194

უჩას კომპი დავუვირუსე შემთხვევით (იგულისხმება რომ მე, იმიტომ, რომ მის კომპზე ვიჯექი, სანამ ის ჩემსაზე თამაშობდა, არადა რეფლექსივის მეტი არაფერი ჩამირთვია).
გამიბრაზდა და ნერვებზე მოვიშალე.

დღეს სავარჯიშოდაც არ წავედი. მოკლედ, ბანძი დღე მაქვს.

საინტერესო სტატია ვიპოვე Shotazi-ს ბლოგზე, უჩვეულო (და ფრიად საკაიფო) შენობებზე მსოფლიოში

შაბათ-კვირას ნუკრიანში ვიყავი – სრული სიჩუმე, ირგვლივ არც ერთი სულიერი და არც ერთი მანქანა, სულ სიმწვანე სიმწვანე სიმწვანე და თუთის ჭამა ხიდან. ძალიან მიხარია, რომ აწი უკვე მაქვს ადგილი, სადაც შემიძლია წავიდე და წიგნის კითხვაში, კომპის გარეშე გავატარო ვიქენდი.

დავამთავრე ბეგბედერის Каникулы в коме. საკაიფო იყო, “99 ფრანკთან’ ვერ მოვა, მაგრამ მაინც.

წიგნში მთავარი გმირი ატარებდა ასეთ ექსპერიმენტს – ნებისმიერ თემაზე საუბრისას ადამიანს უსვამდა სამჯერ კითხვას “რატომ?”. მესამე “რატომ”-ზე პასუხისას ‘ცდისპირი’ აუცილებლად, ირიბად თუ პირდაპირ იხსენებდა სიკვდილს. მაგალითების მოყვანა მეზარება, წიგნში საკაიფოდ იყო, ექსპერიმენტი წარმატებით შედგა, გარდა ბოლო შემთხვევისა : ))

საინტერესოა, მეც უნდა ვცადო.

ხო კიდევ, ტორენტიდან ვიწერ Hey Arnold!-ს. მიყვარს ეს მულტფილმი. ეს The movie-ს პოსტერია, მაგრამ არაუშავს.

Hey Arnold!

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , . Bookmark the permalink.

6 Responses to 194

  1. მარი ამბობს:

    ჩემი ნათხოვარი წიგნი დაიწყე?

  2. dodka ამბობს:

    @მარი – დავიწყე კიარა, დავამთავრე უკვე : )

    ცოტა სულელური იყო, მარა კაი გასართობი. როცა გეცლება, შემხვდი და გამიცვალე ახალში ))

  3. CheshireCat ამბობს:

    დოოოოოდ, მინდა არნოლდიიიი.. მინდა რა.. მინდა :უსერ: რომ გადმოიქაჩავ მომე რა როგორმე, ტორენტებიდან მაგაზე ჩალიჩის თავი არ მაქვს.. აუ, არნოლდი :უსერ: მიყვარს :უსერ: შვიდი წელია მიყვარს..

    ისე.. პოდ კონტროლ’ როდის დავბრუნდეთ? :დ

  4. k84u ამბობს:

    მერე მე შენ ერთი კარგი წიგნი უნდა გაჩუქო…
    ჯერ მეც არ მაქვს…
    დაქალმა მითხრა კარგიაო და ისიც მითხრა What is it about…
    ხოდა აქედან გამომდინარე, უფრო მომინდა შენთვის მეჩუქებინა…

  5. iverson ამბობს:

    ნებისმიერი ბავშვი რომელიც გაიზრდება არნოლდზე კაი კეთლი და დასტოინი და რაღაც კაი ტიპი იქნება. მე ვაპირებ მერე ჩემ დას ვაყურებინო რო გაიზრდება და შვილებსაც და მოკლედ აღზრდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემი აზრით რომ ბავშვმა უყუროს ამ მულტსერიალს.

    სხვათაშორის შეიძლება არნოლს შემთხვევით არ ჰქვია არნოლდ შვარცნეგერის სახელი. იმ პონტშ რომ ამ მსახიობის ფილმებიც უწევდა სიკეთის პროპაგანდას. ანუ კეთლი რომ ძლიერია და კაი ტიპია და რაღც ეგეთები. ნუ შვარცნეგერის ფილმებზე გაზრდილ ბავშვს არ მოუნდება ბოროტი იყოს ნუ თუ ძალით არ აყურებინებდნენ და პროტესტი გაუჩნდა ან რამე მასეთი..

    მოკლედ არნოლდი ძელაიუტ ნაშიხ ძეწეი მუჟჩინამი!/ჟენშჩინამი!

    და კომპიუტერზე რაღაც ეგრე ემთხვევა ხოლმე.. თითქოს გრძნობს კომპიუტერის უცხოს ხელს. აი დედაჩემი რო დაჯდება ხოლმე მაშინვე ერხევა ჩემსას გგგ

  6. Link ამბობს:

    hehe :))

    chemi pirveli postia axal blogze arnoldze

    :P

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s