Mad at myself…

მოკლედ, დეგენერატი ვარ

გუშინ ღამე დავაინსტალირე რამდენიმე დღის წინ სახლიდან წამოღებული მპ3 კომპში და შევყარე შიგნით ღენიალნი სიმღერები, ძირითადად ფრენკ სინატრა და ბიტლზი, რომლებზეც კაპიტალურად შევჯექი. ეს ყველაფერი იმ განზრახვით, რომ მეორე დღეს, ანუ – დღეს, ანუ უკვე გუშინ – აუცილებლად წავიდოდი სასეირნოდ, თუ კარგი ამინდი იქნებოდა. ჯანმრთელ ცხოვრებას და ფიზ.დატვირთვას თავი რომ დავანებოთ – მინდა, რომ ბოტასებით სიარულს ცოტა მაინც შევეჩვიო.

კარგი ამინდიც იყო, აქამდე მოსამიზეზებელი მპ3-ს უქონლობაც აღარ იყო, მაგრამ ჩემს ერთობ პატივცემულ ტრაკს არ ეღირსა გათრევა… უფრო სწორად, რომ გამახსენდა – უკვე ძალიან გვიანი საღამო იყო.

ოოოჰ ვერ ვიტან, ვერ ვიტან ამ ჩემს ნიჭს, შეუმჩნევლად ვფლანგო დრო.

ახლა კიდევ ვფიქრობ და – ერთერთი მიზეზი კიდევ დაბალძირიანი ფეხსაცმლით სიარულის შიშია. რა ჯანდაბა მჭირს არ ვიცი, მგონია, რომ დავცემი, წონასწორობას კარგად ვერ ვიჭერ და ათასი სლეობა… თან ეს ბავშვობიდან თავში ჩაჭედილი აზრი, რომ დაბალძირიანი ყველაფერი მახინჯობაა ქალზე.

ვსო არა, ხვალ აუცილებლად ვივლი ბევრს. და მარტო. და არანაირი ვაკის პარკი, სადაც “ლეგალურია” სეირნობა.

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

7 Responses to Mad at myself…

  1. iverson says:

    aige uro da chascxe monitors da gaxval :tan:

  2. bigcrow says:

    არალეგალური მოსეირნე ხარ? :-)
    სტრიტრეისერ…

  3. mroveli says:

    მამენტ კაი იდეაა სეირნობა, მითუმეტეს რომ ჩემი მობილი პლეიერი უფროა ვიდრე ტელეფონი, მაგრამს ად ვისეირნო?

    მამენტ სანაპიროზე შეიძლება საღამოობით

    ადრე მქონდა დილაობით სეირნობის ჩვევა, მაგრამ ერთი პრობლემაა,ს ეირნობისას იმდენს ვეწევი, შეიძლება მთელი დღის მანძილზე არ მოვწიო მაგდენი

  4. mroveli says:

    ტავტოლოგიისთვის პაღრდონ

    :(

  5. belovedi tu racxa says:

    va
    mec sinatras vusmen bolo dros
    tumca am postis mere erti kvira gavida :D

  6. Pingback: Break The Nachuch « Dream is Destiny

  7. keti says:

    აუ, მე ვერ დავდივარ დაბალქუსლიანით….

    და სანაპიროზე, მტკვრის გასწვრივ სეირნობა და თოლიების თვალიერება ყოველთვის მინდოდა… ერთხელ ვცადე პატარა მონაკვეთზე,როცა ფოტოებს ვიღებდი, მარა ამ ქალაქში ყველაფერს უაზროდ იღებენ. მანქანების, უფრო სწორედ მანქანებიდან რეაქციამ გადამაფიქრებინა:)
    თოლიები კი გადავიღე:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s