კატები

ოდესღაც ჩემს ერთ BF-ს ჰყავდა კატა, მაქსი. საშინლად ვბრაზობდი ამ კატაზე და უფრო მეტად – ბფ-ზე, განსაკუთრებით – როცა ეფერებოდა ხოლმე. არც ერთ ქალზე ასე არ მიეჭვიანია, როგორც მაგ კატაზე მჭირდა. ოთახიდან გავიდოდა თუარა ბფ, “მოფსის” (ასე ვეძახდი) ვურტყამდი, თმებს ვაწიწკნიდი ან ვისროდი ხოლე. ერთხელ თავით დავაბრეთხვე სადღაც.დიადი იყო ჩემი სიძულვილი და ეჭვიანობა.
იმასაც არ ვევასებოდი, და ალბათ ისიც ეჭვიანობდა, იმიტომ რომ მასთან ყოფნისას თითქმის არასდროს გვტოვებდა მარტო.
გული მარტო მაშინ მომილბა ცოტათი, როცა გავიგე, რომ “მოფსი” მამრი იყო.

მერე ამან ფაქტიურად ქრონიკული ხასიათი მიიღო. როდესაც ჩემ გვერდით მყოფი კაცი რომელიმე კატას მიეფერებოდა, იმ კატის დახრჩობის აუტანელი სურვილი მიპყრობდა.

პარალელურად აღმოვაჩინე ქალების კატეგორია, რომლებიც თავს კატასთან აიგივებენ, ძალით ინაზებიან, მოფერებას ითხოვენ, კაპრიზობენ და “იკაწრებიან”, უხარიათ რომ ფისოს ეძახიან – და რა თქმა უნდა, ეს ქალები ორმაგად ავითვალისწუნე.

ბედს რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ყველამ ვიცით და ჩემს შემთხვევაშიც არ დააყოვნა – ჩემი ქმრის ex-wife იყო ამ “კატა-ქალების” კატეგორიიდან და ერთმანეთს “ფისოს” ეძახდნენ. ნუ 6 წელი რომ “ფისო ფისოს” გაიძახი – ტვინში რჩება ბოლოს და ბოლოს, და რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე ბედნიერი შემთხვევა, როდესაც კიბორგამ “ფისო”-თი მომმართა.

მერე რა მოხდა, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. :D

პ.ს: ნატოშა, ანუ Cheshire cat – ამ ყველაფრიდან გამონაკლისია, ისიც იმიტომ, რომ თვითონ რაც არ უნდა უძახოს თავს, ჩემში იმ ქალების კატეგორიაში ვერ ჯდება და ცალკე ცნებაა : ))

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

16 Responses to კატები

  1. totocaster ამბობს:

    საააწყალი კატა, თუმცა ახლობლები ერთმანეთს “ფისოებს” რო ეძახიან რატომღაც არ მომწონს ხოლმე… ისე კატები რულამენ ;)

  2. utvino ამბობს:

    ვერ ვიტან კატებს და ყველაფერს რაც მათთან არის დაკავშირებული
    კატებზე ბოროტი არსებები არ მეგულება

  3. Internet_Contraband ამბობს:

    კატა – ყველაზე თავისუფლების მოყვარული, პირდაპირი, მხიარული და ამაყი ცხოველია. განსხვავებით ძაღლისგან რომელსაც ერთი სული აქვს ოღონდაც შეგეტენოს და მოგელაქუცოს სამაგიეროდ კი ლუკმა მიიღოს.

    არსებობს ნახევრად ხუმრობითი გამოთქმაც – კატა ყველაზე ”ქურდული” ცხოველიაო, იმიტო რომ ”კრისებს” დასდევს და ”ძაღლებს” გაურბის.

    სწორედ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია ცხოველთან სამყაროს ყველაზე ამაყი წარმომადგენლები: ვეფხვები, ლომები, პანტერები… ანუ დიდი კატუნიები.

    კატა მთელი დღე გარე-გარე დარბის ბოლოს საღამოს კი ნავსაყუდელს – სახლს უბრუნდება რომ ალერსი მიიღოს – ის არასდროს ზედმეტად არ შეიწუხებს თავს თქვენთვის, ამაშია სწორედ მისი ხიბლი და ინტრიგა.

    ფისოსავით გოგო ჩემი შეყვარებულიცაა და ეს ერთ-ერთი ყველაზე უცხო, მომხიბვლელი და ამაყი ქალების ჯგუფია.

    Pussy Cats <3 <3 <3

  4. CheshireCat ამბობს:

    @ utvino არ გყოლია შენ კატა, თორემ :)
    საერთოდ დავასკვენი, რომ კატები არ უყვართ იმ ადამიანებს რომლებსაც, არ ქონიათ მათთან ახლო შეხება.. ანუ არ ყოლიათ სახლში.
    @დოდკა :) დოდ, მე უბრალო კატა, კი არა ჩეშირის კატა ვარ :)))) ეგ კიდევ სხვა კატეგორიაა:თავზე შეყვარებული სმაილი: .. ამიტომაც გიყვარვარ :2კისს:

  5. piccolina ამბობს:

    ხეიტ კატები ვვვვვ
    დიდი ხნის წინ მყავდა კატა და ვმეგობრობდით მე და ის კატა, მარა ბოროტი იყო
    ერთხელ თითი გამოკაწრა ძალიან, სისხლი წამომივიდა :cry:
    ბოროტი იყო :(
    მოკლედ კატებს ვერ ვიტან

  6. kuda ამბობს:

    მე მყავდა, მარგო ერქვა და მარგუშას ვეძახდით. ძალიან ჭკვიანი და საყვარელი იყო. ორჯერ კნუტებიც დაგვიყარა. მერე ბაბუაჩემის დიდი თხოვნით სოფელში გავუშვით და იქ რა უქნეს, არ ვიცი, მაგრამ რომ ჩავედით, აღარ დაგვხვდა, გაიქცაო :((

    მიყვარდა მარგო, კატებიც მიყვარს.
    ახლო ურთიერთობა გქონიათ?? ზამთარში კისერზე მაწვებოდა და ისე თბილად მეძინა..
    ჰოროსკოპითაც კატა ვარ :ცჰუპს:

  7. dodka ამბობს:

    ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ კატები არ მესიმპატიურებიან [ როგორც აღვნიშნე – ძირითადად ეჭვიანობის ნიადაგზე] – მაინც უნდა მოვყვე ერთი რამე:

    ბებიაჩემის დასთან ვიყავი ბოლნისში, ჰოდა ერთი კატა ჰყავს, რომელზეც შეუძლია საათობით მოყვეს ისტორიები.

    მე პირადად, რა თქმა უნდა, არ ვიკარებდი იმ კატას და იმანაც შეიგნო და არ მოდიოდა ჩემს ოთახთან ახლოსაც კი. მითუმეტეს – არც ერთხელ არ ამოსულა ჩემს ლოგინზე.

    ერთ მშვენიერ დღესაც საშინელი მენსტრუალური ტკივილებით შეპყრობილი ვეგდე ლოგინში, გათიშული, არც ერთი წამალი არ მშველის, არაფერი არ მერგება, განძრევის ტავი არ მაქვს.

    მოვიდა ეს კატა, შემომიძვრა ლოგინში, დაწვა ჩემს მუცელზე მტკივან ადგილას და ჩამეძინა.

    რომ გამეღვიძა, წასული იყო უკვე და მეც კარგად ვიყავი :D

  8. utvino ამბობს:

    CheshireCat – მართალი ხარ არ მყოლია და არც სურვილი მქონია, კატა რომ მიყურებს ცუდად ვხდები და გაქცევა მინდება
    მძაფრავს
    სამაგიეროდ მყავდა ძაღლი, რომლის მიერ მოცემული სითბოც არ შეედრება არაფერს ( ნუ ადამიანებს არ ვგულისხმობ, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანის მმმ … )

  9. Sweet Baby Girl ამბობს:

    დოდ, ნატოშა ხომ ჩეშერულია და იმიტომ :)))

  10. CuRSeD ამბობს:

    კატებს ვერ ვიტანდი სანამ მე თვითონ არ მოვიყავნე სახლში, უსაყვარლესია და სულაც არაა ბოროტი, უბრალოდ ისეთი მზერა აქ ვერ უძლებენ ხოლმე დიდხანს თვალებში ყურებას, ბაბუა რო მომიკვდა იმდენი არ მიტირია რამდენიც ჩემ კატაზე. ძალიან თბილი ცხოველია… და ჭკვიანი :ლოვე:

    სულ ერთად გვეძინა ხოლმე :(

    აიჰ… http://i032.radikal.ru/0805/29/1c0d0ac76662.jpg

  11. nikala1 ამბობს:

    ჰეჰ მე მყავდა ერთი რუსი იყო და ევასებოდა კოტიკას რო ვეძახდი ხანდახან დაიკნავლებდა კიდეც , ერთხელ წავიდა უნდა მიგატოვოო :) არ გასულა ორი საათი სახლში ვბრუნდები შრეკში რო კატაა ზის და ეგეთი თვალებით იყურება)) დაბრუნება ასე ამიხსნა : “ეტა ვაზვრაშენია ბლუნავა კოტიკაო” ვერ იყო ნორმალური მარა მომწონდა:D

  12. fiqro ამბობს:

    Chems yofils yavda, Tanac mdedrobiTi. gareT gavsvamdiT xolme knaviliT xeli rom ar SeeSala, zalian aprotestebda. erT mShvenier dResac exma kartofili Semiwva da nametani bevri zeTi mouvida, piri ver davakare xoda sul katas vaWame, imis mere SevuyvardisaviT. katas. magram misi patroni gadamiyvarda.grusnaia takaia istoria :D

  13. mroveli ამბობს:

    ვერ ვიტან კატებს
    ძაღლებზე ვგიჟდები. ერთგული ნატურაა

  14. iverson ამბობს:

    me miyvars fisulikebi :love:

    wuwulikebi-fisulikebi ggg :goga:

  15. KoShKa ამბობს:

    dod sul vicodi rom zalian giyvardi : ))))

  16. DreaMar ამბობს:

    კატებზე ვაფრენ, ძალიან მიყვარს. “ფისოზე” სულ ჩემი მეგობარი მახსენდება, სულ ასე ეძახდა თავის შეყვარებულს. დღემდე ამ სახელს უწოდებენ ერთმანეთს :) “ფისო” და კიდევ “ბაჭია” :D სასაცილოდ მეჩვეენბა ასეთი მიმართვები :D :D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s