ღამურა

დილის ხუთი საათია, ვზივარ და ვთარგმნი ჩემს “საყვარელ” ქიმიკატებს, ვსვამ ბ52-ს, რომელიც არის იაფი რედბული და საქმე ცოტა არ იყოს, ნელა მიდის წინ, იმიტომ რომ რაღაც სხვა რამეებზე ვფიქრობ.

ხო, რა შუაში იყო ეს ბოდიალი, რისი თქმა მინდოდა. მოკლედ, ხომ არიან ღამურები და ტოროლები, ანუ ხალხი, ვინც გვიან იძინებს და გვიან იღვიძებს და პირიქით, ხალხი, ვინც დილაუთენია დგება.

სულაც არ ყოფილა შემთხვევითი ბიოლოგიური საათის ასეთი არეულობა და ერთერთი ვერსიის მიხედვით, სულ ევოლუციის ბრალია ის, რომ მე ღამის საათებში ვარ განსაკუთრებით აქტიური.

თურმე ისინი, ვინც ასე ღამურობენ, არიან იმ ხალხის გენეტიკური შთამომავლები, ვინც ოოოოდესღაც, ბევრი ათასწლეულების წინ იმისათვის, რომ ღამე ცეცხლი არ ჩამქრალიყო და ცხოველები არ დასხმოდნენ თავს გამოქვაბულს, მორიგეობდნენ და ფხიზლობდნენ. შედეგად, აერიათ ბიოლოგიური საათები.

ჰოდა იევიც, მოდი და არ დაუჯერო – ბავშვობიდან ასე ვარ, 2-3 წლის ასაკიდან დილით გაღვიძება მიჭირს. ვერაფერმა, ვერანაირმა რეჟიმმა, დამაძინებლების სმამ, სამსახურებმა და ა.შ. ვერ შეცვალეს ჩემი ღამურობა… ჰოდა მერე შემთხვევით ვიპოვე ეს გენიალური თავისგასამართლებელი : )

Advertisements
This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ღამურა

  1. bigcrow ამბობს:

    არადა როგორ არ მიყვარს საათი რომ ამერევა ხოლმე, ღამისთევების შედეგად..
    სასტიკად არ მიყვარს …

  2. k84u ამბობს:

    ეჰ, მე დიდი ხანია შევეგუე და შევეჩვიე იმას, რომ ღამურა ვარ.
    აბიტურიენტობამ ამირია ძილისა და ჭამის რეჟიმი, უფრო ძილის.
    ხოდა ახლა უკვე ძალიანაც რომ მინდოდეს ღამის 1 სთ–ზე დაძინება, შანსი არაა, ვერ ვიძინებ. ამიტომაც კომპიდან რომ ვდგები, გავდივარ მეორე ოთახში და ვკითხულობ წიგნს. მერე გავდივარ სამზარეულოში, მივირთმევ კარაქიან და თაფლიან პურს და მერე, სადღაც 4 სთ–სთვის ვიძინებ.ზოგჯერ 5–სთვის. თან ყველაზე პრიკოლი ის არის, რომ ამ დროს უკვე ჩიტების ჭიკწიკი მესმის,ნერვები მეშლება, რომ უკვე სადაცაა გათენდება. :(
    და ასე ყოველდღე.
    კიარადა ყოველღამე.

  3. Dv0rsky ამბობს:

    აუ მაგრა მომეწონა ახსნა – გენეტიკური და ისტორიული

    ანუ ღამის გუშაგები ვართ?
    მე წყალტუბოში ვარ, და მაგარი ტასკაა, 23 სთ-ზე დავწექი და ვიცი რო 4-მდე ვერ დავიძინებ…

  4. CheshireCat ამბობს:

    +1 ღამურა. რაც თავი მახსოვს სულ ასე ვარ.. ჩემთვის ყველაზე, ყველაზე ადრე დაძინებაა 1 საათი ღამის. სამაგიეროდ დილით 11 საათზე ადრე ადგომა ტრაგედიაა ფაქტიურად.

  5. CheshireCat ამბობს:

    დვორსკი, აჰა.. ღამის გუშაგები.. Ночной Дозор :) Всем выйти из сумрака!

  6. iverson ამბობს:

    me var tqvens Soris yvelaze magari Ramura!!! jibeshi chagisvavT yvelas :user:

    :tan:

  7. dodka ამბობს:

    We are so special :D

  8. piccolina ამბობს:

    დოდ, ამხელა ქალი ხარ და მაგ ახსნას უჯერებ?
    ნწნწნწ
    ისე, შიშები რომ არ მაწუხებდეს და + გვერდით ოთახიდან მუდმივი კონტროლი მეც ღამურა ვიქნებოდი 100%
    მარა მიუხედავად იმისა რომ (ღამურებთან შედარებით) ადრე ვიძინებ, დილას მაინც გაგუდვამდე შემიძლლია ძილი :bis:

  9. Pingback: We Live Together « Dream is Destiny

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s