ბავშვობის ცოდვები

ბავშვობაში ყველას გვქონია ალბათ რაიმე შეთხზული ისტორიები, რომლებსაც ვაჯერებდით თანატოლებს.

მე თან ამის დიდი ასპარეზი მქონდა – სკოლებს ხშირად ვიცვლიდი, ასე რომ შემეძლო სხვადასხვა ლეგენდებით მეცხოვრა :)

ბოშები მიზიდავდა ძალიან, ჰოდა ყველას დავაჯერე, რომ ბოშა ვიყავი, დედაჩემმა რომ გამაჩინა, მერე სხვა ქვეყანაში უნდა  წასულიყვნენ (მომთაბარე ტომები და ამბავი), ამ დროს ჩემს გამზრდელ მშობლებს გადაეყარა და იფიქრა, რომ აქ უკეთ ვიქნებოდი და დამტოვა .

მეორე ლეგენდა უკვე სხვა სკოლისათვის – იტალიელი მისიონრების შთამომავალი ვიყავი, რომლებიც მე-18 საუკუნის ბოლოს ჩამოვიდნენ აქ  (ენციკლოპედიაში მოვქექე დაჟე). გვარის ჟღერადობაც მიწყობდა ხელს, ჰოდა არ გამჭირვებია ბოვშების დაბოლება.

ერთ საწყალ გოგოს, რომელიც  ჩემი “პადრუგა” იყო, მთლად ვაშტერებდი ხოლმე – ყოველდღე ვუყვებოდი ისტორიებს, რომლებიც მოლ’ წინა დღეს გადამხდა სკოლის მერე (საიდუმლო აგენტი ვიყავი და დავაფიცე რომ არავის ეტყოდა, იმიტომ რომ მერე რიღას საიდუმლო ვიქნებოდი..)
ხან მკვლელობას ვიძიებდი და ხან დამნაშავის მიტყუებაში ვეხმარებოდი ბოსებს…

შემთხვევით ის გოგო თუ კითხულობს ამას – მაპატიე, ნათია…

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ბავშვობის ცოდვები

  1. Dv0rsky says:

    :) ჰეჰეე…

    ნათიას ცხოვრებისეული შეხედულებების დანგრევის მოწმეები გავხდებით ეხლა? :)

  2. bigcrow says:

    არც კი გრცხვენია, არა?

  3. ლოლ
    მაგარი იყო ბავშვობა
    ეგეთ ისტორიებში დიდოსტატის მარჯვნეა ვიყავი იმენა
    ზოგჯერ ისე ვატყუებდი ხოლმე რო მერე მეც მიჭირდა რეალობაში დაბრუნება :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s