ლგბტ სკანდალები

ამ დღეებში forum.ge-ზე გაიხსნა თემა “მე”, რომელიც შეეხებოდა პირველი ქართული ლგბტ  ჟურნალის გამოცემას (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი).
თვითონ ჟურნალი ძალიან საინტერესო რამაა, აგერ ამ ლინკიდან შეგიძლიათ ორივე ნომრის გადმოწერა:
http://www.inclusive-foundation.org/magazine/

ამ თემის გახსნას რაც მოჰყვებოდა ყველამ იცოდა მემგონი.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ვმოდერირებდი თემას, მაინც საშინელება გამოვიდა ჯამში.
იყვნენ არატრადიციულები, რომლებიც ყვიროდნენ, რომ მათი უფლებები დასაცავია; იყვნენ აგრესიული იუზერები, უმეტესწილად უინტელექტო ჰომოფობები (რომლებსაც საკმარისი სიტყვათა მარაგიც არ ჰყოფნიდათ, რომ კულტურულად მიეყენებინათ შეურაცხყოფა გეებისთვის და გინებაზე გადადიოდნენ, რის გამოც ვორნებს იღებდნენ), კიდევ იყვნენ არატრადიციულთა ლოგიკური დამცველები; იყვნენ გეები, რომლებიც მალავენ გეიობას მსგავს თემებში დამცინავი პოსტების ხარჯზე; იყვნენ ხალხი, რომლებსაც ეკიდა ყველა – ჰომოებიც და ჰეტეროებიც, ნუ შეგვეცითო ღაღადებდნენ მხოლოდ, და იყვნენ კიდევ ერთი კატეგორია: “ჩვენ პრადვინუტები ვართ”, რომლებიც უბრალოდ, იცავდნენ გეებს, იმიტომ რომ ეს მოდურია, და არა იმიტომ, რომ ეს გააზრებული ჰქონდათ.

60+ გვერდზე თემა დავხურე. ჟურნალის შესახებ არავინ არაფერს არ წერდა და იმიტომ. არადა მისი არსებობის შესახებ უკვე ბევრმა გაიგო და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა გადმოწერა და გადაათვალიერა კიდეც. მაგრამ ეს ცუდი არაა, ეს კარგია, იმიტომ რომ იმ ჟურნალში არ წერია, გეები გახდითო, იქ უბრალოდ რაღაც ინFოებია, რისი ცოდნაც არც დააკლებს რამეს ადამიანს და არც მოჰმატებს ზოგადად, თუ არ აინტერესებს.

ჰოდა რა ხდება შემდეგ :)
იმის მაგივრად, რომ არატრადიციულები დაკმაყოფილებულიყვნენ “გაწეული სამუშაოთი” (ამხელა პოპულარობას ეხუმრები? ფლეიმში 66-გვერდიანი თემა.. რომ არ დამეხურა, ჯასთსაც გაასწრებდა მალე :D ), ხო აი ამის მაგივრად დღეს იხსნება კიდევ ერთი თემა – ამჯერად ნიუსებზე ლგბტ ხალხის შესახებ. :)

მე არ მესმის საერთოდ, რატომ უნდა გინდოდეს იმ ოჯახში სტუმრობა, სადაც არ უხარიათ შენი მისვლა.
და კიდევ მეორე – ხომ ყველამ იცის, რომ არანაირი ჟურნალის განხილვა, და არც ინფოების დადება არ იქნება იმ თემაში, უნდა იყოს იევ ისეთი გაიწი-გამატარე.
ნიუჟელი არატრადიციულებს ასე სიამოვნებთ, როცა მათ ლანძღავენ?
თუ ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ხერხია?

საუკეთესო ხერხი არ იფათურონ შენს ლოგინში – ესაა ის, რომ არ მისცე მათ ფათურის საშუალება.

რაც დრო გადის ხოლმე და რაღაცეები ხდება, ვხვდები, რომ ლაშა ჭეშმარიტებას ღაღადებს ხოლმე. თუ ვინმე რამეს გიშავებს, ისევ შენიბრალია, რადგან უშვებ იმდენად ახლოს, რომ შეძლოს დაშავება მჰჰ.

პ.ს: ბაი ზი ვეი… დამირეკა ლაშამ უკვე. და მითხრა, რომ ვიცოდი, ბლოგში რომ დაწერდი სიბრაზისგანო :D :) მმმნიამ.

Advertisements
This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

7 Responses to ლგბტ სკანდალები

  1. web_nts ამბობს:

    :2kiss:

    მაგარი ორიგინალური (სკინი) ბლოგი გაქვს :)

    ხოდა ის თემა დასახურია მგონი მაინც :))

  2. dodka ამბობს:

    უმმმ :)) მადლობა :)

    მართალია მთლად ის სქინი არ არის, რაც მე მინდა, მაგრამ არაუშავს, ესეც კარგია (ძან მიყვარს ქაღალდის პონტში რომაა თემფლეითები, მართლა დღიურებისავით :)

    თემას კი ალბათ დავხურავ.
    ანუ ზოგადად მასეთ თემას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ შექმნილ ვითარებაში – ეგ თემა ისევ ტუალეტად გადაიქცევა და აზრი არ აქვს…

  3. Internet_Contraband ამბობს:

    რა არის დოდ, იცი? ამ ბოლო დროს გეობის და ლესბოსელობის აღიარება-დემონსტრირება მოდურია, რაღაც ”პონტში” თვითრეალიზებას ახდენენ ალბათ, ანუ დაახლოებით ისეთი პონტია უმრავლესობა ტინეიჯერებისა მეტალს რომ უსმენს, თან დეპრესია რო ჭირს და თან თუყურადღებასარმომაქცევთთავსმოვიკლავ-ი.

    არადა არც საამაყო და არც სასირცხვილო არაფერი არაა. ეს ხომ ერთ-ერთი სექსუალური მიდრეკილებაა ანუ იდეაში მე თუ დიდ მკერდიანი ქალები მომწონს რომ ავყვირდე დიდმკერდიანი ქალების მოყვარულ მამაკაცებს ცალკე ტუალეტი გაგვიხსენით-თქო ეგეთი პონტია რა.

    აუ ვერ ვიძინებ :უსერ:

  4. dodka ამბობს:

    უჰუმ.
    პირადად მე გეებს არ გამოვარჩევ სხვა ხალხისგან.
    მაგრამ პრობლემა მგონი იმაშია, რომ თავადვე გამოარჩევენ საკუთარ თავებს.

    არ დაიძინო მერე :უსერ: ბლოგი გააკეთე :უსერ: :D

  5. beliar ამბობს:

    დოდ საერთოდ უნდა დაგეხურა ეგეთი შინაარსის თემა, იმიტომ რომ ალბათ ხვდები რომ იმ ვიღაცისთვის კომპლიმენტების გაკეთებას არავინ არ აპირებდა და არც იმ ჟურნალზე იტყოდნენ რამეს დადებითს…

    როგორც ბლოგი, ბლოგი კარგი გავს ნამდვილად! :)

  6. გიო ამბობს:

    არატრადიციული ორიენტაცია საქართველოში საამაყო არაა და არც მოდურია.
    უბრალოდ წარმოიდგინეთ როგორია ცხოვრობდეთ ქვეყანაში სადაც სირცხვილად ითვლება გინდოდეს, გიყვარდეს და ა.შ. განსხვავებული სქესის ადამიანი (ანუ პირიქით რომ იყოს ყველაფერი და ჰეტეროსექსუალობა ითვლებოდეს სირცხვილად) და მერე მიხვდებით თუ რატომ ხსნიან ასეთ თემებს.
    შეურაცყოფა არავის არ სიამოვნებს, მაგრამ ხმას თუ არავინ ამოიღებს მაშინ ყოველთვის დუმილი იქნება (ეუფ რა ფილოსოფიური ფრაზა გამომივიდაა:D).
    p.s. 1. შენი საიტი ზალიან მომეწონა
    2. საოცარი ბრძოლა გაწიე სამართლიანობისათვის მაგ თემაში:)

  7. gayguy ამბობს:

    ძალიან დამაგვიანდა :) სიცოცხლის უფლება ყველას აქვს და მართალი ხარ, რომ თუ ვინმეს არ უნდა რომ მის საწოლში ვინმემ ხელები აფათუროს, არც არავის მისცემს ამის საშუალებას :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s