Prime Fitness

ამ პოსტის დაწერაში ფული არ გადაუხდიათ. :D

რატომ მიყვარს Prime fitness, იგივე ძველი ნაუტილუსი?

ოო…

იმიტომ, რომ საკაიფო გარემოა
კაი ტრენაჟორები, რომლებიც არ ჭრიჭინებს
სამარიაჟოდ მისული ხალხი მანდ არ დადის – ისინი იქვე, ვაკის აუზზე დადიან.
გოგოების შესაკერად მისული ბიჭების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული
125 ლარად ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ დღეს 12-დან 6-მდე შემიძლია დავლპე
მშრალ საუნაში უმაგრესი ხის სუნია
ორთქლიანში დღეს პირველად ვიყავი და ბოლოს ძლივს გამოვაღწიე
შხაპში წყალი მაგარი ნაპორით მოდის
შხაპში კოწახურის უგემრიელესი დუშგელი აქვთ
არავინ თავზე არ გადგას და ტვინს არ ხნავს, თუ რა და რამდენი უნდა გააკეთო, ან რამდენი კილომეტრის გარბენაა საჭირო, თუმცა თუ დაგჭირდა, ინსტრუქტორი ბედნიერად აგიხსნის ყველაფერს.
პირსახოცებს სულ კარგი სუნი აქვს
აუზი პატარაა, მაგრამ საუნის მერე ჭყუმპალაობა მაინც გლეჯს
იქიდან რომ გამოდიხარ, თავი ყველაზე ჯანმრთელი, კარგი ტანის მქონე და მაგარი როჟა გგონია, რომელიც ისეთი კარგი გოგოა, რომ დაჟე კუს ტბის ასახვევიდან მიცკევიჩამდე ფეხით ჩამოსვლა შეუძლია

ეს ოდა იმას ნიშნავს, რომ აბონემენტი განვაახლე და უბედნიერესი ვარ. მართალია ხვალ ყველაფერი მეტკინება, მაგრამ თუ ძალიან არ მეტკინა, ხვალაც წავალ :ხამ:

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to Prime Fitness

  1. iverson says:

    wow kruta!!! :)

    mixaria xolme aseT sportul/gamajansaRebel ambebs ro vigeb ggg :D

    albaT es Cems kactmoyvareobaze miuTiTebs :rolleyes: wipa me minda adamianebi janmrTelebi da energiulebi iyvnen :mo:

  2. dodka says:

    არა, აივერ, იმიტომ გიხარია ეგეთი ამბები, რომ ფიქრობ, იქნებ მეც მეარაოო?

    მოკლედ, ძაან სმერწ ხალხია ის, ვინც თავი მოაბა და ვარჯიში დაიწყო და ის, ვინც სიგარეტი გადააგდო – ორივე მაგარი როჟის სიფათით უმტკიცებს დანარჩენებს, რომ ეს უნდა გააკეთონ აუცილებლად :დ

  3. Toto says:

    ტოტო დიმაეტ…. სტილ დუმაეტ…. ჰმმმ…. აბონიმენტი…. ჰმმ…. “ხომ არ განვანახლო მეც?”…. ჰმმმმ…. :P

  4. მარი says:

    რა ბედნიერებაა როცა ადამიანი ცენტრში ცხოვრობს.

    ან ამერიკაში :(

  5. ketketa says:

    აუუ, ვსო, უნდა ვიარო! :))

  6. missell says:

    გააძვირეს ტო? :D
    95 ლარი ისო მე რომ დავდიოდი, მაშინ.

  7. dodka says:

    @ტოტო ქამააან :დ

    @ქეთქეთა – იარე! იქიდან რომ გამოდიხარ,ა ხალდაბადებული გგონია თავი :დ სტრესის და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა რა.

    @მისსელ – ხო, ტრაკები არიან :დ ჩემს დროს 100 ღირდა. თუმცა ამ ფასად თბილისში უკეთესი არც ვიცი არაფერი :ლოვე:

  8. piccolina says:

    125 ლარად?
    ეეე
    ინწერესნა :D
    მეც მინდა, სამსახურს თუ დავიწყებ ოღონდ :D
    აქტიური ფიზიკური ცხოვრება ხსნის სტრესს :love:
    მთელი პრეზენტაცია გავაკეთე მაგაზე :D

  9. donshakal says:

    prime fitness-shi davdivar mec :)

  10. levani says:

    mainteresebs

    xalxi aris exla tu daclilia?

  11. dodka says:

    @levani – სექტემბრამდე ისვენებენ, ანუ არავინ არ არის ახლა : )

  12. Sali says:

    eeeeeeeeee…es ra magar temaze saubrobt :) dzalian minda sportuli da jansaghi cxovrebit vicxovro da :) zustad ver metkvit sad prime fitnesi? bagebisken rom midixar isaa? da fasic normaluria :) nu veikistvis :))))

  13. dodka says:

    @sali – კი კი ეგ არის. ფასები ძალიან ნორმალურია, ვეიკისთვის დაბალიც კი )) აი გადახედე: http://donshakal.blogspot.com/2008/06/prime-fitness.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s