ქართველები არ ვართ?

გუშინ ვიჯექი მარშუტკაში და მივდიოდი ჩემთვის წყნარად ინგლისურზედ. უცებ შუა პეკინზედ ამ ჩემს მარშუტკას წინ წაუჩერა რაღაცა “ფირმა პიპიამ”, გადმოვიდა ორი კაცი და დაადგნენ საწყალ მძღოლს.
იყო იქ დედისგინება, შეხლა-შემოხლა (იშვიათი სიდებილის სიტყვაა), მოკლედ, ნისტავო ნისჩივო მიძყნეს მძღოლი და დაუბრუნდნენ საკუთარ პიპიას.
მაგრამ ქართველი მარშუტკისტი ამას შეარჩენს ვინმეს? დააძრო სიდენიის დაბლიდან  მძღოლმა რაღაც რკინის დუბინა და გაეკიდა უკან ტერორისტებს.
მეერე ვიფიქრე, აქვე ვარ ბარემ და ფეხით მივალ-მეთქი, გადმოვედი მარშუტკიდან და დაზოგილი 50 თეტრით ერთი რძიანი ყავა დავლიე IH-ს ბარშიდ.

ეს რა შუაში იყო, ხოდა რისი თქმა მინდოდა. ყველაზე კომიკური ამ სიტუაციაში იყო მგზავრი ქალი, რომელიც ყურში ჩამწიოდა:
-რას სჩადით!! ქაართველები არ ხართ?

იმის მერე ვფიქრობ, რა კავშირია მარშუტკის მძღოლისა და ფირმა მანქანის დაბლ მძღოლის შეხლა-შემოხლასთან (ა, კიდო ვიხმარე) ქართველობა.

იევიც, იევიც…

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

6 Responses to ქართველები არ ვართ?

  1. Dv0rsky says:

    ???

    მარშუტკა გადააგდე???

    ფული არ გადაუხადეეე???

    ომგ… :(

  2. dodka says:

    To დვორსკი: საინტერესოა, როდის მომეხერხებინა გადახდა, როცა მარშუტკის მძღოლი დუბინკებს ურტყამდა ორ კაცს? :P

  3. Dv0rsky says:

    დაგედო პირდაპირ იქ, ნუ მაგნიტია თუ რაცაა, სადაც ხურდებს აგროვებენ :)

    შემეცოდა მძღოლი :(

  4. bigcrow says:

    მძღოლი როგორ შეგეცოდა, როცა ის ორ კაცს რკინის დუბინკას ურტყავდა?
    როგორი არაქართული საქციელია, ღმერთო ჩემო…

  5. AnnA says:

    და რა ვერ გავიგე: რატომ დაადგნენ საწყალ მძღოლს იმ ფირმა პიპიის ბიჭები?? :-o

  6. dodka says:

    ეტყობა მძღოლმა ცუდად გადაუჭრა გზა – ეგეთები ეხერხებათ ხოლმე :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s