მიუნჰაუზენის სინდრომი

[წინა ბლოგპოსტის] ერთგვარი გაგრძელება

წინა პოსტის დაწერის მეორე დღეს ერთი მაგარი საინტერესო სერია დაემთხვა House M.D-ში. საქმე იყო მიუნჰაუზენის სინდრომთან.

რა არის მიუნჰაუზენის სინდრომი – როდესაც ადამიანი თავისით იწვევს დაავადებებს, რათა მიიქციოს ყურადღება და მიიღოს თანაგრძნობა. იპოქონდრიისგან განსხვავებით (სადაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ ესა თუ ის დაავადება სჭირს), მიუნჰაუზენის სინდრომის მქონეებმა კარგად იციან, რომ არაფერი სჭირთ, გათვითცნობიერებულები არიან მედიცინაში და იმაში, თუ რა წამალი უნდა შეიშხაპუნონ, რომ მიიღონ რომელიმე დაავადების სიმპტომები და მათ უმკურნალონ და მოეფერონ.

ვრცლად სინდრომის შესახებ ვიკიზე.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ძირითადად მიუნჰაუზენის სინდრომით დაავადებულებს (თუ შეიძლება ამას ავადმყოფობა ერქვას) ოჯახში ჰყავდათ ვინმე ავადმყოფი – დედა, შვილი, და, ძმა – რომელსაც ერგებოდა მთელი ყურადღება, რომელიც დაჰყავდათ საავადმყოფოებში და თავს ევლებოდნენ.

არის კიდევ ბევრი შემთხვევა, როდესაც მშობელი თავის თავს კიარა, შვილს უკეთებს ასეთ რამეს და თავად ძალიან შეწუხებულია, და თანაგრძნობას ითხოვს. child abuse-ში ამ “თავს” საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს.

ვოტ ტაკ ვოტ…

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , . Bookmark the permalink.

6 Responses to მიუნჰაუზენის სინდრომი

  1. Dv0rsky ამბობს:

    ???

    მერე?

    ავად არ ხარ და ტყუილად ნუ მიუნჰაუზენობ ეხლა ;)

  2. Toto ამბობს:

    ყველა თინეიჯერი დაავადებაა ეგ :P

  3. Internet_Contraband ამბობს:

    აშუშუში, საავადმყოფოში, ყოვეთლვის შეგიძლია წააწყდე ბებოების ჯგუფს, რომელიც მუდმივად რაღაცას იგონებს, იმისთვის რომ ექიმთან წაიყვანონ და იქ მოსაცდელში თავისნაირ ბებოებს ესაუბროს.

    ყურადღების უკმარისობის ბრალია :)

  4. dodka ამბობს:

    @dvorsky მე არ ვარ ავად, ვინ თქვა :დ კონტრაბანდა მართალია, ყურადღების ამბავია, და მე ჯერჯერობით ეგ არ მაკლია :დ

  5. utvino ამბობს:

    ui ui ui შენც უყურებ ჰაუსს?
    ერთადერთი სერიალი, რომელსაც ვუყურებ და არ მინდა დასრულდეს
    ჯერ მაინც :უსერ:

  6. mamagong ამბობს:

    აჰჰჰ, არ ვიცოდი, ეგრე თუ ერქვა. ერთი საინტერესო დასაკვირვებელი პერსონაჟი იყო ნიტო სისხლის გათეთრება სჭირდა, ნიტო ტვინის კიბო… 1 წელი გვაბოლა, ბოლოს ერთი ზაფხულით გაქრა და ჩამოვიდა სასწაულებრივად “განკურნებული”. (ბლაბლაბლა “მოსკოვში ოპერაცია გავიკეთე” )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s