დედა

ვიცი, რომ კითხულობ ბლოგს, ვიცი, რომ ნერვიულობ…

შეიძლება მეილი არ წაიკითხო, მაგრამ აქ ნაწერს ნახავ და გული არ მოგითმენს, ეგეც ვიცი…

ბევრი რამე მინდა, რომ გითხრა, ძალიან ბევრი,  მაგრამ არ დაეტევა აქ.

ბოდიშების და თავის მართლების ნაწილს გადავახტე უნდა, აზრი არ აქვს, არც ფასი აქვს.

დე, ყველაფერი მართლა უკეთესობისკენ ხდება, ყველაფერი…

ადამიანისთვის ცურვის სწავლა რომ უნდათ და წყალში აგდებენ, იგივეს უდრიდა ჩემი სახლიდან წამოსვლა.
რამდენი ხანი გავიდა, ორი თვე, თუ არც? და რამდენი რამე ვისწავლე.
პირველ რიგში ის, რომ არსად დავიკარგები, საკუთარ ძალებში დავრწმუნდი.
იმაში დავრწმუნდი, რომ ბევრი მუშაობაც შემიძლია. და იმაშიც, რომ ყველაფერი დაფასდება – კარგიც და ცუდიც.

ახალ სამსახურზე ვწერდი ამასწინათ, გუშინ გვქონდა ჩემთვის სატესტო გასვლა მე და ამ გერმანული კომპანიის გენ.დირექტორს. შეხვედრა იყო, მე ვთარგმნიდი ორივე მხარეს. მემგონი მოეწონა, ასე მითხრა, რომ ძალიან კარგი უნარი გაქვს, შენდამი დადებითად განაწყო ადამიანები და ეს ისაა, რაც ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანიაო.

ამ კომპანიის კონტრაქტორები არიან ძალიან სერიოზული ფირმები, ჰაიდელბერგიდან დაწყებული, კაპაროლით დამთავრებული, + ცოტაოდენი ნაცნობობა მთავრობასთან, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ბიზნესს.
ხელფასი – ნორმალური, საწყისი ეტაპისთვის, მომატების პერსპექტივით, ბევრი საჭირო კონტაქტები, და წინსვლის შესაძლებლობა.

ლაშასთან ყველაფერი დალაგებულია, დაახლოებით ორ კვირაში ერთად გადავდივართ.

აქამდე არ გეხმიანებოდი, არ მინდოდა ამას დაბლამყოფი უსუსური ადამიანის თავის შეცოდების სახე ჰქონოდა, მინდოდა მაშინ მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ, როცა ფეხზე წამოვდგებოდი, და აგერ, წამოვდექი.
ვიცი, წინ კიდევ ბევრი შეცდომა და ძნელი პერიოდი მელის, მაგრამ გადავლახავ…

მოლოცვა მინდოდა შენთვის, ნაეც.გე-ზე ვნახე, რომ გასულხარ გასაუბრებაზე :) მე მჯერა შენი წარმატების.

მიყვარხარ ძალიან,

“ბლუდნაია დოჩკა”,

დოდი

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

14 Responses to დედა

  1. ლ.ს.დ.ო. ამბობს:

    შეუნდეთ ქ-ნო ელზა, შეუნდეთ! :P

  2. მარი ამბობს:

    რთული იქნება ალბათ, მაგრამ ოდესღაც მეც მომწევს შევეგუო რომ ლილუ (და სხვა შვილებიც, ღმერთმა მამრავლოს :) ) ჩემი საკუთრება არაა და უკვე გაიზარდა… თავისი ცხოვრება აქვს და ოთახში შესვლის წინ კარზეც უნდა დავუკაკუნო…

  3. Dv0rsky ამბობს:

    ოთახში შესვლის წინ რო უნდა დააკაკუნო, ეგ ახალი არაა, და ვერ ვიტან, რო შედიან დაკაკუნების გარეშე!!1

    უზრდელობაა ეგ, და მეტი არაფერი.

    და რაც შეეხება ამ წერილს, დოდკა, სიტყვები არ მაქ :)
    მიდი, მიაწექი შენს ცხოვრებას, მთავარი ეგაა, და ყველაფერი კარგად იქნება, და ოჯახის წევრებიც კარგად გეყოლება – ჯ ა ნ ს ა ღ დისტანციაზე, რა თქმა უნდა!

    Heidelberger Zement? Klingt gar nicht so schlecht ;)

  4. bigcrow ამბობს:

    ჩვენ ვამაყობთ შენით, დოდი :-)

  5. iasamani ამბობს:

    i leve u dod :) kargi posti gamogivida :) liz, tqvenc miyvarxat :)

  6. Bad Dog ამბობს:

    ყველაფრის ანალიზი და შედეგების მოლოდინი არაა აუცილებელი
    გაიხარე, :)
    все и так уже харашо

  7. reFuse ამბობს:

    სად წაი გოგო? წარმატებები ;)

  8. cabbabis ამბობს:

    sagol! sheni fani var :D :jump:

  9. mroveli ამბობს:

    მდას
    ყოჩაღ მზეი

  10. Don Escense ამბობს:

    ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა დედის რეაქცია ამ წერილის წაკითხვის შემდეგ… ალბათ მოსაფერებელ სიტყვებს ჩაიჩურჩულებდა..:)

    კარგი წერილია… დედას გაუხარდება…

  11. The Sea ამბობს:

    ეჰ, არადა რამდენი უაზრობა წერია მაგ წერილში.
    თუ არ გამოსწორდი ვერასდროს მიაღწევ რაიმე მიზანს.
    კაროჩე არ მინდა მეტის თქმა.

  12. dodka ამბობს:

    :D

    ჰაჰაჰ, მაგ კომენტარის წაშლა ვიფიქრე ჯერ, მერე გადავიფიქრე, სისუსტე იქნებოდა :D

    1. არაფერი უაზრობა მანდ არ წერია.
    2. ჩემს გრძნობით დაწერილ ნებისმიერ სიტყვას უაზრობას ნუ უწოდებ.
    3. გამოსწორება არ მჭირდება, ისედაც კარგი ვარ, მთავარია გავიხსენო, როგორი კარგი ვარ. :D

  13. DatoGio ამბობს:

    საინტერესო და გულიდან წამოსული პოსტია ადამიანისა რომელსაც არ ეშინია ცხოვრების და ვფიქრობ ასეთი ადამიანის მშობელი ბედნიერი უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ ძნელია როცა კარგავ კონტროლს შვილზე. ძნელია, მაგრამ დოდკასთვის მაინც ასე ჯობია…
    სერიოზული გრძნობაა, როცა ხედავ როგორ სწავლობს შენი პატარა დამოუკიდებლობას.
    იმედია მეთანხმებით ქალბატონო ელზა???

  14. Don Escense ამბობს:

    გამოსწორება არ მჭირდება, ისედაც კარგი ვარ, მთავარია გავიხსენო, როგორი კარგი ვარ.

    საუკუნის სიტყვებია.. .:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s