21…

გუშინ, 13 იანვარს 13 საათზედ შესრულდა 21 წელი, რაც ქვეყნიერებას მოვევლინე მე.

21 წლის მანძილზე ბევრჯერ მოვიტეხე ცხვირი, ბევრ ადამიანს მოვუტეხე ცხვირი, ბევრჯერ წამოვდექი და ბევრჯერ სხვასაც დავეხმარე წამოდგომაში.
მაგრამ საერთო ჯამში რა გავაკეთე მნიშვნელოვანი? არაფერი. ბუჰ.. ტეხს. მემგონი ამას სადაბადებისდღეო დეპრესია ჰქვია. ყოველ წელს ერთი და იმავე დღეს რომ გააცილებ უკანასკნელ სტუმარს და რომ დაწვები.. და რომ მიხვდები, რომ ერთი წლით დაბერდი. საქზ smile.gif

15 წლის რომ ვიყავი გძეტა, 21 წლის ადამიანები ისეთი დიდი და სერიოზული მეგონნენ. გულით სულ არ ვგრძნობ ამ დიდობას და სერიოზულობას, მაგრამ ტვინში უკვე მიკაკუნებს, რომ აწი მაქვს რაღაც ვალდებულებები, აწი რაღაცეების კეთება აღარ შემეფერება და ა.შ. ალბათ მანდ მთავრდება ბავშვობა…

ახლა კიდევ დედაჩემთან მაქვს ცოტა დაძაბული ურთიერთობა, რაღაც ულამაზოდ და უხეშად გამომივიდა მის მიმართებაში. იმეილი მივწერე, იმედია მალე წაიკითხავს და შემირიგდება.

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

5 Responses to 21…

  1. Iron Butterfly ამბობს:

    აქაც გილოცავ დოოდ :თუ ქისს:
    ჩვენ ყოველ წუთს ვიზრდებით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. აი დედამიწა რომ ბრუნავს და ვერ გრძნობ ისეთივე პონტია
    აშკარად მეძინება :D

  2. თეკლა ამბობს:

    გილოცავ მოგვიანებით :)დაბადების დღე მარტო იმად ღირს რომ აამ დღეს ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებს_სადღეგრძელოებში სულ გაქებენ და ყველა გეუბნება თუ რა ლამაზად გიბრწყინავს თვალები :D
    გისურვებ ყველაფერ იმას რასაც შენს თავს უსურვებდი!!!
    პ.ს.დედაცემს გულს მეც ვტკენ და მერე მე უფრო განადგურებული ვარ ხოლმე :( მოვეფეროთ დედებს!!!

  3. bigcrow ამბობს:

    დოოოოოოოოოოოოოდ!
    შენ ჩემი კუმირი ხარ, შენგან ბავშვი რომ მინდა ეგ კი იცი უკვე… ხოდა მეტი რა გითხრა ახლა..
    ბერდები რა :)

  4. bigcrow ამბობს:

    ამხანაგო დოდკა!
    რადიო სახლის ადმინისტრაცია (სახლმმართველი უზული და ზოვხოზი ყვავა) გაცნობებთ, რომ თქვენი ე.ი. ”ბლოგი” შეტანილია რადიო სახლის მეზობლების სიაში ( http://radiohouse.wordpress.com )
    ხოდა… ისა… მოკლედ… იქნება და თქვენც ასე ვთქვათ დაგემატებინათ ჩვენი ის* თქვენს იმაში**?
    ———
    * – ბლოგი
    ** – ბლოგში

  5. kid ამბობს:

    კაი ბლოგია. ცოტა ინტერფეისი არ მომწონს :-(

    http://kidblog.wordpress.com/

    აი ჩემი. იქნებ მოგეწონოთ. . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s