დამავიწყდა

[შთაგონება: Фредерик бегбедер – Каникулы в Коме]

დამავიწყდა
რა საჭმელი მიყვარდა ბავშვობაში ყველაზე მეტად. დამავიწყდა სუნამო “Climat”. დამავიწყდა იაფფასიანი Cosa Nostra, რომელსაც ხმარობდა ჩემი სიმპატია მე-8 კლასში.
დამავიწყდა ჩემი კლასელების გვარები. თითქმის ყველასი.
დამავიწყდა სკოლების ნომრები, სადაც მისწავლია.
დამავიწყდა მანგლისი და იქ მყოფი პატარა ბავშვი, რომელიც ცუდად ჭამდა – სახელს ვერ ვიხსენებ, არადა ორი თვე ერთად ვცხოვრობდით.
დამავიწყდა აბევეგედეიკა – რომელიც მიყვარდა. დამავიწყდა რატომ მიყვარდა.
დამავიწყდა პირველი ბარბი. პირველი კოცნა ბუნდოვნად მახსოვს. პირველი სექსი – ოდნავ უკეთ. დამავიწყდა, მესიამოვნა თუ არა.
დამავიწყდა ვინ იყო “მეორე”
დამავიწყდა იბერვიზია, სერგი გვარჯალაძე, “არის კონტაქტი?”
დამავიწყდა ანჩისხატის ეკლესია და იმ ბავშვის სახელი, ვისთვისაც ტანსაცმელი დამქონდა
დამავიწყდა ჩემი ყოფილი უფროსის სახელი და გვარი. ასევე ვერ ვიხსენებ იმის წინას გვარს.
დამავიწყდა რაზე ჩხუბობდნენ ხოლმე დედაჩემი და მამაჩემი. დამავიწყდა ერთად გატარებული კარგი წუთები.
დამავიწყდა როგორ წავედი სახლიდან პირველად. და რატომ წავედი.
დამავიწყდა დებილური სიმღერები, რომელსაც ბავშვობაში გვასმენინებდა დედაჩემი.
დამავიწყდა ჩვენი მეზობელი, რომელიც მთელი დღე ხან ქმარს ეძახდა აივნიდან, ხან შვილს.
დამავიწყდა, რატომ მიყვარდა დეიდაჩემის სტუმრობა.
დამავიწყდა ჟურნალი “საოცრებათა კიდობანი”.
დამავიწყდა ჩემი პირველი ხელფასი და რა გავაკეთე იმით. დამავიწყდა 3 წლის წინანდელი ზაფხული მთლიანად. ალბათ ეს იყო არდადეგები კომაში. ან დ.-ს მანქანაში დილის 6-მდე. თუ ეგ იმის წინა ზაფხულს იყო? თუ ზაფხულში საერთოდ არ ყოფილა?
ვერ ვიხსენებ რატომ დავშორდი ერთ-ერთ ექსს.
დამავიწყდა ნუნუ გომეში, ფიგუ და ტოტი, გოგო, რომელიც ჰგავდა გომეშს, რომელსაც ჩემი და დასდევდა ამის გამო.
დამავიწყდა, რა მითხრეს ტელეფონზე ისეთი, რომ მის ზარზე ნერვულად მაკანკალებს. ვინ მოვიდა ისეთი, რომ კარზე ზარის დროს გული მიჩქარდება.
დამავიწყდა ყვავილის სახელი, რომელსაც თმაში ხშირად ვიკეთებდი 17 თუ 18 წლისა. თეთრი იყო, მოგრძო. მახსოვს, რომ მეც სულ თეთრები მეცვა, და კიდევ, ყვავილზე შავ წერტილს ვხატავდი, და სახეზე ხალს ვიმუქებდი, და ლამაზი იყო, იმიტომ, რომ ყველა ამბობდა “ახ”. ეს სულ დამავიწყდა.
დამავიწყდა უამრავი რამ, რაც დამავიწყდა.

იქნებ არც ღირს გახსენებად : )

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

19 Responses to დამავიწყდა

  1. k84u says:

    არაუშავს დოდ!
    you’ll through it.

    ეგეთი რაღაც მეც მემართება…

    ეგ კი არა, მე მავიწყდება ხოლმე ტანსაცმელი, რომელიც ღრმად მაქვს შენახული…
    ანუ თუ ზაფხულია, ზამთრის წითელი სვიტრი არ მახსოვს…
    + ამას ის, რომ კონკრეტულად რომელ პარკში არის შენახული, ეგეც არ მახსოვს..
    ესაა მიზეზი, რის გამოც საყვარელ ჯინსებს ვერ ვპოულობ…
    :user:

  2. k84u says:

    you’ll live through it – მეთქი უნდა დამეწერა ზევით…
    სიტყვა “live”-ის დაწერაც დამავიწყდა ამ ყველაფერში. :D

  3. va aris ragac amashi :D mec gavixseno ra daavicyda rom isev davivicyo :)

    \gut nostalgia shemomacva dges isedac sentimentaluri var uchveulod :D

  4. piccolina says:

    ჰეჰე
    ნაააააააის
    მარა რახან ამდენი რაღაცეები ავიწყდებათ ადამიანებს, არ მინდა რომ რამდენიმე წელიწადში დაწერო: დამავიწყდა იმ გოგოს სახელი, ახალგაზრდობაში რომ ვიცნოცნობდი და ჩემ სახლთან ახლოს ცხოვრობდაო :user:

  5. dodka says:

    @Kate I LIVE through it, dear. )))

  6. ketketa says:

    მე ვფიქრობ, თუ რაღაცეები დაგავიწყდა, ესე იგი მათ ან არ დაუტოვებიათ კვალი შენს გულსა და სულში, ან დატოვეს, მაგრამ ბევრად უფრო კარგმა ან უბრალოდ ბევრად უფრო მნიშვნელოვანმა რამეებმა ჩაანაცვლა და ეგ არი…:)
    ისე ბევრი ისეთი რამე დაგვიწყებია, რისი დავიწყებაც ძაან კაი აზრია მგონი:)
    მარა სინამდვილეში შეიძლება არც დაგვიწყებია ეს ყველაფერი. მეც მაქვს ასეთი რამეები, თავს ვარწმუნებ, რომ დამავიწყდა, მინდა, არ მახსოვდეს და იმიტომ:)
    ხანდახან კი მგონია, ისეთი რამეები მახსოვს, რაც არ გადამხდენია, უბრალოდ მიამბეს და ისე მოვიხიბლე, რომ მეგონა, ჩემი ამბავი იყო:)
    რაღაც აბდაუბდა კომენტია, სორი:)
    ძაან მომწონს, როგორც წერ და რაზეც წერ:)

  7. utvino says:

    არადა ყველაფერი ხომ გაგახსენდა? : ))))

  8. პერწკლი says:

    მე არ დამვიწყებია
    ახლა დავფიქრდი და გამახსენდა
    მაგრამ
    ამ ფაქტებსიმდენად ეწინააღმდეგება ჩემი გონება რომ თჲარ დავფიქრდი, არ მახსოვსხოლმე :(

  9. mamagong says:

    აჰ, ჩემი სუსტი წერტილია…
    არ დაკარგულა, ‘სადღაც იქ’ ძევს, ამ ინფორმაციამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და კაკ გავარიცა залёг на дно.

  10. iverson says:

    offtopic: is waviRe ai online blbalblba, thx! :P :2kiss:

  11. chaotic says:

    ჰმმ…
    საერთოდ, ადამიანები ქვეცნობიერად ივიწყებენ ან ალამაზებენ ცუდ ფაქტებს ცხოვრებაში, მაგრამ აქ რამდენიმე კარგიც იყო ჩამოთვლილი…ჰოდა, არ ვიცი…
    მაგრამ, ფაქტები რომც დავივიწყოთ, შეგრძნებები რჩება მაინც…

    @ Ketketa
    არაა აბდაუბდა :)
    მაგ ამბავს ფსიხოლოგიაში “False Memories” ჰქვია…

  12. ketketa says:

    @ chaotic
    :)
    მართალია, შეგრძნებები რჩება…

  13. k84u says:

    @ketketa
    ფრიად 2გინალური კომენტარი იყო, მინდა აღვნიშნო…

  14. CheshireCat says:

    დალიეთ ბილობილი. რომ არ დაგავიწყდეთ.

    :ყეს:

    :უფასო ფარმაცევტული რეკლამა:

  15. Dv0rsky says:

    sagol, dod.

    Omg ramdeni ram damvickebia…

  16. პერწკლი says:

    ამასწინატ კარგად დავიწყებული ძველი ნაცნობი ვნახე. იმდენი რამე გამახსენდა რაც აღარმახსოვდა, ნუთუ ეს მე ვიყავი დაჩემი ცხოვრება იყო ტქო….
    გავდებილდი…

  17. ვიზრდებით

  18. მარი says:

    ეს ყველაფერი თუ გახსოვს რაღა გინდა :))

    მე ისიც აღარ მახსოვდა დავიწყება რომ არსებობს :D :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s