Friendship & Women, IMHO

დღეს მთელი დღეა მეგობრობაზე ვფიქრობ. არა, პრინციპში ვიტყუები – მთელი დღეა ახალ ქვაბებზე, ტაფებზე და ჯამებზე ვფიქრობ, რომლებიც დღეს შევიძინე, მაგრამ უტვინოს ბლოგზე გაკეთებული ეს პოსტი შიგადაშიგ მახსენდება.

ჩემი გენიალური ცხოვრების გენიალურ მანძილზე გავაკეთე ასევე გენიალური დასკვნა – ქალებში, მათ დეენკაში, ტვინში, გენებში, მოკლედ, რაც არის – მეგობრობა, როგორც ასეთი, არ დევს. ნუ არ იციან რა და მოკალი თუ გინდა. როგორც ტამ, მამაკაცური გენიტალიები და ლოგიკა არ აქვთ, ისევე არ აქვთ მეგობრობის ცნება.

ერთი გენიალური ფრაზაა რუსულში: А против кого дружим? ამ ფრაზაში ერთიანდება მთელი ქალური მეგობრობის არსი.

ხხო а все судят по себе… მეც მათ შორის. თან ვაღიარებ, მართლა არ ვიცი და არ შემიძლია მეგობრობა.

მეგობრობა ქალთან – ა? საუბრები მანიკურზე? კი ბატონო. ბიჭების გაჭორვა? კი ბატონო. სიტუაციური ‘მეგობრობა?’ – რატომაც არა. ფიცი, რომ “შენს კაცს არასდროს გავეკარები”? Bullshit :D იასნია გავეკარები, თუ შემიყვარდა. იასნია ყველა ქალი გადაახტება თავის “დაქალს” კაცის გამო. და რატომ გვრცხვენია ნუ, ვაღიაროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება რა : ) [სამაგიეროდ, ლამაზი მკერდი გვაქვს ;) ]

მეგობრობა მამრთან – ა? Bullshit კვადრატში. გოგო რომ ამბობს – “ძმაკაცები მყავს” – ვცდილობ ხოლმე სიცილისგან თავი შევიკავო. მეგობრობა მაშინ, როდესაც ჩემს მკერდს უყურებენ თვალების ნაცვლად? ან კიდევ უარესი – მეგობრობა ადამიანთან, რომელსაც ჩემი მკერდი არ მოსწონს და არ უყურებს??? მეგობრობა ადამიანთან, რომელიც არ მესიმპატიურება? :D
ოდესმე იმედია ამასაც ვაღიარებთ ქალები, რომ მეგობრობა ქალსა და კაცს შორის მითია, რომელიც ხზ რისთვის გამოვიგონეთ. ა ვიცი რისთვისაც. სექსზე ჩაციკლულები რომ არ ვჩანდეთ. არადა ვჩანვართ, უარესად. – კითხვა ქალებს: რამდენი “ძმაკაცი” წარმოგიდგენიათ ქმრის როლში? აი გულში, სუუულ ღრმად. და კაცებს: – ხომ ყველა მეგობარი გოგო ერთხელ მაინც გყავთ გაჟიმული ფანტაზიებში? :bis:

კიდევ ცალკე თემა – საერთოდ, მეგობრობა რა არის? საშინაო დავალებას რომ გადაგაწერინებს სკოლაში? თუ კურსზე ქსეროქსის იმედი სულ რომ გაქვს? თუ სამსახურში, პროსტა ერთ ოთახში რომ მოგიწიათ ჯდომა და მეტი გზა რომ არაა – უნდა იმეგობროთ.

თუ მოსმენა რომ გიწევს ათასი სისულელის, და ვალდებული ხარ მოუსმინო, იმიტომ რომ მეგობარია? და იქნებ დიდი ხანია ის ადამიანი, ან ადამიანები – დაგშორდნენ სინამდილეში – მაგრამ იდი ნახუისაც რომ ვერ ამბობ – იმიტომ რომ მარტოობის გეშინია, და იმის გეშინია, რომ ვერასდროს იპოვი ადამიანს, რომელიც არ გაგაღიზიანებს, როგორც ეს შენი დაქალი – რომელიც თავის სამსახურს ვერ იტანს და ყოველ საღამოს რეკავს შენთან, რომ მთელი უარყოფითი ემოციები დაგაფრქვიოს. ან როგორც მეორე დაქალი – რომელიც არასდროს გეტყვის, გიხდება თუ არა ეს კაბა სინამდვილეში. და რომელიც არასდროს არ წავა შენთან ერთად ფართიზე – იმიტომ რომ ყურადღების განაწილება არ უნდა. მაგრამ არ შორდები მაინც, იმიტომ რომ მოლ, “ბავშვობიდან ერთად ხართ” და იქნებ ოდესღაც თითიც გაიჭერით ბულავკით და სისხლები შეურიეთ ერთმანეთს, და იქნებ ოდესმე მართლა გჯეროდათ, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იქნებოდით (თუმცა ალბათ უკვე მაშინ გაღიზიანებდა ის, რომ ერთი და იმავე ნაწერში ის 5-ს იღებდა და შენ – 4-ს, მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი ასეთი კეთილშობილები ვართ, ამას არასდროს ვაღიარებთ).

P.S.: ეს ყველაფერი ჩემი იმხოა. ერთადერთი ადამიანი, ვინც აღმოვაჩინე დედამიწაზე და ვიფიქრე – აი, ამ ადამიანთა მეგობრობა მართლა შეიძლება-მეთქი – სასწრაფოდ შევითრიე ლოგინში და დღეს ჩემი ქმარია :D ყველაფრის გაფუჭების გენიალური უნარი მაქვს…

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to Friendship & Women, IMHO

  1. niniko ამბობს:

    ზოგჯერ მეც ვფიქრობ რომ საერთოდაც ვერავის ენდობი და მეგობრობა კიდევ ჩემი აზრით ნდობაზე უნდა იყოს დამოკიდებული..ე.ი რა გამოდის?მეგობრობა არ არსებობს?არსებობს,უბრალოდ ძაან გამძაფრება არ ღირს სიტუაციის,იმიტომ რომ არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული და გამორიცხულიც არაფერია..ამის გამო მეგობრობის არ უნდა გვეშინოდეს :)რაც მოსახდენია ყოველთვის მოხდება და დასკარგიც ყოველთვის დაკარგულა..

    ჰოდა ქალსა და კაცს რაც შეეხება 100%_ით გეთანხმები..თუ ნათესაური კავშირი არ არსებობსმათ შორის,სექსუალური ფანტაზიის გარეშე მათი ”მეგობრობა” წარმოუდგენელია :)

  2. Gigilo ამბობს:

    friad sainteresoa :) ici me albat im “მდუმარე მკითხველები”-s sias vekutvni magram am statias tu rac qvia ubralod ukomentarod ver davtoveb, imitom rom samtsuxarod ishviatia gogo romelic amas ese pirnatlad agiarebs. kvelaze magari argumenti romelic am temastan dakavshirebit cxovrebashi momismenia:”მეგობრობა მაშინ, როდესაც ჩემს მკერდს უყურებენ თვალების ნაცვლად? ან კიდევ უარესი – მეგობრობა ადამიანთან, რომელსაც ჩემი მკერდი არ მოსწონს??? “:))) da megobroba rodesac mkerds ubralod ar ukurebs?? msgavs shemtxvevas ar ushveb? :)) gaachnia mgobrisgan ras eli. . . ubralod qalsa da kacc zogadas sxvadasxva shexeduleba aqvs am sakitxtan egaa da eg… magram me mainc imeds vitoveb rom martali xar da chemi colis megobari romelic uzomod mimzidvelia mec “sxva tvalit” mikurebs da megobroba mistvis dabrkoleba ar iqneba :P :))

  3. dodka ამბობს:

    @ნინიკო – დღესდღეობით ყველა მდედრთან ჩემ ირგვლივ მაქვს ძალიან საკაიფო დამოკიდებულება, იმიტომ რომ მათგან მეგობრობას არ ველი – ფრიად სასიამოვნო დროს ვატარებთ ხოლმე : )

    @გიგილო – თუ მკერდს არ უყურებს, ესე იგი სხვა ადგილებს უყურებს. და თუ არაფერს არ უყურებს, ან გეია და ან არ მოვწონვარ – არც ერთ შემთხვევაში ურთიერთობაში დაინტერესებული არ ვარ : )))
    ცოლის მეგობარზე კომენტარმა დაგლიჯა :D
    და მდუმარე მკითხველის ალაპარაკებამაც : )))

  4. piccolina ამბობს:

    მეიბი ქალების მეგობრობა ცოტათი მეტია ვიდრე მანიკურებზე და კაცებზე ლაპარაკი
    ან მეიბი ნაკლებიც
    კაცებთან მეგობრობას რაც შეეხება, მკერდზე ვერ შევხედავ, სხვაგან ვუყურებ
    და მერე რა თუ მათი მოდღვნა მომინდა :) მათთან საბოლოოდ ისევ მეგობრობა მაკავშირებს და არა სექსი
    ენივეიზ, სეხი არ არის მთავარი ურთიერთობაში
    ყველა მაგაზე არ ფიქრობს
    შეგიძლია დაიჯერო, შეგიძლია არა, ითს აფ თუ იუ :)
    p.s. შენ რას ეძებ მეგობრობაში? ანუ ნამდვილ მეგობრობას რას (როგორ ურთიერთობას) დაარქმევდი?

  5. utvino ამბობს:

    ჰეჰ
    საკაიფოდ გიწერია და ვინ იცის იქნებ მართალიც ხარ
    მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი?
    აი ვინ თქვა, რომ მეგობრობა წმინდა უნდა იყოს? არ ვიცი შეიძლება თქვეს, მე არ ვიცი
    ან ვინ თქვა, რომ მეგობრობა მანიკურებზე ლაპარაკი არაა? ან უარყოფითი ემოციების დაფრქვევა საშინელი სამუშაო დღის შემდეგ? ნუთუ მართლა მასეთი წმინდაა მეგობრობა? მე არ მჯერა
    ან ვინ თქვა , რომ ბიჭი რომელიც ჩემს მკერდს უყურებს ჩემი მეგობარი ვერ იქნება ვერასდროს
    ისეთი ცნებაა რაა, გაუგებარი, ვერ ვიტან ისეთ რაღაცეებზე ფიქრს, რასაც ყველას საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს და ჩორტ ივო ზნაიტ რომლისაა სწორი და თან ამის დადგენა, რომ შეუძლებელია
    მაშინ, როდესაც ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სიყვარული არ არის მხოლოდ ამაღლებული გრძნობა და მასში ძალიან მნიშვნელოვანია მიწიერი ვნება, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეგობრობა არის შური იმაზე, რომ მე 4ს ვიღებ და ის 5-ს, …
    სავარაუდოდ ყველას ჩემი კომენტარი სისულელედ მოგეჩვენებათ, მაგრამ იმ ყველა დადებითის გვერდით, ხომ შეიძლება მეგობრობა სხვა რამესაც ნიშნავდეს …
    რაც შეეხება მეგობრის კაცს, ეს მხოლოდ ქალები არ ფიქრობენ ასე, რომ თუ შემიყვარდა, როგორ არ შევხედავ, ბიჭებიც დამერწმუნეთ …

    მოკლედ მე არ ვიცი რას ნიშნავს მეგობრობა, მაგრამ ვისთანაც ფსევდოდ ვმეგობრობ მომწონს მათთან ურთიერთობა, ხანდახან ვერ ვიტან მათ, ხანდახან ძალიან მგრუზავენ, ნერვებს მიშლია, მაღიზიანებენ, მაცოფებენ, მაგრამ უფრო ხშირად იმდენს ვიღებ მათგან, რომ ყურებიდან ვასხამ პოზიტივს …

    და ამ შემთხვევაში სულ მკიდია რა ერქმევათ მათ

  6. nodo ამბობს:

    megobroba ra aris?roca urtiertobisgan orive mxare siamovnebas gebulobs,ert-erti damaxasiatebeli nishania yovelshemtxvevashi,xoda damanaxet prosta adamiani,romelsac kai gogo(biji) ar izidavdes,sasaciloa :D agaraa eg ukve megobroba cvetshi :))
    bevrs ar unda magis agiareba,bevrisgan momismenia “chemi daqali…”,”chemi dzmakaci…”,kait ra bavshvebi xom agar vart :D
    xo sul damaviwyda axla quchashi migebulia termini “megobari gogona” (daqals agar ezaxian lol) es ertgvari tavdacvis formaa,vai da rame gavifiqro masze,vai da sex mqondes mastan,mere xom chaijreba :lol:
    daskvna:gogoebo yvela biji romelic megobrobashi geficebat matyuaraa :D es is araa rac tqven ggoniat :)))

  7. Toto ამბობს:

    ეს იყო დოდის სიკრეტნი პრიომი რომ მდუმარე მკითხველებისგან კომენტარები მიეღო… ლოლ :P

    და კაცებსი მეგობრობაზე ნეჩეგო ნამ ნე სკაჟიშ? და ზემოთ რაც გიწერია – ეგრეა ტუ ბი ონესტ… :) ოღონდ ერთი ნო, ადამიანი როცა გიყვარდება (როგორც გოგო/ბიჭი/მეგობარი), ნუ მე პირადად უფრო მასთან ურთიერთობა მიყვარდება და ნუ თუ “მკერდიც” (გოგოსი… obviously) შემიყვარდა მაგას რა უჭირს?, გოგოს უკეთესი, ყველას სიამოვნებს როცა სხვას მოსწონს :)

  8. Pingback: Inside my Dark Fucking Mind « New Dimensions

  9. iverson ამბობს:

    uiuiuiuiuiui

    რაღც ისეთ პონტში ვკითხულობდი ამ პოტს წიპა ვინმემ, ვისაც მხოლოდ ოცთეთრიანი ვადაგასული შოკოლადი აქვს გასინჯული რო დაწეროს რო ფუ რა ბანძი რაღაცაა შოკოლადი ნუ ხო შეჭამ როცა ტკბილი მოგინდება მაგრამ ნუ ისე ზოგადად რა სირობაა თან რო შეჭამ გაყრის..
    ნუ კაი უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ისეთმა ადამიანმა რო დაწეროს ვისაც არასასიამოვნო გამოცდილება აქვს სექსში ან საერთოდ არ აქვს რომ “ფუ რა არის ეს სექსი კაცო რაღაც ცხოველური ინსტინქტის დაკმაყოფილება და ნუ ბავშვი თუ გინდა თორე ისე ვერ ვიტან ფუ ძლივს ვჩერდები ხოლმე” – და რაღც რო დაგენანება რომ ვერ გრძნობს ეგეთი განცდა გამიჩნდა :gigi:

    მმმ მოკლედ მეგობრობა კოსმიური მოვლენაა :D არა მართლა.. აი რატო არის რომ ზოდიაქოს ნიშNების მიხედვით შეიძლება გამოთვალო რომელ ადამიანთან იპოვი საერთოს და რომელთან ვერა. ნუ ყოველთვის არ არის მართალი ასტრონომია მაგრამ მაინც ხშირად ამართლებს ეს მიდგომა.

    შენ რაც დაწერე ეს არის საბუტილნიკობა და არა მეგობრობა. მეგობრობა ეს არის იგივე სიყვარული ოღონდ ინტიმის გარეშე. ნუ არა ვისთანაც გაქვს ინტიმი იმის მეგობარიც შეიძლება იყო (როგორც შენ და შენი ქმარი მაგალითად), მაგრამ როგორც პიკომ უკვე თქვა, პირველ რიგში ურთიერთობებში უნდა იყოს სიყვარული და არა ინტიმი – ეს არის მეგობრობა.
    ანუ თუ სიტყვაზე გირეკავს საღამოს და თავის პრობლემებს გიყვება, შენ შეიძლება იღლები, მაგრამ გ ს ი ა მ ო ვ ნ ე ბ ს, იმიტომ რომ გიყვარს.
    იმიტომ რომ თქვენ როცა ურთიერთობთ ზევით კოსმოსში რაღაც ენერგეტიკული ვისკაჩკები ხდება, უგუ :yes:

    შენ რასაც იძახი ეგ არის დაქალი და ძმაკაცი, მაგათ ვერ ვიტან გგგ :D

    ნუ რავი ადამიანია და გუნება(თუ ბუნება) მაგრამ პირადად მე ყველა დაქალი ჩამოვიშორე. ნუ ხო ტეხავს რო წყვეტ უცებ ურთიერთბას მაგრამ ნუ არ ვგრძნობდი მათთან კარგად თავს, მათთან ისეთი მე ვიყავი, როგორიც არ მომწონდა.
    ანუ კიდევ ერთი მეგობრობის კრიტერიუმი – მეგობართან ხარ ისეთი, როგორიც ხარ, ან როგორიც მოგწონს რომ ხარ. ანუ მეგობარი ამის საშუალებას გაძლევს, დაქალი/ძმაკაცი არა.
    ხოდა რა ძალა მადგია ისეთ ურთიერთობებში დავკარგო თუნდაც 2 საათი, თუნდაც წელიწადში ერთხელ. აი რატო? რადგან რაღც ტუპოი კრიტერიუმების მიხედვით ეს როჟა უნდა იყოს ჩემი დაქალი იმიტორო პირველი კლასიდან ერთად ვართ?! :drug: თუ ძმა ხართ რა. ან რატო უნდა “ვიდაქალო” ისეთთან ვინც მარტო მანიკურებზე და სარეცხი ფხვნილებზე მელაპარაკება, რაც მე მაგრა მახატია – ანუ აქაც ჩემი თავის გადაბიჭება მიწევს. აი რატო? რატო უნდა დახარჯო შენი სასიცოცხლო რესურსი ასეთ უსიამოვნო/არასაინტერესო მომენტებზე?

    ნუ რაც შეეხება მამაკაცთან მეგობრობას პირადად ჩემთვის მეგობარს სქესი არ აქვს.
    ნუ რავი ინდივიდუალურია ეს როგორც ჩანს, ანუ გააჩნია your private free-loveს. ახლა ეს რას ნიშნავს – ანუ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი free-love, ერთისთვის ეს შეიძლება მონოგამია თუ რაც ქვია იყოს – ანუ ერთის გარდა არავისკენ გაიხედოს, ზოგისთვის ჯგუფური სექსი იყოს ფრი–ლავ, ზოგისთვის პარტნიორების ხშირი ცვლა. ნუ შენი ფრი–ლავ მეგობრობას მოერგება.

    ნუ მე პირადად დოგმაში რო მეტატრონია უპენისო ეგრე აღვიქვავ ჩემს მეგობრებს, ნუ ვისაც დოგმა არ აქვს ნანახი – ბარბის კენი წარმოიდგინეთ :tan:

    და არ თქვათ რომ ეს Bullshitია იმიტომ რომ ყველას თავისი Free-Love აქვს როგორც ვთქვი

    peeace me :tan:

  10. iverson ამბობს:

    ტფუ ასტროლოგია და არა ასტრონომია და პარდონ რო ამდენი ვწერე :tan:

  11. iverson ამბობს:

    გადაბიჯება*, მადგას* :user:

  12. ketketa ამბობს:

    რამდენჯერ მიფიქრია ამ თემაზე იცით? ახლა ვზივარ და პუნქტებად ვაანალიზებ რაღაცეებს.
    მემგონი ამაზე მაინც ძალიან სუბიექტურად მსჯელობს ყველა, გააჩნია, ვისთვის რა ხდება მნიშვნელოვანი ურთიერთობების რაღაც ეტაპზე.
    კაცებმა და ქალებმა ათასი ტყავი გამოიცვალეს და მიაღწიეს, რო ისეთი გაეხადათ ერთმანეთი, როგორიც არიან ახლა. არცერთს არ დაუკლია ცდა:)

  13. dodka ამბობს:

    ყველას დიდი მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის და ასეთი მრავალმხრივი გამოხმაურებისთვის.

    @აივერსონ – სინამდვილეშI მე ზუსტად ამ “მეგობრობის რაობაში” ვიჭედები. რა არის მეგობრობა? რაში გამოიხატება? რა კრიტერიუმებით განისაზღვრება?
    ის კრიტერიუმები, რაც თავში მაქვს, მეგობრობასთან კი არა, ადამიანობასთან უფროა კავშირში და თქვენ ორის ურთიერთდამოკიდებულებაზე კი არა, თქვენ ორის შინაგან ბუნებაზე უფრო მეტყველებს. მაგ., თუ გამიჭირდა – დამეხმარება. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მე გამიჭირდა, არამედ იმიტომ, რომ ისაა ‘დამხმარე’ ტიპი და ჩემ ადგილას ყველას დაეხმარებოდა.

    ვინმე ჩემმა ნაცნობმა რომ დამირეკოს შუაღამისას და დამეხმარეო, პიზდეც-ო, გავალ და დავეხმარები, მაგრამ არა იმიტომ, რომ იმასთან ვმეგობრობ, არამედ იმიტომ რომ ყველას დავეხმარები მის ადგილას.

    Free love საინტერესო ვერსიაა. და კი,გეთანხმები, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია – მე ვერ აღვიქვამ ბიჭებს უსქესოებად. შესაბამისად, მინდა, რომ მეც პირველ რიგში ქალად აღმიქვამდნენ. ეს არც კარგია, არც ცუდი, პროსტა არის რა.

    @ქეთქეთა “კაცებმა და ქალებმა ათასი ტყავი გამოიცვალეს და მიაღწიეს, რო ისეთი გაეხადათ ერთმანეთი, როგორიც არიან ახლა. არცერთს არ დაუკლია ცდა” – მაგარია ძალიან : )

    და ბოლოს, ჩემი შთამაგონებელი, უტვინოს კომენტარის პასუხი – მთლად სინამდვილეში ზუსტად გაარტყვი რა : ) თვალთმაქცური მეგობრობაა ის, რაც არ მომწონს. ვაღიაროთ, რომ მედალს ბევრი მხარეები აქვს – და გვქონდეს გულწრფელი ურთიერთობები : ) რომელშიც შურიცაა და დაღლაც და სიამოვნებაც.

  14. Sweet Baby Girl ამბობს:

    @დოდკა,
    ჩემი და შენი ურთიერთობა მე მეგობრობა მგონია ჩემი მეგობრობის კრიტერიუმების მიხედვით.
    შენი კრიტერიუმები არ ვიცი ბატონო.

  15. Sweet Baby Girl ამბობს:

    და ზოგადად არ მიყვარს ამ თემაზე ფიქრი.

    ვიგრუზები.

  16. Sweet Baby Girl ამბობს:

    @iverson, იმხელა კომენტარია მგონი ჯობდა შენს ბლოგში დაგეპოსტა :) ტრექბექიტ :) ;)

  17. CheshireCat ამბობს:

    ნიამ :)
    რა ცხელ–ცხელი თემაა.
    მე ალბათ უფრო ამხანაგ აივერსონის გამოსვლას დავეთანხმები :)
    ვერ ვიტან გამოთქმას “დაქალი” და “ძმაკაცი”. თუმცა მყავს მეგობრები, რომლებსაც უპრობლემოდ ვეძახი მეგობრებს და რომელზეც არ ვფიქრობ, რომ ხვალ კაცს ამახევენ და არც მისი “წუწუნით” ვიგრუზები :) ….

    ზოგადად, მე ისეთ დასკვნამდე მივედი, რომ ყველას თავისებურად უყვარს და თავისებურ ურთიერთობებს აწყობს. ანუ მაგალითად ვიღაცას შეუძლია თინეიჯერობაში დაშორებულ შეყვარებულს, ცხოვრების ბოლომდე ელოდოს. ვიღაცას არა(მე მაგალითად :) ). მეგობრობაც რაღაც მასეა.ყველა თავისებურადაა და ყველასთვის თავისი გამოცდილება და დასკვნები მართალია. მამაკაცებთან მეგობრობას რაც შეეხება… ალბათ მაინც ვერ დაგეთანხმები :) ვერ გეტყვი რომ ტონობით ძმაკაცები მყავს.. მაგრამ მყავს ერთი მეგობარი, რომელიც მართლა მეგობარია და მასზე არაფერი “ისეთი”, არასოდეს მიფიქრია.

    ხოოოდა, ვოტ :) რა ვიცი აბა..

  18. Sweet Baby Girl ამბობს:

    ძმაკაცი არა იხვი…

    ერთი ძმაკაცი მყავს და ისიც 14 წლისაა :(

  19. fiqro ამბობს:

    provokacia+cinizmi+qaluri logika+ kompleqsebi+ironia+gruzinuli hipertrofirebuli megobrobis cneba wipa megobroba gzad da xidad+sexi.. mokled iswina gZeta tam :)
    pa seredine.

  20. ლილიანი ამბობს:

    იასნია ყველა ქალი გადაახტება თავის “დაქალს” კაცის გამო

    ai mxolod amashi ar getanxmebi!

  21. Kate ამბობს:

    არა, არა და კიდევ ერთხელ არა!!!
    არ ვეთანხმები ამ პოსტს.

  22. otucho ამბობს:

    :user: zogi mecinaagmdegeba amashi
    arada ramdeni xani msgavsi imho maq
    xoda isa gide erti dakvirveba
    mogbari qalebi roca bednierebi (tav tavisTvis da sawuwno ar aqvT) arian mashin ufro ne ujivaiutsa

  23. პერწკლი ამბობს:

    ვერ ვიტან “გოგოურ” მეგობრობას.ჭორაობას,სულში ჩაძვრომას… ამჟამად სამად-სამი მეგობარი მყავს.ორი ბიჭი და ერთი გოგო.ბავშვობისმეგობარი გოგო, რომელიც არაა ტიპიური “გოგო”. ბიჭი,რომელმაც იცის რომ მეგობარი და ცოტაკიდე მეტია. და ბიჭი რომელმაც არ იცის რომ ჩემი მეგობარია და თვლის რომ ჯასთ ვეურთიერთები. და არცერთთან არ ვარ რეალური მე :)

    ხოპ……..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s