რა ჰქვია ასეთ კაცს?

იმათმა დიდმა პროცენტმა, ვინც ჩემს ბლოგს შტურმავს, კი იცის რა არის სტრაიკბოლი, იგივე აირსოფტი. ვინც არ იცის – http://forum.ge/?showforum=96 აგერ ლინკი თუ დაგაინტერესებთ.

ჩემი საყვარელი საუკეთესო ნახევარი სტრაიკბოლის პირველი შემომტან-დამფუძნებელია საქართველოში. ჰოდა რაც ერთად ვართ, იმის მერე მეც სტრაიკერი ვარ, და მთელი ისტორია ზეპირად ვიცი, და გულიც ძალიან შემტკივა და მაინტერესებს  ყველაფერი, რაც ამ სფეროში ხდება.

გუშინ მორიგი თამაში იყო და ერთერთმა ძველმა მოთამაშემ გვითხრა, თურმე რომელიღაც საიტზე თუ ფორუმზე გაიჩითა რამდენიმე კაცი, რომლებმაც ახლა დაიწყეს სტრაიკის თამაში – ჯერ ცუდი იარაღებით, ახლო მანძილზე, უფორმოდ და უყველაფროდ იასნია,  ისევე, როგორც ჩვენი სასტავისთვის იწყებოდა სტრაიკი რამდენიმე წლის წინ. ნუ საკაიფო იყო, გაგვეცინა, იგივეა რაიმე ტომის შესახებ რომ გაიგო დღეს, კომპების ეპოქაში, რომ ახლა იგონებენ კალკულატორს.

ხოდა ერთ-ერთმა ჩვენგანმა გადაწყვიტა შესულიყო და დაედო იმათთან ჩვენი იარაღების სურათები (ამ ხნის განმავლობაში კაი დიდი არსენალი კი დაგროვდა…)

ასეც გააკეთეს, და უჩამ შეიხედა კიდევაც იმათან… ნეტა არ შეეხედა პრინციპში, ან კიდევ კაი შეიხედა.

მოკლედ, ახალი მოთამაშეების დამატება და შერჩევა საკმაოდ მკაცრად ხდება ჩვენთან, ვიღაცამ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს, პრეტენზიები ჩიტერობაზე რამდენიმე თამაშის განმავლობაში არ უნდა იყოს და ა.შ. ჰოდა წინა კვირას დაგვემატა ერთი ახალი მოთამაშე ფორუმ.ჯი-დან.

მისით ყველა აღვფრთოვანდით რა, მაგარი კარგი ტიპია, ურთიერთობაშიც, სტრაიკისადმი დამოკიდებულებაც მოგვეწონა, ნუ ყველაფერი ყველაფერი. დაჟე პირველი თამაშის მერე რომ წავიდა ახლების ჩიტერობაზე საუბარი, მეგონა, რომ მასზეც იყო და ია ზა ნივო გაროი ვსტალა – მეთქი ნუბს თუ შეეშალა, არ ითვლება, იმიტომ რომ პირველ თამაშზე ძნელია თქო და ა.შ, მოკლედ ყველა დავიცავი მის გამო : ))

ხოდა, დავუბრუნდები კალკულატორის გამომგონებელ ტომს. შევიხედეთ იქ და რას ვხედავთ, ეს ჩვენი საყვარელი ახალი მოთამაშე წერს იქ, აღმოჩნდა, რომ იმ ტომთან ერთად არის, ყველას აკუკავს პახოდუ – თქვენ რა გესმითო, ახლა თქვენზე მაგარი იარაღი მაქვსო და აშ… და ეს კიდევ არაფერი, ყველაზე მეტად რაზეც გავბრაზდი – მაღაზიაში, სადაც ჩვენ ვყიდულობთ იარაღებს, ერთი კარტიდან ვიყიდეთ ყველაფერი და მაღაზიის მფლობელმა ჩვენს სასტავს 25%იანი ფასდაკლება გაუკეთა ბოლოს და ბოლოს. ნუ რა თქმა უნდა, იმ კარტის გარეშე ყიდვა არ მოსულა. და ამ ტიპს ეგონა, რომ იმ კარტას იქ ვტოვებდით ხოლმე თუ რა იყო, უწერს ფორუმზე იმათ – თქვენ თუ გინდათ იარაღებიო, მიდითო იმ მაღაზიაში და უთხარით, რომ სტრაიკბოლის ფედერაციიდან ვართო და კარტა აქ გვაქვს დატოვებულიო, და 25%-იანი ფასდაკლებით მოგცემენო.

არა, მე ვერ გავიგე რა საჭირო იყო ეს ორმაგი თამაშები და ტყუილები, მაშინ, როცა შეეძლო უბრალოდ ეთხოვა, აგერ ჩემს მეგობრებს სჭირდებათ იარაღების ყიდვა და გაგვყევით და გვათხოვეთ კარტაო, ვინმე არ ათხოვებდა?

ან კიდევ ჩვენთან რომ ეთქვა და არ დაემალა და არ მოეჩვენებინა თავი, თითქოს ცხოვრებაში პირველად თამაშობს სტრაიკს…

ხოდა, მაინტერესებს კაცურ სამყაროში ასეთ კაცს რა ჰქვია?

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

3 Responses to რა ჰქვია ასეთ კაცს?

  1. Toto says:

    ლოოოლ, ბოვში-სავით… :P

  2. bigcrow says:

    ისეთი სერიოზულობით წერ ამაზე, კინაღამ რაღაც ვიფიქრე :-)))

  3. Dv0rsky says:

    BarCamp Caucasus 2008 ორგანიზატორები იწვევენ ბლოგერებს, ჟურნალისტებს, IT სპეციალისტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ბლოგერთა პირველ არაკონფერენციაზე კავკასიაში!

    უახლოესი შეხვედრა: სამშაბათს, 25 მარტს, სასტუმრო “ატლანტა”-ს საკონფერენციო დარბაზი (რჩეულიშვილის 13)

    დასაწყისი: საღამოს 8:00

    მონაწილეები: BarCamp Caucasus-ის ორგანიზატორები, BarCamp Baltics და BlogCamp CIS (კიევი) ორგანიზატორები, ჟურნალისტები, ბლოგერები და BarCamp Caucasus-ის მონაწილეები.

    სადისკუსიო თემები:

    * რა არის ბარკემპი?
    * ბარკემპის საწყისები
    * ბარკემპის ორგანიზება

    BarCamp – საზოგადოდ განიხილება, როგორც არაკონფერენცია – თავშეყრის სრულიად ახალი ფორმაა, რომელიც ჩაისახა “სილიკონის ველზე” 2005 წელს და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. არაკონფერენცია არაოფიციალური ნაწილია კონფერენციისა, რომელიც ღია დისკუსიების, იდეებისა და მოსაზრებების გაცვლას ემსახურება

    ძირითადი თემები:

    * ახალი მედია-საშუალებები
    * ჟურნალისტიკა
    * ვების განვითარება
    * სოციალური ქსელები
    * ღია კოდი და ა.შ.

    შეკითხვები გაქვს?

    დამიკავშირდი

    http://www.barcamp-kavkaz.org

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s