Маленькие Прелести Жизни

ანუ როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი დღე – დღესასწაულად

მიყვარს, როცა ჩემი პატარა ოჯახი + ორი ახლობელი ადამიანი, სულ ხუთნი, ერთად ვიკრიბებით: დედა, მე, ჩემი შეყვარებული – ლაშა, ჩემი და და მისი შეყვარებული – ბექა.
ნუ ეს არც ისე ხშირად ხდება, ან თუ ხდება, ყველა დაღლილია და სააბშენიოდ ერთმანეთისთვის არ სცალიათ ხოლმე.
დღეს კიდევ მაგარი დღე შევქმენი :)
სადილის კეთება დავიწყე, მაცივარში კიდევ რაღაცეები ვიპოვე და წაექსპერიმენტება გადავწყვიტე. ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი გემრიელი გამომივიდა :) სადილად დასხდომას რომ ვაპირებდით, დამკრა თავში – რატომ არ შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა? why not? ხომ შეიძლება, რომ ამ პატარა მაგიდის ნაცვლად ლამაზად გავშალო ყველაფერი დიდ მაგიდაზე, დავდო ლამაზი ჭიქები, გამოვიღო საკაიფო დანა-ჩანგალი, სპაგეტი, როგორც მჩვევია, ქვაბით კი არა, ლამაზ ჯამში ჩადებული მოვიტანო და ა.შ. მე მგონი მარისგან გადამედო მსგავსი იდეები :) არადა რომ დაფიქრდე, რა გვიშლის იმაში ხელს, რომ ლამაზად ვიცხოვროთ? მარტო სიზარმაცე :)
მოკლედ, დღეს არ დამეზარა, ავძვერი ზემოთ, ჩამოვიღე ახალი ჭურჭელი და ჩემი გემრიელი სადილი ისე მივართვი საყვარელ ადამიანებს. ცოტა წითელი ღვინოც ვიპოვეთ, ცოტა – ვაშლის ლიქიორიც.
სადილი ყველას ძალიან მოეწონა, სალათებიც :D ჭამის შემდეგ ვითამაშეთ კიდეც :)) და ბევრი ვიცინეთ :P
ჩემთვის გადავწყვიტე, რომ თვეში ერთხელ მოვაწყო ხოლმე ასეთი დღესასწაულები :) ნუ მერე რა, რომ ერთი საათი ჭურჭელს ვრეცხავდი და შემდეგი ერთი საათი – სამზარეულოს ვალაგებდი. სამაგიეროდ ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანები ხომ კმაყოფილები და ხალისიანები იყვნენ, მიზეზი კი ჩემი შექმნილი საღამო იყო :))

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

6 Responses to Маленькие Прелести Жизни

  1. The Sea ამბობს:

    miyvarxar…
    vot saxalxod sorry bolos ro gavitishe da cota uxalisod viyavi

  2. natalikalandadze ამბობს:

    ეგრე, ეგრე.. ბევრი რამის სწავლა შეიძლება… ჰეფი ვარ…
    ღამით ხო გაქვს მერე “აბა დღეს მე ვის რა ვარგე-ს” პონტში კმაყოფილების შეგრძნება? :) ეგაა მთავარი

  3. piccolina ამბობს:

    გენათალე ძეტკა, მიყვარს როცა ხალხი ცხოვრებას ილამაზებს :D

  4. მარ ამბობს:

    “მე მგონი მარისგან გადამედო მსგავსი იდეები ”

    ეს მე? :))
    გენათალე :))) ერთი ეგეთი ვახშამი მოვაწყოთ ერთ დღეს ჩემთან და გავიხაროთ ოთხივემ :)

  5. dodka ამბობს:

    ჯიგარი ხარ დოდ … :D კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უჟენისთვის ;) ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ჯიგარი ხარ … შემდეგში მე მოგეხმარები დალაგებ დარეცხვაში ;) … კისს

  6. კაი ადამიანი ხარ დოდ
    თურმე შეიძლება ადამიანი შეცდეს :)
    ძააან კაი იდეა მომაწოდე, დიდი მადლობა

    და sorry
    ოღონდ არ მკითხო რატო :bashful:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s