A girl

დღეს ფიტნეს-კლუბში ერთი გოგო გაიჩითა, რომელმაც გამოჩენისთანავე გამაღიზიანა. თავისმა ბოიფრენდმა მოიყვანა პირველად. ჯერ ისედაც არ მევასება შეყვარებულები რომ დადიან ერთად სავარჯიშოდ – ერთმანეთს ეპრანჭებიან და ორივე რაღაც ხელოვნურად იქცევა, არადა ვარჯიში – ეს ხომ ასეთი..მმ.. ინტიმური ვეშია.

გარდა ამისა, ტიპური თბილისელი გოგო იყო რა, სოლარიუმში გაზაგრული, გამხდარი და ძალით რომ უსმევს ხაზს რომ “ღიპი დაედო”, ყველა ფეხის ნაბიჯზე რომ არიან ისეთი ნაკვთებით, შავგვრემანი, “აუ პროშტა შენი მანქანით რატო არ წაუედით დაჩაზე, დათუნას ჯიპს ვერ ვიტან ხოიციიი” – მოკლედ, დღეს ერთი 20 მასეთი გოგო შეგხვდათ ალბათ ქუჩაში.

ნუ და თან განუწყვეტლივ ცუნცრუკებდა და შეყვარებულის თვალწინ წუწუნებდა – ჩვეულებრივი ქალური ქცევა. რა თქმა უნდა, ეგრევე ვთხოვე ღმერთს, დააგდე ბომბა ამ გოგოს თავზე და დავიჯერებ, რომ არსებობ-თქო.

მოკლედ კაი ნახევარი საათი მაღიზიანა ამ გოგომ, ბომბაც არაფრით არ ვარდებოდა, რითიც ჩემი თეორიები ღმერთის არარსებობის შესახებ კიდევ ერთხელ განმტკიცდა.

მე კიდევ ვიფიქრე, რომ შეიძლება კიდევ ხშირად მომიწიოს ამ გოგოს ნახვა, რადგან ერთი და იგივე საათებში გვაქვს აბონემენტი-მეთქი, გაღიზიანება კიდევ ხელს მიშლის, ასე რომ საკუთარ თავზე იერიში განვახორციელე. ანუ – დავეკონტაქტე.

ასეთი მეთოდი მაქვს გამომუშავებული – ვინმე თუ არ მომწონს, ან მაღიზიანებს, ან საერთოდ, ატანა არ მაქვს, ეს ამბავი ნერვებზე მშლის როგორც წესი და საკმარისზე მეტ რესურსს მართმევს. ამიტომ ვაკეთებ იმ ადამიანისთვის რამე კარგს, და Voila – ჩემი დამოკიდებულება ეგრევე იცვლება. ხანდახან დადებითისკენ, ხანდახან – გულგრილობისკენ. 100-დან 99 შემთხვევაში ამართლებს.

ჰოდა ამ გოგოსთანაც მასე, გამოველაპარაკე, რაღაც დებილური ხუმრობები ვთქვი, ვურჩიე, რომ ნაკლები წონით ევარჯიშა, რესპექტისთვის მის ბოიფრენდსაც გავუღიმე და ვაშა! ნერვების მოშლა უკვალოდ გაქრა და გოგო იმ ჩვეულებრივ 20 ერთნაირი გოგოდან ერთ-ერთად იქცა, რომლებიც დღეს უკვე შემხვდნენ ქუჩაში და რომლებზეც საერთოდ არ ვღიზიანდები, იმიტომ, რომ მკიდიან.

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to A girl

  1. piccolina ამბობს:

    ჰმ… კარგი მეთოდია, ხო იცი… მარა ინდივიდუალური ალბათ :D ანუ ვეჭვობ ჩემთან არ იმოქმედებს, ან პირიქით დაატრიალებს ამბავს :D

  2. ketketa ამბობს:

    ჰაჰაააა, ძალიან მაგარი რამე:))))))))))))))
    ასევე ჩისტა ქალური მანევრი, დავეცი:))))
    დოდ, რა მაგარი ხარ:))) დილიდან მშვენიერ განწყობაზე შევდექ შენთან სტუმრობის მერე:))))

  3. utvino ამბობს:

    დააგდე ბომბა ამ გოგოს თავზე და დავიჯერებ, რომ არსებობ-თქო. — lol
    მაგარ რაღაცეებს ამბობ, სერიოზულად გულიანად მეღიმება
    ხოდა მეთოდს რაც შეეხება, ჭკვიანურია
    ერთი უნდა დავტესტო : )))

  4. მარი ამბობს:

    @უტვინო,

    დააგდე ბომბა ამ გოგოს თავზე და დავიჯერებ, რომ არსებობ-თქო. — lol

    ხო მეც მანდ გამეცინა :)))

  5. Internet_Contraband ამბობს:

    ”დააგდე” კი არა ”ჩამოაგდე”

  6. მელია ამბობს:

    მდა საინტერესოა…

    არსებობს ადამიანების კატეგორია რომელიც მეც მაღიზიანებს და ისინი შეადგენენ ქართული მოსახლეობის 99% ვოტ ტაკ
    იმიტომ მაღიზიანებენ რომ მათი იდეოლოგია (თუ აქვთ მაინც ასეთი)ჩემთვის არის სასტიკად მიუღებელი

    მე ასე მგონია რომ მივიდე ან მეც მათნაირი უნდა გავხდე რაც გამორიცხულია ხოლო ისინი ჩემნაირები ვერ გახდებიან

    ასე რომ მამაპაპურ ხერხს მივმართავ :)
    ვიკიდებ…

  7. tiko ამბობს:

    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
    :D :D :DD :D

  8. მარი ამბობს:

    სადა ხარ სააად? (

  9. ლილიანი ამბობს:

    muh ah ahs :)

    faktichnad is xar ra qvia strategi ki arad xo ra :D

  10. k84u ამბობს:

    აუ რა კარგია, რომ ნელნელა ეგეთი რაღაცეების მიმართ პოხუისტი ვხდები…
    ჰელჰამერასთან ურთიერთობას ტყუილად არ ჩაუვლია…

    ისადა პეროობა რა…
    მეც ძალიან მაღიზიანებს ხოლმე…
    და მერე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, რომ მაღიზიანებს…
    ააააა, ატანა არ მაქვს ეგეთი ადამიანების…

  11. Cyborg ამბობს:

    ფიფალ, ყველამ ყველაფეირ თქვა და არავინ არ თქვა რო:
    ბოშო, ნუ დადიხარ ფოე-ფოე ტრენაჟორების კლუბში და არც ფოე-ფოე ნაიგრანნი სირების ატანა არ მოგიწევს.

    გინდა ნამდვილი ქართველი ჯიგიტები? – წადი ძმაო ეგერ რაგბის კავშირთან რო ტრენაჟორნი დარბაზია, პადვალში, ოფლის სუნი რო დგას – ზა ტო მუჟიკები არიან, გინდა მუჟიკები? – იარე სადაც ისენი დადიან, არ გინდა? – აიტანე “ვაიმე პაწკუუუ” – კლიენტშები, კსტაწი – შენც იმათ სასტავში გადიხარ ყველა დანარჩენებისთვის.

    მარტო ის რად ღირს რო დადიხარ ტრენაჟორებზე, ყოველ დღე და რამე და რეალურად დასასვენებლად დადიხარ – 2-3 საათი “განცხრომა”, საუნა, ბასეინი, რაღაც ქინძობები, სირბილი ზუსტად იმ მომენტამდე რო იგრძნობ რო დაღლას იწყებს და ა.შ.

    fight club -ი ხო გინახია? – გახსოვს რა აცოფებს ედვარტ ნორტონის გმირს მარლა ზინგერში? – ის რო მარლა მისი ფალშის კოპიაა და საკუთარ თავს გვერდიდან ხედავს… ხო ნუ შენ ენას არ ითლიფავ, და ბოიფრენდი არ დაგყვება, ზა ტო ყველაფერი დანარჩენი – ვკლუჩენო…

    ხალხო – when u try to do something – mean it!!! – otherwise ყველაფერი კარგად ან ცუდად შენიღბული პაკაზუხობაა… სხვა სიტყვას ვეძებდი მარა ვერ მოვძებნე.

  12. ally ამბობს:

    დააა….. მაგარი პოსტი იყო! მოვიხიბლე, იმიტომ რომ ის დაწერე, რასაც ხშირად ვგრძნობ, ოღონდ არ ვცდილობ რამე კარგის გაკეთებას იმ ადამიანისთვის… ნუ ეს ჩემზე დადებითად შეიძლება არ მეტყველებს, მაგრამ რა ვქნა ახლა, მკიდია :)))

    ნუ, თუ ახლო შეხება არ მომიწია ეგეთ ”გოგჩოებთან”, შორიდან მკიდია; მაგრამ ამავე დროს მააააგრა მაღიზიანებს ეს ფენომენი და ის, რომ ქარხანასავით გახდა თბილისი, ერთ ყალიბში ჩამოსხმული, არაფრითგამორჩეული, დაშტამპული, made in tbilisi (დაჟე არა tiflis) შტამპით სხეულდამშვენებული გოგოებით სავსე; და რაც ყველაზე საშინელია, უფსკრულისკენ მიექანება ქართველი მამაკაცების 90%-ის გემოვნება და იხიბლებიან ამ ”ზავადსკოი” არსებებით. აი ეს მართლა შემაშფოთებელია; daje ვისაც გეგონა რომ გემოვნება ჰქონდა, იმაშიც რომ აღმოაჩენ სიგოიმისადმი ლტოლვას და მხედველობის დეფექტს… ბრრრ (გამაჟრიალა) კაროჩე, რა :))))

  13. Levan Alexidze ამბობს:

    dod rogor xar??? agvprtovandi sheni ateisturi azrovnebit :DD

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s