26.03 სიზმარი

გამეღვიძა და უჩა გვერდით არაა, რომ ჩვეული დილის სიზმარი მოვუყვე, ასე რომ აქ დავწერ (ბოლოს და ბოლოს, სიზმრებისთვის შეიქმნა აქოურობა) . 

მესიზმრა რომ ვიყავი მე-9 თუ მე-10 კლასში, დიდი ვიყავი რა მარა იმის გამო, რომ მე-10 კლასი არ გამივლია, დამაბრუნეს სკოლაში. ჩემი კლასელები იყვნენ გოგი და თემო (კიბორგას ძმები).

ხხოდა იქ ბევრი დებილობა რა, ვიღაც მათემატიკის ბიძა მასწავლებელი მეჩალიჩებოდა და ა.შ.

მერე ვითომ 7 იანვარი იყო თუ რაღაც ეგეთი, და ყველა ადგა, სანთლით ხელში და ლოცვა  დაიწყეს. ჯერ მეც ავდექი, მერე დავჯექი, მერე ისევ ავდექი, მერე ისევ დავჯექი, ვერაფრით გადავწვიტე როგორ უნდა მოვქცეულიყავი მაგ სიტუაციაში. ბოლოს ვთქვი, ათეისტი ვარ მეთქი და დავჯექი.

მერე ერთმა მდედრმა მასწავლებელმა, რომელიც ვაბშეტა კარგი როჟა იყო, ჩამოიარა საშინაო დავალების შესამოწმებლად. ჩემი რვეული იყო დახეული და გაუბედურებული. ნუ დავალებაც არ მეწერა, იმიტომ რომ მაგ მასწ.-თან პირველი გაკვეთილი იყო. ჩამოიარა და რაღაც მიმიწერა რვეულზე. ვერ გავარჩე ვერაფრით, მერე სათვალე გავიკეთე – და მაინც ვერ ვხედავდი, ბოლოს კინაღამ ისტერიკაში ჩავვარდი, ვწმინდე სათვალე დიდხანს და ბოლოს გავარჩიე. რვეულზე ეწერა:

A person who is who she is not.

We will stand by you and watch you grow here, day by day, month by month, on the blog, word to word

ჰოდა აქ ამივარდა ტირილი, თან ისეთი, რომ ცხვირით ვეღარ ჩავისუნთქე, პირი გავხსენი და მაინც ვიგუდებოდი, და ამ გუდვაში გამეღვიძა

oO

This entry was posted in სიზმრები. Bookmark the permalink.

4 Responses to 26.03 სიზმარი

  1. Toto says:

    რა იყო გუშინ ბლოგერებიშ შეხვედრისგან ასეთი ვპეჩეტლენიები გქონდა? :P
    …”Blog-Life” :P

  2. Wangbu says:

    You have a very interesting blog. Keep Blogging!

  3. jibla says:

    აეუუფ :D ყოჩაღ შენ სიზმრებში :D

  4. Pingback: დოდკას სიზმარი « ბლოგზმანება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s