ბლოგროლის ლინკები – ცალკე ფანჯარაში!

დღეს ვორდპრესში ერთი ძალიან სასარგებლო ფუნქცია აღმოვაჩინე და სასწრაფოდ უნდა გაგიზიაროთ.

ჩემთვის ბლოგებში ერთ-ერთი პრობლემა ის არის ხოლმე, რომ ბლოგროლში ჩამოთვლილ რაიმე საიტს რომ ვკლიკავ, გადადის პირდაპირ იქ, “საწყის” ბლოგს “ვკარგავ”. ანუ ლინკები ცალკე ფანჯარაში არ იხსნება, რაც ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა – იმიტომ, რომ ხშირად ბლოგის თვალიერება დამთავრებული არ მაქვს ხოლმე, მერე უკან გადმოვდივარ და ა.შ. მოკლედ, სანამ ჩემი ჭკუა მოიფიქრებს, რომ შიფტს დავაჟირო და ისე დავკლიკო ლინკს (open page in new window), ასე ვწვალობ ხოლმე.

დღეს ვორდპრესში ნინიკოს ბლოგის დამატებისას სრულიად შემთხვევით დავკლიკე Advanced options – targets. და ჰოი საოცრებავ, რას მეუბნება! თუო აირჩევ აქო ამასო: _blank, მაშინ ამ ლინკს ცალკე ფანჯარაში გახსნის დაკლიკვისასო.

ბედნიერად შევხტი სკამზე, დავუარე ყველა ლინკს, რაც კი მაქვს ბლოგროლში, და გადავიყვანე მაგ _ბლანკ-ზე. ახლა ვტკბები, რომ დაგაინტერესებთ სხვა ბლოგებზე წასვლა, აქედან არ დაიკარგებით თან, ისინი ცალკე ფანჯრებში გაიხსნება : )

რჩევა ყველას, ვინც ვორდპრესის ძრავაზე მუშაობს: ყურად იღეთ ეს აღმოჩენა.
რჩევა ყველას, ვინც ბლოგერზე ან სხვა ძრავაზეა: მოძებნეთ, აუცილებლად იქნება რამე მსგავსი თქვენთანაც.

sweet baby girl– იქნებ გაუზიარო ხალხს შენი ბლოგსპოტისეული გამოცდილება ამ ამბავში ბლოგერებს : )

Updated: ახლა ვეძებ ფუნქციას, რომელიც პოსტში მითითებულ ლინკებსაც ცალკე გახსნის. ვინმემ თუ იცით, გამიზიარეთ რა.

This entry was posted in Web and tagged , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ბლოგროლის ლინკები – ცალკე ფანჯარაში!

  1. iverson says:

    ahahhaha mokled es mecnieruli winsvlebi ggg :D

  2. bigcrow says:

    ეე, დოდ, სადა ბანაობ :-)

  3. bigcrow says:

    პ.ს. პოსტში მითითებული ლინკების ცალკე გახსნაც ადვილია – target=”_blank” უნდა ჩაამატო a href=”…” -ის მერე, ფრჩხილის დახურვამდე…

    ვაი ვაი…
    აქამდე არ იცოდი ეგენი? :)

  4. dodka says:

    ო ყვავა, რაოდენი მადლობა რომ იცოდე…

  5. ისა ჩემსას ეგრე აქვს :)

    და შენ ის გააკეთე კიდე არ გინდა? კომენტარები ცალკე პატარა ფანჯარაში რომ იხსნებოდეს :)

  6. კომენტარები მაინც ტრაკში იხსნება :(

    შენს ბლოგზე აი მინ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s