ზემოთ ასაგზავნი წერილები. 4

Я тебе ничего писать не буду,ведь я же Тебе всё рассказываю по вечерам.
(Ганс,10)

მე ყოველ ღამე გიყვებოდი
ვარდისფერ ზღაპრებს
ჩემს ცხოვრებაზე,
ზღაპრებს, რომლებიც შენ გინდოდა
რომ გაგეგონა.
მე ყოველ ღამე გატყუებდი,
და ყოველ ღამე გღალატობდი
სადღაც სიზმრებში,
ყოველ ღამე სხვა მიკოცნიდა
თაფლიან ტუჩებს,
შენ რომ ოდესღაც

შენი გეგონა.
მე ყოველ ღამე
გიკითხავდი
ძველისძველ ლექსებს,
და გჩუქნიდი
უკვე ათასჯერ სხვისთვის
ნაჩუქარ ტექსტებს,
შენ გიხაროდა,
შენ იჯერებდი,
და ყოველ ღამე მატყუებდი,
ვითომ გიყვარდი,
და ყოველ დილით
უდუღებდი მეუღლეს ყავას.
ბარი ბარში ვართ…
და უსასრულოდ –
მე ყოველ ღამე
მოგიყვები ვარდისფერ ზღაპრებს,
შენ ყოველ ღამე დაიჯერებ,
შენ ყოველ ღამე მომატყუებ, ვითომ გიყვარვარ,
მე ყოველ ღამე შენ დაგიჯერებ,
მერე სიზმრებში
მე გიღალატებ,
შენ მეუღლეს მიუტან ყავას,
და ცხოვრების ერთი ნაწილი,
ღამე რომ ჰქვია,
ტყუილში გავა…

Advertisements
This entry was posted in კისპრომტები. Bookmark the permalink.

One Response to ზემოთ ასაგზავნი წერილები. 4

  1. piccolina ამბობს:

    “და ცხოვრების ერთი ნაწილი,
    ღამე რომ ჰქვია,
    ტყუილში გავა… ”
    მომწონს ეს :user:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s