ზემოთ ასაგზავნი წერილები. 5

Дорогой Бог,ты сделал классный бизнес,создав людей.
(Джим,11)

გულისრევამდე
მისული ზიზღი
ყველა არსების,
ფიქრი, თუ როდის
გამიჩნდა ბზარი,
ბრაზი,
შიმშილი
(სულის),
კითხვა, თუ როდის
გადაიქცა მზის სხივები
რადიაციად,
როდის დავიწყე
დეგრადაცია.
როდის ვიპოვე ხალხი,
რომელიც ისე მიყვარდა,
რომ გულისრევა მეწყებოდა ზიზღისგან.

…ნარწყევი საქართველოა,
ფურთხები ჩვენ ვართ ყველაო…

…ოდეს ვარსკვლავები ჭუჭრუტანებად იქცნენ, დავკარგეთ მთავარი გასაღები და არც კარის შემტვრევა მოგვსვლია აზრად…

ნარცისიზმი,
ეგოიზმი,
ეგოცენტრიზმი.

სულიერი ექსჰიბიციონიზმი. / მიგრძენით /
ხორციელი ექსჰიბიციონიზმი. / დამინახეთ /

4:44 ზუსტად ჩემს საათზე. სურვილი ჩავიფიქრე.

რამდენად იქირავებდით ჩემს სულს?
მევაჭრეთ.

ვადაგასული წამლის გემო ჰქონდა ბოლოს შენს ქვედა ტუჩს,
თუცმა არასდროს გამისინჯავს ვადაგასული წამალი,
და შენი ქვედა ტუჩიც მხოლოდ სიზმრიდან მახსოვს.

მე
არასოდეს
გაგიმეტებ
შენ,
ვინც
მიყვარხარ,
იმისათვის,
რომ
იყო
ჩემთან.

…და ამოვიდა დაკარგული გასაღების ალაგას სიცოცხლის ხე. ვინც მის ნაყოფს გასინჯავს, გახდება უკვდავი და ვეღარავინ გადაარჩენს სიცოცხლისაგან…

მეფე არის შიშველი.

This entry was posted in კისპრომტები. Bookmark the permalink.

One Response to ზემოთ ასაგზავნი წერილები. 5

  1. piccolina says:

    უკომენტაროდ

    და მაინც
    ნაის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s