жаловать )) ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, გარდა საინტერესო კონტენტისა, მის ღირსებებში მალგანახლებადობაც შედის :D

http://tatsson.blogspot.com/ – ტატოს (tatsson) ბლოგი. ერთგვარი ლიტერატურული ბლოღი. მართალი გითხრათ, ჯერ არ წამიკითხავს, აწი ვაპირებ.

http://bunbunland.blogspot.com/ – პერწკლის პირადი ბლოგი. უკვე ვიცი, ვისაც შეუყვარდება ბუნბუნლანდია. : )

და ძიება უკიდურესად სასიამოვნოდ დამთავრდა ამ ბლოგით:

http://qristine.wordpress.com

ბლოგის ავტორი 17 წლის ქრისტინეა. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იწერდა წიგნებიდან ლამაზ და ჭკვიანურ ფრაზებს რვეულებში და ბლოკნოტებში (მე პირადად – ვიწერდი).

ქრისტინემ ეს იდეა “გააბლოგა”  და ახლა წიგნების კითხვის პარალელურად, მათგან ამონარიდებს პოსტავს ხოლმე.

ძალიან კარგი გადასათვალიერებელი იყო, მითუმეტეს – კონსტანტინე გამსახურდიას კითხულობს ახლა, და კომენტარიც დავუტოვე, რა თქმა უნდა.

მაგრამ იმ პასუხს, რაც მივიღე, ნამდვილად არ ველოდი.

თურმე ეს ბოვში შემოდის ჩემთან, კითხულობს ბევრი თვეა, ბლოგერობაც დაიწყო და კიდევ – (უუხ ეს მდუმარე მკითხველები!) უნდოდა, რომ შემეხედა მის ბლოგზე და არ მწერდა ამას კომენტარებში.

ჰა ახლა, ხოა მოსაკლავი?

ხო არა, მართლა ძალიან გამიხარდა. მხოლოდ ამ მიზეზით ამჯერად არ ვკლავთ.

: )

This entry was posted in Web and tagged , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ცხელ-ცხელი ბლოგები

  1. ვის შეუყვარდება ბუნბუნლანდია? oO

  2. Cyborg says:

    კისა, შენ ხარ მარკეტინგული რაღაცა პროეხტი ბოზიშლაიზენ რა, აი ეხლა ვკითხულობდი ამ პოსტსაც და უცებ ასინილა რო იმენნა აი მარკეტინგი ხარ as it should be everywhere რა.

    უცებ იმენნა ყველაფერი ერთ მუჭად დალაგდა, “ქართველი გოგოების ეროტიული ფოტოები” – სხვების ბლოგების გაპაპსავება, საკუთარი, ზე-ბლოგის იასინა ზე-ბლოგობა, არტ-იდეას ბლოჯენერეიშენი და უცებ მხია რო ერთხელ რო ადგე და საკუთარი თავი გაყიდო სადმე ტამ ინგლისის აუქციონზე… მარტო ბლოგები ან მარტო რამე კონკრეტული იდეები კი არა, იმენნა ლოტი “kissie” როგორც ბრენდი… ხ.ზ. იმენნა მაყუთს მოვხსნი იმის დედა ვატირე…

    წავედი ვიფიქრო საწყისი ფასი რა დავაწესო…

    ვსიო რა ფიფალ, მილიანერი ვარ ბეზპიწი მინუტ… ესეიგი რა მჭირდება… სარეცხი მანქანაა… სტვოლის ტიუნინგი… ლამბორჯინი…

    ხო ხო გავედი კაცო… გავედი…

  3. iverson says:

    ahahahah hederi sakaifoa!!

    is pirveli mec guSin aRmovaCine da umal simpatiebIT ganvewyve :P
    (nextdreamerhacker)

    au mec maq Casamatebeli blogrolSi viRaceebi da mezareba :/

  4. Jaco says:

    მადლობა – მეტი რა მეთქმის, დანარჩენ სათქმელს ჩემთან ვიძახი ხოლმეე:))) ესეც თვითრეკლამა:) კეთილი ადამიანი ხარ შენ დოდკა (ეს უნდა მოგესმინა როგორი ინტონაციით აღმომხდა:D)…

  5. qristine says:

    ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შენ ჩემს ბლოგზე დაწერდი (ასე დაწერდი) … მართლა მინდოდა შემოგეხედა, მაგრამ ჯერ დამ
    სახურება უნდოდა ამას… “რომ
    დავპატიჟო სად დავპატიჟო ?”- დამისვამს ეს კითხვა ჩემი თავისთვის და მივმხვდარვარ, რომ ბევრი მაკლდა კიდევ.. :) დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის, იმაზე თბილი გოგო ყოფილხარ, ვიდრე მეგონა :)

  6. keti says:

    რომ არა შენი კომენტარი, ვერ აღმოგაჩენდი :)
    ნაკლებად ვკითხულობ სხვების ბლოგებს, ანუ რაც ვნახე, მაინც და მაინც არ მომეწონა და შევეშვი… აი, შენი ბლოგის ხშირი მკითხველი ვიქნები სავარაუდოდ, კარგად წერ და კარგ რამეებს :))

  7. qristine says:

    ხო, ასეა, ქეთი, ყოველთვის, რაც უფრო დიდი სურვილი მაქვს, მით უფრო ნაკლებს ვაკეთებ ხოლმე მის დასაკმაყოფილებლად… მიყვარს როცა ბედისწერას მივანდობ ხოლმე ყველაფერს, ამ დროს უფრო მიმართლებს ..როგორც, მაგალითად ,ამ ბლოგის პატრონის შემთხევვაში, საერთოდ არაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ აღმოგეჩინეთ და უცებ, თავისთავად მოხდა ყველაფერი.. მე ალბათ თვეებს შევალევდი იმის მოსაფიქრებლად, როგორ დაგეინეტერესებინეთ.. :)
    ძალიან გამიხარდება თუ შენს “მუქრას ” შეასრულებ და ხშირად შემოხვალ ხოლმე, მეც ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ :)

  8. keti says:

    ქრისტინე, შენთანაც ვიყავი :))
    და აუცილებლად გესტუმრები. ისე კი, ის კომენტარი დოდკას დავუწერე..აი, შენ კი დოდკას გამო აღმოგაჩინე.. ჯაჭვურად გადაება..
    ვფიქრობ, მასთან ბევრ საინტერესო ბლოგერს ვიპოვნი კიდევ :)

  9. qristine says:

    რა არის მაინც.. აქამდე ხმას არ ვირებდი და ახლა სხვისი კომენტარებიც ჩემთვის მინდა! :) რაც უფრო მეტს ირებ ადამიანი მით მეტი გინდა-ახალი არაა, მაგრამ ასე ვარ ახლა!! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s