Changes…

ყველანაირი ცვლილება სტრესია, ესე იგი… თან აზრი არ აქვს ეს ცვლილება შენი სურვილით ხდება თუ მის წინააღმდეგ, არ აქვს აზრი დადებითისკენაა თუ უარყოფითისკენ.
საერთოდ ეს შეფასებაც – “დადებითი”, “უარყოფითი” – ხომ ჩვენი მიწებებული იარლიყებია… რაც ერთისთვის დადებითად აღიქმება, შეიძლება მეორესთვის უარყოფითი იყოს და პირიქით. ბუნებაში კარგი და ცუდი არ არსებობს…

ბლოგი პატრონმა მიატოვაო…
პატრონმა ბევრი რამე მიატოვა ამ ბოლო  პერიოდში :)
ბლოგზე ვფიქრობდი ხოლმე… მაგრად მინდოდა დაწერა. მაგრამ არ მინდოდა რომ უკიდურესად პირადი გამომეფინა. სხვანაირად არც გამოდიოდა, და არც ზოგადსაკაცობრიობო თემებზე სამსჯელოდ მქონდა ხალისი.

სახლიდან წამოვედი..
მეგობართან  ვცხოვრობ და სამსახურს ვეძებ..
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები დაძაბული მაქვს და არც ვიცი როგორ შეიძლება გამოვასწორო.
ეგებ საუკეთესო გამოსწორების გზა არის ის, რომ მივცე საშუალება, თითონ გამოსწორდეს?
ამ ეტაპზე სხვა გზა არც მაქვს…

ყველა, ვინც გვერდში მიდგას ამ ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდში, თუნდაც ვინც ჩემს პრუწუნს უსმენს მოთმინებით,
ან ვინც ახლა ამ ბლოგს კითხულობს და ძალაუნებურად უსმენს :D
ყველას ძალიან დიდი მადლობა.

გამიხარდა რომ არ შევცდარვარ ადამიანებში, ყველა მათგანი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ველოდი და რისი იმედიც მქონდა…
ერთის გარდა, მაგრამ ის ცოტა სხვა თემაა, და ალბათ ერთადერთი, რომელზეც აქ არ ვილაპარაკებ.

ყველაფერი მაგრად იქნება :)
მე ძალიან ძლიერი პიროვნება ვარ…
[აუტოტრენინგი :P ]

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

4 Responses to Changes…

  1. Dv0rsky says:

    დოდკა, იცოდე ერთი რამე – ყველაფერი კარგად იქნება.
    თუ მიყევი ნეგატიურ ემოციებს – მაშინ შენც ყველაფერ ნეგატიურს მიიზიდავ…

    დადებითად უნდა განეწყო, და ავტოტრენინგიც უნდა ჩაიტარო და, რაც მთავარია, მუდამ გახსოვდეს – ყველა, უკლებლივ ყველა ცვლილება უკეთესობაა, გაუმჯობესებაა! :)

    ნებისმიერი ახალი რამ – საცხოვრებელი ადგილი, ურთიერთობა, სამსახური – ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება :)

  2. bigcrow says:

    მართალია ამხანაგი დვორსკი. აი მაგალითად რომ ავიღოთ – ამასწინად გავბრაზდი და ტელეფონი ნაფშვენებად ვაქციე. ანუ მოხდა ცუდი ფაქტი – ტლეფონი აღარ მაქვს. მაგრამ აწი რომ ვიყიდი, ეგეთივეს ხომ არ ვიყიდი? ვიყიდი უკეთესს…

    ვოტ, ესეც შენ, ცუდში დანახული კარგი :-)

  3. reFuse says:

    და ბოლოს მატერიალისტური განმარტებაც: ზამთარი სეზონური დეპრესიის პიკია, ზამთრიდან გაზაფხულში გადასვლისას მთელი რიგი ძვრები ხდება გარემო პირობებშიც და საერთოდ ცნობიერბაშიც, ამიტომ ეს დრო ყველაზე დაძაბული და სტრესულია მითუმეტეს საქართევლოში… მიერე კიდე მშვილდოსნის ეტლი შედის მთვარის გავლენის სფეროში და ა.შ.

    ადამიანები ეცემიან იმისთვის, რომ წამოდგომა ისწავლონ.

    გამხნევდი დოდ.

  4. bigcrow says:

    და ვაბშემს, ნუ წუწუნებ რა :-)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s