სალათის რეცეპტი

დღეს წავიექსპერიმენტე-თქო, ხომ ვთქვი :) ჰოდა დაგიწერთ ამ ჩემი ექსპერიმენტის შედეგს :) მიყვარს სამზარეულო :D

საჭიროა:
ყვავილოვანი კომბოსტო – 1 საშუალო თავი
ხახვი – 4 ცალი
სტაფილო – 4 ცალი
კვერცხი – 3 ცალი
მაიონეზი – რამდენიც გინდათ :D

მომზადების წესი:
ესე იგი, ჯერ იმისათვის, რომ ყვავილოვანი კომბოსტო კარგად დავშალოთ, უნდა ჩავაგდოთ ცხელ (ადუღებულ, და არა მდუღარე) წყალში 5 წუთით. ამასობაში ავთქვეფთ 3 კვერცხს და მოვაყრით მარილს.
ყვავილოვან კომბოსტოს დავშლით, ამოვავლებთ ათქვეფილ კვერცხში და დავყრით ზეთიან ტაფაზე, დავახურავთ თავს და მოვხრაკავთ საშუალო ცეცხლზე, მანამ სანამ არ შეყავისფრდება.
რომ გამზადდება, ჩავყრით ყველაფერს ჯამში, ტაფას ისევ შევადგამთ ცეცხლზე და ამჯერად მოვხრაკავთ ხახვს, ოღონდ ძალიანაც არ გააყავისფროთ, ისე რომ დარბილდეს რა. ცოტა ხანში, როცა ხახვი თითქმის მზად იქნება, დავაყრით გახეხილ სტაფილოს, კარგად ავურევთ და სადღაც 5 წუთს კიდევ გავაჩერებთ ცეცხლზე.
ესეც რომ გამზადდება, ჩავყრით კომბოსტოიან ჯამში, დავამატებთ მაიონეზს, მარილს, პილპილს (მე შავიც დავაყარე და წითელიც), კააარგად ავურევთ და მივირთმევთ თითების ჩაკვნეტამდე :D

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

2 Responses to სალათის რეცეპტი

  1. The Sea ამბობს:

    pawuk, dzaan magari gamovida :)
    ugemrielesi iyo

    i luv ya

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s